close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

მეცნიერები მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც სიზმრების კონტროლის საშუალებას მოგვცემს

ძილში აქტივობებზე გიფიქრიათ? თუ არა, დროა დაფიქრდეთ.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ტექ სტარტაპი Prophetic საინტერესო ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელიც ძილის დროს შეგნებული მოქმედებების შესაძლებლობას მოგვცემს.

საუბარია ე.წ. “ჰალო”-ზე, სპეციალურ ჩაფხუტზე, რომელიც ლუციდური სიზმრების წარმოებაში დაგვეხმარება. ეს სიზმრის ის მდგომარეობაა, რა დროსაც ადამიანი აცნობიერებს რომ სძინავს – პოტენციურად ასეთი სიმზრების კონტროლი შეიძლება.

ლუციდური სიზმარი არის ტვინის მდგომარეობა REM ძილსა და სიფხიზლეს შორის. მკვლევრებმა ზუსტად არ იციან რატომ და როგორ ჩნდება მსგავსი სიზმრები, მაგრამ კვლევები მიუთითებს, რომ ტვინის პრეფრონტალური და პარიეტალური რეგიონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ასეთ დროს.

ლუციდური სიზმრების “სპეციალისტებს” ნაწილობრივ თავისი სიზმრების კონტროლი შეუძლიათ, რა დროსაც ისინი სიზმრის სცენარს მართავენ. ასეთი სიზმრები რაღაცით ვირტუალურ რეალობასა და ჰიპერრეალისტურ ვიდეო თამაშებს ჰგავს, სადაც შემოქმედი თავად მოქმედი პერსონაჟი შეიძლება იყოს. თეორიულად მსგავსი სიზმრების მართვა უდიდესი პოტენციალის მქონეა და მისი გამოყენება ყველაფრისთვის შეიძლება.

“სიტყვით გამოსასვლელად მომზადება, მათემატიკის ამოცანების გადაჭრა ან სულაც თქვენი რომანის გაუგებარი დასასრულის ვიზუალიზაცია, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია რაც თეორიულად ლუციდური სიმზრისას შეგიძლიათ. ასეთ სიზმარში ერთადერთი შემზღუდავი თქვენი ფანტაზია თუ იქნება”, — განუცხადა Fortune-ს ერიკ ვოლბერგმა, Prophetic-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჩაფხუტის შემქმნელი აფშინ მეჰინია. ეს ადამიანი დგას Neuralink-ის ტვინის იმპლანტის უკანაც. ის მუშაობს ულტრაბგერითი ტალღების ფოკუსირებული იმპულსების გამოთავისუფლებზე და ეს ტვინის იმ რეგიონში, რომელიც ლუციდურ სიზმრებთანაა დაკავშირებული.

ის ასევე სწავლობს რეგიონებს, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ლუციდური სიზმრის გამოწვევისას თქვენ მისი კონტროლი კიდევ უფრო შეგეძლებათ.

“ჩვენ გვინდა სიზმრების კონტროლი და ამას შევძლებთ”, — თქვა ვოლბერგმა.

ვოლბერგის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის დამატებითი სტიმულაცია, ტვინს სიზმრების კონტროლის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს. სტარტაპში კვლევებს აგრძელებენ და პირველი პროდუქტის გამოშვებას 2025 წლისთვის გეგმავენ. რაც შეეხება ღირებულებას, სტარტაპში ამბობენ, რომ ტექნოლოგიის შეძენა დაახლოებით 2 000 დოლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

Science Advances: მეცნიერებმა ტერაქტების პროგნოზირების ალგორითმი შექმნეს

მათემატიკოსებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნებული ცნობებისა და ღია წვდომაში არსებული სხვა მონაცემების საფუძველზე განხორციელებამდე ერთი კვირით ადრე ტერაქტების მოწყობის სავარაუდო დროისა და ადგილის დადგენა შეუძლია. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Science Advances-ი წერს.

„ყოველწლიური ტერაქტების შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი იხოცება. მხოლოდ ღია წვდომაში არსებული მონაცემების გამოყენებით ჩვენ შევქმენით მოდელი, რომელსაც ტერაქტების უმეტესობის წინასწარმეტყველება შეუძლია“, – აცხადებენ მეცნიერები.

ჩჟეცზიანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ანდრე პიტონი ხელმძღვანელობდა, შეისწავლა ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომელიც 2003-2016 წლებში სხვადასხვა დაჯგუფების მიერ მოწყობილ ტერაქტებს ეხებოდა. სხვადასხვა ალგორითმის საშუალებით ამ მონაცემების გაანალიზების შედეგად მათემატიკოსებმა სცადეს ეპოვათ ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც ტერორისტების მომდევნო თავდასხმების ამოცნობა იქნებოდა შესაძლებელი.

