close

ფილოსოფია

საქართველოფილოსოფია

ჭაბუა ამირეჯიბი – ,,ეს წერილი თვრამეტისას წააკითხეთ თქვენს ბალღებს!”

,,დოქტრინა” გთავაზობთ ჭაბუა ამირეჯიმის წერილს – ,,ეს წერილი თვრამეტისას წააკითხეთ თქვენს ბალღებს!”

,,ჩემო პატარა ბატონებო და ქალბატონებო!
ბატონობით მოგმართავთ, რადგან, სულ ცოტა, ათი არისტოკრატიული გვარისა და ბატონთა მოდგმისანი ხართ.
ოთხმოცისა გიტოვებთ ამ წერილს თქვენი პაპა და პეპერა მზეჭაბუკ (ჭაბუა) ირაკლის ძე ამირეჯიბი და თავს მოვალედ მივიჩნევ, ზოგი რამ გირჩიოთ:
წარმომავლობა გიხსენეთ. სწორედ ეს უნდა იყოს პირველმიზეზი იმისა, რომ ამპარტავნობისკენ კი არა, თავმდაბლობის, მიმტევებლობისა და სიყვარულისკენ უნდა მიიდრიკოს თქვენი ხასიათი, სიცოცხლისა და სამყაროსადმი დამოკიდებულება.
მთავარი მაინც ის არის, რომ თქვენ მხოლოდღა დედ-მამისა და ბებია-პაპების ნაშიერი კი არა, ქართველი ერის შვილები ხართ ისევე, ყოველი ქართველი მამულიშვილი – ერისა , რომლის უანგარო სამსახურს შეალიეს თავისი სიცოცხლე ჩვენ წინაპართაგან ურჩეულესებმა. უნდა იცოდეთ და ყოველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას ითვალისწინებდეთ, რომ ხალხი, როგორც ფენომენი, მხოლოდღა დღესდღეობითი ნაწილია იმ მარადიულობისა, რასაც ქართველი ერი ჰქვია, ხოლო ერის საწყისი და ძირითადი ბირთვი ოჯახია, რაიც თავად თქვენც უეჭველად უნდა შექმნათ და იმრავლოთ, რათა ხსენებული მარადისობა უზრუნველჰყოთ. ეს თქვენი წმინდათაწმინდა ვალია!
სამშობლოში თქვენი ოჯახის ელჩი და სახე უნდა იყოთ, სამშობლოს გარეთ თქვენი ერის სინდისი და ღირსება.
უნდა ეცადოთ, არავინ გძულდეთ. სიძულვილი ბოროტებას ბადებს. მტრისაც კი პატივისცემა გმართებთ, რადგან იგი თქვენში მებრძოლს აყალიბებს.
ჩინური ანდაზაა – „თუ გინდა იდგე – სულ უნდა ირბინო“. იგულისხმება განუწყვეტელი მოქმედება. ასეთები იყვნენ თქვენი წინაპრები, მათ შორის თქვენი პაპები და პეპერები. იმ დროისთვის როცა ამ წერილს წაიკითხავთ, უკვე გეცოდინებათ, რას მიაღწიეს მათ მოღვაწეობის სხვადასხვა დარგებში და იცოდეთ, ყოველივე იმის წყალობით იყო, რომ სულ დავრბოდით. ახლის ძიება, მოქმედება და აღსრულება უყო ჩვენი სიცოცხლის აზრი და დევიზი.
ყოველივე ადამიანი (მათ შორის თქვენც), უპირველესად ყოვლისა, საკუთარი შესაძლებლობების ჯამი და ყულაბაა. შესაძლებლობები კი კაპიტალია. კაპიტალს ასეთ ნიადაგში ჩაბანდება ურჩევნია, საიდანაც მეტი ამონაგები ექნება.
დააკვირდით, ვინ მეტი მოიმკა, ვინც საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობაში ჩააბანდა, თუ მან, ვინც მამულიშვილობაში, სამშობლოს სამსახურში, ერის, ადამიანისა და მშვენიერების სიყვარულში ჩაიფერფლა? იფიქრეთ ამაზე, გამოიტანეთ დასკვნა და ისე აირჩიეთ თქვენი „სირბილის“ ასპარეზი.
იმედს ვიტოვებ, რომ ღირსეულად გასწევთ თქვენი წინაპრების დამსახურებათა, თავდადებისა და უკვდავი სახელების საამაყო ჭაპანს იმ ოთხი სათნოებით მათ ჩვენ – თავის ჩამომავალთ, რომ გვიანდერძეს – ვაჟკაცობით, სამართლიანობით, თავშეკავებითა და გონიერებით.
დანარჩენს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება შეგძენთ.

