close

ბიზნესი

ბიზნესი

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

ამერიკელმა მწერალმა და ბიზნესტრენერმა, ჟულიენ სმიტმა, ახალგაზრდებს გამოცდილება გაუზიარა:

  1. სამყარო ცდილობს დებილი დაგტოვოს. საბანკო ოპერაციებით, კრედიტებითა და პროცენტებით დაწყებული, სასწაულმოქმედი დიეტებით და თვითმარქვია დიეტოლოგებით დამთავრებული, ყველა თქვენს მოტყუებას ცდილობს. გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც. სკოლა უნივერსიტეტი კოლეჯი არაფერია, მთავარია თქვენ თვითგანათლებით დაკავდეთ, მიიღოთ ბევრი და უფრო ბევრი ინფორმაცია.
  2. არ დაუჯეროთ განათლების სისტემას. სანამ ისინი სასწავლო პროგრამას ამზადებენ, მანამ ახალი სისტემა უკვე დაძველებას ასწრებს. უმჯობესია ხალხის კეთილ განწყობას თუ ლიდერობით მოიპოვებთ და არა დიპლომით.
  3. იკითხეთ რაც შეიძლება მეტი. გამოიმუშავეთ სწრაფად კითხვის ტექნიკა და ინფრომაციის აღქმა უფრო გაგიადვილდებათ.
  4. ურთიერთობები – რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ ხალხში, ყველა ადამიანს მოერგეთ. ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ ვიღაცა ცუდია. მისი ცუდის იქით მთავარია კარგი აღმოაჩინოთ.
  5. მორიდებულობის გამო დრო არ დაკარგოთ. მორიდებულობა რწმენაა იმის, რომ თქვენი ემოციები შესაძლოა გადაწყვეტილებების მიღებისას ფატალური აღმოჩნდეს , ხოლო ამ დროს სიმართლე ურთიერთსაპირისპიროს გვეუბნება.
  6. ვინმესთან ურთიერთობის დროს, თუ რაიმე არასასიამოვნოდ გაოცებთ, ზუსტად ამ არასასიამოვნო ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ განთავისუფლდებით უსიამოვნო გაოცებებისგან.
  7. შეეცადეთ უფროსებთან ხშირი ურთიერთობა დაამყაროთ. უფროსებს გამოვლილი აქვთ ის რასაც თქვენ ახლა გადიხართ, მათ გადაწყვეტილებების მიღება უფრო მარტივად შეუძლიათ. ახალგაზრდებს, უფროსი თაობის მუშაობის პრინციპისგან ბევრის სწავლა და გამოცდილების მიღება შეუძლიათ.
  8. თქვენზე „მაგარი ტიპები“ იპოვეთ და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მათთან. შეეცადეთ მიბაძოთ, მაგალითი აიღოთ და გაუტოლდეთ, გახდეთ უფრო უკეთესი.
  9. დროთა განმავლობაში უფრო კონსერვატიული გახდებით. ეს არაა გასაკვირი. აქედან გამომდინარე, გირჩევთ ყველაზე სულელური იდეების განხორციელება ახალგაზრდობაში დაიწყოთ და არ გადადოთ .
  10. მაქსიმალურად გააკონტროლეთ ფინანსები. იქნებ დანაზოგით თქვენი სულელური იდეა განახორციელოთ.
  11. სოციალური სტატუსის ასამაღლებლად მხოლოდ გამოცდილება გამოიყენეთ. მაგალითად ახალი და ძლიერი ნოუთბუქის ყიდვის მაგივრად წადით სამოგზაუროთ, ისეთ ადგილებში სადაც ახალ გამოცდილებას შეიძენთ. საქმის გაკეთება ძველი ნოუთბუქითაც შეიძლება, ახალი ნოუთბუქი იმ სიამოვნებას და გამოცდილებას არ მოიტანს, რასაც მოგზაურობა.
  12. თუ ფინანსურად გიჭირთ შეეცადეთ პრობლემა ეკონომიით მოაგვაროთ. თუ რაიმე შეძენას გადაწყვეტთ გამოიყენეთ ინტერნეტ აუქციონები, მეორადი ნივთების მაღაზიები. სასურველი ნივთის შესაძენად შეეცადეთ მაქსიმალურად დაზოგოთ თანხა. დაელოდეთ სანამ საქმე უკეთ წავა და გექნებათ ფუფუნება დაუფიქრებლად და ფასის შეუმოწმებლად ნივთის ყიდვის.
  13. პროექტების დაგეგმარება ერთ – ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ლოგიკის და წარმოსახვის სავარჯიშოდ.
  14. ახალგაზრდობიდან არ დაიწყოთ ჭარბი წონის დაგროვება.
  15. ისწავლეთ საჭმლის მომზადება. 1. დაზოგავთ ფულს. 2. საკვები უფრო ჯანმრთელი იქნება, ვიდრე სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდი ჰამბურგერი.
  16. გამოიძინეთ. ხშირად გსმენიათ ალბათ ფრაზები „საფლავშიც გამოვიძინებ“, არავითარ შემთხვევაში! გახსოვდეთ „ ვერ გამოიძინეთ – ე.ი იმ დღეს თქვენ უფუნქციო ხართ“
  17. სამუშაო კომპიუტერზე, ლეპტოპზე ან პლანშეტზე დააყენეთ ,,reminder-ები, გააკეთეთ ჩანაწერები და აღარ მოგიწევთ უხერხულ სიტუაციაში მოგხვედრა, როდესაც რამე დაგავიწყდებათ.
  18. გაანალიზეთ, რა არის თქვენი მიზანი და ყოველთვის, როცა ხელში საშუალება ჩაგივარდებათ, გადადგით ახალი ნაბიჯი მიზნის განსახორციელებლად.
  19. გახდი იმ საქმის სპეციალისტის რასაც აკეთებთ. დახარჯეთ 5 წელი საქმის გასაკეთებლად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა აქეთ იქით საბოდიალოდ.
  20. ნუ ეცდებით გარშემო ხალხის გამოსწორებას, უკეთესია, ის იპოვოთ, ვინც არაა გაფუჭებული.

