close

 ახალი კვლევის თანახმად, დღეში ოთხი ფინჯანი ყავის მიღება საკმარისია ღვიძლის სასიკვდილო დაავადების პრევენციისთვის.

სასიცოცხლო ორგანოს განადგურებისგან დაცვა ერთ ჭიქა მცენარეულ ჩაისაც შეუძლია.

ჰოლანდიელი მეცნიერები აცხადებენ. რომ ორივე სასმელი ღვიძლის ნაწიბურის წარმოქმნას უშლის ხელს, რომელიც იწვევს ციროზს – რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს ადამიანისთვის.

ზუსტი მექანიზმი უცნობია, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ანტიოქსიდანტური ნაერთები სისხლში გადადის და ღვიძლამდე აღწევს.

ციროზი გამოწვეულია ღვიძლის ხანგრძლივი დაზიანებით. ის ხშირია ღვიძლის სხვადასხვა დაავადების ბოლო  ეტაპზე.

  ღვიძლის დაავადებები ( ღვიძლის 200-ზე მეტი დაავადება არსებობს ) სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მეთორმეტე ადგილზეა მსოფლიოში. ამ დაავადებათა უმეტესობა ცხოვრების არაჯანსაღ წესთანაა დაკავშირებული.

როგორ ჩატარდა კვლევა?

ნიდერლანდების ერაზმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა 2,424 მონაწილის მონაცემი შეკრიბეს.

ყველა მოხალისეს სისხლის ნიმუშები აუღეს. მათ დრო და დრო ღვიძლის გამოსახულების გადაღების პროცედურები უტარდებოდათ, რათა თავიანთი ორგანო შეეფასებინათ.

გარდა ამისა, კვლევის მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად ღებულობდნენ გარკვეულ საკვებს, მათ შორის, ყავასა და ჩაის.

ყავის მოხმარება სამ კატეგორიად იყოფოდა: არცერთი, ზომიერი (ნულოვანიდან სამ ჭიქამდე) და ხშირი (სამზე მეტი).

ჩაის მოხმარება კლასიფიცირებულ იქნა: მცენარეულ, მწვანე და შავ ჯიშებად.

რა აღმოაჩინეს მათ?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის ხშირი მოხმარება ორგანიზმს ღვიძლის დაავადებისგან იცავს. როცა მათ საერთო შედეგს გადახედეს, აღმოაჩინეს, რომ იგივე ეფექტი აქვს მცენარეულ ჩაისაც.

მიუხედავად აღნიშნული კვლევის შედეგებისა, მეცნიერები აცხადებენ, რომ სანამ რეგულარულ coffee breaks-ები ცხოვრების წესი გახდება, არაერთი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

თუმცა ის, რისი თქმაც შეიძლება ისაა, რომ დღეში 4 ჭიქა ყავის მიღება უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

,,International Life Sciences Institute -ის” მეცნიერებმა ადამიანზე კოფეინის ზემოქმედების შესახებ დაახლოებით 740 კვლევა განიხილეს და აღმოაჩინეს, რომ 400 მილიგრამი (4 ჭიქა) ყავის მიღება ზრდასრული ადამიანებისთვის უსაფრთხოა.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response