close

ეს საინტერესოა

ანალიტიკაგეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

სად და როგორ წარმოიშვა „ირმა“ და მსგავსი დამანგრეველი ქარიშხლები?

რამდენიმე კვირაში იმ დღიდან, როცა ქარიშხალმა „ჰარვეიმ“ ტეხასში ნგრევა გამოიწვია, „ირმამ“ ფლორიდაში მეწყერი წარმოშვა და ეს მაშინ, როცა ატლანტიკურ ქარიშხლის სეზონამდე თითქმის 12 კვირაა დარჩენილი. ჩნდება კითხვა – საიდან ჩნდება ეს ქარიშხლები?

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქარიშხლების უმეტესობა, რომელიც აშშ-სა და კანადას თავს დასტყდომია, იწყება, როგორც დასავლეთის აფრიკის, კერძოდა კი აფრიკის კაპე ვერდეის კუნძულების სანაპირო ზოლის, ატმოსფეროში არსებული ამინდის განსხვავებული ნიმუში.

,,Geophysical Research Letters-ში” გამოქვეყნებულმა 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთ აფრიკის სანაპიროს ამ ტროპიკული დარღვევების თვალყურის დევნებით მკვლევარები შეძლებდნენ იმის პროგნოზირებას, თუ რომელი მათგანი გადაიქცეოდა სერიოზულ ქარიშხლად რამდენიმე კვირის შემდეგ.

„იმ ქარიშხლების 85 პროცენტი, რომელიც აშშ-სა და კანადას აზარალებს, დასავლეთ აფრიკის ატმოსფეროში არსებული დარღვევებისგან წარმოიშვა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო დიდ ტერიტორიაზეა ეს დარღვევა გავრცელებული, მით მეტია იმის შანსი, რომ ერთ-ორ კვირაში ის ქარიშხლად გადაიქცეს,“ – განაცხადა ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარმა კოლინ პრაისმა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ქარიშხლები პირდაპირ უკავშირდება დედამიწის ერთ-ერთ მშრალ ადგილას – საჰარას უდაბნოს.

საჰარის ცხელი და მშრალი ჰაერისა და გვინეის ზღვის ყურიდან მომავალი გრილი, უფრო ტენიანი ჰაერის ურთიერთქმედება წარმოშობს ე.წ. აფრიკის აღმოსავლეთ ნაკადს, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უბერავს.

ამ ნაკადის ფარგლებში შესაძლოა წარმოიშვას ატმოსფერული დარღვევები ან ტროპიკული ტალღები. იმის გამო, რომ ეს ტალღები აფრიკის კაპე ვერდეის  სანაპიროზე იცლებიან, 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ამ ადგილში არსებული ღრუბლის რაოდენობით შესაძლოა იმის დადგენა, შეიძლება თუ არა, რომ ეს ტროპიკული ტალღები ერთ-ორ კვირაში ქარიშხლად გადაიქცნენ.

როგორ ხდება ეს? ტროპიკული ტალღები ურთიერთქმედებენ ატლანტის ოკეანის თბილ ეკვატორულ წყალთან, ხოლო იმის გამო, რომ ისინი დასავლეთისკენ მიემართებიან ოკეანიდან თბილი და ტენიანი ჰაერის სვეტების წარმოშობას იწვევენ.

ეს წარმოშობს სამი ინგრედიენტიდან ორს იმისათვის, რომ ტროპიკული შტორმები ძლიერ ქარიშხლებად გადაიქცნენ : ტენიანი ჰაერი; დედამიწის როტაცია; და თბილი ოკეანის ტემპერატურა. როდესაც ქარების სიჩქარე 119 კმ / სთ-ს აღწევს, ქარიშხალი კლასიფიცირდება როგორც I კატეგორიის ქარიშხალი.

სანამ ქარიშხლად გადაიქცეოდა და აშშ-სა და კარიბისკენ გაემართებოდა, აგვისტოს დასასრულს „ირმა“ კაპე ვერდეის კუნძულების ატმოსფეროში არსებულ დარღვევად დააფიქსირეს.