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიემიგრანტისაქართველო

„ჩვენ საქართველოს ელჩები ვართ, ვაცნობთ ჩვენს ქვეყანას ფაქტობრივად ყოველ ადამიანს“ – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენეჯერი  

არსებობს განსხვავებული მიზეზები, რის გამოც შეიძლება, ადამიანმა მიიღოს სხვა ქვეყანაში მოღვაწეობის გამოცდილება და გადადგას ნაბიჯები ამ მიზნის სრულყოფისთვის. ჩვეულებრივ, პიროვნება იმ ქვეყნისკენ მიისწრაფვის, სადაც მას პროფესიული ზრდისთვის მეტი რესურსი ეგულება. ეს ყველაფერი კი გაცილებით საინტერესოა მაშინ, როდესაც, პარალელურად, გაქვს იდეები სხვებისთვის საკუთარი სამშობლოს გაცნობის თვალსაზრისით.

ნინო ნასიძე ბიზნესმენეჯერია. ის გერმანიაში მოღვაწეობს და ცდილობს, ყოველთვის გამოიყენოს შანსი  საკუთარ სამშობლოზე უცხოელებთან სასაუბროდ. თავის ისტორიასა და ყოველდიურობაზე, ნინო „დოქტრინას“ ესაუბრა.

გერმანიაში რას საქმიანობთ?

გერმანიაში, ქალაქ კიოლნში 2015 წლის ოქტომბრიდან ვცხოვრობ. ამჟამად, გახლავართ პროგრამის „Publicis Group Delivery (PGD)“ მენეჯერი ქალაქ დიუსელდორფში, კომპანია Publicis Media GmbH-ში. Publicis Media წარმოადგენს ჰოლდინგის Publicis Groupe S.A. წევრ კომპანიას და გახლავთ მრავალეროვნული სარეკლამო სერვისის პროვაიდერი და მედიასააგენტო, სიდიდით მესამე საკომუნიკაციო სერვისის პროვაიდერი მსოფლიოში. აღნიშნულ კომპანიაში 2023 წლის იანვრიდან ვარ დასაქმებული. ჩემი ძირითადი მოვალეობაა PGD-პროგრამის ჩამოყალიბება, შემუშავება და ოპერატიული მართვა საერთაშორისო დონეზე, ამასთანავე, გლობალური სტანდარტების დანერგვაში მონაწილეობა და გერმანია-ავსტრია-შვეიცარიის ბაზრებზე ამ სტანდარტების მორგება. 2023 წლამდე ვმუშაობდი კომპანია weinor GmbH & Co. KG-ში B2B გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2021 წელს, ჩემს გერმანელ პარტნიორებთან ერთად, დავაფუძნე ქართულ-გერმანული თანამშრომლობის საზოგადოება და გახლავართ მმართველი დირექტორი. DG Consult GmbH-ი ეხმარება ქართულ და გერმანულ კომპანიებს პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ბიზნეს-კონტაქტების მოძიებასა და საქართველო-გერმანიის ბაზარზე წარმატებით შესვლის პროცესში. DG Consult-ი მიზნად ისახავს ცოდნის ტრანსფერს, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და გერმანია/საქართველოს შორის თანამშრომლობების გაღრმავებას.

რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება – გერმანიაში წასულიყავით საკუთარი უნარების რეალიზებისთვის?