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

თქვენი პაპა-პეპერა – ჭაბუა ამირეჯიბი
თბილისი, 04.07.2001.”

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფია

განდის 7 წესი: ,,ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კანონი – მუდმივი განვითარებაა”

 

მაჰათმა განდი დღემდე რჩება ინდოეთის და არამარტო ინდოეთის  ღირსეულ ლიდერად, რომელმაც

 დიდი წვლილი შეიტანა სამყაროს შეცვლაში. ,,დოქტრინა” გთავაზობთ მის 7 წესს:

 

  1. ,,თქვენ თავად უნდა გახდეთ ცვლილება, რომლის დანახვაც გსურთ გარემომცველ სამყაროში.“

თუკი შეიცვლით აზრებს, შეიცვლება თქვენი გრძნობები და თქვენი ქმედებები. თუკი შეიცვლება თქვენი აზრები, გრძნობები და ქმედებები, შეიცვლებით თქვენც და თუკი თქვენ შეიცვლებით, შეიცვლება სამყაროც. ადამიანი თავისი ფიქრების ნაყოფია, რასაც იფიქრებს, ის გახდება. იმიტომ კი არა, რომ გარემოს ახალი ლინზით გასცქერით, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილი ხართ და დეტალის შეცვლა ავტომატურად ცვლის მთლიანს.

ასე, რომ შეცვალეთ, საკუთარი თავი!

  1. ,,ვერავინ მოგაყენებთ ტკივილს, თქვენი ნებართვის გარეშე.“

არ არსებობს ნეგატიური და პოზიტიური ფაქტები, არსებობს მხოლოდ ნეგატიური და პოზიტიური დამოკიდებულებები. დამოკიდებულებები კი მხოლოდ თქვენი რეაქციებია და რა რეაქცია გექნებათ კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით, ყოველთვის თქვენზეა დამოკიდებული. შესაძლოა არსებობდეს ერთგვარი ზოგადი წესი, საზოგადოებაში მიღებული ნორმა, თუ რა უნდა ვიგრძნოთ ამა თუ იმ სიტუაციაში, თუმცა თქვენ შეგიძლიათ იყოთ განსხვავებული და თავად აირჩიოთ როგორი დამოკიდებულება გქონდეთ.

და როცა გააცნობიერებთ, რომ გარემო ვერ ახდენს თქვენზე ვერანაირ ზემოქმედებას და საკუთარ შეგრძნებებს მხოლოდ თავად აკონტროლებთ, მიხვდებით ამ გამოთქმის არსსაც – ,,გინდა ბედნიერი იყოს? იყავი!“

აკონტროლეთ საკუთარი რეაქციები.

  1. ,,თვალი თვალის წილ – მთელს სამყაროს დაბრმავებამდე მიიყვანს.“

,,სუსტი ვერასოდეს პატიობს. პატიება ძლიერი ხასიათის თვისებაა.“ იყავით ძლიერი!

ბოროტებას ბოროტებით ვერასოდეს დაამარცხებთ. გახსოვდეთ, რომ ცუდის დამახსოვრება, ისევ თქვენ მოგწამლავთ და თქვენ გავნებთ. ,,თქვენ არ ისჯებით სიბრაზისთვის, თქვენ ისჯებით სიბრაზით”… გარდა ამისა, თუკი მოახერხეთ და იძიეთ შური… მიზეზი ქმედებას  არ ამართლებს… თქვენც ბოროტების შემოქმედი ხდებით…. ,,სხვისი ქმედებები სხვისი კარმაა, ამ ქმედებებზე თქვენი რეაგირება კი –  თქვენი“…

აპატიეთ!

