close

მანქანათმშენებლობა

მანქანათმშენებლობა

Apple-ი ელექტრომობილს აღარ გამოუშვებს

Apple-მა ელექტრომობილების გუნდ Special Projects Group-ის მუშაობა შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

პროგრამაში ათასობით პირი იყო დასაქმებული. loomberg-ის ცნობით, დასაქმებულთა ნაწილი Apple-მა შესაძლოა გენერაციულ ხელოვნური ინტელექტის გუნდში გადაიყვანოს.

Apple-ის მიზნების შესახებ პირველად ცნობილი 2014 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიამ ავტომწარმოებლებისგან საავტომობილო ინჟინრებისა და სხვა კადრების გადმობირება დაიწყო. თავდაპირველი გეგმით, Apple-ი სრულად თვითმართვადი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობამანქანათმშენებლობარობოტექნიკარობოტექნიკატექნოლოგიებიტრანსპორტი

5 რამ ტექნოლოგიის შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

21-ე საუკუნეში ყოველდღიურად ძალიან ბევრ სიახლეს შეხვდებით ტექნოლოგიის სფეროში, რაც მსოფლიოში მომხდარ მოვლენებზე დიდ გავლენას ახდენს.
,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ტექნოლოგიის განვითარების შესახებ:

1. ავტომობილები მძღოლების გარეშე;
2. ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები;
3. მფრინავი ტაქსები;
4.  ჭკვიანი, მოსახერხებელი სახლის ატრიბუტები, რომლებიც თქვენი სურილისამებრ მოქმედებენ;
5. სახის იდენტიფიკაციის მქონე სმარტფონები.

წყარო: Businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

რას გულისხმობს საქართველოში უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაციის საქმიანობა – ინტერვიუ ფედერაციის პრეზიდენტთან

რა ვიცით უპილოტო საფრენი ხომალდების შესახებ, რა არის ის დეტალები – რაც უნდა ვიცოდეთ და არ ვიცით, და ზოგადად – როგორია ამ მხრივ საქართველოში ცნობიერებების დონე – ეს ის საკითხებია, რა მიზნითაც დღეს ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობს უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაცია. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი არაერთ კამპანიასა და ღონისძიებას მოიცავს. დეტალურად, „დოქტრინას“ ფედერაციის პრეზიდენტი, სოფი ზარაფიშვილი ესაუბრა.

რამდენი ხანია რაც საქართველოს უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაცია დაარსდა და რას საქმიანობს ის?
უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაცია დაარსდა საქართველოში 2021 წელს და მიზნად ისახავს ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას. ფედერაცია ემსახურება უპილოტო საფრენი აპარატების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და უსაფრთხოების ზომების გაცნობას.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური ტექნოლოგიების და კრეატიული აზროვნების განვითარება,  ასევე, ახალგაზრდების ჩართვა და ხელშეწყობა უპილოტო საფრენი ხომალდებით გამართულ სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებსა და შეჯიბრებებში.

საინტერესოა, იდეის შესახებაც რომ გვიამბოთ
უპილოტო საფრენი ხომალდები დღეს არის ძალიან აქტუალური როგორც სამოყვარულო/სპორტული, ასევე, სამხედრო მიმართულებით, რასაც არ გვინდა, რომ ჩამორჩეს საქართველოც და ფედერაციის დაარსების იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. ჩვენ გვინდა ახალი სპორტის სახეობის შემოტანა საქართველოში, რაც იქნება სპორტული(FPV) დრონებით რბოლა, საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბება, საერთაშორისო შეჯიბრების სტუმრობა და მასპინძლობა.


რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რასაც საქმიანობისას აწყდებით?
დღესდღეობით შეიმჩნევა უპილოტო საფრენი ხომალდების ადვილი ხელმისაწვდომობა, როდესაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს საშიშროებას როგორც მფლობელის, ასევე, გარშემომყოების და მათი საკუთრების მიმართ. ამიტომ, ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება, თუ რა საფრთხეების წარმოადგენს უპილოტო საფრენი ხომალდები. ჩავატარაოთ ღონისძიებები, კამპანიები, გამოფენები, აქტივობები, შევქმნათ საკანონმდებლო ბაზა სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისათვის.

ამ ეტაპზე, რა კონკრეტული აქტივობებით ხართ დაკავებული?
ამ ეტაპზე, ვმუშაობთ სასწავლო კურსის შედგენაზე მსურველებისთვის, რომლებიც 2 თვეში შეძლებენ სპორტული დრონების როგორც ინჟინერიის, ასევე, პროგრამირების შესწავლას, გაეცნობიან უსაფრთხოების ნორმებს სიღრმისეულად და მზად იქნებიან ფრენისთვის. ასევე, ვიწყებთ სკოლებში საჩვენებელი ფრენების გამართვას, რომლის დროსაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, გაესაუბრონ პროფესიონალ პილოტებს და მიიღონ მათგან რჩევები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობასაქართველო

მსოფლიოში პირველი ჩაის საკრეფი მანქანა საქართველოში დამზადდა

ჩაი მისი მრავალსაუკუნოვანი კულტურით უდაოდ ცნობილია, ადრეული სანდო ცნობები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო მისი წარმოშობა უკავშირდება სამხრეთ – დასავლეთ ჩინეთს.

