ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Kindred Companion Sciences ისტორიაში პირველად ჰიპოალერგიული ძაღლები გამოყვანა. მეცნიერებმა მათი გენომი დაარედაქტირეს.
The Guardian-ის ცნობით, კომპანიამ ცხოველის დნმ-იდან ამოიღო ძირითადი ალერგენი, რომლის მატარებლებიც ძაღლები არიან. ამის შემდეგ დარედაქტირებული გენი გადაიტანეს კვერცხუჯრედებში, რომლებიც სუროგატ დედას – ბიგლს ჩაუსვეს. შედეგად, მან 2024 წლის სექტემბერში ორი ჯანმრთელი ძუ ლეკვი შობა. მათ ალფი და ბეილი დაარქვეს.
Kindred Companion Sciences-ში აცხადებენ, რომ გენომის რედაქტირებას ძაღლების განვითარებაზე არანაირად არ უმოქმედია. მეცნიერებს კიდევ სჭირდებათ გენეტიკური მოდიფიკაციის გრძელვადიანი შედეგების მეთვალყურეობა.
აღინიშნება, რომ ყველა ძაღლს აქვს ერთი და იგივე ალერგიის გამომწვევი გენი, რომელიც ალფის და ბეილის დნმ-იდან ამოღებულია. კომპანია იმედოვნებს, რომ მეთოდიკას სხვა ძაღლებზეც გამოცდის, რათა გაარკვიოს, შეძლებენ თუ არა ახალი ჰიპოალერგიული ჯიშების გამოყვანას.
ჰიპოალერგიული ბიგლების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა. Kindred Companion Sciences-ის მიერ განხორციელებული გენეტიკური ცვლილებები აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) ჯერ არ დაუმტკიცებია.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”













ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ნაჭუჭის შექმნა უკიდურესად რთული ამოცანაა, რადგან მან ერთდროულად უნდა დაიცვას ემბრიონი და გაზების სათანადო გაცვლა უზრუნველყოს. კომპანიაში განაცხადეს, რომ პირველი ემბრიონები ხელოვნურ კვერცხში რამდენიმე კვირის განმავლობაში ვითარდებოდნენ, რის შემდეგაც წარმატებით გამოიჩეკნენ. სხვა ქვეყნების მეცნიერებმა შედეგებს უკვე უწოდეს შთამბეჭდავი, თუმცა ხაზი გაუსვეს კვლევის დამოუკიდებელი სამეცნიერო შემოწმებისა და რეცენზირების აუცილებლობას.





