close

გეოგრაფია

გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

ლურჯი ვეშაპები სეიშელის კუნძულებზე დაბრუნდნენ, სადაც მათი პოპულაცია გასულ საუკუნეში გაანადგურეს🐋

მსოფლიოს ყველაზე დიდი ცხოველები – ლურჯი ვეშაპები ინდოეთის ოკეანის იმ ნაწილში ბრუნდებიან, სადაც მათი პოპულაცია ნადირობის შედეგად სრულად განადგურდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია სეიშელების კუნძულებზე, სადაც სპეციალისტებმა წყალქვეშა აუდიომონიტორინგის დახმარებით დაადგინეს, რომ ვეშაპები რეგიონში თვეების განმავლობაში რჩებიან. მათი ვარაუდით, ცხოველები ამ ადგილს გასამრავლებლად იყენებენ.

მისიაში ჩართული მეცნიერები ამბობენ, რომ ეს კონსერვაციონისტების გამარჯვებაა, რადგან 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირის ვეშაპებზე მონადირე ფლოტმა სეიშელებზე ამ ცხოველების პოპულაცია სრულად გაანადგურა.

ამის მიუხედავად, ლურჯი ვეშაპები გადაშენების ზღვარზე მყოფ ცხოველებად ითვლებიან. მათი რაოდენობა დედამიწაზე კატასტროფულად მცირეა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

შენობა-ნაგებობების სიმძიმის გამო ნიუ-იორკი იძირება — კვლევა

ახალი ნაშრომის თანახმად, შენობა-ნაგებობების გამო ნიუ-იორკის ქვეშ არსებული ხმელეთი იძირება. გამოცემაში Earth’s Future გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ქალაქის გეოლოგია და სატელიტური მონაცემები შეადარეს ერთმანეთს და აღნიშნულ დასკვნამდე მივიდნენ.

ტექნიკურად ამ მოვლენას ნიადაგის დაჯდომას უწოდებენ. ეს დედამიწის ზედაპირის თანდათანობით ან უცაბედ დაწევას გულისხმობს და რბილი დანალექი ქანების მოძრაობისა თუ სიმძიმის ზეწოლის შედეგად ხდება. ნიადაგის დაჯდომას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა თავად ქალაქების წონას იშვიათად იკვლევენ.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიუ-იორკი წელიწადში 1-2 მილიმეტრით ქვემოთ იწევს, ზოგიერთ ადგილას კი — უფრო მეტადაც. ქალაქისათვის, რომელსაც ზღვის დონის მატება და წყალდიდობები ისედაც უქმნიდა საფრთხეს, ეს დამატებითი პრობლემაა.

მკვლევრებმა ქალაქის ნაგებობების ჯამური მასა გამოთვალეს, რომელიც დაახლოებით 764 ათას ტონას უდრის. მათ გრავიტაციის გავლენაც გაითვალისწინეს და შეაფასეს, რა ძალით აწვება შენობები ხმელეთს. საგულისხმოა, რომ გამოთვლები მხოლოდ შენობებისა და მათი შიგთავსის მასებს მოიცავს და არა ქალაქის მოკირწყლული ნაწილის.

მეცნიერებმა ნიუ-იორკის კომპლექსური გეოლოგიაც გაითვალისწინეს, მათ შორის: ქვიშა, შლამი, თიხა და ქვენაფენი ქანების გაშიშვლებაც. დადგინდა, რომ თიხით მდიდარ და ხელოვნურად შევსებულ მიწას დაჯდომა განსაკუთრებით ემუქრება, ქვენაფენ ქანებს კი — შედარებით ნაკლებად.

ეს გამოთვლები მეცნიერებმა შემდგომში სატელიტურ მონაცემებს დაადარეს და ნიადაგის დაჯდომის ხარისხი შეაფასეს.

საბოლოო ჯამში, ავტორები გვაფრთხილებენ, რომ ურბანიზაციის გაძლიერებამ, შესაძლოა, ნიუ-იორკის ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფროს.

