close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოამსოფლიო

5 ცნობილი ადამიანი, რომელიც ბავშვობაში ჩაგვრის მსხვერპლი იყო 

ძალადობა, დღვანდელ რეალობაში კი – ბულინგი, ძველი დროიდან ძალიან აქტუალური თემა იყო. თვითონ ტერმინი დაშინებას, დატერორებას ნიშნავს. ის შეიძლება აღინიშნოს, როგორც წინასწარგანზრახული აგრესიული ქცევა, რომელიც მიმართულია სხვების დაზიანებისკენ. მას ყოველთვის აქვს სამიზნე, რომელზეც ინდივიდები ძალის გამოყენებას ცდილობენ.

ბულინგის სხვადასხვა სახე არსებობს:

 ვერბალური–დამცინავი სიტყვიერი მიმართვა, ირონია.

ფარული– ინდივიდის ზურგს უკან მოქმედებები, რაც კონკრეტული პიროვნების რეპუტაციას შელახავს.

 კიბერბულინგი– ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, მაგალითად, შანტაჟი ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა სია, სადაც ნახსენებია 5 ცნობილი ადამიანი, რომლებიც ბულინგის მსხვერპლნი იყვნენ ბავშვობაში:

  1. Rihanna
  2. ქეით მიდლტონი
  3. Eminem
  4. მაიკლ ფელპსი
  5. ელონ მასკი

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატექნოლოგიები

,,Facebook-ი” მომხმარებლებს მისალმების ხუთ ახალ ვერსიას სთავაზობს

კარგად ცნობილ „poke-ს” (ჯიკებას) კიდევ ოთხი ნიშანი დაემატა: ხუთი გაშლილი თითი, შემოხვევა, თვალის ჩაკვრა, ხელის ქნევა. თითოეული მომხმარებლის მეგობრის პროფილთან განსხვავებულად ურთიერთქმედებს. მაგალითად, ჩახუტების გამომხატველი პროფილის ფოტოზეა შემოხვეული.

სიმბოლოების მოძებნა და არჩევა ღილაკ ,,Hello-ზე” დაჭერითაა შესაძლებელი, რომელიც ,,Facebook-მა” ივნისში დაამატა და რომელიც პროფილის თავშია განთავსებული. ამ ღილაკის არასათანადო მდებარეობის გამო, ბევრი მომხმარებელი აცხადებს პრეტენზიას, სხვა მახასიათებლთან ახლომდებარეობის გამო ადამინებს ის ხშირად შეცდომით ეგზავნებათ და უხერხულ მდგომარეობაში ცვივდებიან.

მისალმების ახალ ნიშებს „undo“ ღილაკი აქვთ და მისი წაშლა შესაძლებელია.

ახალი ნიშნები „poke-ის” ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა და მათი გამოცდა,  ჯერჯერობით, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, ტაილანდში, ავსტრალიაში, კანადაში კოლუმბიასა და საფრანგეთში მიმდინარეობს.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიები

ვირტუალური რეალობა საქართველოში

ვირტუალური რეალობის გასართობი თამაშები მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში იყენებენ ოკულუსს, რომელიც მათ თავს აგრძნობინებს არარეალურ, წარმოსახვით სამყაროში, ბოლო დროის ყველაზე გავრცელებული გასართობი საშუალებაა.

პალმერ ლაკი არის ადამიანი, რომელმაც გამოიგონა ოკულუსი, ჩამოაყალიბა კომპანია OCULUS VR 23 წლის ასაკში, მისი თქმით შთაგონების წყარო სიზმრები და ვიდეოთამაშები იყო, მან პირველი პროტოტიპი 16 წლის ასაკში შექმნა და 91 მილიონი დოლარიც იშოვა.

შეიძლება ბევრმა იცის ამის შესახებ, მაგრამ საქართველოშიც არის ადგილი ,,თბილისი მოლში” – ,,VR HOUSE-ი”, სადაც მომხმარებელს სთავაზობენ ანალოგიურ, საკმაოდ კარგი ხარისხის მომსახურეობას, ვისაც მოსწონს მსგავსი გასართობი აქტივობები, აუცილებლად უნდა გამოსცადოს.