  1. ,,ერთი წვეთი პრაქტიკა, ზღვა თეორიაზე მეტად ღირებულია.“

ბევრად უფრო მარტივია წაიკითხო ლექცია  ნაბიჯის გადადგმის შესახებ, ვიდრე პრაქტიკულად გადადგა ეს ნაბიჯი. სხვა სხვის ომში ბრძენიაო, გაგიგიათ ალბათ. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ქადაგად დავარდნილ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ცოდნის გამოყენება არ ძალუძთ. ცოდნას კი მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი ცხოვრებაში ვიყენებთ. ასე რომ იმოქმედეთ!  ვინც არ მოქმედებს, წინაც ვერ მიდის!

       5. ,,ჯერ უგულებელგყოფენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან, მერე იმარჯვებ.“

იყავი შეუპოვარი და ნელ-ნელა ყველა წინააღმდეგობა გაქრება და გზიდან ჩამოგეცლება. ერთადერთი, რამაც შეიძლება შენი შეჩერება მოახერხოს თვითსაბოტაჟია. გაბედე და ნუ მისცემ შიშს უფლებას მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადაგახვევინოს. აკეთე ის, რის კეთებაც ყველაზე მეტად გინდა და თან არასოდეს დანებდე. იმათ, ვინც ნებდება წარმოდგენაც არ აქვთ რა ახლოს იყვნენ მიზანთან და მერე იმედგაცრუებულები ცდილობენ შენც გული გაგიტეხონ, რადგან არ სურთ მიაღწიოთ იმას, რაც თავად ვერ მოახერხეს. არასოდეს შეწყვიტო ბრძოლა, არასოდეს! უდიდესი ძლიერება – მტკიცე ნებისყოფაა და არა ფიზიკური ძლიერება.

6. ,,ბედნიერი და თავისუფალი მაშინ ხარ, როცა რასაც ფიქრობ, რასაც ამბობ და რასაც აკეთებ ერთმანეთთან ჰარმონიაშია“

შენ ხარ შენი ფიქრების, ემოციებისა და ნების ერთობლიობა, თუკი ამ ყველაფრის მართვა და ერთმანეთთან ჰარმონიაში მოყვანა მოახერხე, მაშინ ხარ ჭეშმარიტად ,,თავის უფალი“. თავისუფლება კი ყველაზე დიდი ადამიანური ღირებულებაა. ,,მე უზომოდ მიყვარს ჩემო თავისუფლება, ამიტომ ისეთს არაფერს ჩავიდენ, რომ შევზღუდო სხვისი თავისუფლება.“

     7. ,,ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კანონი – მუდმივი განვითარებაა, ის ვინც საკუთარ დოგმებში გამომწყვდეული ცხოვრობს და გონების გახსნა არ სურს, არასწორად ცხოვრობს.“

ყველაზე დიდი შეცდომაა იფიქრო, რომ რაღაც იცი. შენ არაფერი იცი,  შენ  მოსწავლე ხარ და მიღებული ფრიადი მხოლოდ სტიმულია უფრო მეტი ცოდნის მიღებისთვის. არასოდეს შეწყვიტო განვითარება, გაუხსენი გონება ახალ იდეებს, ახალ ცოდნას. ნუ მისცემ საშუალებას შენში არსებულ დოგმებს არ მოგცეს საგნების ახლებურად აღქმის საშუალება. კარგი წიგნი, რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო, იმდენჯერ იპოვი ახალს, ცხოვრება კარგი წიგნია, ნუ შეწყვეტ მის კითხვას ისევ და ისევ.

 

სრულად ნახვა
საქართველოფილოსოფიაფრაზები

ოტია იოსელიანის ცხოვრებისეული გამონათქვამები : “სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს!”

ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება,რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.

  • ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო.
  • ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს?
  • არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო, ის მართლა ტირის….
  • დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.
  • გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.
  • შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახო, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება.
  • თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს?
  • სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…
  • ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე გიშენებია.
  • ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.
  • ჭკუა თავშია და არა ხანში.
  • სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!
  • სიყვარული… შენ სიყვარული კი არა ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გენია. შენ რაც ბრძანდები, ჩემსავით მაგი დედამიწის ზურგზე არავინ იცის და შუბლში, რომ მიმიზნებდნენ გატენილ თოფს, ისე არ მეშინია, როგორც შენი. სიყვარული!.. არ მიხსენო შენი სახელი. მზარავს, უროსავით მირტყავს თავში და მარეტიანებს, ყელში დანაგაყრილი ხარივით მაზმუვლებს და მაბღავლებს. მაშინ, იმ ღლაპმა კი არა, აგერა, აქამდე მიწვალია, მიტანჯია და მინახავს – თავი ორასი წლის მგონია, წუთისოფელი კი ისე მეცლება ხელიდან, შენთან ვერაფერი გავაწყვე, საითაც გავიქეცი შენი გადამკიდე, იქეთ წავიქეცი. სიყვარულს ბედნიერი რომ გაუუბედურებია, ეს კი ვიცი და მისი სიამე ვინმეს შერჩენოდეს, მაგნაირი არაფერი.
  • ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არა…მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა…
  • ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.
  • თუ შენი დაკარგვა ჩემთვის დიდი უბედურება არააა, არც შენი ჩემად ყოფნა ყოფილა ბედნიერება.
  • სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ეზოთერიკაეს საინტერესოაფილოსოფია

მინერალურ ქვებში დამალული მაგია   

ჩვენი ღრმა კავშირი სამყაროსთან ასოცირდება იმ ელემენტებთან, რომელთაც ვუზიარებთ ჩვენივე სამყაროს. მინერალური ქვები ოდითგანვე გამოიყენებოდა მეფეების, შამანების, ბელადების მიერ რელიგიური რიტუალებისთვის, რომელიც ერთგვარი რწმენის სიმბოლოდ იქცეოდა ხოლმე. საინტერესოა, რატომ სჯერათ ადამიანებს ერთიდაიგივე?  მიუხედავად ქვების მეტაფიზიკური ძალისა და რელიგიური რიტუალებისა, მინერალური ქვები შეიძლება გამოვიყენოთ ასევე ჯადოქრობისთვის, ენერგიების გაცვლისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მოსაპოვებლად და ა.შ. ამულეტები და თილისმანები გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი მაგიური იარაღი სხვადასხვა დაავადებისა და ეშმაკური ძალების წინააღმდეგ.

ობიდიანი (obsidian) – თითქმის ყველა კულტურაში, ათასობით წლის მანძილზეб ამ ვულკანურ მინებს გარდაქმნიდნენ სარკეებად, ხანჯლებად, ხმლებად, გამოიყენებოდა ფირფიტებისა და ორნამენტების გასაკეთებლად. ომებში მისი გამოყენება ჯერ კიდევ ატარებს აგრესიულ სიმბოლიკას მეზოამერიკულ კულტურაში. იგი შავი ფერის ქვაა, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც ,,თავდაცვითი ამულეტი”.

მთვარისქვა (moonstone)- უძველესი რომაელები დარწმუნებული იყვნენ, რომ მთვარის სინათლე მთვარეზე სხივდებოდა. ამდენად, აქედან წარმოდგება ამ ქვის სახელი. ეს ქვა ბერძნულ და ლათინურ კულტურებში ასოცირდება ქალთა მთვარის ქალღმერთთან. ამიტომ იგი გამოიყენებოდა, როგორც ქალური ქვა, ღმერთებთან კომუნიკაციისთვის, ორნამენტებისთვის და როგორც თანამორწმუნეებთან დასაკავშირებლად რიტუალების დროს.

ფირუზი (Turquoise)- იგი ძალიან ღირებული ქვაა, მისი იშვიათი სილამაზის გამო. იგი ევროპაში პირველად თურქეთიდან შემოვიდა, სახელიც სწორედ აქედან დაერქვა . უძველეს დროში აცტეკები მას ეძახდნენ „chalchihuitl-ს”, რომელიც აღნიშნავდა ისეთ პირებს, ვისაც სახეზე ჰქონდათ „პირსინგი“ . თანამედროვე დროში ფირუზი გამოიყენება ნათელმხილველების მიერ სხვადასხვა რიტუალისთვის.

