ვენის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მოსტაფა კიანი შახვანდიმ და ციურიხის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა ბენედიქტ სოიამ დაადგინეს, რომ გლობალური დათბობის გამო დედამიწა უფრო ნელა ბრუნავს, რის გამოც დღე-ღამის ხანგრძლივობა უპრეცედენტოდ სწრაფად იზრდება.
მათი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამჟამად დღე-ღამე საუკუნეში დაახლოებით 1,33 მილიწამით გრძელდება. მისი ხანგრძლივობა მუდმივად იცვლება, თუმცა მეცნიერების მტკიცებით, დედამიწის ბრუნვის სიჩქარე თითქმის ისევე სწრაფად, როგორც 2000-დან 2020 წლამდე პერიოდში, მხოლოდ ერთხელ – დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ შეიცვალა.
მეცნიერებმა ბოლო 3,6 მილიონი წლის მონაცემები გააანალიზეს. მკვლევრების თქმით, ცვლილებების მიზეზი პოლარული ყინულის დნობაა, რის გამოც წყლის დიდი მასები ეკვატორთან ახლოს და პლანეტის ღერძიდან უფრო შორს გადაადგილდება, რაც მის ბრუნვას ანელებს. კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ჩვენთვის შეუმჩნეველმა დღე-ღამის ხანგრძლივობის მილიწამებით ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ხარვეზები იმ სისტემების მუშაობაში, რომლებიც დროის ზუსტ ათვლას მოითხოვენ – მაგალითად, როგორიცაა GPS-ნავიგაცია.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
















თუმცა, მათი ვარაუდით, ის შეიძლება „იუდეის ბალზამთან“ იყოს დაკავშირებული, რომელიც არაერთხელ იყო ნახსენები ბიბლიაში. ბიბლიურ ტექსტებში ამ ბალზამს „ცორის“ უწოდებენ და იმ ხის ფისისგან აწარმოებდნენ, რომელიც იმ დროს საკმაოდ ძვირადღირებული იყო, მისი ექსპორტი კი რომის იმპერიის მთელს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა.