ბაკალავრის დასრულების შემდეგ, თბილისში გერმანულენოვან კომპანიებში ვმუშაობდი. ჩემი ბოლო გერმანელი დამსაქმებლისგან მივიღე გერმანიაში მუშაობის და მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ვინაიდან გერმანიაში სწავლა ყოველთვის მინდოდა, დავთანხმდი შემოთავაზებას და 2015 წელს გადმოვედი კიოლნში სამუშაოდ და მაგისტრატურაზე სასწავლებლად.

რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები უცხო ქვეყანაში?

მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდი ძალიან მრავალფეროვანი და ამასთანავე დატვირთული იყო. სწავლამ და პარალელურად მუშაობამ მიმიყვანა სამაგისტრო თეზისამდე – „აუთსორსინგის შანსები საქართველოში“. ლიბერალური ბიზნეს კლიმატით, მოქნილი საგადასახადო სისტემით, კულტურული სიახლოვით ევროპასთან, ნიჭიერი ადამიანებით და ეკონომიკური პოტენციალით, საქართველო წარმოადგენს უცხოური კომპანიებისათვის საიმედო აუთსორსინგ პარტნიორს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩემი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელ პროფ. დოქტ. ჰანს-გიუნთერ ლინდნერთან ერთად შეიქმნა წიგნი „საქართველოს ღირებულებები/Values of Georgia/Werte Georgiens“, სადაც გახლავართ წიგნის თანაავტორი. ჩემთვის ეს წიგნი გახლავთ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. იგი გამოცემულია სამ ენაზე (გერმანული, ქართული, ინგლისური) და დასურათებულია უნიკალური ფოტოებით, რომელთა დიდი ნაწილიც თავად პროფ. ლინდნერმა გადაიღო. 

გერმანიაში სხვადასხვა აქტივობის პარალელურად, სამშობლოში დაბრუნებაზე თუ გიფიქრიათ?

მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, მინდოდა საქართველოში უკან დაბრუნება. თუმცა, კარიერული ზრდის შესაძლებლობებმა და შემოთავაზებამ – დავრჩენილიყავი ამ მიზნით გერმანიაში, ძალიან დიდი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში. მივხვდი, თუნდაც ზემოთ ხსენებული წიგნის მაგალითზე, რამდენად ბევრის გაკეთება შეიძლებოდა ჩვენი ქვეყნისათვის აქედან. აქ, ჩვენ საქართველოს ელჩები ვართ, ვაცნობთ ჩვენს ქვეყანას ფაქტობრივად ყოველ ადამიანს, ვისთანაც შეხება გვაქვს, შეგვიძლია, ავიღოთ ინიციატივები და განვახორციელოთ პროექტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. არ გამოვრიცხავ უახლოეს მომავალში საქართველოში უკან დაბრუნებას და დარწმუნებული ვარ, ამ გამოცდილებით შევძლებ, კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო ქვეყნის წინსვლაში.

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი და მცდელობა, უცხო ქვეყანაში სცადონ საკუთარი თავის რეალიზება?

ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, უცხო ქვეყანაში სცადონ საკუთარი თავის რეალიზება, ვურჩევ – შეისწავლონ ენა, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღონ იმ ქვეყნის  შესახებ, სადაც სურთ თავის დამკვიდრება, მუდმივად ადევნონ თვალი მიმდინარე მოვლენებს. წარმატებისათვის კი ასევე აუცილებელია, არ დაიზარონ შრომა, იყვნენ მიზანდასახულები და სოციალურად კონტაქტურები. ადამიანებთან ურთიერთობები და საკუთარი ღირებულებების ცოდნა, ვფიქრობ, როგორც კარიერული წარმატების, ასევე ადამიანის კეთილდღეობის საწინდარია. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია საკუთარი ქვეყნის ისტორიის და კულტურის ცოდნა, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება, ვინაიდან უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად უნდა ვიცოდეთ, ჩვენ თავად საიდან მოვდივართ და რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. აუცილებელად მიმაჩნია – შევინარჩუნოთ ჩვენს ქვეყანასთან კავშირი და შეძლებისდაგვარად ვიყოთ ჩართულები
მის განვითარებაში ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

სრულად ნახვა
ბიზნესი

Pepsi-ს მარკეტინგული ფიასკო, რომელმაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

1992 წელს Pepsi-მ წამოიწყო მარკეტინგული კამპანია სახელწოდებით ,,Number Fever”, რომელიც სახარბიელოდ ნამდვილად არ დასრულდა კომპანიისთვის და რომელმაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც კი იმსხვერპლა.