საგულისხმოა, რომ ნიუ-იორკი ერთადერთი ქალაქი არაა, რომელსაც ნიადაგის დაჯდომის პრობლემა აქვს. ჯაკარტა, ინდონეზიის დედაქალაქი, გრუნტის წყლის ამოღების გამო ყოველწლიურად 11 სანტიმეტრით ქვემოთ იწევს. შესაძლოა, 2050 წლისთვის ქალაქის მეოთხედი წყალქვეშ მოექცეს, რაც დაახლოებით 30 მილიონ მაცხოვრებელს დააზარალებს.

მსგავსი პრობლემა აქვს ნიუ-ჯერსისაც.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიასაქართველო

საქართველოში 26 060 მდინარეა

საქართველოში, აღწერის მიხედვით, 26 060 მდინარეა, მათი საერთო სიგრძე კი დაახლოებით 60 ათას კილომეტრს შეადგენს, აქედან შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება 18 109 მდინარე, ხოლო კასპიის ზღვის აუზს – 7951.

საქართველოს მდინარეები შეიძლება დაიყოს ადგილობრივ და ტრანზიტულ მდინარეებად. ამ მდინარეებში წყლის მთლიანი რესურსები 61.5 კმ3 ტოლია და ამ რესურსების 85.9% ანუ 52.8 კმადგილობრივ მდინარეებს უკავშირდება.

აღსანიშნავია რომ დასავლეთი საქართველოს მდინარეთა უმრავლესობას დამოუკიდებელი წყალშემკრები აუზი აქვს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მდინარე მტკვრის აუზს მიეკუთვნება.

კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით დასავლეთ საქართველოს მდინარეები მდ.ყუბანის აუზისგან,აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები თერგისა და სულაკის აუზისგან არის გამოყოფილი.
საქართველოს მდინარეებიდან წყლიანობით გამოირჩევა მდ.რიონი (13,2 კვ/კუბ), ჭოროხი (8,58 კვ/კუბ), კოდორი( 3,97 კვ/კუბ), ალაზანი ( 3,23 კვ/კუბ) და სხვა.
უგრძესი მდინარეა ალაზანი (406 კმ), შემდეგი ადგილი უკავია მდ.იორსა (343 კმ) და რიონს (327 კმ).
მტკვარი (1384 კმ ) სამხრეთ კავკასიის უგრძესი მდინარეა.მისი სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 383 კმ-ა.
მდინარეები წვიმის, მიწისქვეშა, თოვლისა და მყინვარების ნადნობი წყლებით საზრდოობენ. მათ საზრდოობაში თითოეული ამ წყაროს მონაწილეობა და წვლილი განისაზღვრება წყალშემკრები აუზის სიმაღლის,ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების, რელიეფისა და ჰავის შესაბამისად.
მაღალმთიან ადგილებში მდინარეები, ძირითადად თოვლისა და მყინვარების ნადნობი წყლებით საზრდოობენ, საშუალომთიან ზონაში წვიმისა და სეზონური თოვლის ნადნობი წყლებით.
კოლხეთის დაბლობსა და მის მიმდებარე გორაკ-ბორცვებზე მდებარე მდინარეები კი -წვიმისა და ნაწილობრივ მიწისქვეშა წყლებით.
ბევრი მდინარის საზრდოობაში ამა თუ იმ წყაროს წვლილი იცვლება მდინარის სიგრძისა და წელიწადის დროის მიხედვით.
გაზაფხულზე მდინარეთა უმეტესობა თოვლის ნადნობი წყლებით საზრდოობს, ზაფხულსა და ზამთარში კი-მიწისქვეშა წყლებით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწა

მეცნიერებმა ეკვადორში წვიმის ბაყაყების 6 ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ეკვადორში წვიმის ბაყაყის 6 ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა ანდებში, ორი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაკეთდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ახალი სახეობების წარმომადგენლები გაჩეხილი ტყეების მახლობლად იპოვეს, ამიტომ ისინი საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების წითელ სიაში უნდა შეიტანონ.

ერთ-ერთ სახეობას მეცნიერებმა „რეზისტენცია“ (წინააღმდეგობა) დაარქვეს, გარემოს აქტივისტების პატივსაცემად, რომლებიც ლათინურ ამერიკაში მოკლეს. Global Witness-ის მონაცემებით, ლათინურ ამერიკაში იმაზე მეტ გარემოს დამცველს კლავენ, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა ნაწილში.