ამეთვისტო (Amethyst) – მეწამულტონიანი კვარცი შუშის ან იასამნის ტონში. ამ ქვას გამოიყენებენ ამულეტის სახით სიმთვრალის წინააღდეგ სიფხიზლისთვის. ძველი ეგვიპტელები კი მას გამოიყენებდნენ დამნაშავებისა და შიშის წინააღმდეგ. მისი სახელი წარმოდგება ბერძნული მითიდან კერძოდ: დიონისეს, ღვინისა და ლანძღვის ღმერთს, შეუყვარდა ქალიშვილი – სახელად ამეთვისტო, რომელსაც სურდა რომ „წმინდანად“ დარჩენილიყო . დახმარებისათვის ღმერთმა არტემისმა იგი თეთრ ქვად გადააქცია.  დიონისემ, იმისთვის რომ ამეთვისტო დაემდაბლებინა, ქვას ღვინო გადაასხა. იქიდან მოყოლებული, დღემდე, მიიჩნევა, რომ ქვამ მეწამული ფერი სწორად აქედან მიიღო. მას დღესდღეობით გამოიყენებენ მედიტაციისთვის, უძილობისთვის, კარგი სიზმრებისთვის.

საფირონი (Sapphire)- იგი გამოიყენება სულიერ სამყაროში ინფორმაციისა და კომუნიკაციისათვის. სიბრძნის თილისმანია, გვეხმარება ყალბი მეგობრები თავიდან ავიცილოთ. ხელს უწყობს ბუნებრივი ნიჭის განვითარებას. საფირონის იშვიათი და ღრმა ლურჯი შეღებვა და სანახაობრივი ბრწყინვალება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფას ქვაად ხდის. არსებობს ასევე ყვითელი, ვარდისფერი და ფორთოხლის საფირონები. ეს არის სექტემბრის თვეში დაბადებული ადამიანების ქვა, რომელიც  უძველესი ლათინურ სამყაროში ასოცირებული იყო პლანეტა სატურნთან. შუასაუკუნეების დროს,  ამ ქვას შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვა ფერს შეიცვლიდა, სჯეროდათ, რომ ერთ-ერთმა პარტნიორმა მეორეს უღალატა.

ალმასი-ბრილიანტი (Diamond) – შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ძვირადღირებული ქვაა და თან მძიმეც. ამ ქვის სახელი ბერძნული სიტყვა ‘,,adamant’’-დან მოდის, რაც „უკენკურენტო“, „მტკიცეს“ , „უხრწნელს“ ნიშნავს . შუა საუკუნეებში მიაჩნდათ, რომ ბრილიანტები ღმერთების ცრემლები იყო, ამიტომ ამულეტებს რომლებსაც ბრილიანტებისგან ამზადებდნენ თვლიდნენ, რომ წარმატების მომტანი იქნებოდა. ალმასი დღესაც მიიჩნევა ფსიქიკური სიწმნიდისა და სულიერების განმანათლებლობის სიმბოლოდ. პლინიუს აზრით, ბრილიანტი გამოიყენებოდა სიგიჟისგან, შხამისგან, უსაფუძვლო შიშისგან, ეშმაკებისგან თავის დასაცავაად. თუ ძალიან დიდხანს შეხედავთ ალმასს, იგი გაგაღიზიანებთ და მღელვარებას აღძრავს თქვენში.