კვლევამ აჩვენა, რომ ალგორითმებს ნამდვილად შეუძლიათ მსგავსი პროგნოზების გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები ეხება ადგილმდებარეობას, სადაც ტერაქტები საკმაოდ ხშირად ხდება. ამ შემთხვევაში ალგორითმები ტერაქტამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ყოველი მეორე თავდასხმის წინასწარმეტყველებას ახერხებენ.

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო მეცნიერები აქტიურად სწავლობდნენ საკითხს, თუ როგორც ვრცელდება ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით და როგორ შეიძლება ამ მონაცემების გამოყენება ამა თუ იმ ვებგვერდების მომხმარებლების ხასიათისა და ქცევის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

მაგალითად, ოთხი წლის წინ ამერიკელმა სოციოლოგებმა შექმნეს სისტემა, რომელიც წყვილის Facebook-პოსტების ანალიზის საფუძველზე განქორწინების ალბათობას ადგენს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა ქაღალდის ინდუსტრიის ნარჩენებისგან ტკივილგამაყუჩებლები დაამზადეს

ბათის უნივერსიტეტის (University of Bath, UK) მკვლევრებმა იბუპროფენისა და სხვა ტკივილგამაყუჩებლების დასამზადებლად ქაღალდის წარმოების ნარჩენები გამოიყენეს.

სამეცნიერო ჟურნალ ChemSusChem-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერთა ჯგუფი ამ მეთოდით პარაცეტამოლისა და იბუპროფენის წარმოებას აღწერს. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მწარმოებლების უმეტესობა დღეს ამ მიზნით ნედლი ნავთობისგან მიღებულ ქიმიურ პრეკურსორებს იყენებს.

2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, წამლის მწარმოებელი კომპანიები საავტომობილო ინდუსტრიაზე უფრო მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფენ. მიუხედავად გარემოზე შესაძლო პოზიტიური გავლენისა, ტკივილგამაყუჩებელი წამლების ამ გზით წარმოება უფრო ძვირია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტიპის ბაქტერია, რომელიც პლასტმასის ნარჩენებით იკვებება

1950-იანი წლებიდან კაცობრიობა აწარმოებს უზარმაზარი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენებს. გამოყენების შემდეგ პლასტმასის ბოთლები და სხვა პროდუქტები ხვდება ნაგავსაყრელებზე და ასევე ზღვებსა და ოკეანეებში. წყალში ბევრი პლასტმასის ნარჩენია, მაგრამ ინფორმაცია ყველგან განსხვავებულია. ზოგიერთი წყარო საუბრობს 170 ტრილიონ ნაწილაკზე, რომელთა წონაა 2 მილიონ ტონამდე. სხვა შეფასებით, პლასტმასის ნარჩენების მასა მსოფლიო ოკეანეში მინიმუმ 25 მილიონი ტონაა. დაბინძურება შედის თევზის და სხვა ცხოველების სხეულში, რაც იწვევს მათ გადაშენებას. პლანეტის სრული დაბინძურებისგან გადასარჩენად მეცნიერები ავითარებენ წყლის ნარჩენებისგან გაწმენდის სხვადასხვა გზებს. ცოტა ხნის წინ, გენური ინჟინერიის სპეციალისტებმა შეძლეს შეექმნათ ახალი ტიპის ბაქტერია, რომელსაც შეუძლია პლასტმასით იკვებება. როგორ მოახერხეს მათ ახალი ჯიშის მიკრობების გაზრდა?

სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში, მეცნიერებმა შეაჯვარეს ორი ტიპის ბაქტერია. პირველი სახეობაა Vibrio natriegens, რომელიც სწრაფად მრავლდება მარილიან წყალში. მეორე ტიპის ბაქტერია, Ideonella sakaiensis, წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას, დაშალოს პლასტმასა და მიირთვას იგი საკვებად.
სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა აიღეს ბაქტერია Ideonella sakaiensis და იზოლირებული გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პლასტმასის დაშლაზე. გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით ისინი შეიყვანეს ბაქტერიაში Vibrio natriegens. ასე მივიღეთ ჰიბრიდი, რომელიც კარგად ცურავს მარილიან წყალში და ანადგურებს პლასტმასას. ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გენმოდიფიცირებულ ბაქტერიებს შეუძლიათ პლასტმასის დაშლა მარილიან წყალში +30 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.