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

საინტერესო ფაქტები ავსტრალიის შესახებ

ავსტრალია არის ყველაზე პატარა კონტინენტი, რომელზეც მდებარეობს მხოლოდ ერთი სახელმწიფო-ავსტალია და რომელსაც ,,ცოცხალი ნამარხების” კონტინენტს უწოდებენ.

საუკუნეების განმავლობაში ავსტრალია იზოლირებული იყო სხვა კონტინენტებისგან, შესაბამისად უძველესი, ენდემური სახეობის ფლორა და ფაუნა შენარჩუნდა. ძუძუმწოვრებიდან განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევენ ჩანთოსნები, შესაბამისად ავსტრალიის სახელმწიფო გერბზე გამოსახულია: კენგურუ და სირაქლემა ემუ.

კიდევ რა საინტერესო ფაქტები შეიძლება არ ვიცოდეთ ავსრალიის შესახებ?

  • დასავლეთ ავსტრალის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს ვარდისფერი ტბა სახელად ,,ჰილიერი”;

  • ჩრდილოეთ ავსტრალიაში მდეობარეობს ქვიშაქვის უზარმაზარი ფორმაცია, ულურუს მთა(აიერს-როკი), რომელიც ფერს დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის;
  • ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ავსტრალიის უმაღლესი მთა არის კოსციუშკო, მაგრამ ექსპედიიებისა და კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ყველაზე მაღალი მთა არა კოსციუშკო, არამეს ტაუსლენდია. ავსტრალიის მთავრობამ კოსციუშკოს პირველაღმომჩენის, ედმუნდ სტშელეცკის პატივსაცემად საოცარი გადაწყვეტილება მიიღო- ტაუსლენდს კოსციუშკო უწოდა და კოსციუშკოს ტაუსლენდი;
  • ავსტრალიელები თავიანთ ქვეყანას უწოდებენ „ოზ“-ს;
  • იცოდით, რომ ეკონომიკის გაძლიერების მიზნით, ავსტრალიერები მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ ნაწარმს ყიდულობენ, რომელსაც მწვანე სამკუთხედში ჩასმული ყვითელი კენგურუს გამოსახულებიანი ნიშანი ამშვენებს? რეკლამებში კი აუცილებლად აღნიშნავენ, რომ ნაწარმი ავსტრალიაშია დამზადებული;
  • ავსტრალიაში პირველი 12-კაციანი ბრიგადა ბრიტანეთიდან გადმოსახლებული კატორღელებისგან შეიქმნა;
  • ავსტრალიას ეკუთვნის შობის კუნძული, რომლის მოსახლეობა დედამიწაზე პირველი ხვდება ახალ წელს;
  • ავსტრალიას არ აქვს ოფიციალური რელიგია. ქვეყანაში კი სამი სახელმწიფო ენაა: ინგლისური, ახალზელანდიური ნიშნების და მაორების. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფილიოს არცერთ ქვეყანაში, გარდა ახალი ზელანდიისა, აბორიგენების ენა არ არის სახელმწიფო ენად აღიარებული;
  • 1893 წელს დემოკრატიულ ქვეყნებში სწორედ ახალი ზელანდია იყო პირველი, სადაც აღიარეს ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა და ქალებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
  • 2005 წელს ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც შემოიღეს ბეგარა ნახშიროჟანგზე ანუ ატმოსფეროში გამონაბოლქვზე;
  • მშრალ სეზონზე ავსტრალიის ბევრ შტატში აკრძალულია მანქანების რეცხვა გამდინარე წყლით, აუზების ავსება, ასფალტის მორწყვა და სხვ.
  • ცხვრების დინგოსგან დაცვის მიზნით ქვეყანაში ააგეს ღობე, რომელიც ყველაზე გრძელი ღობეა მსოფლიოში. მისი სიგრძე 5530 კმ-ია;

წყარო: NATIONAL GEOGRAPHIC , გეოგრაფია(ბლიაძე/კერესელიძე)

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწა

რატომ არ არის მდინარე ამაზონზე არცერთი ხიდი?