ზურმუხტი (Emerald)- ზურმუხტი მწვანე ფერის ქვაა, რომელიც მიიჩნევა სიყვარულის, ინტუიიცისია და დაბრკოლების საწინააღმდეგო ქვად. უძველეს ხალხს სჯეროდათ, რომ ზურმუხტი ჯადოსნურ სარკეს ჰგავდა, რომელიც ასახავდა ადამიანების წინა ცხოვრებას . მისი სახელი წარმოდგება ფრანგული სიტყვისგან “esmeraude” და ბერძნული სიტყვა “smaragdos”, რაც ნიშნავს მწვანე გვირგვინს. ლეგენდის მიხედვით ჰერმან კორტესი ამერიკის ყოფნის შემდეგ ევროპაში ბევრი ზურმუხტით დაბრუნდა. კორტესის თხოვნით,  ბიბლიაზე ზურმუხტით ამოკვეთეს წარწერა : „Natos Mulierum non sur-rexit mayor-ი” ( დაბადებულ ქალთა შორის არცერთი არ აღმოცენდა ). მოწინააღმდეგეებს სწამდათ, რომ ზურმუხტის ქვის ასე დამახინჯებამ გამოიწვია კორტესის დამარცხება და საფრანგეთის მეფის ჩარლზ IX სიკვდილი.  არსებობს მეორე ლეგენდა, რომლის მიხედვით, ზურმუხტი გამოიყენებოდა შხამიანი გველების წინააღმდეგ, მისი ყურებით ისინი ბრმავდებოდნენ.

ლაპის ლაზული (Lapis Lazuli ) – ეს არის გულწრფელობის ქვა, რომელიც გვეხმარება, რომ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. გვიძლიერებს მეგობრობას და მოაქვს ბედნიერება სასიყვარულო ურთიერთობაში. იგი გვეხმარება, რომ თავიდან ავიცილოთ სტრესი და მტკივნეული მოგონებები, ამისათვის საჭიროოა დავიდოთ ეს ქვა მესამე თვალის ადგილას. ძველ ეგვიპტეში და ბაბილონში ამ ქვას ყველაზე მეტად აფასებდნენ. ეგვიპტელი მოსამართლეები ატარებდნენ ამ ქვისგან გაკეთებულ ყელსაბამებს წარწერით – სიმართლე. იგი გამოხატავდა ფარაონების სიძლიერეს. ძველ ჩინეთში ამ ქვით მანდარინულ სამოსებს ამკობდნენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურაფილოსოფია

“სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით​” – ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილი მაიკო ორბელიანს

“წელსა 1842-სა
ოკტომბრის 31-სა
ქ. ტფილისით.
საყვარელო დაო მაიკო, მადლობელი ვარ, რომ რახაელს წიგნი დაჰსტყუე, გუშინიასემ მომიტანა. ამიტომ უფრო მიამა, რომ წინა დღეს ამ წიგნზედ ლაპარაკი იყო და მეორეს დღეს უნდა მიმეტანა მანანასათვის. ასე ეგონა , რომ მე მაქვს. მაშ, რადგანაც ეს პირობა აღასრულე, იმედი მაქვს ახლა,რომ მეორეც არ დაგავიწყდება.
​მაიკო – ქაიხოსრო ორბელიანის ასული, და მიხეილ ორბელიანისა, ლევან მელიქიშვილის დანიშნული, ნ. ბარათაშვილის უახლოესი მეგობარი და ნათესავი. პოეტი მას ყოველთვის უმხელდა თავის გულისნადებს. როგორც ირკვევა, სწორედ მაიკოსთვის გაუნდია, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულზე, ეკატერინეზე, იყო
უიმედოდ შეყვარებული.
გოლოვინის (ევგენი ალექსანდრეს ძე, ინფანტერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი 1838-1842 წლებში) ცოლი წავიდა და დარჩნენ ჩვენი ქალები მოწყენილნი. ხანდისხან ოხვრით მოიგონებენ იმის სახლში განტარებულს დროებს, თუმცა ოხვრის მიზეზი ყველასი ერთი არ არის. მხოლოდ გუშინსწინიყო ვეჩერი შინაური, მაგრამ ძალიან მხიარული. ტასოს დღეობა იყო და ელენეს სახლში გარდაიხადეს. მე, სწორე გითხრა,მეტად გავმხიარულდი, სრულიად უმიზეზოდ, უანგარიშოდ, ისე, მეც არ მოველოდი. ბევრჯერ მოგიგონე, დიდად მინდოდი, რომ იმ დროს აქ ყოფილიყავ
მაგრამ სულ ამაოა ჩემთვის. ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმარი. კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელსქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდი ხანია ობოლი ვარ. არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული. მოიგონე ცოტას ხანს დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლისჩვეულებას და, ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი.
“ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!“
შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა? თუ ფიქრობ, ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთს რას მიიღებ, რო არ დაკარგო? მიცჩვენე კაცი, რომ მადრიელი იყოს ამ წუთის სოფლისა. დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებეთა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან! თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს. გემდუდურები, რომ წიგნს არა მწერ; ხომ იცი, მეამება, თუ მეტადრე ბევრ ამბებსაც მამწერ. თუ ნინუცას* ანუ (რადგანაც ჯავრობენ ზოგიერთი ქალები) ანნა ივანოვნას8 წიგნი მისწერო ან შენ თითონ ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ: დიდად ვწუხვარ,რომ აღარ გაციებს-თქო. ილიას მალე ვნახავთ.
შენი მარად ერთგული ძმა, ნიკოლოზ ბარათშვილი“.

