close

ფიზიკა

ეზოთერიკაფიზიკა

დრო – ილუზია თუ რეალობა?

იმ დროს, როცა ე.წ. რელიგიური ადამიანები გამუდმებით ერთმანეთთან ბრძოლით არიან დაკავებულები, მეცნიერება, რომელიც რელიგიის სხვა, ექსტრემალურ ბოლოდ მიიჩნევა -(უმჯობესია, თუ სპირიტუალიზმს ვიტყვით) დუმს, თუმცა სტაბილურად უახლოვდება იმ ადგილს, რომლის ახსნასაც საუკუნეების წინ წინასწარმეტყველები და წმინდანები ცდილობდნენ.

საღმრთო წერილებში ასახული კონცეფციები, მათ შორის ვედები, რომლებსაც ბევრი ე.წ. განათლებული ადამიანი აბუჩად იგდებდა, თანამედროვე მეცნიერების მიერ ნელ-ნელა დასტურდება.

მომავალი, აწმყო და წარსული: დროის დილემა

როდესაც ძველი წინასწარმეტყველები გვეუბნებიან, რომ დრო მხოლოდ ილუზიაა და აწმყო, წარსული და მომავალი ყველა აქაა, ეს უფრო ფილოსიფიურად ჟღერს, ვიდრე მეცნიერულად, თუმცა ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ მომავალს წარსულზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურია აღსაქმელია ნორმალური ადამიანებისთვის.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რა არის ამ განცხადების მეცნიერული საფუძველი. ახლახან ჩატარებული კვლევა, რომელიც ,,Nature Physics Journal-ში” გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ დროს უცნაურ ფენომენია და ის რაც მომავალში უნდა მოხდეს, გავლენას ახდენს იმაზე, რაც ხდება. ყველასთვის გასაგებია, რომ ის რაც წარსულში გავაკეთეთ, ან რასაც აწმყოში ვაკეთებთ, მომავალზე ზემოქმედებას ახდენს, მაგრამ შესაძლოა თუ არა ეს პირიქითაც ხდებოდეს? მოდი, შევეცადოთ, გავიგოთ, რას ნიშნავს ეს და როგორ დაამტკიცეს აღნიშნული კვლევით.

ექსპერიმენტები

მეცნიერებმა ამ თეორიის დასამტკიცებლად ექსპერიმენტები ჩაატარეს. Double Slit-ის სახელით ცნობილმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფოტონებს (სინათლის ნაწილაკები) საკუთარი მახასიათებლები არ გააჩნიათ თუ მათ არ „აფიქსირებდნენ“. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მათ წინასწარ კარგად იცოდნენ, როდის გამოავლენდნენ და დაეჯახებოდნენ და როდის – არა.

ეს ექსპერიმენტები ,,Nature Physics-სა” და ,,Digital Journal-ში” გამოქვეყნდა და მათ ტექნიკურ დეტალებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ექსპერიმენტების დროს გამოვლინდა, არის ის, რომ საქმე მხოლოდ გონიერებაში არაა, მნიშვნელოვანია, გქონდეს იმის  პოტენციალი, გაარკვიო, რა მოხდება მომავალში.

ექსპერიმენტები ლაზერული ტექნოლოგიისა და ჰელიუმის ატომების გამოყენებით გაიმეორეს და იგივე შედეგები გამოვლინდა. ფაქტობრივად, ორი ლაზერული სხივი გისოსის ფუნქციას ასრულებდა, რომელზეც ჰელიუმის ატომები გადიოდა. გამოავლინეს, რომ როგორც კი მეორე გისოსს სვამდნენ, ფოტონები ტალღებად გადაიქცეოდნენ მაშინ, როცა ერთი გისოსის არსებობის დროს ისინი ნაწილაკის ფორმატში იმყოფებოდნენ. მთავარი სიურპრიზი იყო ის, რომ ფოტონებმა წინასწარ იცოდნენ იმის შესახებ, მოხდებოდა თუ არა მეორე გისოსის ჩართვა.