მსოფლიოს უდიდეს და ამოუცნობ მდინარეს არ აქვს მუდმივი კალაპოტი, ზოგჯერ უამრავ ნაკადად იშლება, დელტას ქმნის ან ეს ნაკადები ერთმანეთს ერწყმის. ზოგჯერ კი მდინარე ამაზონის დინება მიმართულებას იცვლის და საპირისპიროდ მიედინება. ყველაზე ფართო ადგილას მისი სიგანე 11 კილომეტრს აღწევს, მაგრამ წვიმების სეზონზე ნაპირებს შორის მანძილი 50-დან 80 კილომეტრს შეადგენს.
გარდა ამისა, დაახლოებით წელიწადში ორჯერ, ამაზონისთვის დამახასიათებელია გიგანტური ტალღა, რომელსაც სახელად პოროროკას უწოდებენ. ამ დროს მდინარის დინება მიმართულება იცვლის 4-6 მეტრი სიმაღლის აზვირთებული ტალღებით. ასევე ამაზონის აუზის და უღრანი ტროპიკული ტყის გამო, დიდი ქალაქები ერთმანეთთან ახლოს არ მდებარეობს. შესაბამისად, მათთვის მდინარე არის ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალება. ამ მიზეზების გამო, ამაზონზე ხიდების აშენებას აზრი ნამდვილად არ აქვს და ადგილობრივებიც ტრანსპორტის სახეობებიდან ნავებსა და კატერებს ირჩევენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ არსებობს რამდენიმე ძვირადღირებული ხიდი მდინარე ამაზონზე, რომლის ქვეშაც მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ხიდმაც ფუნქცია დაკარგა.

 

ანალიტიკოსთა დამეცნიერთადარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

ჯოჯოხეთის ჭა იემენში

საიდუმლოებებით მოცული ბარჰაუტის ჭა მდებარეობს აღმოსავლეთ იემენში, მას ასევე ჯოჯოხეთის ჭასაც უწოდებენ. ჭის სიღრმე 100-250 მეტრამდე უნდა იყოს და იგი ამ დროისათვის არ არის კარგად შესწავლილი. იემენის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ იციან რა შეიძლება ხდებოდეს მის ფსკერზე, თუმცა, ხვრელიდან ამოსული საშინელი სუნი ძლიერდება.

გიგანტური ხვრელი მაჰრას პროვინციის ერთ-ერთ უდაბნოში მდებარეობს და მაჰრას გეოლოგიური კვლევისა და მინერალური რესურსების მართვის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ხვრელი ძალიან ღრმაა და ფსკერამდე ჯერ არავინ ჩასულა, ამის მიზეზი ჟანგბადის ნაკლებობა და ჩახუთული გარემოა.

ადგილობრივებში არსებობს ცრურწმენები ჯოჯოხეთის ჭასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჭამ შეიძლება მის სიახლოვეს მისული ობიექტები შეიწოვოს, რომ ჭაში ზებუნებრივი არსებები, ჯინები ცხოვრობენ. სახელიც ჭამს ამ ყველაფრის გამო მიიღო და ადგილობრივებს ჭასთან მიახლოებაც კი აშინებთ.

ხვრელში მზის სინათლე შორს ვერ აღწევს და მაღლიდან ბევრი არაფერი ჩანს, ვიდეოგრაფები კი აღნიშნავენ, რომ ჭაში გადაღება თითქმის შეუძლებელია, თუმცა აშკარაა, რომ ბარჰაუტის ჭა ბევრ სამეცნიერო კვლევას მოითხოვს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