რაც შეეხება მსოფლიოში პირველ ჩაის საკრეფ მანქანას, იგი სწორედ საქართველოში დაუმზადებიათ. მასზე მუშაობა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და გამოიცადა კიდეც რამდენიმე სხვადასხვა ტიპის მანქანა. გამოგონება უკავშირდება შალვა კერესელიძის სახელს, რომელსაც 1967 წელს ლენინური პრემია მიენიჭა. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ჩაის საკრეფი მანქანის სერიულ გამოშვებას. 1963 წლიდან უკვე დაიწყო ჩაის საკრეფი მანქანის,  სახელად ჩსნ-1,6 „საქართველოს” წარმოება.

მანქანას მუშაობა შეეძლო როგორც სწორ და ვაკე ადგილებში, ასევე 8%-ით დახრილ ფერდობებზე. კრეფის პროცესში მანქანა აპარატს ბუჩქის ზედაპირიდან ისეთ დონეზე ატარებდა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო “ჩაის ხარისხოვანი ფოთლების” მოკრეფა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული პერიოდისათვის არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობაში მსგავსი ანალოგი არ არსებობდა ჩაის საკრეფი მანქანისა, რამაც ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჩაის პლანტაციების ფოთლების კრეფაში მზიმე შრომა მკვეთრად შეუმსუბუქა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამანქანათმშენებლობატექნოლოგიებიტრანსპორტი

ეს 5 მარტივი გამოგონება  თქვენს მანქანას   უფრო მოსახერხებელს გახდის

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მანქანას, იმის გარდა, რომ გადაადგილდება – მრავალი სხვა მოსახერხებელი და გამოსადეგი ფუნქცია აქვს. ძირითადად, ახალი მანქანები ინოვაციებით სავსეა და ტექნოლოგიის განვითარების დიდ წინსვლას გვაგრძნობინებენ.
,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა 5 საუკეთესო რამ, რაც მანქანას უფრო მოსახერხებელს ხდის:
1. მანქანის უკაბელო სატენი, რომელიც თქვენს სმარტფონს ენერგიით მოამარაგებს.
2. აუდიოსისტემა, რომელიც თქვენს სმარტფონს უკავშირდება და ხმა მთელ მანქანაში ისმის.
3. მოწყობილობა, რომელიც თქვენი მანქანის მდგომარეობას გაცნობებთ, აქვს თუ არა რაიმე პრობლემა მას.
4. კამერა, რომელიც თქვენს მოძრაობას აღბეჭდავს, იგი დაგეხმარებათ ავარიის შემდეგ სიმართლის დამტკიცებაში.
5. აუდიოსისტემა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, სიმღერები მოუსმინოთ კაბელებისა და თქვენი ტელეფონის გამოყენების გარეშე.

წყარო: Businessinsider.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობატექნოლოგიები

ისტორიაში პირველად, პილოტმა Airbus A340 ანტარქტიდის კონტინენტზე დასვა

საავიაციო კომპანია Hi Fly-იმ განახორციელა ისტორიაში პირველი წარმატებული დაშვება
ანტარქტიდის კონტინენტზე. Wolf’s Fang-ის საკუთრებაში არსებული ლურჯი ყინულის ასაფრენი
ბილიკი აღიარებულია C დონის აეროპორტად, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად არ არის
აეროპორტი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სპეციალიზებულ ეკიპაჟს შეუძლია იქ ფრენა რთული
პირობების გამო. ბილიკი 3000 მეტრის სიგრძისაა.
კეიპტაუნიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან აფრენილი თვითმფრინავი 5 საათიანი ფრენისა და
2,800 მილის გავლის შემდეგ ყინულოვან ზედაპირს შეეხო. ადამიანების უმრავლესობა კონტინენტზე
გემით ხვდება, ამიტომ ისტორიაში პირველად, A340-ის დაშვება ანტარქტიდის კონტინენტზე
მნიშვნელოვანი მოვლენაა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობასაქართველო

ქუთაისში მალე ელექტრომობილებს გამოვუშვებთ – პრემიერი

უკვე განვაახლეთ მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, ქუთაისში ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრომობილების გამოშვებასაც,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა.

“დაახლოებით 2 წლის წინ იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტრომობილების წარმოებას, გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია. მინდა, ვაცნობო ქუთაისელებს, რომ ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე განვაახლეთ, დავიწყეთ ახალი მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, ქარხნის დიდი ნაწილი ჩამოტანილია ადგილზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტი მივიყვანოთ ბოლომდე, იმისთვის, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ერთ-ერთი მთავარი ისტორიული მისია. აქ ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრო ავტომობილების გამოშვებასაც, ამისთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ”,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2019 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ამოქმედდებოდა. ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე ევროკავშირში 2020 წელს გავიდოდა.

