close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოამსოფლიო

ამერიკის ყველაზე დიდი სამეცნიერო გამოკვლევები

  მეცნიერული გამოკვლევები ძალიან დიდ როლს თამაშობენ მსოფლიოს წინსვლასა და განვითარებაში, ყველა ქვეყანას უძველესი დროიდან აქვს საკუთარი მეცნიერული აღმოჩენები, რაც ადასტურებს იმას, რომ დღითი დღე უფრო კარგად ვითვისებთ დედამიწას და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი გავიგოთ მის შესახებ.

მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ოცდამეერთე საუკუნემდე აშშ–ის ყველა შტატმა დააგროვა საკუთარი მეცნიერული მნიშვნელოვანი გამოკვლევა, ,,ბიზნეს ინსაიდერმა“ გადაწყვიტა წარედგინა რამდენიმე გამოკვლევა იმ დიდი სიიდან, რომელიც   მოიპოვება აშშ–ში:

  1. რაკეტა სატურნისთვის
  2. პირველი სატელეფონო ზარი
  3. პრეისტორიული კატა
  4. მიკროსკოპი
  5. მექანიკური მაღვიძარა

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

მეცნიერები: ,,ნასვამი და გამოუძინებელი მძღოლების ტვინები ერთნაირად მუშაობს“

ახალი კვლევის თანახმად, გამოუძინებელი ადამიანის ტვინი ნასვამის მსგავსად მუშაობს.

მეცნიერების განმარტებით ძილის ნაკლებობა ტვინის ნეირონებს შორის კომუნიკაციას ასუსტებს.

ტვინის სიგნალიზაციის ცენტრში ასეთმა შესუსტებამ შესაძლოა მახსოვრობისა და კონცენტრაციის პრობლემები გამოიწვიოს.

მეცნიერთა საერთაშორისო გუნდს სურს, ძილის დაქვეითების პრობლემას უფრო სერიოზულად შეხედოს. გარდა იმისა, რომ ის უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, უძილობა რისკს გვიქმნის საჭესთან ჯდომის და სხვა ყოველდღიური საქმიანობის დროს.

,,ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უძილობა ნეირონების სათანადოდ ფუნქციონირებას აფერხებს, რაც, თავის მხრივ, შემეცნებით ხარვეზებს იწვევს” – აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერი ითჟაკ ფრედი.

მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში რადენიმე ადამიანი გამოიკვლიეს. მათ გამოსახულებების გარკვეულ კატეგორიებად დაყოფას სთხოვდნენ.

აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაღლილი იყო ესა თუ ის ადამიანი, მით უფრო სუსტდებოდა ნეირონოს აქტივობა და კარგავდა ძალას.

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მძღოლის გადაღლილობა პირდაპირ კავშირშია ავტოსაგზაო შემთხვევებთან. ცნობილია, რომ ათასობით ადამიანის სიკვდილი და დაშავება გადაღლილი მძღოლის არა სათანადო რეაქციის შედეგად ხდება.

მკვლევარები ამბობენ, რომ გარკვეულწილად, უძილო მძღოლი იგივეა, რაც საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი. „ასე რომ, დაღლილი მძღოლებისთვის  ისეთივე წესები გვჭირდება, როგორიც ნასვამებისთვის“ – აცხადებენ მეცნიერები კვლევაში, რომელიც სამენიერი ჟურნალ Nature Madecine-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

ხელსაწყო, რომელიც კედლის მიღმა ადამიანებს დაინახავს

 WiFi–ს საშუალებით კედლის მიღმა მიმდინარე მოვლენების დანახვა შესაძლებელი გახდება.

დეკოდერი, რომელიც ანაწილებს უკაბელო ინტერნეტს თქვენს საცხოვრებელ, ან საოფისე სივრცეში, გახდება იმის გარანტი, რომ ადამიანებს შეეძლებათ ოთახის გარედან თქვენი დანახვა. მიკროტალღური რადიაცია ჩვენს ტელეფონებს, ლეპტოპებსა და ტაბლეტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ გვაჩვენონ კედელს მიღმა მიმდინარე მოვლენები.