Pepsi ძალზედ წუხდა, რადგან ფილიპინებში ბაზრის წილს კარგავდა, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა წამოეწყო კამპანია, რომელსაც შემდეგი პირობები ჰქონდა: ყველა ადამიანი, ვისაც Pepsi-ს ბოთლის თავსახურზე დაბეჭდილი ნომერი 349 ამოუვიდოდა მიიღებდა მილიონ პესოს. Pepsi-ს მიერ დაწესებული პრიზი იმ დროისათვის ფილიპინებში საშუალო ყოველთვიურ ხელფასს 611-ჯერ აღემატებოდა.

ერთ საღამოს, კომპანიდან დარეკეს, რომ შეცდომა დაუშვეს და შემთხვევით იღბლიანი რიცხვი 600 000 თავსახურზე დაბეჭდეს. როდესაც კომპანია მიხვდა საკუთარ შეცდომას უკვე გვიანი აღმოჩნდა, რადგან მასობრივი გამოსვლები და აქციები დაიწყო, ხალხი თავის ფულს ითხოვდა, მომიტინგეები წვავდნენ Pepsi-ს სატვირთო მანქანებს, კომპანია კი უარს ამბობდა ფულის გაცემაზე. მასობრივი გამოსვლების დროს ათობით ადამიანი დაშავდა და სამწუხაროდ, 5 გარდაიცვალა.

პროტესტი გრძელდებოდა, კომპანია კი თავს იკავებდა ფულის გაცემისგან. ფინანსისტების გათვლებით თუ ფულის ნახევარს გაანაღდებდნენ კომპანიის დანაკარგი 6 მილიონი დოლარი იქნებოდა. ამიტომ კომპანიამ ათასობით სარჩელი მიიღო, რომელთა განხილვასაც თითქმის 15 წელი დასჭირდა, მოსარჩელეთაათვის დადებითან მხოლოდ რამდენიმე მათგანი გადაწყდა. შესაბამისად, ფილიპინებში Pepsi-ს გაყიდვებმა იკლო.

წყარო: Bloomberg

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

მოთხოვნილებათა სამი ძირითადი ჯგუფი კლეიტონ ალფრედის თეორიაში

 

კლეიტონ ალფრედი თავის თეორიაში მოთხოვნილებათა სამ ძირითად ჯგუფზე საუბრობს. ესენია -ეგზისტენციური ანუ საარსებო (E – existence), სოციალური ანუ ურთიერთობებისა (R – Relatedness) და განვითარების (G – Growth) მოთხოვნილებები. ალფრედმა არ განალაგა მოთხოვნილებები იერარქიულად და ამტკიცებდა, რომ შესაძლებელია მათი პარალელური აქტივაცია. ალდერფერის თეორიის თანახმად, თუ რომელიმე ერთი დონის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მიმართული ძალისხმევა მუდმივად ფრუსტრაციით მთავრდება, ადამიანი რეგრესირებს ანუ უბრუნდება ისეთ ქცევას, რომელიც უფრო კონკრეტულ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს: თუ თანამშრომელს არ შეუძლია თავის სამუშაო ადგილზე პიროვნული ზრდის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მან, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, თვისი საქმის ზუსტად იმ დოზის შესრულება გადაწყვიტოს, რაც აუცილებელია სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად და სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

 

წყარო:  Harvard business review

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

მიტოვებული მატარებლის სადგური ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ გადააკეთეს

ესპანეთში მიტოვებული მატარებლის სადგური ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ გადააკეთეს.
არაგონის ველზე კანფრანკის სადგური პირველად 1928 წელს გაიხსნა. გრანდიოზული საერთაშორისო სადგური გახსნას ესპანეთის მეფე და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტიც ესწრებოდნენ, მაგრამ 1970 წელს, სატვირთო მატარებლის რელსებიდან გადასვლის შემდეგ დაიკეტა.
ახლა კი, 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ, სადგურის კარი კიდევ ერთხელ გაიღო, მაგრამ ამჯერად, როგორც მდიდრული სასტუმრო.
Barcelo Hotel Group-ს გაუქმებული სადგურის სასტუმროდ გადასაკეთებლად რამდენიმე წელი დასჭირდა და კანფრანკის სადგურმა პირველი სტუმრები 2023 წლის იანვარში მიიღო.
კანფრანკის სასტუმროს მენეჯერის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რესტავრაციის ყველა დეტალს, რათა სადგურის ინდივიდუალურობა სულ მცირედითაც არ დაკარგულიყო.
ამასთან, სასტუმროს აქვს ძვირადღირებული სასტუმროს ყველა ელემენტი: გამაჯანსაღებელი ადგილი, აუზის ჩათვლით და სამი რესტორანი. სასტუმროს აქვს 104 ნომერი და ერთი ღამის ფასი ერთი სტუმრისთვის 133 გირვანქა სტერლინგიდან (დაახლოებით 160 აშშ დოლარი) იწყება.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიზნესი

კვლევების თანახმად, ადამიანები რომლებიც ვერ წარმოიდგენენ რამე საგნებს თავიანთ გონებაში, მათ აქვთ მეხსიერების პრობლემა

ყველას არ შეუძლია წაროიდგონოს რაღაც სურათები, როდესაც ისინი დახუჭავენ თვალებს და წარმოთქვან რამე აზრები.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა იცის ეს ფენომენი 1800-იანი წლებიდან, ეს არ ყოფილა ფართოდ შესწავლილი და მხოლოდ ახლახან დაერქვა ‘აფანტიაზი’. ნებაყოფლობით წარმოქმნილი გონებრივი ვიზუალური გამოსახულების ამ არარსებობას მოსახლეობის 2-5 % განიცდის.

ბოლოდროინდელი გამოკვლევებით ვარაუდობენ, რომ აფანტასია ნამდვილად არ არის ვიზუალური გამოსახულების ნაკლებობა, ვიდრე შინაგანი ვიზუალური გამოსახულების არსებობის შესახებ ცნობიერების ნაკლებობა – ზოგიერთი ადამიანი დაზიანების შემდეგ განიცდის ამ უნარის დაკარგვას.

ახლახან ჩატარებულმა ახალმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ აფანტიასტიკას სხვა კოგნიტური განსხვავებებიც აქვს.

”ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აფანტასია არ არის მხოლოდ ასოცირებული ვიზუალური გამოსახულების არარსებობასთან, არამედ სხვა მნიშვნელოვან შემეცნებით პროცესებთან დაკავშირებული ცვლილებების ფართო ნიმუში.

დევისმა და მისმა კოლეგებმა 667 ადამიანს სთხოვა (მათგან 267, რომლებსაც საკუთარი იდენტიფიცირებით ქონდათ აფანზია), რვა კითხვარის სერია ვიზუალიზაციის, მეხსიერების, ოცნების და ტრავმებზე რეაგირების შესახებ.

ამაში შედის ვიზუალური გამოსახულების კითხვარი – შეგიძლიათ იპოვოთ ამის ვერსია აქ Aphantasia ქსელში – სადაც მონაწილეებს სთხოვეს შეაფასონ მეხსიერების სიმკვეთრის დონე ერთიდან: ”საერთოდ არ აქვს სურათი, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მე მაქვს  მეხსიერება “ხუთიდან”: “ისეთივე ნათელი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ხედვა”.

”აფთანიზაციის მქონე ადამიანებმა განაცხადეს, რომ აქვთ წარსულის დამახსოვრების შემცირებული უნარი, წარმოიდგინონ მომავალი და ოცნებაც კი. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ვიზუალურმა გამოსახულებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მეხსიერების პროცესებში.” – განმარტა დუესმა.

არა მხოლოდ აფანტიასტიკები უფრო ხშირად ოცნებობდნენ, არამედ მათი ოცნებები ნაკლებად ხდებოდა და უფრო დაბალი სენსორული დეტალები ჰქონდა.

”ეს მიგვითითებს, რომ ნებისმიერი შემეცნებითი ფუნქცია, რომელიც მოიცავს სენსორული ვიზუალური კომპონენტის არსებობას – იქნება ეს ნებაყოფლობით ან  არა ნებაყოფლობით – სავარაუდოდ შემცირდება აფანტაზაში,” – თქვა კოგნიტურმა ნეირომეცნიერმა ჯოელ პარსონმა, UNSW Future Minds Lab- ის დირექტორმა.

ზოგიერთ მათგანს, ვისაც აფანტიაზი აქვს, ასევე აღინიშნა, რომ შემცირდა წარმოდგენა სხვა შეგრძნებებით.

”ჩვენმა მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ აფანტიაზიის მქონე პირები არა მხოლოდ ვერ აფიქსირებენ ვიზუალიზაციას, არამედ ვერ აფიქსირებენ შედარებით შემცირებულ გამოსახულებებს, საშუალოდ, ყველა სხვა სენსორულ მოდალობაში, მათ შორის აუდიტორულ, ტაქტიანურ, კინესთეტიკურ, გემოვნებით, სურნელოვან და ემოციურობაზე”, – წერს გუნდი საკუთარ ნაშრომში.

ეს ხელს უწყობს პირადი ანგარიშების გამოყენებას აფანტაზიის მიერ, რომლებიც იკვლევდნენ საკუთარ გამოცდილებას აფანტიაზიასთან დაკავშირებით. Afantasic Alan Kendle იზიარებს მომენტს, როდესაც მიხვდა, რომ მისგან განსხვავებით, სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ მოისმინონ მუსიკა თავიანთ გონებაში.