წინასწარმეტყველების სიბრძნე

ჩვენი წინასწარმეტყველები ამბობდნენ, რომ საქმე არსებობის მხოლოდ ერთ ასპექტში არაა და არსებობს უჩინარი ბუნების ბევრი დონე და რომ დრო არაფერია, თუ არა ილუზია. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მეცნიერება ამას ბევრად ჩამორჩება, თუმცა ნელ-ნელა უახლოვდება და შესაძლოა, მალე მსოფლიომ გააცნობიეროს, რომ ზოგიერთი უსაქმურად მიჩნეული ადამიანი სულაც არ მოქმედებდა ამაოდ. არსებობს სამყაროში რაღაც, რაც ჩვეულებრივს სცილდება და გონებას მისი აღქმა არ შეუძლია.

 

წყარო: www.lightforcenetwork.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ფიზიკა

რა მოხდება, თუ შავი ხვრელი დედამიწას შთანთქავს?! – სამი შესაძლო სცენარი!

მეცნიერების დიდი ყურადღებისა, შავი ხვრელები საიდუმლოებით არის მოცული, მაგრამ ბრიტანეთის აკადემიამ ახლა ისაუბრა ჩვენი დაღუპვის გზებზე, თუ ოდესმე დედამიწა შთაინთქმება და მათ სურთ, რომ ახლა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სუპერმასიური გალაქტიკური ფენომენის დადებითი მხარეები.

ამ სამი სცენარიდან არცერთი არ არის განსაკუთრებით მშვენიერი, თუმცა ერთ-ერთ მათგანს ნამვილად აქვს  ძალიან საინტერესო სათაური.

„სპაგეტიფიკაცია“

მიუხედავად იმისა, რომ სახელი წარმოსახვითია და იქნებ სახალისოც, პროცესი სახალისო ნამდვილად არ იქნება. ფაქტიურად, ეს ნიშნავს, რომ დედამიწა სპაგეტივით გაიწელება, რომელიც, როგორც ჩანს,  მტკივნეული და საშიში პროცედურა იქნება.

„მოკლედ, თუ გადაუხვევთ შავ ხვრელთან ძალიან ახლოს, თქვენც სპაგეტის მსგავსად  გაიწელებით. ეს ეფექტი გამოწვეულია გრავიტაციული გრადიენტის თქვენ სხეულზე მოქმედებით,“ განაცხადა კევინ პიმბლენტმა, ჰალის უნივერსიტეტის ფიზიკის მთავარმა ლექტორმა.

მისი ახსნით, ადამიანის ორი მხარეს ძალა აწვება სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჭიმავს სხეულს და ათხელებს შუა ნაწილს.

„აქედან გამომდინარე, თქვენი სხეული ან სხვა ნებისმიერი რამ, როგორიცაა დედამიწაა, დაემსგავსება სპაგეტს სანამ არ მიაღწევს შავი ხვრელის ცენტრს,“ ამბობს პიმბლენტი.

სიკვდილი რადიაციისგან

ნუ შეშინდებით, დიდი შანსია რადიაციის გამო მანამ შეიწვეთ, სანამ „სპაგეტიფიცირდებით.“

რადიაცია გენერირდება, როდესაც შავი ხვრელი სტუმრობს რაიმე ახალ მატერიას.

„ეს პრობლემაა ყველა ობიექტისთვის, რაც შავ ხვრელთან ახლოს მდებაროებს. იქამდე, სანამ „სპაგეტიფირდებით“, ამ რადიაციის უდიდესი ძალა დაგვწვავს,“ წერს პრიმბლეტი.

ჰოლოგრამად ქცევა

მაგრამ თუ სპაგეტად ქცევა ან რადიაციისგან დაწვა ჟღერს არამიმზიდველად, პოტენციურად არსებობს მესამე გზაც – მსოფლიო ტრანსფორმირდება ჰოლოგრამად, და ადამიანები, ალბათ, ვერც კი გააცნობიერებენ ამას.

პრიმბლეტის თქმით, თუ შავი ხვრელი გამოჩნდება დედამიწის გვერდით, „სპაგეტიფიკაციას“ ექნება ადგილი და „მთელი პლანეტა გაიწირება შავი ხვრელის ხელით.“

მაგრამ პოტენციურად არსებობს სინათლე შავი ხვრელის ბოლოს. ჩვენ შესაძლოა ვერც კი შევამჩნიოთ, რომ დედამიწა ინთქმება შავ ხვრელში.