გეგმის მიხედვით, კომპანია „აიგრუპს“ 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში უნდა აეშენებინა ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო. შესაბამის მემორანდუმს ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა. მაშინ განაცხადეს, რომ ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი უნდა დასაქმდეს და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი უნდა დამზადდეს.

თუმცა, კომპანია “აიგრუპმა” გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ COVID 19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ლოგისტიკური შეფერხებები, კომპანის გეგმები ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაიხედა. “საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია „ჩანგანისგან“ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა საქართველოში. ამ გადასახედიდან უკვე ჩანს, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. ჩვენ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ დავიშურებთ რესურსებს და ენერგიას, იმისათვის რათა დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები“, – განაცხადეს მაშინ კომპანიაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

მფრინავი მანქანის სატესტო წარმატებული ფრენა

მფრინავმა მანქანამ, Aircar-მა პირველი სატესტო ფრენა წარმატებით შეასრულა. ჰიბრიდულმა ავტომობილმა 35-წუთიანი ფრენა განახორციელა ნიტრადან ბრატისლავის აეროპორტის მიმართულებით, 170კმ/სთ სიჩქარით.
მფრინავი მანქანის შემქმნელი, პროფესორი სტეფან კლეინი აცხადებს, რომ Aircar-ს შეუძლია გაიფრინოს 1000 კილომეტრი 2500 მეტრის სიმაღლეზე. მანქანა იტევს 2 ადამიანს და გააჩნია წონის ლიმიტი, ჯამურად, 200 კილოგრამის გადატანა შეუძლია.
ჩვეულებრივი მანქანის მფრინავ მანქანად გადასაკეთებლად 2 წუთი და 15 წამია საჭირო. ის ტაქსი დრონებისგან განსხვავებით, რომელთაც ვერტიკალურად აფრენა და დაჯდომა შეუძლიათ, ასაფრენი ბილიკს საჭიროებს.
მფრინავი მანქანის უკან დგას კომპანია Klein Vision. მათივე განცხადებით, კომპანიას ორი წელი დასჭირდა პროტოტიპის შესაქმნელად და ინვესტიცია ორ მილიონ ევროზე ნაკლები იყო. Klein Vision– ის მრჩეველმა და ინვესტორმა განაცხადა, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკვეთების მსურველთა რაოდენობამ დაახლოებით 40 000-ს მიაღწია და თუკი მხოლოდ 5%-ის დაკმაყოფილებას შეძლებენ, მაშინ მათ ძალიან დიდი ბაზარი ექნებათ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

გასული წლების ყველაზე სწრაფი მანქანები

1.KOENIGSEGG AGERA R

მანქანა, რომელიც Ferrari-ვით და Bugatti-ვით პოპულარული და ისტორიული არ არის, მაგრამ ბაზარზე სწრაფად იმკვიდრებს თავის ადგილს. დღეს ის ყველაზე სწრაფი სუპერმანქანაა მსოფლიოში და მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 273 მილია.

  1. HENNESSEY VENOM GT

საინტერესოა, რომ ამ სიაში მეორე ადგილსაც საკმაოდ უცნობი მწარმოებლის ავტომობილი იკავებს, ამ მოდელის სიჩქარე საათში 270 მილია. HENNESSEY VENOM GT არის ახალი სახელი ავტომობილების ინდუსტრიაში.

  1. BUGATTI VEYRON SUPER SPORT

მოდელი, რომელიც წლების მანძლზე ინარჩუნებდა ყველაზე სწრაფი მანქანის წოდებას. ის საათში 268 მილს ავითარებს.

  1. 4. SSC ULTIMATE AERO

ავტომობილი, რომელიც 2007–2010 წლებში სოფლიოში ყველაზე სწრაფი მანქანა იყო და გინესის რეკორდების იგნშიც მოხვდა.

  1. 9FF GT9-R

ისტორიული Porsche 911-ის ბაზაზე აწობილი გერმანული პროდუქტი, მისი სიჩქარე 257 მილია  საათში.

წყარო : Hbr.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობამანქანათმშენებლობა

გერმანიაში მფრინავი ტაქსის მოდელი შექმნეს

გერმანულმა კომპანია Lilium მფრინავი ტაქსის eVTOL-ის 7-ადგილიანი მოდელი წარადგინა. ამ მოდელის წარმოებაში ჩაშვება 2024 წლიდან იგეგმება. ამის შესახებ techcult წერს.

მფრინავი ტაქსის მოდელზე კომპანიამ მუშაობა 2018 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი EASA-ს სერტიფიკატი მიიღო.

eVTOL-ის სიჩქარე საათში 280 კილომეტრი იქნება. მფრინავი ტაქსი 3 000 მეტრის სიმაღლეზე გადაადგილდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 2 3 4
Page 1 of 4