სტატისტიკის თანახმად, ყოველ წელს აფრიკაში წარმოქმნილი 60 დარღვევიდან მხოლოდ 10 პროცენტი გადაიქცევა ქარიშხლად – მაგრამ ისეთ ქარიშხლად, რომელსაც შეუძლია ატლანტის გადაკვეთა, რაც მას იმდენად აძლიერებს, რომ აშშ-სა და კანადასაც კი აყენებს დარტყმას.

მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ შეიმუშავონ მექანიზმი, რისი საშუალებითად იმის პროგნოზირებას შეძლებენ, თუ რომელი დარღვევა შეიძლება ერთ ან ორ კვირაში ქარიშხლად გადაიქცეს. ეს კი თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქარიშხლისგან გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის აცილება ან შემცირება გახდეს შესაძლებელი.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ფლორიდის სამხრეთ სანაპიროს ქარიშხალი ,,ირმა” თავს დაატყდა. მაიამის სანაპიროები დატბორილია, ქუჩებში ქარიშხალმა უზარმაზარი ხეები მოგლიჯა. 1 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი, ფლორიდის სამხრეთ ნაწილში ევაკუირებულია. სანამ ქარიშხალი ფლორიდის სანაპირობმდე მივიდოდა, ის კარიბის კუნძულებზე მძვინვარებდა და შედეგად 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

დღეში 4 ფინჯანი ყავის მიღება ციროზისგან გვიცავს

 ახალი კვლევის თანახმად, დღეში ოთხი ფინჯანი ყავის მიღება საკმარისია ღვიძლის სასიკვდილო დაავადების პრევენციისთვის.

სასიცოცხლო ორგანოს განადგურებისგან დაცვა ერთ ჭიქა მცენარეულ ჩაისაც შეუძლია.

ჰოლანდიელი მეცნიერები აცხადებენ. რომ ორივე სასმელი ღვიძლის ნაწიბურის წარმოქმნას უშლის ხელს, რომელიც იწვევს ციროზს – რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს ადამიანისთვის.

ზუსტი მექანიზმი უცნობია, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ანტიოქსიდანტური ნაერთები სისხლში გადადის და ღვიძლამდე აღწევს.

ციროზი გამოწვეულია ღვიძლის ხანგრძლივი დაზიანებით. ის ხშირია ღვიძლის სხვადასხვა დაავადების ბოლო  ეტაპზე.

  ღვიძლის დაავადებები ( ღვიძლის 200-ზე მეტი დაავადება არსებობს ) სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მეთორმეტე ადგილზეა მსოფლიოში. ამ დაავადებათა უმეტესობა ცხოვრების არაჯანსაღ წესთანაა დაკავშირებული.

როგორ ჩატარდა კვლევა?

ნიდერლანდების ერაზმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა 2,424 მონაწილის მონაცემი შეკრიბეს.

ყველა მოხალისეს სისხლის ნიმუშები აუღეს. მათ დრო და დრო ღვიძლის გამოსახულების გადაღების პროცედურები უტარდებოდათ, რათა თავიანთი ორგანო შეეფასებინათ.

გარდა ამისა, კვლევის მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად ღებულობდნენ გარკვეულ საკვებს, მათ შორის, ყავასა და ჩაის.

ყავის მოხმარება სამ კატეგორიად იყოფოდა: არცერთი, ზომიერი (ნულოვანიდან სამ ჭიქამდე) და ხშირი (სამზე მეტი).

ჩაის მოხმარება კლასიფიცირებულ იქნა: მცენარეულ, მწვანე და შავ ჯიშებად.

რა აღმოაჩინეს მათ?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის ხშირი მოხმარება ორგანიზმს ღვიძლის დაავადებისგან იცავს. როცა მათ საერთო შედეგს გადახედეს, აღმოაჩინეს, რომ იგივე ეფექტი აქვს მცენარეულ ჩაისაც.