„ამ შემთხვევაში, საშინელ კატასტროფამდე გარკვეული დრო იქნება,“ დაწერა პროფესორმა.

ან შესაძლოა გავაგრძელოთ ჰოლოგრაფიული ცხოვრება, რომელსაც ადასტურებს პროფესორი სამირ მატური ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტიდან.

თეორია ამბობს, რომ ყველაფერი რაც შავ ხვრელს შეეხება, განადგურებული არ არის, არამედ ხდება საკუთარი თავის არასრულყოფილი ასლი, რომელიც არსებობს ზუსტად ისე, როგორიც ადრე იყო.

მოკლედ, შავი ხვრელი ამ შემთხვევაში არის არა მკვლელი, ის უბრალოდ მსუბუქი ასლ გადამღები მანქანაა, აცხადებს OSU.

არავინ იცის ამ სამი სცენარიდან რომელი განვითარდება რეალურად და რა მოხდება მომავალში. ამასობაში, ისიამოვნეთ დედამიწაზე ცხოვრებით და სცადეთ არ გაბრაზდეთ გალაქტიკის საიდუმლოებაზე და სამყაროს უსასრულო სიღრმეებზე.

 წყარო: rt.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფიზიკა

სინათლის სიჩქარის გაზომვის ისტორია

,,დოქტრინა” გთავაზობთ სინათლის სიჩქარის გაზომვის ისტორიას:

დავიწყოთ გალილეიდან …  ისტორიულად დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ სინათლის სიჩქარე უსასრულოდ დიდი იყო. პირველი, ვინც ეჭვი შეიტანა ამ მოსაზრებაში, იყო იტალიელი ფიზიკოსი –  გალილეო გალილეი, რომელმაც შემოგვთავაზა რეალური მეთოდი სინათლის სიჩქარის გასაზომად.

მეთოდი მარტივი იყო – ორი ადამიანი, პირობითად, ა და ბ,  დგანან გორაკების წვეროებზე ფარნებით ხელში.მათ შორის მანძილი დაახლოებით ერთი მილია. ფარნები თავიდან დახურულია. პირველად ა გახსნის თავის ფარანს. როგორც კი ბ დაინახავს ა-ს სინათლეს, მაშინვე გახსნის თავის ფარანს. თუ გავზომავთ დროის შუალედს ა-ს მიერ ფარნის გახსნასა და მის მიერ ბ-ს სინათლის  დანახვას შორის, შემდეგ კი გაორკეცებულ მანძილს გორაკების წვეროებს შორის გავყოფთ დროის ამ შუალედზე  და მივიღებთ სინათლის სიჩქარეს.

მაგრამ სინათლის სიჩქარე ერთია, ხოლო ადამინიას რეაქციის დრო – მეორე. გალილეიმ გააკეთა ერთადერთი დასკვა: სინათლის სიჩქარე იდენად დიდია, რომ ასეთი ხერხით მისი გაზომვა შეუძლებელია. თუმცა გალილეიმ ვერ შეძლო, თუნდაც მიახლობით შეეფასებინა სინათლის სიჩქარე, მაგრამ მისი ექსპერიმენტი  მნიშვნელოვანი საფეხური იყო შემდგომი გამოკვლევებისთვის. მანვე შემოიტანა მეტად მნიშვენლოვანი მოსაზრება: – „იმისთვის, რომ ზუსტად გაიზომოს  დიდი სიჩქარეები, გაზომვები უნდა ჩატარდეს დიდ მანძილზე“.

რაც შეეხება რეიომერს – მან ჩაატარა პირველი წარმატებული გაზომვა  1675 წელს. ის აკვირდებოდა იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრის – იოს, დაბნელებას. ვინაიდან თანამგზავრი მიმოქცევა იუპიტერის ირგვლივ, გარკვეული დროის განმავლობაში, იუპიტერი იმყოფება თანამგზავრსა და დედამიწას შორის, ეფარება მას და დედამიწიდან იო არ ჩანს.რიომერმა შენიშნა,რომ იოს დაბნელების ხანგრძლივობა  ოდნავ მეტია, როცა დედამიწა შორდება იუპიტერს და ნაკლები,როცა დედამიწა უახლოვდება იუპიტერს. მან სწორად ახსნა ეს განსხვავება სინათლის სიჩქარის სასრულობით.