ტექნოლოგია ნელ-ნელა ინერგება, პირველი აზრი ამ საკითხთან მიმართებით, გერმანიის ერთ–ერთ ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმოიშვა. ბევრი ადამიანისთვის მისაღებია, ბევრი კი უარყოფს ამ გამოგონების ვარგისიანობას, რადგან ბევრი მაგალითი გვაქვს უკაბელო ინტერნეტში უკანონოდ შეჭრისა, შესაბამისად, ჰაკერებმა შეიძლება დაუკითხავად გამოიყენონ მოწყობილობა და შემოაღწიონ თქვენს ყოველდღიურობაში.

ყველაფერი იდეის დონეზეა ჯერჯერობით, მაგრამ სულ ახლო მომავალში გასაკვირი არ უნდა იყოს, მსგავსი ინოვაციების გამოჩენა.

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოამსოფლიო

რას გულისხმობს ,,შავი პარასკევი”?

 შავი პარასკევი მადლიერების დღის მეორე დღეს აღინიშნება აშშ–ში. ამერიკაში შავი პარასკევი საშობაო ვაჭრობის დასაწყისად მიიჩნევა, ამ დღეს თითქმის ყველა მაღაზია აწყობს მასშტაბურ ფასდაკლებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ აქციაზე.

ეს დღე მსოფლიოშია განთქმული, რადგან ძვირადღირებული პროდუქტები შეიძლება ძალიან იაფად იყიდოს ნებისმიერმა ადამიანმა. აღნიშნული ტრადიცია 1966 წლიდან დამტკიცდა ფილადელფიაში.

შავი პარასკევი ტრადიციულად 23–29 ნოემბრამდე რომელიმე დღეს ემთხვევა, ონლაინმაღაზიებიდანაც შეუძლიათ ადამიანებს შეიძინონ ფასდაკლებული პროდუქცია ნებისმიერი ქვეყნიდან.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა ორანგუტანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე დიდი პრიმატის ახალი სახეობა  დაადგინეს და აღმოაჩინეს, რომ ბატანგ-ტორუს ტყეში მცხოვრები ორანგუტანების მცირე მოსახლეობა მესამე სახეობას განეკუთვნება.

სახეობას ტაპანული ორანგუტანები უწოდეს, სამეცნიერო სახელად კი პონგო ტაპანულიენსები დააფიქსირეს.

მკვლევარებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ ამ ორანგუტანებს დანარჩენო ორი სახეობისგან განსხვავებული გენეტიკა, ჩონჩხი და კბილები აქვს და ამით უნიკალურ, მესამე სახეობას მიეკუთვნება. ეს კი დიდი პრიმატების სახეობის რიცხვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შვიდამდე ზრდის.

მეცნიერები ახლადგამოვლენილი სახეობების მომავალთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

„ამ სახეობის სულ 800-მდე ინდივიდია დარჩენილი. სამწუხაროდ, მათზე ადამიანი ნადირობს და ამის გამო, გადაშენების საფრთხე დიდია,“- აცხადებენ მეცნიერები.

ორაგუტანი ინდონეზიურ და მალაულურ ენებზე ,,ტყის პიროვნებას” ნიშნავს. მამლის სხეულის სიგრძე 130-150 სმ, მასა — 100 (იშვიათად 250) კგ აღწევს. დედალი ტანად გაცილებით პატარაა. ხელების შლილი 3 მ-მდეა. აქვს გრძელი და განიერი მტევნები. ცერი რუდიმენტულია, ფეხები — შედარებით მოკლე. კუდი და საჯდომი კორძები არ აქვს. სახე ტიტველია. ცხოვრობს ტყეში. ხიდან მიწაზე იშვიათად ჩამოდის. მაკეობა 275 დღე გრძელდება. შობს ერთ ნაშიერს, რომელსაც ძუძუს აწოვებს 3-4 წლამდე, სქესობრივად მწიფდება 10-12 წლისა. ცოცხლობს 30 წლამდე. ღამის გასათევად ორანგუტანი ხეზე მიწის ზედაპირიდან 10-20 მ სიმაღლეზე იკეთებს ბუდეს.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ ორანგუტანების მხოლოდ ერთი სახეობა არსებობდა, 1996 წელს დაადგინეს, რომ არსებობდა ორი სახეობა –  ერთი სუმატრაში და მეორე –  ბორნეოში.