მიუხედავად აღნიშნული კვლევის შედეგებისა, მეცნიერები აცხადებენ, რომ სანამ რეგულარულ coffee breaks-ები ცხოვრების წესი გახდება, არაერთი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

თუმცა ის, რისი თქმაც შეიძლება ისაა, რომ დღეში 4 ჭიქა ყავის მიღება უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

,,International Life Sciences Institute -ის” მეცნიერებმა ადამიანზე კოფეინის ზემოქმედების შესახებ დაახლოებით 740 კვლევა განიხილეს და აღმოაჩინეს, რომ 400 მილიგრამი (4 ჭიქა) ყავის მიღება ზრდასრული ადამიანებისთვის უსაფრთხოა.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასამართალისაქართველო

დეკრეტული შვებულება მამებისთვის და საქართველო

 ალბათ ბევრ თქვენგანს არც სმენია, რომ საქართველოში მამაკაცებს დეკრეტული შვებულების აღების უფლება აქვთ და ამ უფლებით რამდენიმე ერთეულმა ისარგებლა კიდეც. თუმცა, საერთო ფონი მაინც სტერეოტიპულია და ბევრი დამსაქმებელი იმდენად წარმოუდგენლად მიიჩნევს დასაქმებული მამაკაცის დეკრეტულ შვებულებაში გაშვებას, რომ რიგი საჩივრებისა ომბუდსმენის აპარატამდე აღწევს.

საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებით, ოჯახში მთავარი მზრუნველი – დედა, შემომტანი  კი – მამაა. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ქალბატონები სახლში რჩებიან ახალშობილის მოსავლელად, მამაკაცები კი კვლავ განაგრძობენ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნვას.

,,საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებები 2013 წლის 27 სექტემბერს შევიდა, თუმცა, სავარაუდოდ, არცთუ ისე  ფართო კამპანიის წყალობით, დღემდე ბევრმა არ იცის, რომ შეუძლია გამოიყენოს თავისი წილი დეკრეტული შვებულება და წვლილი შეიტანოს ახალშობილის აღზრდა-მზრუნველობაში.  კანონის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ახლა უკვე მამაკაცებსაც ბიუჯეტიდან უნაზღაურდებათ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ  შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა 1000 ლარს არ აღემატება.

 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე გამოეყოფა მშობელს, თუმცა, აქვე ისიც აღსანიშნავია,რომ, კანონის მიხედვით, არ შეიძლება ერთდროულად ორივე მშობელი  იმყოფებოდეს შვებულებაში. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. ​

აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების დღიდან სამ წელზე მეტი გავიდა, თუმცა დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე მამაკაცთა რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. ზოგადად კი, ზუსტი რაოდენობის თქმა რთულია, რადგანაც  სტატისტიკა არც არსებობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ  საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ მონაცემებში არ კონკრეტდება, დეკრეტული შვებულებით რომელი სქესის წარმომადგენელმა ისარგებლა. თუმცა კონკრეტული მონაცემების არქონის შემთხვევაშიც ნათელია, რომ  საქართველოში დეკრეტში თითქმის ყოველთვის  ქალი გადის.

არადა, მსოფლიოს მასშტაბით, ამ ტიპის  შვებულებით მრავალი მამაკაცი სარგებლობს და ეს ჩვეულებრივი, მისაღები ,,ტონია“.

 პირველი ქვეყანა, რომელმაც მამებს დეკრეტული შვებულების გამოყენების საშუალება, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, მისცა – ნორვეგიაა.

მოგვიანებით კი, იგივე კანონი დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამაც მიიღო. ამ ქვეყნებში იმის გარანტია აქვთ დეკრეტულ შვებულებაში გასულ მამაკაცებს, რომ სამსახურს კვლავ იმავე პოზიციით დაუბრუნდებიან. გარდა ამისა, ამ ტიპის შვებულების აღება ორივე მშობელს შეუძლია 1 წლის ვადით და თანაც ერთდროულად.

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ და კიდევ უამრავ ქვეყანაში, სადაც მსგავსი წესი არსებობს, დეკრეტში გასულ მამაკაცთა და ქალთა რაოდენობა თითქმის თანაბარია.