გეომეტრიულად თანამგზავრის ყოფნის დრო იუპიტერის ჩრდილში ყოველთვის ერთნაირია. განვიხილოთ შემთხვევა, როცა დედამიწა შორდება იუპიტერს. ასტრონომი დედამიწაზე დაინახავს იოდან წამოსულ სინათლის ბოლო სხივს არა მაშინვე, როცა იგი შევა იუპიტერის ჩრდილში,  არამედ ცოტათი მოგვიანებით, როცა მისგან  წამოსული სინათლე მიაღწევს დამკვირვებლამდე. ანალოგიური რამ ხდება, როცა იო გამოდის იუპიტერის ჩრდილიდან, მაგრამ ვინაიდან დედამიწა შორდება იუპიტერს, ამიტომ სინათლეს მეტი მანძილის გავლა უხდება დამკვირვებლადმდე. ამის გამო,  ასტორონომისთვის დაბნელება გრძელდება ცოტათი უფრო დიდ ხანს, ვიდრე რეალური გეომეტრიული დაბნელება. ანალოგიურად, როცა დედამიწა უახლოვდება იუპიტერს, ასტორნომისთვის დაბნელება გრძელდება ცოტათი უფრო ნაკლებ ხანს, ვიდრე რეალური გეომეტრიული დაბნელება. მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად, რიომერმა გამოთვალა სინათლის სიჩქარე და მიიღო მიახლოებითი  მნიშვნველობა -2,12*108 მ|წმ.ეს სიდიდე ზუსტი მნიშვნელობის დაახელობით 2|3-ია  და უზუსტობა ძირითადად გამოწვეული იყო მანძილების არაზუსტი მნიშნველობით. სინამდილეში, რიომერს თავის პირველ პიბლიკაციაში სინათლის რიცხვითი მნიშვნელობა არ მოუცია. ეს რიცხვი მოგვიანებით იქნა გამოთვლილი რიომერის ჩანაწერების მიხედვით.

 

ფიზო

ფრანგმა მეცნიერმა – ფიზომ, 1849 წელს შემოგვთავაზა ლაბორატორიულ პირობებში სინათლის სიჩქარის განსაზღვრის გონებამახვილური მეთოდი, რომელსაც არ სჭირდებოდა დაკვირვებები ასტორნომიულ მანძლებზე.მან გამოიყენა სწრაფად მბრუნავი კბილანა, რომელიც მოათავა სინათლის წყაროს წინ. მოშორებისთ მდეაბარე სარკეს სინათლე ეცემოდა მოკლე იმპულსების სახით, ირეკლებოდა მისგან და ვრცელდებოდა უკან კბილანასკე. იმისდა მიხედვით თუ რა მდებაროება ექნებოდა კბილანას სინათლის იმპულსის უკან დაბრუნებისას, იგი ან დაბლოკავდა სინათლის სხივს ან გაატარებდა დამკვირვებლისკენ.

ფიზო გულდასმით ზომავდა მანძილს სარკესა და კბილანებს შორის და კბილანას ბრუნვის სიჩქარეს, რომელის დროსაც დაიძვრებოდა უკან დაბრუნებული სინათლის იმპულსი.ამ მეთოდის გამოყენებით, ფიზომ სინათლის სიჩქარისთვის მიიღო მნიშვნელობა 3,15*108  მ მ|წმ. ეს რამდენიმე პროცენტით განსხვავდება დღეისთვის მიღებული მნიშნველობისგან.

სინათლის სიჩქარე სიცარიელეში ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიანტერესო მუდმივაა.თუ თქვენ ზომავთ სინათლის სიჩქარეს სიცარიელეში, მიიღებთ ერსა და იმავე მუდმივ სიდიდეს, მიუხედავად ამისა, ამ სინათლეს  ასხივებს მაგიდაზე მდებარე ლაზერი თუ ვარსკვლავი, რომელიც ფანტასტიკური სიჩქარით გვშორდება ჩვენ, უფრო ზუსტ ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, სინათლის სიჩქარე არაა დამოკიდებული სინათლის წყაროსა და დამკვირვებლის ფარდობით სიჩქარეზე. უფრო  მეტიც, როგორც აინშტაინმა ჩამოაყალიბა თავის ფარდობითობის თეორიაში, სინათლის სიჩქარე უაღრესად მნიშველოვანია სხვა თვალსაზრისითაც. კერძოდ:

  1. სინათლის სიჩქარე წარმოადგენს სიჩქარის ზედა ზღვარს, რომელიც შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ ხეულს
  2. სხეულები, რომლებიც მოძრაობენ სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით, ემორჩილებიან ფიზიკურ კანონებს, რომლებიც არა მარტო მკვეთრად განსხვავდებიან ნიუტონის კანონებისგან, არამედ ეწინააღმდეგებინ ადამიანის ინტუიციის ძირეულ წარმოდგენებს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით არაა გასაკვირი, რომ ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დაიხარჯა სინათლის სიჩქარის გასაზომად. ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი გაზომვები ჩაატარა ალბერტ მაიკელსონმა 1926-1929 წლებში. მისი მეთოდი მსგავსია იმ მეთოდისა, რომელიც გამოყენებულია პასკოს მიერ შექმნილ სინათლის სიჩქარის გასაზომ მოწყობილობაში. მაიკელსონმა სინათლის სიჩქარისთვის ჰაერში მიიღო მნიშვნელობა – 2,99712*108  მ|წმ.

 

სრულად ნახვა
საქართველოფიზიკა

ფიზიკა, როგორც სამყაროს შესწავლის საშუალება- ქართველი მეცნიერი წარმატების ფორმულას გვიზიარებს

მეცნიერებისა და მისი სხვადასხვა დარგის უამრავი განმარტება არსებობს. ამ ყველა განმარტების მიღმა არის უდიდესი ინტერესი და დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობა, რომელიც ადამიანს მუდმივი კვლევისა და ძიებისკენ უბიძგებს.

მეცნიერებიც სხვადასხვაგვარად განმარტავენ თავიანთ საქმიანობასა და მის მნიშვნელობას. მთავარი მაინც საქმისადმი სიყვარული და მუდმივი სწრაფვაა განვითარებისკენ. მის ცხოვრებაში ფიზიკისადმი სიყვარული დიდი ხნის წინ გაჩნდა დეტექტიურ წიგნებთან და საგამოძიებო სფეროსადმი ინტერესთან ერთად. შემდეგ სხვადასხვა პროექტზე დაიწყო მუშაობა და წარმატებას მიაღწია  კვანტური ფიზიკის რთულ და მრავალფეროვან სამყაროში.

თემურ ნადარეიშვილი დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი და ამავე უნივერსიტეტში მაღალი ენერგიების ინსტიტუტის ველის კვანტური თეორიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. საკუთარ საქმიანობასა და სამეცნიერო პროექტებზე ის დოქტრინას ესაუბრა.

როდის დაინტერესდით ფიზიკის სფეროთი და რამ გამოიწვია თქვენი ეს დაინტერესება?

უკვე დაწყებით კლასებში, რაც ფრაგმენტულად მახსოვს, ძალზე მაინტერესებდა გამოძიება ამ სიტყვის ფართო გაგებით (თუმცა ძალიან გატაცებული ვიყავი საკუთრივ წმინდა გამოძიებითაც ანუ დეტექტივების კითხვით და მახსოვს კლასში გატაცებით ვუყვებოდი კლასელებს შერლოკ ჰოლმსის თუ აგატა კრისტის ახლად წაკითხულ ნაწარმოებებს) ანუ თითქმის ყველაფერზე განუწყვეტლივ ვუსვამდი ჩემს თავს და მოზრდილებსაც თუ რატომ ხდებოდა ესა თუ ის მოვლენა და თან ძალზე მიყვარდა მათემატიკა. შემდეგ 6-ე კლასში როდესაც პირველად დავიწყე ფიზიკის შესწავლა, თანდათანობით მივხვდი, რომ აქ ყველაზე უფრო მეტად ვსვამდი კითხვას ’’რატომ’’ და 9-ე კლასში ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადასვლის შემდგომ  საბოლოოდ მივხვდი, რომ ფიზიკა უნდა გამხდარიყო ჩემი პროფესია. ახლა ვხდები, რომ ფიზიკაში მე მაინც ყველაზე მეტად მაინტერესებს ისევ და ისევ გამოძიება ანუ უფრო სწორად გარკვევა, გამოძიება იმისა თუ როგორ არის სამყარო მოწყობილი და რატომ არის ასე მოწყობილი. ამგვარად, მე კვლავ ’’დეტექტივად დავრჩი’’, თუმცა ”დანაშაულის ჩამდენი’’ ჩემთვის თავად ბუნებაა!