ამჟამად გაურკვეველია გამოიყენებენ თუ არა ახალ ბაქტერიებს პრაქტიკაში. მეცნიერებს სურთ გააგრძელონ ექსპერიმენტები, რადგან მათ შეუძლიათ მიიღონ რაიმე სასარგებლო, პლასტმასის დაშლისგან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

იაპონიაში შექმნეს სახლი,რომელიც მიწისძვრის დროს ჰაერში იწევა

Ყბადაღებული და უკვე გაცვეთილი ფრაზა “იაპონია დანარჩენ მსოფლიოს 100 წლით ასწრებს” კიდევ ერთხელ დასტურდება იმ ტექნოლოგიური სიახლით, რომელიც კომპანია Air Danshin Systems Inc-მა შეიმუშავა.

 

აღსანიშნავაია, რომ ეს ტექნოლოგიური სიახლე კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ ათწლეულში შექმნა, თუმცა თავის დროზე დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა, ამიტომ კარგა ხანი პროექტი თაროზე იყო შემოდებული, თუმცა ხელახლა ყურადღება მიიქცია 2011 წლის 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 20 000 -მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ეკონომიკური ზარალმა 309 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სახლს, რომელიც კომპანია Air Danshin Systems Inc-მა შექმნა სპეციალური სენსორები უყენია, რომელიც მგრძნობიარეა მიწისძვრის შემთხვევაში, სახლი როგორც კი შეირყევა, ავტომატურად ირთვება ფუნდამენტში დამონტაჟებული მძლავრი კომპრესორები, რომლებიც ჰაერის ნაკადს აწვდის აირ ბალიშებს, სახლი რამდენიმე სანტიმეტრით იწევა ჰაერში, როგორც კი სეისმური აქტივობა დასრულდება, სახლი უბრუნდება ფუნდამენს სრული პარამეტრებით.

კიდევ ერთი დადებითი თვისება, რაც ამ სახლებს გააჩნია, ის არის, რომ იგი 1, 5-ჯერ იაფი ღირს სტანდარტული სახლებთან შედარებით და ამასთანავე არ სჭირდება რთული ტექნიკური მომსახურეობა.

დღეისთვის კომპანიამ ქვეყანაში უკვე 100-მდე “მფრინავი სახლი” განათავსა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ქსოვილი, რომელიც კოღოს ნაკბენისგან იცავს

მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ქსოვილი, რომელიც კოღოს ნაკბენისგან იცავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ქსოვილი აშშ-ში, აუბურნის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შეიქმნა. ერთი შეხედვით იგი ჩვეულებრივი მატერიისგან არ განსხვავდება, თუმცა კაცობრიობის ერთ-ერთი პრობლემის, კოღოების ნაკბენისგან დაცვა შეუძლია.

მასალა, რომლისგანაც ტანსაცმლის შეკერვაც იქნება შესაძლებელი, ნაქსოვია იმგვარად, რომ მასში კოღოს ხორთუმი ვერ აღწევს.

კოღოს ნაკბენით გავრცელებული დაავადებებით დედამიწაზე ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ესპანეთში ქმნიან აპლიკაციას, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად თანაბრად არის ოჯახში გადანაწილებული საქმე

ესპანეთის თანასწორობის სამინისტრო ქმნის აპლიკაციას, რომელიც ოჯახის წევრებს სახლში შესრულებული სამუშაოების გაზიარების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

სამინისტროს თქმით, გამოკითხვის მიხედვით, ქალები გაცილებით მეტ დროს უთმობენ საოჯახო საქმეებს, ვიდრე მამაკაცები, აპლიკაციით კი წყვილი დახარჯული დროის მითითებით, საქმეების თანაბრად გადანაწილებას შეძლებს.

„ეს ძალიან მარტივია,” – თქვა ანგელა როდრიგესმა და განმარტა, რომ აპლიკაცია იმუშავებს Splitwise-ის მსგავსი აპლიკაციების მსგავსად, რომლებიც ჯგუფებს საშუალებას აძლევს გაიზიარონ კვების ან სხვა ხარჯების ღირებულება.

ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულ ქალთა 45,9%-მა თქვა, რომ ისინი ასრულებდნენ საოჯახო საქმეების უმეტესობას.

როდრიგესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სახის დავალება საყოფაცხოვრებო სამუშაოებად უნდა ჩაითვალოს

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა კანის კიბოსგან დამცავი ულტრა მცირე სენსორი შექმნეს