ალბათ საინტერესოა, რა მიზეზი შეიძლება დასახელდეს საქართველოში ამ ტიპის კანონის შემოღების ნაკლებპოპულარულობის ასახსნელად?

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი ამ საკითხზე დიდი ხანია მუშაობს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ  შრომის კოდექსში შეტანილი ნორმა არის ალტერნატიული ხასიათის, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულება  მშობლებმა შეიძლება გამოიყენონ ორსულობის და მშობიარობისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ბავშვის მოვლა არ უკავშირდება სქესის ნიშნით შეზღუდვას.

ამ კუთხით არაერთი კამპანია მიმდინარეობს, რათა საოჯახო აღზრდა გულისხმობდეს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორ გაგებას და ბავშვის აღზრდისა და განვითარების საქმეში მამაკაცისა და ქალის საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

საზოგადოებაში დეკრეტული შვებულების აღება  ქალის უფლებად უფრო აღიქმება ვიდრე მამაკაცისა, ამას ადასტურებს ,,თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შემთხვევებზე ჩატარებულ კვლევაში.

 გიორგი ბეჟანიშვილი იმ ერთეულთაგანია, რომელმაც დეკრეტული შვებულება მოითხოვა, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო პირველი წარმატებული შემთხვევა, როდესაც მამაკაცი დაინტერესდა, რამდენად ჰქონდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, რომ ბავშვის მოვლის მიზნით შვებულება აეღო.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოვლენილი გარკვეული წინააღმდეგობის შემდეგ, მან მოახერხა კუთვნილი შვებულებიდან თვე-ნახევარი გამოეყენებინა.

იმის გამო, რომ მეუღლეს სამსახურში გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მან გადაწყვიტა  ბავშვის გაზრდაში საკუთარი წვლილი შეეტანა და სწორედ ამ ფორმას მიმართა.

თავდაპირველად გიორგი ბეჟანიშვილმა, დეკრეტული შვებულების მოთხოვნით, თელავის უნივერსიტეტს მიმართა განცხადებით.  სანამ გიორგი დეკრეტულ შვებულებას მოითხოვდა, მანამდე იურისტებს, შემდეგ კი სახალხო დამცველის აპარატს მიმართა.

 ,,შვებულების აღება ძალიან გამიჭირდა, ინფორმაცია არ არსებობდა. მუდმივად ვრეკავდი აქეთ-იქით. დამსაქმებლებისგან თავიდან უცნაური, შემდეგ კი პოზიტიური დამოკიდებულება წამოვიდა, რადგან სახალხო დამცველის აპარატი მეხმარებოდა და მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობა არასწორი იქნებოდა.

ვისაც მსგავსი სურვილი აქვს, ვურჩევდი, მიმართოს იურისტებს ან სახალხო დამცველის აპარატს და დაეხმარებიან. ნუ შეშინდებიან დაცინვის გამო. საზოგადოებას აუცილებლად ექნება სხვადსხვა რეაქცია. მზად იყვნენ ამისთვის და ყველაფერი კარგად იქნება,“-აცხადებს გიორგი.

ზოგადად, შრომის კოდექსის გაუთვალისწინებლობის ხშირი პრობლემის წინაშე რომ დგას სახელმწიფო, ეს ბოლო მოვლენებმა განსაკუთრებულად გამოკვეთა. დეკრეტული შვებულების, ორსულებსა და მშობიარობის შემდგომ – დედებზე, არგაცემის საჩივრები კი ომბუდსმენის აპარატამდე ხშირად აღწევს. ცხადია, რომ დამსაქმებლები თავად ვერ ერკვევიან შრომის კოდექსში არსებულ ჩანაწერებში, მაგრამ თავად დასაქმებულებიც რომ არ ეცნობიან თავიან უფლებებს – ეს მეორე, კიდევ უფრო დიდი უკიდურესობაა.