თქვენი სამეცნიერო ინტერესის სფეროა ველის კვანტური თეორია და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. რას საქმიანობთ ამ კუთხით და ყველაზე დიდ ინტერესს თქვენთვის რა იწვევს მასში?

ყველაზე უფრო უკეთ სწორედ ელემენტარული ნაწილაკების შესწავლისას იგებს მკლევარი თუ როგორ არის მოწყობილი ბუნება, რადგანაც მათი კომბინაციები იძლევა იმ სამყაროს რაც გვაქვს და ამ გზაზე შესწავლის ყველაზე მძლავრი მეთოდია ველის კვანტური თეორია, რომლის ფორმალიზმი საშუალებას იძლევა აღვწეროთ ელემენტარული ნაწილაკებისათვის დამახასიათებელი თვისებები, მათ შორის ყველაზე ’’უცნაური’’ დაბადებისა და გაქრობის მოვლენა. მე კი სწორედ ამ სფეროში განსაკუთრებით მაინტერესებს  და ვმუშაობ ე.წ. ძლიერი ურთიერთქმედებების პრობლემებზე. კერძოდ, კი კვარკ-ანტიკვარკული სისტემების საკითხებზე, რაც გულისხმობს კვარკების დღემდე ბოლომდე გაურკვეველი კვარკების ’’დატყვევების’’ (კონფაინმენტის) პრობლემის კვლევას ანუ იმის გარკვევას თუ რატომ ვერ ვხედავთ ცდაზე კვარკებს (თანამედროვე წარმოდგენებით კვარკებისაგან შედგებიან პროტონები,ნეიტრონები, მეზონები და სხვა ელემენტარული ნაწილაკები გარდა ლეპტონებისა (ელეტრონი, მიონი)).

გვიამბეთ თქვენ ერთ კონკრეტულ პროექტზე, მისი მიმდინარეობის პროცესებსა და შედეგებზე.

ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობის ინტერესები აგრეთვე მოიცავს კვანტური მექანიკის   პრინციპიალური საკითხების კვლევა. საქმე იმაშია, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში ის სწრაფად და ბობოქრად ვითარდებოდა კვანტური მექანიკა, რომ მისმა ’’მამებმა’’ (ბორი, შრედინგერი, ჰაიზენბერგი, დირაკი და ა.შ.) ვერ მოასწრეს ყველა საკითხის ბოლომდე და ამომწურავად განხილვა. ათიოდე წლის წინ მე დავინტერესდი სინგულარული პოტენციალების პრობლემით, სადაც ვაჩვენე, რომ აუცილებელია ე.წ. დამატებითი ამოხსნების შენარჩუნება, რაც ძირეულად ცვლის ჩვეულებრივ კვანტურ მექანიკას და იწვევს მის ე.წ. თვითშეულებული გაფართოების აუცილებლობას. ჩემი აზრით სწორედ ეს დამატებითი ამოხსნები გამორჩათ კვანტური მექანიკის ფუძემდებლებს. ამ თემაზე რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპენდენტ, პროფესორ ანზორ ხელაშვილთან ერთად, რომლებმაც დიდი დისკუსიები გამოიწვია და უკვე დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ვაგრძელებ ამ მიმართულებით კვლევას, რადგანაც კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი. მთავარი საკითხი აქ არის ე.წ. თვითშეუღლებული პარამეტრის დაფიქსირების პრობლემა, რომელზეც ფიზიკური სიდიდეები (ენერგია, გაფანტვის კვეთა, გაფანტვის სიგრძე და ა.შ) გამოდის დამოკიდებული. სიტუაცია ეთანადება ა.ეინშტეინის მიერ მწვავე კრიტიკას კვანტური მექანიკის, როდესაც ის სვამდა ფუნდამენტალურ შეკითვას: არის კი ბუნების კვანტური აღწერა სრული? ჩემი აზრით კვანტური მექანიკის თვითშეულებულმა გაფართოებამ შეიძლება პასუხი გასცეს ეინშტეინის ამ ’’აბეზარ’’ კითხვას.