ახალი სახეობა  ორანგუტანების ცნობილი ხაზის სამხრეთით ცხოვრობს. ეს მოსახლეობა მეცნიერებისთვის ორი ათეული წლის წინ უცნობი იყო. გარდა სხვა სახეობებთან გენეტიკური განსხვავებულობისა, აღმოჩნდა, რომ განსხავვებული იყო სოფლის მცხოვრებლების მიერ დაჭრილი ტაპანულელი ორანგუტანტის ჩონჩხის ფორმა და კბილებიც.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ „Current Biology“-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოატურიზმი

5 რამ, რაც ყველამ უნდა ვატაროთ მოგზაურობისას

ყველა ადამიანი თავისებურად ემზადება მოგზაურობისთვის, დიდი გამოცდილებაა საჭირო იმისთვის, რომ კარგად შეძლო ჩანთის ჩალაგება. ყოველდღიური ცხოვრებით გაგიჭირდებათ შეისწავლოთ და გაითავისოთ, თუ რა ნივთებია უფრო გამოსადეგი, როცა სხვადასხვა სახის მოგზაურობისთვის ემზადები.

 ყველაზე კარგი რჩევები შეგიძლიათ თქვენი მეგობრებისგან მიიღოთ, რომლებსაც ხშირად უწევთ მოგზაურობა, რჩევები აუცილებელია თქვენი წარმატებული მოგზაურობისთვის.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გააკეთა კვლევა, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლების არჩევანზე, თუ რა უფრო გამოადგებათ სამგზავროდ:

1. კისრის ბალიში

2. სამგზავრო უთო

3. ყურსასმენები

4. წყალგამძლე ტელეფონის ჩასადები

5. პორტალური დამტენი

 

წყარო: BUSINESS INSIDER

 მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

სამყაროს ყველაზე დაუჯერებელი პლანეტები

 ბევრი მოვლენა, რაც, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია დედამიწის მკვიდრისთვის, სავსებით ბუნებრივი მდგომარეობა შეიძლება იყოს სამყაროში არსებული პლანეტებისთვის, რომლებიც თავისი გასაოცარი მახასიათებლებით აოგნებენ ადამიანებს. რამდენიმე პლანეტა თავისი დაუჯერებელი გარემოთი განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას, გავეცნოთ მათ.

 

• ,,Corot – 7b-ი” – დედამიწიდან 489 სინათლის წელიწადით დაშორებული ეგზოპლანეტაა, რომელიც ქვების წვიმით გვაოცებს. პლანეტის ნახევარი ჯოჯოხეთური სიცხით ხასიათდება და ტემპერატურა აქ დაახლოებით 2600 °C-ს აღწევს, რაც საკმარისზე მეტია იმისთვის რომ ქვა გალღვეს, ხოლო პლანეტის მეორე ნაწილი გაცილებით ცივია და ტემპერატურა მხოლოდ 190°C-ია. ამრიგად, პლანეტის ცხელი ნაწილიდან კლდოვანი ქანები ორთქლდება და უზარმაზარ  კლდოვან ღრუბლებად გარდაიქმნება, შემდეგ კი ეს ღრუბლები ზედაპირს უბრუნდება მაგმური წვიმის სახით. პლანეტის უფრო ცივი ნაწილში კი ეს მაგმის მასა ზედაპირზე დაშვებამდე კვლავ  ქვად იქცევა.

„HD 189773-b-ი“  –  ეგზოპლანეტაა, რომელც დედამიწიდან 63 სინათლის წელიწადითაა დაშორებული და რომლის ფანტასტიური სილამაზეც გამომდინარეობს მის ატმოსფეროში არსებული სილიკატური ნაწილაკებისგან. პლანეტისთვის დამახასიათებელია 8400 კმ/სთ  სიჩქარის ქარები, რაც შვიდჯერ უფრო მეტია ვიდრე ბგერის სიჩქარე. პლანეტაზე 930°C-ის არსებობის პირობებში წვიმს, ასე რომ, წარმოიდგინეთ საშინელი ჭექა-ქუხილის ფონზე და 1.24 მილი/საათში მოძრავი ქარით, როგორ გიახლოვდებათ უზარმაზარი ღრუბლები, შემდეგ კი როგორ ეშვება გასაოცარი სისწრაფით შუშის მასები ატმოსფეროში. შედარებისთვის, მსგავსი სიჩქარის ქარიშხალი დედამიწაზე რომ ამოვარდეს, მთელ დედამიწას 5 საათსა და 33 წუთში დაფარავს.