 

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

სამკურნალო საშუალებების მომზადება სახლის პირობებში

 სამკურნალო საშუალებების მოსამზადებლად, აუცილებელია, ნედლეულის წინასწარ დაქუცმაცება. ვინაიდან, მცირე ნაწილაკებისაგან მოქმედი ნივთიერებები უფრო სწრაფად და სრულად მიიღება. ჩვეულებრივ, ფოთლების ყვავილებისა და ბალახის ნაწილების ზომები არ უნდა აღემატებოდეს 5მმ-ს, ღეროები,ქერქი, ფესვები – 3 მმ-ს. თესლები – 0,5 მმ-ს.

ფოთლებს, ბალახსა და ქერქს ჭრიან წვრლ ნაწილაკებად მაკრატლით, ფესვები და ფეხურები იჭრება დანით ან ნაყავენ სანაყში. ნაყოფსა და თესლებს – ხელით წისქვილებში ან ტოვებენ მთლიანს.

მრავალკომპონენტიანი სამკურნალო საშუალებებების მომზადებისას, თითოეულ შემადგენელ ნაწილს აქუცმაცებენ ცალ-ცალკე, შემდეგ მას წონიან ან ზომავენ იმ მოცულობით, რაც პროპორციულადაა მითითებული. ბოლოს კი, მთ სუფთა ქაღალდზე და მინის ჭურჭელში ურევენ.

ცხელი ხერხით სამკურნალო საშუალებების მისაღებად იყენებენ ემალის, მინის, ფაიფურის ან კერამიკის ჭურჭელს, რომელიც მკვრივად უნდა დაიხუროს ხუფით, სხვა მეტალთან რეაქციის თავიდან ასაცილებლად. მზა საშუალებების გადასაწურად უნდა ვისარგებლოთ დოლბანდით.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამედიცინა

მდედრი კოღო – კაცობრიობის ნახევრის დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი

იცით თუ არა, რომ:

მამრი კოღოები ადამიანებს არ კბენენ, ისინი ყვავილის ნექტრით იკვებებიან;

ადამიანის არსებობის ისტორიაში, მდედრი კოღოს კბენის შედეგად, ჯამში, დაახლოებით, 48 მილიარდი ადამიანი დაიღუპა;

საშუალოდ, ყოველ 12 წამში თითო ადამიანი სწორედ კოღოს კბენის მიზეზით იღუპება;

კოღოები პოტენციური მომაკვდინებელი დაავადებების გაამტანები არიან, მაგალითად, მალარიის, ზიკას ვირუსის, ენცეფალიტის,  ყვითელი ციების და ა.შ.

კოღომ ადამიანების ამორჩევა იცის, ამის მიზეზი კი – გენებია,  ყველაზე მიმზიდველი – პირველი  ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან. აგრეთვე, კოღოებს განსაკუთრებით იზიდავთ ფეხმძიმე ქალები;

საინტერესოა, რომ კოღოებს აგრეთვე ძალიან უყვართ ლუდის მოყვარული ადამიანების კბენა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამედიცინა

მდედრი კოღო – კაცობრიობის ნახევრის დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი

იცით თუ არა, რომ:

მამრი კოღოები ადამიანებს არ კბენენ, ისინი ყვავილის ნექტრით იკვებებიან;

ადამიანის არსებობის ისტორიაში, მდედრი კოღოს კბენის შედეგად, ჯამში, დაახლოებით, 48 მილიარდი ადამიანი დაიღუპა;

საშუალოდ, ყოველ 12 წამში თითო ადამიანი სწორედ კოღოს კბენის მიზეზით იღუპება;

კოღოები პოტენციური მომაკვდინებელი დაავადებების გაამტანები არიან, მაგალითად, მალარიის, ზიკას ვირუსის, ენცეფალიტის,  ყვითელი ციების და ა.შ.

კოღომ ადამიანების ამორჩევა იცის, ამის მიზეზი კი – გენებია,  ყველაზე მიმზიდველი – პირველი  ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან. აგრეთვე, კოღოებს განსაკუთრებით იზიდავთ ფეხმძიმე ქალები;

საინტერესოა, რომ კოღოებს აგრეთვე ძალიან უყვართ ლუდის მოყვარული ადამიანების კბენა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოპოლიტიკა

სახელმწიფოს მოწყობის ძირითადი ფორმები და თავისებურებები

 სახელმწიფოს, მოწყობის ფორმის მიხედვით, ძირითადად, ყოფენ მარტივ და რთულ სახელმწიფოებად.