”თავდაპირველად ვერ ვხვდებოდი ჩემთვის გონებაში მუსიკის მოსმენის უნარი იყო არაჩვეულებრივი – თითქმის ისეთი ჯადოსნური ხრიკი, როგორიც ტელევიზორში ჩანს”, – წერს იგი.

ვიზუალური აფანტასით დაავადებულთა ყველა მათგანს არ ჰქონიდა სხვა სენსორული წარმოდგენები, რაც მიგვითითებს ცვალებადობაზე ამ შინაგანი გონების განსაცდელში.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ რადგან მათი კვლევა ეყრდნობოდა თვითრეგულაციას, ამიტომ მათ შედეგებზე შეიძლება გავლენა იქონიოს საპასუხო მიკერძოებებმა, სადაც ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ერთი გზით იდენტიფიცირებენ, უპასუხებენ კითხვებს იმის მიხედვით, თუ როგორ ხედავენ ისინი პირადულ მსოფლიოს.

მაგრამ დასკვნების სხვა ასპექტები ვარაუდობენ, რომ თვითშეტყობინება შეიძლება არ იყოს გამოწვეული შედეგების მიკერძოებით: მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი პასუხები მონაცემებთან ერთად, რაც ვარაუდობდა, რომ სივრცითი შესაძლებლობები – ურთიერთობებისა და ობიექტების შორის დისტანცირების უნარი – არ ჩანდა მოხალისეებში ეს გავლენა.

”ჩვენ მხოლოდ ახლა ვსწავლობთ იმის გარკვევას, თუ რამდეად რადიკალურად განსხვავდება შინაგან სამყარი გამოსახულების გარეშე”, – დაასკვნა დოვსმა.

ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესწავლილი იმის შესახებ, თუ როგორ განვიცდით თითოეული ჩვენგანი შინაგანი გონების სამყაროს. თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ აფანზია, შეგიძლიათ დაეხმაროთ მკვლევარებს უფრო მეტი გაიგონ ამ ფენომენის შესახებ აქ დარეგისტრირების გზით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

აუცილებელია თუ არა დასვენება

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველამ ვიცით მუშაობის ღირებულება და ის საზღვრები და ლიმიტი, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ არ გადავიღალოთ, ხშირ შემთხვევაში მაინც გვიწევს ნორმაზე მეტი მუშაობა, რაც გადაღლილობასა და სტრესს იწვევს.საუკეთესო ლიდერებმა და მუშაკებმაც იციან, რომ თუ ადამიანი არ გამოყოფს გარკვეულ დროს დასვენებისთვის და ძალების აღდგენისთვის იზრდება იმის შანსი, რომ გადაღლილობამ პიკს მიაღწიოს, მით უმეტეს, თუ მუშაობ სწრაფ და კონკურენტუნარიან ინდუსტრიაში.

ერთ–ერთი ყველაზე იოლი გზა ვუთხრათ არა იმ რაღაცეებს, რაც ჩვენს გადაღლილობას იწვევს არის ის, რომ მეტი დრო დავუთმოთ ძილს, ძილის დროს ადამიანი ყველაზე კარგად ისვენებს და ამარაგებს საკუთარ თავს ენერგიებით. სიფრთხილე ერთ–ერთი ყველაზე საჭირო რამაა ენერგიების დაზოგვისთვის, ჩვენ ფრთხილად და წინდახედულად უნდა მოვიქცეთ, კარგად ავწონ დავწონოთ ჩვენი ვალდებულებები და რაც შეიძლება მარტივი გზით ვიმოქმედოთ.

წყარო : Hbr.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

კარგი პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები

უპირველეს ყოვლისა,  იმისათვის, რომ კარგი პრეზენტაცია გააკეთოთ, თქვენ უნდა გესმოდეთ ადამიანების ფსიქოლოგიის, როგორ აღიქვამენ ისინი ინფორმაციას, როგორ ესმით და როგორ რეაგირებენ. თქვენ უნდა შექმნათ ისეთი მასალა, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის მსმენელს, შთააგონებს და აუმაღლებს მოტივაციას.

პირველი წუთები ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენს პრეზენტაციაში, ადამიანები ძირითადად ყველაზე კარგად სწორედ ამ დროს  იმახსოვრებენ ინფორმაციას, შესაბამისად, უნდა ეცადოთ, რომ ღირებული ინფორმაცია საწყის წუთებში მიაწოდოთ მათ.

ადამიანები ასევე კარგად აღიქვამენ თქვენს ემოციებსაა და შთაბეჭდილებებს, მათ თქვენი ქცევის ანალოგიური ქმედებები ახასიათებთ, თუ თქვენ გაიღიმებთ, ისინიც აგყვებიან.

ზოგადად, ვიზუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც კვლევებით ირკვევა, ადამიანებს მსგავსი საშუალებებით მოტანილი მასალა უკეთ ამახსოვრდებათ. ასე რომ – მეტი ვიზუალი (PPT, ფლიპ ჩარტები და ა.შ.)