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

გურამ რჩეულიშვილის უკანასკნელი წერილი დედას

,,მაგრამ ისიც ხომ იცი შენ ძალიან კარგად, ხომ დარწმუნებული ხარ გულის სიღრმეში, რომ მე არა ვარ ცუდი ადამიანი. მაშ, მაპატიე ამ ცოდნისთვის ჩემი ცუდი საქციელი, მაპატიე ყველაფერი ის, რისი პატიებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რომ ყველა მაქებდეს, შენც მაქებდე და სინამდვილეში კი გრძნობდე, რომ არა ვარ ამ ქების ღირსი, ჯობია – დამეთანხმე – გაგინებდნენ და არ იყო ამ გინების ღირსი, თუნდაც აკეთებდე ცუდს და არ იყო სინამდვილეში ცუდი, ვიდრე გაქებდნენ და ტყუილა, აკეთებდე კარგს და იყო ცუდი კაცი, თვალთმაქცი.

გეფიცები, დედა, დედას გეფიცები, რომ მე ალბათ ღმერთის სამსჯავროს წინაც არ გავიმართლებდი ასე მხურვალედ თავს; თვითონ იცი, რომ როცა ჩემზე ცუდს ამბობენ, მე სიტყვით მხოლოდ ვუორკეცებ ხოლმე მთქმელს თავის აზრს, რადგან ზიზღს იწვევს ჩემში ყოველგვარი თავის მართლება;

და მე თუ თავს ვიმართლებ, პატიებას ვთხოვ საკუთარ დედას, მხოლოდ იმიტომ, რომ უზომოდ მიყვარს ის; თუ სიყვარულის დათვლა შეიძლება, ასე დავითვლი: იმაზე ათასჯერ ძალიან მიყვარს, რამდენი უსიამოვნებაც მიმიყენებია მისთვის.

კარგად იყავი, ჩემო დედა.

გწამდეს ჩემი.

როგორმე მოუარე ნერვებს ასეთ პირობებში.

თუმცა ძალიან ძნელია თვითეული კალმის მოსმა ჩემთვის ამ სიყალბისა და თვალთმაქცების ხელში, მაგრამ შედეგი ორმაგად ძვირფასი იქნება და ყველაზე პირველმა მინდა, რომ შენ გაიგო ეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე და დილით საშინელი თავის ტკივილით ავდექი, როცა მამასგან შენი ავად გახდომის ამბავი გავიგე.’’

გურამი წერილის დაწერიდან 4 დღეში დაიღუპა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფილოსოფია

ჯანმო – როგორია, ევროპაში თინეიჯერი გოგონების ფსიქიკური ჯანმრთელობა

ევროპაში თინეიჯერი გოგონების მხოლოდ 33%აცხადებს, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელია, რაც შეეხება ბიჭებს, მათ შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 41 %-ია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ კვლევაშია აღნიშნული.

ჯანმო-ს ინფორმაციით, კვლევის – ჯანმთელობის მდგომაროება სკოლის ასაკის ბავშვებში- შედეგებმა აჩვენა, რომ 2014-2018 წლებში ევროპის ბევრ ქვეყანაში მოზარდებში ფსიქიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„ოთხიდან ერთი მოზარდი აცხადებს, რომ კვირაში ერთხელ ნევროზსა და გაღიზიანებას გრძნობს და დაძინება უჭირს. მნიშვნელოვანი ფაქტორია მოზარდების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და სქესი. ხელმოკლე ოჯახის შვილებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მეტი პრობლემა აქვთ. გარდა ამისა, გამოკვლეული მოზარდი გოგონების მხოლოდ 33 პროცენტმაგანაცხადა, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელია, რაც შეეხება ბიჭებს, მათ შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 41 % იყო,“ – აღნიშნულია კვლევაში.