მარტივ სახელმწიფოებს ასევე მოიხსენებენ როგორც უნიტარულ სახელმწიფოს. ამ ტიპის სახელმწიფოში არსებობს მთელი ქვეყნისთვის საერთო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები. ქვეყანა იყოფა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ  ერთეულებად, რომლებსაც ცალ-ცალკე არ აქთ სახელმწიფოს ძირითად ნიშნები. ამ ტიპის სახელმწიფოებია, მაგ: საფრანგეთი, ავსტრია, უნგრეთი, ბელგია და ა.შ.

რთული ანუ ფედერაციული სახელლმწიფოები დაყოფილი არიან გარკვეული მეტი თუ ნაკლები დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფოებრივ ერთეულებად.

ფედერაციაში შემავალ  თითოეულ წევრ სახელმწიფოს აქვს მმართველობის ორგანოები, რომლებიც მოქმედენემ შესაბამის ტერიტორიაზე, მაგრამ, საბოლოოდ, ემორჩილებიან მთელი ქვეყნის უმაღლეს ორგანოებს. ფედერაციული სახელმწიფოს მოდელებია – აშშ, კანადა, შვეიცარია და სხვა.

ფედერაციისგან განასხვავებენ კონფედერაციას. კონფედერაცია ეწოდება სახელმწიფოთა კავშირს. ამ დროს სახელმწიფოთა საქმიანობა ერთიანდება ერთ ან რამდენიმე დარგში. მაგალითად, სამხედრო-საფინანსო კუთხით.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაპოლიტიკა

სახელმწიფოს მოწყობის ძირითადი ფორმები და თავისებურებები

 სახელმწიფოს, მოწყობის ფორმის მიხედვით, ძირითადად, ყოფენ მარტივ და რთულ სახელმწიფოებად.

მარტივ სახელმწიფოებს ასევე მოიხსენებენ როგორც უნიტარულ სახელმწიფოს. ამ ტიპის სახელმწიფოში არსებობს მთელი ქვეყნისთვის საერთო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები. ქვეყანა იყოფა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ  ერთეულებად, რომლებსაც ცალ-ცალკე არ აქთ სახელმწიფოს ძირითად ნიშნები. ამ ტიპის სახელმწიფოებია, მაგ: საფრანგეთი, ავსტრია, უნგრეთი, ბელგია და ა.შ.

რთული ანუ ფედერაციული სახელლმწიფოები დაყოფილი არიან გარკვეული მეტი თუ ნაკლები დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფოებრივ ერთეულებად.

ფედერაციაში შემავალ  თითოეულ წევრ სახელმწიფოს აქვს მმართველობის ორგანოები, რომლებიც მოქმედენემ შესაბამის ტერიტორიაზე, მაგრამ, საბოლოოდ, ემორჩილებიან მთელი ქვეყნის უმაღლეს ორგანოებს. ფედერაციული სახელმწიფოს მოდელებია – აშშ, კანადა, შვეიცარია და სხვა.

ფედერაციისგან განასხვავებენ კონფედერაციას. კონფედერაცია ეწოდება სახელმწიფოთა კავშირს. ამ დროს სახელმწიფოთა საქმიანობა ერთიანდება ერთ ან რამდენიმე დარგში. მაგალითად, სამხედრო-საფინანსო კუთხით.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაფსიქოლოგია

ტემპერამენტი და ოთხი სხვადასხვა ტიპის ადამიანი

ტემპერამენტის მიხედვით განასხვავებენ ოთხი ტიპის ადამიანებს:

სანგვინიკური  ტიპის ადამიანი მოძრავი, ცოცხალი, ემოცური და მგრძნობიარეა. გამოირჩევა უდარდელობითა და ხალისიანობით. ახასიათებს მოქმედების სისწრაფე, ემოციების თავშეუკავებელი გამოხატვა და ჟესტიკულაცია.  სანგვინიკებს შუძლიათ ცხოვრებაში დაინახვონ უფრო მეტი პოზიტიური, ვიდრე ნეგატიური.