მოღვაწეობთ უნივერსიტეტში და კითხულობთ ლექციებს. ამავდროულად აქტიურად ხართ ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში. როგორ ახერხებთ ამ საქმიანობების კომბინაციას და შეთავსებას ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ეს კითხვა ჩემთვის ბევრჯერ დაუსვამთ და პასუხად მე ხშირად მომყავს გოეთეს შემდეგი ფრაზა: უნდა გამოვიყენოთ ცხოვრების ’’წვნიანობა’’! (თავად გოეთე,ხომ მწერალი, მეცნიერი, ფინანსთა მინისტრი იყო და ამიტომ მისთვისაც არ იყო ‘’უცხო’’ ეს შეკითხვა!). მართლაც თუ კარგად დაგეგმავ შენს მუშაობას, გატაცებით აკეთებ შენს საქმეს, მაშინ მიხვდები, რომ ცხოვრება მართლაც’’წვნიანია’’ ანუ შეიგრძნობ დროის ’’ტევადობას’’ და შეძლებ ძალიან ბევრი რამის მოსწრებას! ამასთანავე ლექციები და სამეცნიერო მუშაობა ერთმანეთს ავსებს და ხშირად მომხდარა, რომ ლექციის დროს სტუდენტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ახალი მეცნიერული იდეაც კი ’’დაბადებულა’’ ჩემში! გარდა ამისა, მე გარკვეული აზრით მწერალიც ვარ, რადგანაც უკვე თითქმის ოცი წელია ლიტერატურულ ჟურნალებში თუ გაზეთებში პერიოდულად იბეჭდება ჩემი ლიტერატურული ჩანახატები თუ ესეები, მოგონებები თუ თარგმანები. თავს ხშირად ღიმილით ცნობილ ფიზიკოსს ბლეზ პასკალსაც კი ვადარებ, რომელმაც ლიტერატურული ჩანახატების შესანიშნავი კრებული ’’აზრები’’ დაუტოვა კაცობრიობას. აქ კი მეხმარება ის ფაქტი, რომ ზოჯერ ’’მბეზრდება’’ მათემატიკური ფორმულების სიმკაცრე და ’’სიმშრალე’’ და ’’თავს ვაფარებ’’ ლიტერატურას, შემდეგ კი კვლავ ფიზიკას ვუბრუდები და ეს მუდმივი ’’ხეტიალი’’ ფიზიკაშიც მეხმარება და ესეების წერაშიც!

რას ნიშნავს მეცნიერება და კონკრეტულად ფიზიკის სფერო თქვენთვის?

მეცნიერება და განსაკუთრებით ფიზიკა ჩემთვის ,უპირველეს ყოვლისა, სამყაროს სწორი შემეცნების ერთადერთი საშუალებაა, რომელიც გვასწავლის თუ როგორ და რატომ არის სამყარო ასეთი. გარდა ამისა მეცნიერება ადამიანს უყალიბებს ისეთ სასარგებლო ჩვევებს როგორიცაა გამბედაობა, ’’საღი’’ ეჭვის შეტანა ყველაფერში, საკუთარი დროის სწორი ორგანიზება, დაღლის ’’არშეგრძნება’’ როცა რაღაც ღირებულ პრობლემაზე მუშაობ, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება, დისკუსიებში ’’დაუნდობელი’’ და პრინციპული პოზიციის ქონა, ნიჭიერი სტუდენტების და ახალაზრდა მეცნიერთა ხელშეწობა და სწორი სამეცნიერო მიმართულების მიცემა და ა.შ.

რას ურჩევთ მომავალ ფიზიკოსებს, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი. რა სირთულეები ელით მათ და როგორ უნდა დაძლიონ ისინი, რომ მიაღწიონ წარმატებას?  