ოკეანის დინებათა სისტემა მოშლის ზღვარზეა

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მთავარი სისტემა, რომელიც მართავს ოკეანურ დინებებს, მოშლის ზღვარზეა, რაც მეტწილად გამოწვეულია კლიმატის ცვლილებებით. ისინი ვარაუდობენ, რომ ცვლილებამ შესაძლოა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ყინვები გამოიწვიოს.
ბოლო წლებში ატლანტიკის მერიდიანული ცირკულაციის (AMOC) სისტემა, რომელიც ზღვის თბილ წყალს ტროპიკებიდან ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიამდე მიაქანებს, სადაც ის ცივდება და უკან ბრუნდება, სუსტდება.
AMOC-ის მოშლის შემთხვევაში, თუ ცირკულაცია შეწყდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ევროპის დიდ და ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილში ექსტრემალური სიცივე და ზღვის დონის მატება ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
უკანასკნელად, როდესაც AMOC მოიშალა, ეს გამყინვარების უკანასკნელი პერიოდი იყო, დაახლოებით 12 ათასი წლის წინ. ექსტრემალური სიცივის პერიოდი კი თითქმის ათასწლეული გაგრძელდა.
AMOC-ის შესუსტება გამოწვეულია ზღვის ტემპერატურის მომატებით, რაც ჩვენი ქმედებებითა და სათბურის აირების ზრდით არის გამოწვეული. ეს პროცესი გოლფსტრიმის თბილი დინების დაგვიანებას უკვე იწვევს და შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ზღვის დონის მატებას. ჯერჯერობით უცნობია რა დრო დასჭირდება საკმარისი სათბურის აირის გამოყოფას იმისათვის, რომ AMOC-ის მოშლა გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს პროცესი მაქსიმალურად შევანელოთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწა

რომელია ამ დროისათვის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძული?

სმეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი აღმოჩენილი ხმელეთის მასა შესაძლოა ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძული იყოს. კუნძულს, რომელიც გრენლანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს, ივლისში გამართულ ექსპედიციაზე მიაკვლიეს. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეს კუნძული ოოდააკი იყო, რომელიც აღმოაჩინეს 1978 წელს და ამ დროისათვის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძულია.
თუმცა, შემდეგ აღმოაჩინეს, რომ GPS ხარვეზით მუშაობდა და სინამდვილეში ეს მიწა ოოდაკი არ იყო. კუნძული ოოდააკი ჩრდილოეთ პოლუსიდან 700 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს, ახალი კუნძული კი ოოდაკიდან 780 მეტრით ჩრდილოეთით.
ჯერჯერობით უსახელო კუნძული გრენლანდიის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე წერტილია, ამავე დროს შესაძლოა იგი წარმოადგენდეს დედამიწის ხმელეთის ყველაზე ჩრდილოეთ კუნძულს. აღნიშნული აღმოჩენით შეიძლება ითქვას, რომ დანიის სამეფო კიდევ უფრო იზრდება, რადგან გრენლანდიის ტერიტორია დანიის დაქვემდებარებაშია.
კუნძული ზღვის დონიდან რამდენიმე ათეული მეტრით მაღლა მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ იგი ქალიშხლის შედეგად წარმოიქმნა და არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე წყლით დაიფაროს შტორმის დროს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწა

“ჯოჯოხეთის კარიბჭე” – ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ადგილი დედამიწაზე, სადაც უკვე ათწლეულებია, ცეცხლი არ ქრება

თურქმენეთში, ყარაყუმის უდაბნოში, სოფელ დარვაზასთან დაახლოებით 70 მეტრი რადიუსის ორმოა, რომელშიც 50 წელზე მეტია, ცეცხლი გიზგიზებს. მას დერვაზას გაზის კრატერი ეწოდება, თუმცა ადგილობრივები კრატერს “ჯოჯოხეთის კარიბჭეს” უწოდებენ. ცეცხლის ალი ძალიან დიდი დისტანციიდანაც ჩანს.

“ჯოჯოხეთის კარიბჭე” 1971 წელს გაჩნდა, საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც მიწისქვეშა აირის საბადოს გახვრეტისას შემთხვევით მიწა ჩაიშალა და ორმოდან დიდი რაოდენობით გაზმა დაიწყო ამოსვლა.

კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კრატერში ცეცხლი გაეჩინა – ვარაუდობდნენ, რომ ცეცხლი რამდენიმე კვირაში ჩაქრებოდა, თუმცა “ჯოჯოხეთის კარიბჭე” ათწლეულების შემდეგაც იწვის.

კრატერის სანახავად ტურისტები დარვაზაში ხშირად ჩადიან, მიმდებარე ტერიტორია კი კემპინგის მოყვარულებისთვის პოპულარული ადგილია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 8
Page 1 of 8