• ასტრონომების მიერ აღმოჩენილი კიდევ ერთი გასაოცარი ობიექტია ,,HD 131399Ab-ი”, რომელიც დაახლოებით სამი მზის გარშემო მოძრაობს და აქვს უზარმაზარი მასა, დაახლოებით 4-ჯერ მეტი ვიდრე იუპიტერს. ეგზოპლანეტის ერთწლიანი ბრუნი სამი ვარსკვლავის გარშემო  ჩვენი დედამიწისთვის  550 წელიწადის ტოლფასია და ვინაიდან პლანეტა საკმაოდ ნელა მოძრაოს, სამივე მზე ამ დროის განმავლობაში ნახევარჯერ თუ გაქრება ჰორიზონტიდან, ეს იგივეა რომ წარმოიდგინოთ 275 წლის მანძილზე ვერცერთხელ იხილოთ მზის ჩასვლა.


„Titan-ი“ სატურნის ერთ-ერთი თვალწარმტაცი მთვარეა, რომელიც მზის სისტემიდან 71 სინათლის წუთითაა დაშორებული და თუ კი ექსტრემალები შეძლებდნენ ეპიკური დაშვების ამ პლანეტაზე განხორციელებას, სავარაუდოდ, მთლიანად პლანეტას შემოუფრენდნენ, რასაც მკვრივი ატმოსფერო და დაბალი გრავიტაცია განაპირობებს, რაც 7-ჯერ ნაკლებია ვიდრე დედამიწაზე, მაგრამ “,,Titan-ის” ტემპერატურა 143 °C-ია, რასაც ემატება ის ფაქტიც, რომ ქარის სიჩქარე 20 მილს აღწევს წამში, ხოლო ჟანგბადის ნაცვლად, ციანისა და ციანინისგან შედგება, შესაბამისად, მომწამლავიცაა, რაც ნაკლებ მიმიდველს ხდის ამ ერთი შეხედვით ძალიან ლამაზ და მომავლის ექსტრემალებისთვის ერთ-ერთ სავარუდო დანიშნულების წერტილს. 

 

 

წყარო: Youtube channel – Riddle

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა” 

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

რას უნდა ავარიდოთ თავი დიდხანს სიცოცხლისთვის

ყველა ადამიანს სურს ხანგრძლივი სიცოცხლე. მაგრამ როგორ მივაღწიოთ მიზანს?!

ჯანსაღი ცხოვრება მართლაც, რომ საწინდარია დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრებისა. ,,ბიზნეს ინსაიდერმა” შეაგროვა რამდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ, რადგან მეცნიერების მიერაა დამტკიცებული. შეამჩნევთ, რომ მართლაც ბევრი რამის შეცვლა მოგიწევთ თქვენს ცხოვრებაში, თუ დიდხანს და ჯანმრთელად გსურთ სიცოცხლე.

  1. უძილობა
  2. არააქტიური ცხოვრება
  3. სიგარეტი
  4. ალკოჰოლი
  5. ბევრი ჭამა
  6. სტრესი
  7. ბევრი შაქარი
  8. ხორცი
  9. მზის ქვეშ დამცავის გარეშე ყოფნა

ეს ყველაფერი სასტიკად ეწინააღმდეგება თქვენს ჯანმრთელობას.

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ანა ფრანკის დამსმენელს დაადგენენ

1944 წლის 4 აგვისტოს, ნაცისტების მიერ ოკუპირებული ამსტერდამის პოლიცია ანა ფრანკის სახლში შეიჭრა, სადაც ის და თავშესაფარში მყოფი კიდევ შვიდი ადამიანი დააპატიმრეს.

