close

რობოტექნიკა

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოარობოტექნიკარობოტექნიკა

რაში გამოიყენებენ ღამურა და ობობა რობოტებს?

რობოტები, რომლებიც კომპანია ,,ფესტომ“ შექმნა  აგებულებით ობობასა და ღამურას ჰგვანან, მათი ფუნქციებიც მსგავსია.

რობოტს, რომელსაც ღამურის ფორმა აქვს – შეუძლია ფრენა, აქვს ფრთები, მას მხოლოდ ფერით თუ განასხვავებთ ნამდვილისგან, რადგან თეთრია, ხოლო მეორე რობოტსაც, რომელიც ობობას ჰგავს, ნამდვილი ობობის დამახასიათებელი დამახასიათებელი ნიშნები აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, რა დანიშნულებით გამოიყენებენ ახალ პროდუქტს, მაგრამ, ცხადია, ეს ადამიანის შრომის კიდევ უფრო შემცირებასა და გაიოლებას შეუწყობს ხელს.

წყარო: Techcrunch.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიეს საინტერესოარობოტექნიკა

როგორი იქნება რობოტების ზეგავლენა ჩვენს მომავალზე

რობოტების სიმრავლე რომ პრობლემაა  – უკვე აღარავინ დავობს, მაგრამ მათი დადებითი მხარეების არდანახვა დანაშაულია.

მთელ  მსოფლიოში, რობოტები დასაქმებულ ადამიანებს სამსახურს ართმევენ. ,,BBC-ის” ცნობით, 2030 წლისთვის მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი გაქრება.

მაღაზიებს, საწყობებს, ადმინისტრაციას  –  ყველაზე დიდი საშიშროება ემუქრებათ. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დაეხმარება ადამიანებს ახალი უნარების ათვისებაში ახალი სამსახურის მოძიებისთვის. ქვეყანაში ყოველწლიურად 80 000 სამუშაო ქრება და მას რობოტი ანაცვლებს.

სამსახურის დაკარგვა, ძირითადად, დაბალკვალიფიციურ პირებს შეეხებათ, საცალო ვაჭრობის ქსელში დასაქმებულებს და იმ პირებს, რომლებიც გადაწყვეტილებას არ ღებულობენ და ძირითადად მექანიკური საქმიანობით არიან დაკავებულები. ამ სფეროში სამსახურს ყოველი მესამე ან მეოთხე ადამიანი დაკარგავს.

წყარო: BBC.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობამანქანათმშენებლობარობოტექნიკარობოტექნიკატექნოლოგიებიტრანსპორტი

5 რამ ტექნოლოგიის შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

21-ე საუკუნეში ყოველდღიურად ძალიან ბევრ სიახლეს შეხვდებით ტექნოლოგიის სფეროში, რაც მსოფლიოში მომხდარ მოვლენებზე დიდ გავლენას ახდენს.
,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ტექნოლოგიის განვითარების შესახებ:

1. ავტომობილები მძღოლების გარეშე;
2. ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები;
3. მფრინავი ტაქსები;
4.  ჭკვიანი, მოსახერხებელი სახლის ატრიბუტები, რომლებიც თქვენი სურილისამებრ მოქმედებენ;
5. სახის იდენტიფიკაციის მქონე სმარტფონები.

წყარო: Businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ფინეთში, ჰელსინკის ქუჩებში მეეზოვე რობოტი გამოჩნდა

ფინეთში, ჰელსინკის ქუჩებში მეეზოვე რობოტი გამოჩნდა. ამის შესახებ techcult წერს. მეეზოვე რობოტი კომპანია Trombia Technologies-მა შექმნა.

რობოტ Trombia Free-ს ქუჩების დალაგება დღის ნებისმიერ მონაკვეთსა და ამინდში შეუძლია. რობოტი საათში 2-6 კილომეტრს ფარავს, ხოლო არასამუშაო დროს ერთ საათში 10 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მეეზოვე რობოტს 4-8 საათი შეუძლია მუშაობა.