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ნიშნავს თუ არა ძაღლის ყოლა დიდხანს სიცოცხლეს?

თუ თქვენ გჭირდებათ კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში ლეკვი, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი „საუკეთესო მეგობარი“ შეიძლება დიდხანს სიცოცხლეში დაგეხმაროთ.

შვედეთში ჩატარდა გამოკვლევა, სადაც მონაწილეობა მიიღო 3.4 მილიონმა შვედმა, შედეგებმა გვაჩვენა, რომ 20%–ით ნაკლები რისკი აქვთ გარდაცვალების იმ ადამიანებს, ვისაც სახლში ლეკვი ჰყავს.

გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ ცხოველებთან ერთად ცხოვრებას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს: თქვენ გიწევთ იყოთ უფრო აქტიური  ფიზიკრად, გამძაფრებული გაქვთ ზრუნვის ფაქტორი, ნაკლებია შანსია გქონდეთ სისხლძარღვთა დაავადება, რაც, მოგეხსენებათ, დღეს ფართოდაა გავრცელებული საზოგადოებაში.

 

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

რას ნიშნავს Secret Santa და რამდენად აქტუალურია იგი მსოფლიოში?

,,საიდუმლო სანტა” ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საკმაოდ აქტუალური თამაში გახდა, თქვენ ჩუქნით საჩუქრებს მეწყვილეს მისი სურვილისამებრ, მაგრამ მან არ იცის, ვინ ხართ. ეს თამაში საკმაოდ პოპულარული იყო მსოფლიოს მასშტაბით გასულ წლებშიც, ეს არის ტრადიცია, რომელიც სათავეს იღებს სკანდინავიაში, ძველად საიდუმლო სანტას თამაშისას საჩუქრის გამცემი კარების ზღურბლზე ტოვებდა საჩუქარს და გარბოდა, ადრესანტი უცნობი იყო, მაგრამ თანდართული ბარათი მიანიშნებდა ადრესატის ვინაობას.

დღეს, საქართველოს ბანკი ახალისებს მოსახლეობას და სთავაზობს ონლაინრეგისტრაციას ამ თამაშში, რაც ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას – მიიღოს და გასცეს საჩუქრები.

წყარო: Businessinisder.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასამართალი

რა ვალდებულება აქვს მედიას არასრულწლოვნის დანაშაულის გაშუქებისას?!

საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, სამეცნიერო პორტალი ,,დოქტრინა” მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახებს.

ამის პარალელურად, ქართულ მედიაში აქტიურად ვხვდებით არასრულწლოვანი ბრალდებულების მაიდენტიფიცირებელ მასალას. გაგაცნობთ მედიაეთიკის სტანდარტსა და მაუწყებელთა კოდექსს:

,,მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა ანონიმურობა” (მაუწყებელთა ქცევის კოდექსი. მუხლი 44, პუნქტი 3).

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებირელიგია და მეცნიერება

ესპანეთში იესო ქრისტეს ქანდაკებაში 300 წლის წინანდელი წერილი იპოვეს

ესპანეთში, სანტა-აგუედას ეკლესიის რესტავრაციის დროს, იპოვეს წერილი, რომელიც 1777 წლით არის დათარიღებული. დოკუმენტი იესო ქრისტეს ხის ქანდაკებაში იყო დამალული. მისი ავტორი მღვდელი ხოაკინ მინგუესია. 

წერილში, რომელიც ავტორმა მომავალი თაობებისთვის დატოვა, ლაპარაკია ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე, ადგილობრივ ჩვეულებებზე და მაშინდელ თამაშებზე. ეს წერილი არქივში გადაიტანეს, თუმცა მისი ასლი ქანდაკებაში დატოვეს, რომ მომავალმა თაობებმა წაიკითხონ.

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

საუკეთესო სენდვიჩები ამერიკაში

მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობას ძალიან უყვარს სწრაფი კვების პროდუქტები, მათი ძირითადი საკვებიც სწორედ სენდვიჩები გახლავთ, ამერიკის შეერთებული შტატები კი მთელ მსოფლიოში გამოირჩევა სენდვიჩებითა და სწრაფი კვების ობიექტების სიმრავლით.