მოერიდეთ სტატისტიკას, ზედმეტად ბევრ რიცხვს – ან თუ გამოიყენებთ – დაამრგვალეთ.

აუცილებელია, რომ ისაუბროთ მარტივი წინადადებებით, ხშირად მიმართოთ აუდიტორიას – ,,თქვენ”, ,,ჩვენ” და მსგავსი მიმართვებით.

კარგი პრეზენტატორი არ უნდა იყოს ტრაბახა. აუცილებელია, ამბების მოყოლა, თუმცა არა ისეთის, თქვენი ქებით რომ იქნება გაჟღენთილი.

პრეზენტაციის ბოლოს აუდიტორიას აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა და თქვით, რომ სასიამოვნო იყო თქვენთვის მათთან ამ ფორმით ურთიერთობა.

 

წყარო: Harvard business review

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

ვილ ბოუნის ძალიან საინტერესო მოხსენება – სამყარო წუწუნის გარეშე

ტედექსი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელსაც უამრავი მონაწილე ჰყავს. ისინი დროის გარკვეულ მონაკვეთში წარმოაგდენენ მოხსენებას სხვადასხვა საკითხის შესახებ, მონაწილეები არიან კარგი მოსაუბრები და საკითხის ირგვლივ წარმოაგდენენ თავიანთ მოსაზრებას. ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ვილ ბოუნის მოხსენებიდან. იგი საუბრობს წუწუნის შესახებ, რატომაა იგი მავნებელი და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ სენს. იგი არის ბესტსელერების ავტორი და მისმა იდეამ მოიცვა არა მარტო შეერთებული შტატები, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანები.

მაშ ასე, გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი მოხსენებიდან:

1. რა მოხდება, თუ თქვენ გააცნობიერებთ, რომ გაქვთ ვირუსი, ვირუსი, რომელიც თქვენს ცხოვრებას ანადგურებს. ამ ვირუსმა მოკლა ჩემი ძმა 59 წლის ასაკში. ამ ვირუსის გამო შესაძლოა გასუქდეთ. აგიწიოთ წნევამ, გაგიჩნდეთ დიაბეტი, მიიღოთ გულის ინფარქტი. ამ ვირუსს შეუძლია თქვენი ტვინი მთლიანად დააავადოს, რადგან სწორედ ეს ვირუსი იწვევს თქვენს გაღიზიანებასა და დეპრესიას.

რას იგრძნობთ, თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ გაქვთ ვირუსი, რომლის გამოც თქვენ შეიძლება გასცილდეთ მეუღლეს, ფინანსურად გაგიჭირდეთ და მეგობრებიც კი დაკარგოთ, რადგან სწორედ ამ ვირუსით წამლავთ თქვენს მეგობრებს, ოჯახსა და თანამშრომლებს. 10 წლის წინ მე სწორედ ამ ვირუსით ვიყავი დაავადებული. ერთადერთი, ვინც დაგეხმარებათ განკურნებაში, ხართ თავად თქვენ და მკურნალობაც არაფერი დაგიჯდებათ. ვირუსი, რომელზეც ვლაპარაკობ არის – წუწუნი.

2. სწორედ წუწუნი გაიძულებთ თქვენ კონცენტრირდეთ ნეგატივზე და გახდეთ დეპრესიულები. ამ დროს გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც ზრდის წნევას, გულის დაავადებებს და თქვენს წონასაც.

3. როდესაც წუწუნებთ და ამბობთ საყვედურებს, თქვენ არ შეგიძლიათ ჭკვიანურად ფიქრი, რადგან თავში ბურუსია და არ მოგდით ნათელი აზრები.

4. საშუალოდ ადამიანი დღეში 15–30–ჯერ წუწუნებს.

5. წუწინი ჰგავს უსიამოვნო სუნთვქას, როცა იგი გამოდის სხვისი პირიდან, არაა სასურველი, მაგრამ საკუთარი პირიდან ამოსული უსიამოვნო სუნთქვა თავად არ გაწუხებთ.

6.ყოველ ადამიანს სურს, რომ იყოს წარმატებული. როცა კითხულობ, რა არის მათთვის წარმატება, პასუხი ასეთია: მეტი ფული, მეტი მეგობარი ან სიყვარული ან ჯანმრთელობა. ჩვენ ვწუწუნებთ იმაზე, რაც უკვე გვაქვს და უბრალოდ, გვინდა გვქონდეს მეტი.

7. თუ თქვენ მოახერხებთ, რომ არ იწუწუნოთ და ეს აქციოთ ჩვევად, თქვენ იქნებით უფრო ბედნიერი და წარმატებული.