მეცნიერებმა მზის რადიაციის ამომცნობი პატარა სენსორი შექმნეს, რომელიც სადენისა და ბატარეის გარეშე მუშაობს. ხელსაწყო, რომელიც მხოლოდ ფრჩხილის ზომაა, ადამიანებს საშუალებას აძლევს, გარეთ ყოფნის დროს ულტრაიისფერი გამოსხივება გაზომონ.
ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება კანის კიბოს რისკს ზრდის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ UV-ზე მონიტორინგის განხორციელება დაავადების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
არსებულ UV მონიტორინგის ხელსაწყოები ძირითადად ბატარეებზე მუშაობს, რის გამოც მისი გამოყენება ტექნოლოგიურ ინდუსტრიასა და ფართო მასებში გამოყენება შეუძლებელია.
Northwestern Medicine-სა და Northwestern’s McCormick School of Engineering-ის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით ახლებურ გამოსავალს გვთავაზობს.
მზის რადიაციის ამომცნობი სენსორი სინათლის სამ სხვადასხვა ტალღას აკონტროლებს, რაც მკვლევარებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სახის გამოსხივება გამოყონ.
„ხელსაწყო გამოსაყენებლად მოსახერხებელია, მას დამუხტვა არ ჭირდება, წვიმის წვეთზე ნაკლებს იწონის, M&M-ზე პატარაა და საკრედიტო ბარათზე თხელია. მისი დამაგრება შესაძლებელია ქუდზე, სათვალეზე ან საათზე,“ აცხადებენ მეცნიერები.


წყარო : www.independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინა

ადამიანებზე კბილების ხელახლა გასაზრდელ პრეპარატს გამოცდიან

იაპონელი მეცნიერები გეგმავენ, რომ კბილების ხელახლა გასაზრდელად მათ მიერ შემუშავებული თერაპია ადამიანებზე გამოცადონ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, რეგენერაციისთვის საჭირო პრეპარატი 2030 წლისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჯერ კიდევ 2021 წელს კიოტოს უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომლითაც ვიგებთ, რომ თაგვებში USAG-1-ის სახელით ცნობილი ცილა კბილების ამოსვლას აფერხებს. ასევე, დადგინდა, რომ ამ ცილის წარმოქმნაზე პასუხისმგებელი გენის გაუვნებლებით მღრღნელებში კბილების რეგენერაცია შედგა.

იმავე გუნდმა სათანადო პრეპარატი შექმნა, რომელიც USAG-1-ის ფუნქციას ბლოკავს და თაგვებში ახალი კბილების გაზრდას უწყობს ხელს. იგივე შედეგი დაფიქსირდა ქრცვინებშიც, რომელთაც ადამიანთა მსგავსი დენტალური მახასიათებლები აქვთ.

ავტორები ფიქრობენ, რომ ცხოველებზე ჩატარებული წარმატებული კლინიკური ცდების შემდეგ, ახლა უკვე ადამიანთა ჯერია. კვლევის ახალი ეტაპის დაწყება 2024 წლის ივლისში იგეგმება.

„ახალი კბილების გაზრდის იდეა ყველა დანტისტის ოცნებაა. ამაზე დამამთავრებელი კურსიდან მოყოლებულია, ვმუშაობ და დარწმუნებული ვიყავი, რომ შედეგს მივაღწევდი. იმედი გვაქვს, მედიკამენტის კლინიკურ გამოყენებამდე გზას გავკვალავთ”, – აცხადებს მეცნიერი კაცუ ტაკაჰაში.

ასაკის მატებასთან ერთად, კბილების დაკარგვის რისკი იზრდება და, სარძევე კბილებისგან განსხვავებით, მათ ახალი წყება აღარ ანაცვლებს. ზემოხსენებული თერაპიით კი შესაძლოა, ე.წ. მესამე თაობის რეგენერაციას მივაღწიოთ. შედეგები იმედის მომცემია და არაა გამორიცხული, პრეპარატი რამდენიმე წელში ფართო გამოყენებისთვის მზად იყოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ნიუ-იორკის პოლიცია კრიმინალთან საბრძოლველად რობოტ ძაღლებს გამოიყენებს

სისხლის სამართლის დანაშაულთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქის, ნიუ-იორკის პოლიცია (NYPD) რობოტ ძაღლებს გამოიყენებს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ერიკ ადამსმა განაცხადა. მისი თქმით, ნიუ-იორკის პოლიცია “ციფრულ ძაღლებს” დამნაშავეების მიერ მოქალაქეების მძევლად აყვანის შემთხვევებში და დაზვერვისთვის გამოიყენებს. ამასთან, ნიუ-იორკის პოლიცია K5-ის ტიპის რობოტის გამოყენებასაც გეგმავს.

რობოტების პროგრამა NYPD-მ ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, მაგრამ მალევე გააუქმა, რადგან ეს ნაბიჯი გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა პოლიციის მილიტარიზაციად ჩათვალეს. კრიტიკა ერიკ ადამსის ბოლოდროინდელ განცხადებასაც მოყვა, რომელსაც თავად ნიუ-იორკის მერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში, პოლიციაში რობოტების გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც, თავის დროზე, თითების ანაბეჭდების აღების ტექნოლოგია იყო.

„თუ პროგრესი და ქალაქებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტექნოლოგიის გამოყენება არ გვინდა, ბოროტმოქმედებს ვერ ავუვალთ”, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 2 3 35
Page 1 of 35