ჯანმო-ს ინფორმაციით, ევროპის იმ ქვეყნების დაახლოებით მესამედში, სადაც კვლევა ჩაატარეს,გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ზეწოლას  სასკოლო მეცადინეობის გამო განიცდიან. ათიდან ერთი მოზარდი აცხადებს, რომ  ბოლო ორი თვის მანძილზე კიბერბულინგის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა.

კვლევის ფარგლებში მოზარდების მიერ ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მოხმარების მონაცემებიც შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ რომ 2017-2018 წლებში მოზარდების 35%სოციალურ მედიას „ინტენსიურად“ მოიხმარდა. ამ კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაში, 15 წლის ასაკის გოგონებში დაფიქსირდა და აღმოჩნდა, რომ მათი 63 % სოციალური ქსელების ინტენსიური მომხმარებელი იყო.

კიდევ ერთი საკითხი თინეიჯერებში ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარება იყო. აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი 2017-2018 წლებში 35 % იყო, რაც 2014 წელთან შედარებით 3 %-ით ნაკლებია.

ცნობისათვის, მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში 11, 13 და 15 წლის ასაკის 22 000 სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სოციალური ქცევა შეისწავლეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფია

,,შეიძენენ სიმდიდრეს და ამით ღატაკდებიან”- ნიცშეს ფილოსოფიური გამონათქვამები

  1. დღის საუკეთესო დასაწყისია, გაღვიძებისთანავე იფიქრო იმაზე, შეიძლება თუ არა დღეს ერთ ადამიანს მაინც მიანიჭო სიხარული.
  2. გულმავიწყობის ყველაზე დადებითი მხარე ის არის, რომ ერთი და იგივე რამისგან შეგიძლია სიამოვნება ბევრჯერ მიიღო.სამოთხეში ვერცერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება.
  3. რაც ჩვენ არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.
  4. ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია.
  5. მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა.
  6. ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.
  7. სურვილი არდახმარების იქნებ უფრო კეთილშობილურია, ვიდრე არამკითხე სათნოება.
  8. ზოგიერთი ადამიანი სიკვდილის მერე იბადება.
  9. შეიძენენ სიმდიდრეს და ამით ღატაკდებიან.
  10. მე ნაწყენი ვარ არა იმიტომ, რომ მიღალატე, არამედ იმიტომ, რომ აღარ შემიძლია გენდო.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა’

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველოფილოსოფია

შოთა რუსთაველი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგის ლიდერია

ჩამონათვალში, რომელშიც მსოფლიო ერების ასობით მწერალია შესული, პირველი ადგილი შოთა რუსთაველს უკავია.

გამოკითხვა საიტზე ranker.com მიმდინარეობს და რუსთაველისთვის ხმის მიცემა ყველას შეუძლია.

Ranker.com არის ცნობილი ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებლებზე დაყრდნობით ავრცელებს რეიტინგებს. აღნიშნულ პორტალს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

სიაში საუკეთესო მწერლები შევიდნენ, რომელთა ნაწარმოებებმაც დროს გაუძლო. პირველ ათეულში ამ დროისთვის ისეთი ლეგენდარული მწერლები მოხვდნენ, როგორებიც არიან შექსპირი, დოსტოევსკი, ტოლსტოი, დიკენსი, ედგარ ალან პო, ჰომეროსი, ჯორჯ ორუელი, მარკ ტვენი.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოფილოსოფიაფრაზები

რა მოხდება, სიკვდილი რომ არ იყოს?!  – გურამ დოჩანაშვილი

 ,,სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი -აღარაფერი არ ვიქნებოდით… ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს…“

გურამ დოჩანაშვილი (,,სამოსელი პირველი“)

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 7
Page 1 of 7