ქოლერიკული ტიპის ადამიანები ფეთქებადი და ფიცხი ხასიათის  პიროვნებები არიან. ახასიათებთ სწრაფი მოძრაობები, ემოციური აღგზნებადობა, მტკიცე და ხანგრძლივი გრძნობები. გამოირჩევიან მბრძანებლობით, არ უყვართ მორჩილება და ადვილად ბრაზდებიან. სანგვინიკური ტიპებისგან განსხვავებით, ქოლერიკული ტემპერამენტის ადამიანები ცხოვრებაში უფრო მეტ ცუდს ხედავენ,  ვიდრე კარგს.

ფლეგმატიკური  ტემპერამენტი ადამიანებს ახასიათებთ დინჯი, აუჩქარებელი მოძრაობები. არიან გულცივები და გულგრილები, რომლებიც გარეგნულად გრძნობებს არ გამოხატავენ. იშვიათად ბრაზდებიამ, თუმცა გაბრაზების შემთხვევაში, ძნელად წყნარდებიან. მიდრეკილები არიან დადებითი, სასიამოვნო ემოციებისაკენ.

მელანქოლოკური  ტემპერამენტის ადამიანებს ახასიათებთ აუჩქარებელი, დინჯი, მოდუნებული მოძრაობები. გრძნობების გარეგან გამოხატვაში არიან თავშეკავებულნი. ძირითადად, განწყობილი არიან პესიმისტურად, რადგან ცხოვრებისგან უფრო მეტ ცუდს მოელიან. ამ ტიპის ადამიანები უფრო მეტად ჩაკეტლები არიან და ეტანებიან მარტოობას. არ უყვართ სხვებთან კონტაქტი და მიდრეკილნი არიან უსიამოვნო გრძნობებისადმი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასოფლის მეურნეობა

როგორ მზადდეება საუკეთესო ხარისხის ხაჭო?

შინაურ პირობებში ასე დაამზადებთ ხაჭოს:

ახლადმოწველილი რძე გააჩერეთ 5-6 საათი. თუ არ გსურთ, ხაჭო ცხიმიანი გამოვიდეთ, ნაღები მოხადეთ. შემდეგ, რძე შეათბეთ ახალმოწველილის ტემპერატურამდე და გაურიეთ ორი სუფრის კოვზი მაწვნის დედა, კარგად მოურიეთ და შეფუთეთ თბილი ქსოვილით. 8-10 საათის შემდეგ რძე შედედდება. შედედებული რძე დანით ან კოვზით დაყავით 3-4 სმ სიდიდის უჯრედებად. შედგით ნელ ცეცხლზე (ქვაბის ქვეშ აუცილებლად დადგით გამანაწილებელი ბადურა). როცა მასა შეთბება, ჭრილებში გამოჩნდება მომწვანო ფერის სითხე (შრატი). ცოტა ხნის შემდეგ, შესქელებული მასა ამოიწევს ზევით, უნდა შევამოწმოთ, რომ ტემპერატურა არ ასცილდეს 60-65 გრადუსს (წინააღმდეგ შემთხვევაში, შედედებული მასა მოიხარშება). შედედდება თუ არა, ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

გაცივებული მასა გადაიტანეთ საწურზე, რომელსაც გადაკრული აქვს დოლბანდი და დადგით მომინანქრებულ ქვაბზე ან სათლზე. 3-4 საათის შემდეგ შრატი დაიწურება, ხოლო თუშ-ფალანგაზე მშვენიერი ხაჭო დარჩება.

სხვათა შორის, შრატის გამოყენებაც შეიძლება. იგი ბურახის დასამზადებელი ერთ-ერთი კომპონენტიცაა, ასევე, საუკეთესოა პირუტყვის საკვებად.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 90 91 92 93 94 96
Page 92 of 96