ანა ფრანკისა და მისი ოჯახის დაუჯერებელი და ტრაგიკული ისტორია საზოგადოებისთვის  დღიურიდან გახდა ცნობილი. თუმცა, დღემდე საიდუმლორ რჩება ის ფაქტი, ვინ დაასმინა ისინი პოლიციასთან, ვინ გათქვა საიდუმლო, რომ ფრანკების ოჯახი და მათთან ერთად რამდენიმე პირი სახლის კარადის უკან მდებარე ოთახში იმალებოდნენ.

FBI-ის გადამდგარი აგენტისა და 20 გამომძიებლისგან შემდგარი გუნდი იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ამ  საიდუმლოს გამოამჟღავნებს.

„ვაპირებთ, ყველა მონაცემი, რაც კი იმ დროიდან არსებობს, ჩამოვტვირთოთ. იმდენი ინფორმაცია არსებობს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ გვაქვს გადასინჯული,“ – აცხადებენ გუნდის წევრები.

30-ზე მეტი ადამიანია, ვისაც ისტორიკოსები ეჭვმიტანილად მიიჩნევენ დამლაგებელი ქალბატონიდან დაწყებული ერთ-ერთი მეზობელის ჩათვლით. ზოგიერთ საინტერესო თეორიას შორისაა ანა ვან დეიკი, ებრაელი ქალი, რომელიც დეპორტაციით დამუქრების შემდეგ გესტაპოს აგენტი გახდა. ეჭვი აქვთ ჯოზეფ ჯანსენზეც. ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც ფრენკის მამა, ოტო, 1941 წელს თავის ცოლთან კავშირში დაადანაშაულა.

ამსტერდამში შქმნილი გუნდი, რომელიც პოლიციის ოფიცრების, ისტორიკოსების, კრიმინოლოგებისა და ორი მონაცემთა მეცნიერისგან შედგება,  ხელოვნური ინტელექტის შექმნას შეეცდება. ისინი იმედოვნებენ, რომ დიდი მოცულობის ინფორმაციას შეაგროვებენ და ალგორითმების გამოყენებით მონაცემთა დიდი მოცულობის ფარგლებში ნიმუშების, ტენდენციების და ასოციაციების გამოვლენას შეუძლებენ.

გუნდი დამფინანსებელს ეძებს ისე, „რომ დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“ შეინარჩუნონ. ისინი აცხადებენ, რომ საზოგადოებას კვლევის შედეგებს 2019 წლის 4 აგვისტოს – ფრანკების ოჯახის დაპატიმრების 75 წლისთავზე წარუდგენენ.

 

წყარო: http://www.iflscience.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

მატერიალური საგნებისა და მოვლენების აღწერის უნივერსალური ენა

თანამედროვე ეპოქა მეცნიერების სწრაფი პროგრესით ხასიათდება. დაგროვილია ცოდნის უზარმაზარი მარაგი, მაგრამ მისი განზოგადება, მეცნიერების ვიწრო სპეციალობებად დიფერენციაციის გამო, ნაკლებად ხდება.

დღეისათვის, დისციპლინათაშორისი ურთიერთმიმართების მოგვარება მნიშვნელოვანია, რადგან უდიდესი მეცნიერული მიღწევები განპირობებულია სწორედ სხვადასხვა დარგში მიმდინარე კვლევების ინტეგრირებით. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებლად უნდა მოიძებნოს გზები. ერთ-ერთი ასეთი საშუალება საგანგებო საკომუნიკაციო ენის არსებობაა, რომელიც გააადვილებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში მიღებული შედეგების ურთიერთგაზიარებას. მატერიალური საგნებისა და მოვლენების აღწერის ასეთი უნივერსალური ენა არის სისტემების ზოგადი თეორია. სისტემების ზოგადი თეორიის ცენტრალური იდეა თვით სისტემის ცნებაა. სხვადასხვა დარგის ფარგლებში სისტემის არაერთი განმარტება არსებობს. რა დარგსაც არ უნდა განეკუთვნებოდეს ცალკეული ცნება (მაგალითად, მზის სისტემის ცნება ასტრონომიას, ნერვული სისტემისა – მედიცინას და ა. შ.), ყოველთვის ლაპარაკია მთელისა და ნაწილების ურთიერთმიმართებაზე.