Trombia Free მსურველებისთვის უკვე 2022 წლის პირველ კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინარობოტექნიკა

რობოტი სოფია, შესაძლოა, კოვიდიფნიცირებული მოქალაქეების მკურნალობის პროცესში გამოიყენონ

ჩემს მსგავს სოციალურ რობოტებს ავადმყოფებისა და მოხუცების მოვლა შეუძლიათ, – ასე წარადგინა საკუთარი თავი ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ ჰონგ-კონგის ლაბორატორიაში.

Hanson Robotics-მა სოფია საზოგადოებას პირველად 2016 წელს წარუდგინა და კომპანია რობოტის მასობრივი წარმოების დაწყებას გეგმავს.

”კოვიდ-19-ის სამყაროს უფრო და უფრო მეტი ავტომატიზაცია დასჭირდება ადამიანების უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰანსონმა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში რობოტის ფუნქციები მხოლოდ ჯანდაცვის სისტემით არ შემოიფარგლება, მათ ასევე შეუძლიათ, მომხმარებელს მომსახურება გაუწიონ ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა და ავიაკომპანიები.

Hanson Robotics-ში აცხადებენ, რომ 2021 წლის განმავლობაში ათასობით რობოტის გაყიდვას აპირებენ.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

Robovie – რობოტი, რომელიც მაღაზიაში პირბადის გარეშე შესულ მომხმარებელს შენიშვნას აძლევს

იაპონიის ერთ-ერთ მაღაზიაში რობოტი განათავსეს, რომელიც მომხმარებლებს პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

Robovie- ს, რომელიც კიოტოს საერთაშორისო “ტელეკომუნიკაციების კვლევის ინსტიტუტმა“ შექმნა, შეუძლია იმ მომხმარებლების გამორჩევა, რომლებსაც პირბადეები არ უკეთიათ, ასევე მათი შემჩნევა, რომლებიც საჭირო დისტანციას არ იცავენ და თავაზიანად სთხოვოს, წესები დაიცვან.

რობოტი ადამიანების მოძრაობის დასაფიქსირებლად კამერასა და სენსორებს იყენებს, მათ შორის მანძილის გასაზომად კი – ლაზერს.

Robovie-ის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდება და ახალი რობოტის საშუალებით შესაძლებელ გახდება მაღაზიებში მყიდველებსა და პერსონალს შორის ახლო კონტაქტის შემცირება. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ მომხმარებელი ნაკლებად უხერხულად იგრძნობს თავს, როდესაც შენიშვნას რობოტი მისცემს და არა ადამიანი.

წყარო : theguardian.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ხელოვნურ ხელი Hannes, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი კიდურის თითქმის ყველა ფუნქციის შესრულებაა შესაძლებელი

იტალიელმა მკვლევარებმა ბიომიმეტიკური პროთეზის ხელი შექმნეს, რომელსაც იმ მოქმედებების გამეორება შეუძლია, რასაც ადამიანის ბუნებრივი ხელი აკეთებს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ხელოვნური ხელი, Hannes-ი,  ამპუტირებულ კიდურების მქონე ადამიანს საშუალებას აძლევს ბუნებრივი კიდურის ფუნქციის 90 პროცენტზე მეტი შეასრულოს.

პროთეზი, რომელიც მოიცავს ხელსა და მაჯას, მისი მატარებლის კუნთების მიერ წარმოქმნილი ელექტრული სიგნალების გამოყენებით მოძრაობს.

სენსორები მომხმარებლის კიდურის კუნთების აქტივობას ამოიცნობს და ზუსტი მოძრაობების შესასრულებლად სპეციალურად შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს.

მკვლევარების განმარტებით, ხელის მექანიკური დიზაინი, რომელიც ბაზარზე უნიკალურია, პროთეზირების მრავალფეროვნებისა და მოძრაობის გასაღების წარმოადგენს.

მექანიზმი, ძრავის გამოყენებით, საშუალებას აძლევს ხელს, იმ ობიექტს მოერგოს, რომელიც მას უჭირავს.

