close
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიები, რომებიც ანტიბიოტიკებიდან თავის დაღწევისთვის აქამდე უცნობ ხრიკს იყენებენ

მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ დააფიქსირეს ბაქტერიები, რომლებიც გვერდს უვლიან ანტიბიოტიკებით მკურნალობას მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი ხრიკით.
ბაქტერიების  „ნიჭი”, განავითაროს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა ჯანმრთელობისთვის სწრაფად მზარდი საფრთხეა. ბაქტერიების ეს უნარი საშუალებას აძლევს წამლებისადმი რეზისტენტულ ბაქტერიულ ინფექციებს, როგორიცაა მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი (MRSA) და გონორეა, ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი მოკლას მსოფლიოში.
Telethon Kids Institute-ს მიკრობიოლოგმა კალინდუ როდრიგომ და მისმა კოლეგებმა იმ დროს, როცა იკვლევდნენ, თუ როგორ რეაგირებს A ჯგუფის სტრეპტოკოკები ანტიბიოტიკებზე, ახალი მექანიზმი აღმოაჩინეს.
ეს ბაქტერია ჩვეულებრივ იწვევს ყელის ტკივილს და კანის ინფექციებს, მაგრამ  ასევე შეუძლია გამოიწვიოს სისტემური ინფექციები, როგორიცაა სკარლეტის ცხელება და ტოქსიკური შოკის სინდრომი.
„აღმოვაჩინეთ რეზისტენტობის მექანიზმი, სადაც, პირველად, ბაქტერიებმა აჩვენეს უნარი, მიიღონ ფოლატები უშუალოდ მასპინძელი ადამიანიდან, როდესაც საკუთარის წარმოქმნისგან დაბლოკილი არიან”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
ასე რომ, სტრეპტოკოკი უკვე დამუშავებულ ფოლატს იძენს საკუთარი უჯრედების გარედან; ეს მოლეკულები უხვად არის ჩვენს სხეულში.
პროცესი მთლიანად გვერდს უვლის სულფამეთოქსაზოლის მოქმედებას, ანტიბიოტიკის, რომელიც აფერხებს ფოლიუმის სინთეზს ბაქტერიებში, რითაც წამალს არაეფექტურს ხდის.
როდრიგომ და ჯგუფმა დაადგინეს მინიმუმ ერთი ჩართული გენი: thfT. ის შიფრავს ფოლიუმის აღების სისტემის ნაწილს, არა ჩვენისგან განსხვავებით, რადგან ჩვენ ასევე არ შეგვიძლია ფოლიუმის წარმოება და ის საკვებიდან უნდა მივიღოთ.
ამრიგად, ამ გენის მქონე სტრეპტოკოკმა ბაქტერიამ იპოვა ფოლიუმის მჟავის შეწოვის და სულფამეთოქსაზოლის შეწოვის საშუალება.
ლაბორატორიაში A ჯგუფის სტრეპტოკოკები ემორჩილება სულფამეთოქსაზოლის ანტიბიოტიკებს, რადგან მას არ გააჩნია ფოლიუმის სხვა ხელმისაწვდომი წყარო.
ეს მექანიზმი იძლევა იმის ვარაუდოს საფუძველს, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მკვლევარები აქამდე ფიქრობდნენ და ხაზს უსვამს ბაქტერიების წინააღმდეგ უფრო მრავალფეროვანი მკურნალობის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response