ვილის იდეა იყო ყოველდღიურ ჩვევად ექცია ის, რომ არ ეწუწუნა, ამიტომ მან დაიწყო სამაჯურის ტარება, როცა დაიჩივლებდა, ერთი ხელიდან მეორეზე გადაჰქონდა და ასე აანალიზებდა, როდის, რატომ და რამდენჯერ იწუწუნა, შემდეგ კი ეს იდეა დააპატენტა და სამაჯურები უსწრაფესად გაიყიდა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში ჩივილის ეპიდემიაა და მათ სურთ, რომ ამ დაავადებისგან გათავისუფლდნენ. ის მოხსენებაში ამბობს, რომ საჭირო სულაც არაა სამაჯური, შეგიძლიათ საფულე გადაიტანოთ ერთი ჯიბიდან მეორეში ან თმის სამაგრი, ნებისმიერი რამ, უბრალოდ ეს ჩვევა დაგეხმარებათ მუდმივად აკონტროლოთ თქვენი მდგომარეობა და დროთა განმავლობაში შეძლებთ გათავისუფლდეთ ამ სენისგან.

ამ სენისგან გათავისუფლება არ ნიშნავს პირში წყლის ჩაგუბებას და არაფრის თქმას, არამედ ჯანსაღ საუბრებს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ კოლეგებთან. ეს ნიშნავს ილაპარაკო პირდაპირ იმ ადამიანთან, ვისთანაც გაქვს პრობლემა და ვისაც შეუძლია შენი დახმარება.

წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, რატომ ვწუწუნებთ ვილ ბოუნის მიხედვით:

1. მივიქციოთ ყურადღება

ეს არის ყველაზე გავრცელებული – ადამიანებს უბრალოდ სჭირდებათ ყურადღება სხვა ადამიანებისგან და არ იციან, როგორ დაამყარონ ურთიერთობა, გავიხსენოთ, როცა გვინდა საუბრის წამოწყება და არ ვიცით, რაზე ვილაპარაკოთ, ყოველთვის ვიშველიებთ ამინდს…

2. რათა ავირიდოთ პასუხისმგებლობა თავიდან.

3. წუწუნი კარგი ხერხია ასევე ძალაუფლების მოსაპოვებლად, ამას აქტიურად იყენებენ პოლიტიკური პარტიები.

4. ჩვენი წარუმატებლობის გასამათლებლად.

5. შურის გასაღვივებლად.

21 დღე თუ დააკვირდებით და იმუშავებთ საკუთარ თავზე, რომ არ იწუწუნოთ, შემდეგ ის ამბობს, რომ ჩვევად გადაიქცევა ეს ყველაფერი და დაინახავთ სასიამოვნო ცვლილებებს.

ჩვენ ვართ წუწუნის პროფესიონალები, იმისათვის, რომ გავამართლოთ ჩვენი ცუდი საქციელი და წარუმატებელობა – ამბობს ვილ ბოუნი

სტატია მომზადებულია ვიდეო ჩანაწერის მიხედვით.

წყარო : intermedia.ge

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

„Corona“-ს მწარმოებელმა თავისი სოფლის ყველა მაცხოვრებელი ერთ დღეში მილიონერად აქცია

მილიარდელმა ანტონიო ფერნანდესმა, რომელიც 2016 წლის აგვისტოში, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა თავის თანასოფლელებს თავის ქონების ნაწილი, 210 მლნ.$ დაუტოვა, ამის შესახებ ესპანური გამოცემა The Local -ი იუწყება.
ფერნანდესი  1917 წელს დაიბადა, ოჯახში 13 დედმამიშვილი იზრდებოდა, უკიდურესი სიღატაკის გამო ანტონიოს სკოლის მიტოვება მოუწია, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა.
1949 წელს 32 წლის ანტონიომ მშობლიური ოჯახი დატოვა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად მექსიკაში გაემგზავრა, სადაც გახსნა ლუდსახარში Grupo Modelo, შემდეგ გახდა კომპანიის გენერალური მდივანი და ლუდი Corona-ს ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი მსოფლიო ბაზარზე.
ამბობენ, რომ უშვილო მილიარდერი, რომელიც მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას ეწეოდა, სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებდა მშობლიურ სოფელს – სერესალეს დელ კონდადოს, სადაც მხოლოდ 80 ღარიბი ადამიანი ცხოვრობდა.
ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა თითოეულ თანასოფლელს ანდერძით ორი მილიონი ევრო დაუტოვა და სოფელი, რომელშიც მთელი ბავშვობა გაატარა, მილიონერების სოფლად აქცია.

ანტონიო ფერნანდესი  ესპანელების ხსოვნაში უანგარო სიკეთისა და კეთილშობილების მაგალითად დარჩა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 59
Page 1 of 59