ცერის მოძრაობა სამ განსხვავებულ მდგომარეობაშია შესაძლებელი: მჭიდრო მოჭიდება მცირე საგნებისთვის, გვერდითი მოჭიდება წვრილი საგნებისთვის და ძლიერი მოჭიდება, რომლის გამოყენებაც  მომხმარებელს  მძიმე საგნების ასაწევად შეუძლია.

შესაძლებელია მაჯის მობრუნებაც, გასაღების გადატრიალების მსგავსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მფლობელს შეუძლია ნივთები სხვადასხვა მდგომარეობაში დაიჭიროს.

ხელოვნური ხელის ელემენტის მოცულობა საათში 1300 მილიამპერია.

ხელმისაწვდომია პროთეზის 2 ზომა ცაცია ან „მემარჯვენე“ ქალებისა და მამაკაცებისთვის.

პროთეზის შექმნის შესახენ მონაცემები ჟურნალ Science Robotics-ში გამოქვეყნდა.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

იაპონიაში მტვირთავი რობოტების გამოცდა დაიწყეს

იაპონიაში, რობოტებს სულ უფრო ხშირად იყენებენ მაღაზიებში, იმისთვის რომ მომხმარებელს დაეხმარონ, ასევე გააკონტროლონ პროდუქციის მარაგები საწყობში. რობოტები ასევე ადგენენ რუკას, სადაც დატანილია ინფორმაცია, თუ სად დევს პროდუქტი.

იაპონური კომპანია Telexistence უფრო შორს წავიდა და მტვირთავი რობოტის გამოცდა დაიწყო, რომელიც პროდუქციას საწყობსა და დახლებზე ანაწილებს. რობოტს სპეციალური პულტით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მართავს ოპერატორი.

წარმატებული ცდების შემთხვევაში, მტვირთავი რობოტების წარმოება იაპონიაში 2022 წელსაა დაგეგმილი. უკვე შერჩეულია 20-მდე ლოკაცია სადაც ეს რობოტები „დასაქმდებიან“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

ტოკიოს უნივერსიტეტში გამოშვების ცერემონიას სტუდენტების ნაცვლად რობოტები დაესწრნენ

ტოკიოს უნივერსიტეტში სტუდენტები გამოსაშვებ საღამოზე კორონავირუსის გამო ვერ მივიდნენ.

სამაგიეროდ მათ ნაცვლად მობილური რობოტები „Newme“ იყვნენ, რომელზეც დამაგრებული იყო პლანშეტი, მასში კი აპლიკაცია Zoom-ი იყო ჩართული. ამის შესახებ Businessinsider-ი წერს.

ამის საშუალებით სტუდენტები ესწრებოდნენ დიპლომების გადაცემის ცერემონიას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკომუნიკაციარობოტექნიკარობოტექნიკა

Microsoft-ი ჟურნალისტებს რობოტებით ჩაანაცვლებს

კომპანია Microsoft-მა ბრიტანეთში სააგენტო PA Mediа-ს 27 ჟურნალისტს კონტრაქტი არ გაუგრძელა, რომლებიც პორტალ MSN-ზე ახალ ამბებს აქვეყნებდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტებს რობოტიზირებული ალგორითმები ჩაანაცვლებენ, რომლებიც დამოუკიდებლად აირჩევენ ახალ ამბებს და მათ რედაქტირებას შეძლებენ. MSN-ს ორიგინალური კონტენტი არ აქვს, მათი ახალი ამბები სხვადასხვა გამოცემის ტექსტებისგან შედგება, რომლებსაც პორტალის ფორმატის მიხედვით არედაქტირებენ.

სავარაუდოდ, მალე ანალოგიურ გადაწვეტილებას Microsoft-ი სხვა ქვეყნებში მომუშავე სააგენტოების მიმართაც მიიღებს. კორპორაციაში აზუსტებენ, რომ ჟურნალისტების გათავისუფლება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებს არ უკავშირდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4
Page 1 of 4