მთავარი აზრი არის ის, რომ ნაწილები ქმნიან მთლიანობას, ერთობას და ეს ერთობა მიიღწევა არა უბრალოდ ნაწილების თავმოყრით, რომელთაც ერთმანეთთან რაიმე საერთო წესი არ აკავშირებს (ასეთ შემთხვევაში კონგლომერატთან გვაქვს საქმე), არამედ დროსა და სივრცეში ამ ნაწილებს შორის გარკვეული წესრიგის მიხედვით განსაზღვრული ურთიერთმიმართებებით. ნამდვილი სისტემა არის თვით უნივერსუმი – სამყარო, ხოლო ნებისმიერი სხვა სისტემა ადამიანის მიერ არის წარმოდგენილი, წარმოსახვითია. სისტემაში იგულისხმება სიმრავლე იმ ნაწილებისა, რომლებიც ერთმანეთთან შესამჩნევად უფრო მჭიდრო ურთიერთკავშირშია, ვიდრე ამ სიმრავლის განხილვისას ჩვენს თვალსაწიერში მოხვედრილი სამყაროს სხვა ნაწილები, რომლებიც გარემოს ქმნიან.

ნიშანდობლივია, რომ სისტემის შესახებ მსჯელობისას ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს მისი კავშირურთიერთობა გარემოსთან. ამის საუკეთესო საილუსტრაციო მასალად ცოცხალი ორგანიზმი, მაგალითად, ადამიანი გამოდგება, რომლის ნაწილებს (ორგანოებს, ქსოვილებს, უჯრედებს) მჭიდრო კავშირი აქვს ერთმანეთთან, ხოლო ადამიანი, თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია გარემოსთან. სამყაროში ნებისმიერი სისტემის საფუძველი არის სტრუქტურა ანუ აგებულება; ეს არის წესრიგი, რომელსაც ემორჩილება ელემენტების ურთიერთობა, მაგალითად, შენობაში ბლოკების შეკავშირების წესი, ცოცხალი ორგანიზმის აგებულება, თუ ელექტრონულ სქემაში დეტალების დაკავშირების წესი. მაგრამ სტრუქტურა არ არის საკმარისი სისტემის არსებობისათვის. სისტემის არსებობის შენარჩუნებისათვის საჭიროა სისტემის ნაწილების მიერ გარკვეული ფუნქციების – ქმედებების შესრულება.

კიდევ ერთი საგულისხმო მახასიათებელი, რომელიც არსებითია სისტემისათვის, არის სისტემის შემადგენელი ელემენტების ორგანიზება, მთლიანობაში, ერთიანობაში მოყვანა. განასხვავებენ ფიზიკურ და სტატისტიკურ სისტემებს. ფიზიკურს უწოდებენ სისტემას, რომელშიც ელემენტებს შორის სტრუქტურული კავშირები ცხადად ჩანს და ეს სტრუქტურა გარემოსგანაც ცხადად განირჩევა. ამისი ნათელი მაგალითია ხიდი; მისი ელემენტები გარკვეულ სტრუქტურას ქმნიან, რომლებიც გარემოსგან აშკარად გამოკვეთილია, ან ძრავი, რომლის ნაწილების ურთიერთკავშირი და კოორდინირებული მოქმედება, ისევე, როგორც გარემოსგან მკვეთრი გამოცალკევება, ნათელია. სტატისტიკურ სისტემაში ელემენტთა კავშირურთიერთობების გამოვლენა ანუ სტრუქტურის აღმოჩენა, ისევე, როგორც გარემოსგან მისი გამოცალკევება, არცთუ იოლია და კვლევის საგანგებო მეთოდს მოითხოვს. თუ გამოვლინდა, რომ ელემენტებს შორის კავშირურთიერთობები გარკვეული სახით არსებობს და ცალკეულ ელემენტს ერთი კავშირი მაინც აქვს დამყარებული ამავე სიმრავლის სხვა რომელიმე ელემენტთან, მაშინ სახეზე სტატისტიკური სისტემაა. ამგვარი სისტემის მაგალითია ეკოსისტემა, რომლის ელემენტებს შორის კავშირის დანახვა საგანგებო დაკვირვების გარეშე ძნელია. სისტემების ზოგადი თეორია უნივერსალურია და მისი გამოყენება კვლევის ნებისმიერ სფეროში შეიძლება.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 91 92 93 94 95 100
Page 93 of 100