close
მედიცინა

ქალი, რომელსაც კიბოს ხუთი დიაგნოზი დაუსვეს და 11 ოპერაცია, 30 ქიმიოთერაპიის და 55 რადიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს, გადარჩა

ქალმა, რომელიც გადაურჩა კიბოს ხუთ დიაგნოზს, საკუთარ თავს იღბლიანი უწოდა. ამის შესახებ BBC News წერს.

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა 57 წლის ნატალი იეტს-ბოლტონმა გადაიტანა 11 ოპერაცია, 30 ქიმიოთერაპიის და 55 რადიოთერაპიის კურსი. მკურნალობის ბოლო ეტაპის ხანგრძლივობა იყო ექვსი წელი. ექიმებმა მას სულ ახლახან აცნობეს, რომ მან მიაღწია სტაბილურ რემისიას.

იეთს-ბოლტონს პირველად ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი 22 წლის ასაკში დაუსვეს, როდესაც ის სტუდენტი იყო და მედდობას გეგმავდა. მიუხედავად რთული მკურნალობისა, ქალმა სწავლა არ მიატოვა და საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში მორიგედ მუშაობდა.

მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა ქალმა პირველად დაამარცხა ლიმფომა, კიბო კიდევ სამჯერ დაბრუნდა. ერთ-ერთი რეციდივის დროს იეიტს-ბოლტონს აღმოაჩნდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ქირურგიულად მოაშორეს.

„ნამდვილად იღბლიანი ვარ, რადგან მყავს ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც ჩემზე ნაკლებად იღბლიანები არიან. მათ არ ჰქონდათ დაავადების დაძლევის ის ხუთი შანსი, რაც მე მქონდა “, – განუცხადა იეტს-ბოლტონმა BBC News-ს.

ახლა ქალი მისდევს აქტიურ ცხოვრების წესს, ატარებს დროს შვილებთან და შვილიშვილებთან და ასევე მისდევს სპორტს. მან უკვე გაირბინა ექვსი მარათონი, სამი ულტრამარათონი და მონაწილეობა მიიღო სამ ტრიატლონში.

წყარო: მკურნალი.გე

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0