სწრაფი კვების ობიექტები ძირითადად გათვლილია ბავშვებსა და ტინეიჯერებზე, რომელთაც ხშირად უწევთ გარეთ ყოფნა, მათთვის ჰამბურგერები უფრო მოსახერხებელია, ვიდრე სახლში დამზადებული საკვები.

ამერიკაში არსებობს ვებგვერდი, რომელიც ადამიანებს ეხმარება საუკეთესო სენდვიჩებისა და სწრაფი კვების პროდუქტების შერჩევაში, ამ საიტზე ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს, რომელთა გათვალისწინებითაც, მომხმარებლები შეიძენენ პროდუქტებს.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა 5 შტატი, სადაც საუკეთესო სენდვიჩები მზადდება. ასე რომ, თუ ასეთი კვების მოყვარული ხართ და ამერიკასაც უნდა ესტუმროთ, ეს ჩამონათვალი თქვენთვისაა.

      1. ალაბამა

  1. არკანზასი
  2. კალიფორნია
  3. კოლორადო
  4. ფლორიდა

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რატომ არ დაფრინავენ თვითმფრინავები ვულკანის ამოფრქვევისას?

გასულ კვირას ინდონეზიის მმართველობამ გააუქმა ყველა ფრენა მთავარი აეროპორტიდან, რადგან აგუნგის მთამ იფეთქა.

ვულკანი გავრცელდა კუნძულის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, საკმაოდ დიდი რაოდენობის ფერფლი გაიფანტა ატმოსფეროში, რაც ხელს უშლის ფრენას, შესაძლოა, გამოიწვიოს სავალალო შედეგები, ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად ყველა მიმართულებით ფრენა გადაიდო.

1982 წლის 24 ივნისს ბრიტანეთის ავიახაზების თვითმფრინავმა გაიარა გალუნგუნგის ამოფრქვეული ვულკანის კვამლში, რამაც საკმაოდ დიდი საშიშროების ქვეშ დააყენა ხალხის სიცოცხლე, მაგრამ, საბედნიეროდ, პილოტების დამსახურებით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოპოლიტიკა

შვეიცარიულ სოფელში გადასახლების სანაცვლოდ, ოჯახებს 70, 000 აშშ დოლარს სთავაზობენ

შვეიცარიის ვალაის ოლქის პატარა სოფელი – ალბინენი ოჯახებს, რომლებიც იქ გადასახლდებიან, მნიშვნელოვანი ოდენობის თანხას სთავაზობს.  

ალბინენი მშვიდი და წყნარი სოფელია, ულამაზესი ალპური ხედებით, მუნიციპალიტეტის პრეზიდენტ ბით ჯოსტის განცხადებით, ოჯახები და ახალგაზრდები სოფელს მასობრივად ტოვებენ, რის გამოც, მოსახლეობის რაოდენობა  240-მდე შემცირდა, სოფლის სკოლა დაიხურა, რის შედეგადაც, სოფელში დარჩენილი 7 ბავშვი იძულებულია მიმდებარე ქალაქის სკოლაში იაროს.

მდიდარი ქვეყნის პატარა სოფელი გამოსავალს ეძებს და მოსახლეობის ზრდას სარფიანი გარიგებით გეგმავს!

ინიციატივა გულისხმობს ყოველ ზრდასრულ, 45 წლის ასაკის ქვემოთ მყოფი ადამიანისთვის 25 ათასი აშშ დოლარის გადახდას, ხოლო ყოველ ბავშვზე – 10 ათასი აშშ დოლარის გაცემას. ასე რომ, თუკი ოჯახში დედ-მამა და ორი შვილი ცხოვრობს, ისინი ალბინენში გადასახლების სანაცვლო 70 ათას დოლარს მიიღებენ!

სანამ თვითმფრინავის ბილეთებს შეუკვეთავთ, გადახედეთ სოფლის ფოტოებს!

წყარო: https://www.boredpanda.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 89 90 91 92 93 100
Page 91 of 100