ერთ-ერთი მთავარი სირთულე მომავალი ფიზკოსასთვის არის იმის გარკვევა სწორად აირჩია თუ არა მან ეს სპეციალობა, რადგან ხშირად ახალგაზრდაზე გავლენას ახდენს მშობელი,  თავისვე მეგობარი ან სხვა რაიმე გარემოება, არადა როდესაც პროფესიას ირჩევ (ანუ იმას, რაც შემდგომ მთელი ცხოვრება უნდა აკეთო!) შენი თავის გარდა არავის არ უნდა მოუსმინო, არ უნდა ’’მოატყუო’’ საკუთარი თავი .

კარგი ფიზიკოსი თავის თავში სინამდვილეში სამ პროფესიას აერთიანებს: ფიზიკოსს, მათემატიკოსს და ფილოსოფოსს, რადგანაც ფიზიკოსი სამყაროს შეიმეცნებს ფიზიკოსის თვალით, მაგრამ მისთვის ’’სასიცოცხლოდ’’ აუცილებელია მათემატიკის კარგად ცოდნა (რადგანაც ფიზიკოსის ’’სალაპარაკო ენა’’ მათემატიკაა!) და ფილოსოფიური გააზრება იმ შედეგებისა, ცდებისა რაც ფიზიკოსმა მიიღო! მთავარი სირთულე პრაქტიკაში კი მაინც მათემატიკის ცოდნაა, რადგანაც მე მყოლია დაწყებით კურსებზე კარგი, ’გულანთებული’’ ფიზიკისათვის სტუდენტები, მაგრამ მათემატიკის არასკმარისი ცოდნის გამო, ისინი შემდგომ ’’იკარგებიან’’ და სამწუხაროდ, ხშირად საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ფიზიკას თავს ანებებენ.

როგორია თქვენი წარმატების ფორმულა. გვიამბეთ თქვენი ცხოვრების დევიზზე და მის როლზე თქვენ წარმატებაში?

წარმატების მზა ფორმულა არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს, რადგანაც მაშინ წარმატება ’’მართვადი’’ პროცესი გახდებოდა, რაც მას მნიშვნელობას და ’’ფასს’’ დაუკარგავდა! უბრალოდ წარმატების მისაღწევად  ყველაზე მთავარია სწორად გქონდეს არჩეული პროფესია და გიყვარდეს შენი საქმე! ამ ფონზე კატეგორიულად არ ვეთანხმები შემდეგ გამონათქვამს: ’’ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცია!’’. ამ შემთხვევაში გასარკვევია, თუ ადამიანი ნამდვილად ნიჭიერია, მაშინ რატომ ზარმაცობს?! საქმე იმაშია, რომ მას სინამდვილეში სწორად არ აქვს არჩეული პროფესია (ან შეეცვალა ინტერესთა სფერო!), რის გამოც ’’გულს ვერ უდებს’’ მას და როგორც შედეგი ზარმაცობს! (დასაწყისში მას მოსწონდა ის საქმე, რასაც თავიდანვე ხელი მოჰკიდა თავისი ნიჭის შესაბამისად და ამიტომ არ ზარმაცობდა!). ამიტომ ადამიანი დროზე უნდა ’’დაეწიოს’’ საკუთარ მიზანს ანუ კვლავ იპოვოს ნამდვილი მოწოდება და სიზარმაცეც უკვალოდ გაქრება!

ჩემი ცხოვრების დევიზია: ’’არ გადმოფინო სიმშვიდის დროშა’’! თუ შენი საქმე გიყვარს, შენ თვითონ ვერ გაჩერდები, არ ’’მოგასვენებს’’ მოწოდება და როგორც შედეგი წარმატებაც არ ’’დაიგვიანებს’’!

 როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამეცნიერო სფეროში ინტენსიურად ვაგრძელებ იმ საკითხებზე მუშაობას, რაზეც ზემოთ ვისაუბრე (განსაკუთრებით კვანტური მექანიკის ახალი გააზრების, მის გაფართოების შესახებ). გარდა ამისა ჩაფიქრებული მაქვს გამოვცე შემდეგი კურსი: ’’თეორიული ფიზიკა ამოცანებში’’, რომელიც გულისხმობს ოთხი ტომის გამოცემას. პირველი ტომი ’’ამოცანათა კრებული კვანტურ მექანიკაში’’, უკვე გამოვიდა წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემლობაში და განკუთვნილია ბაკალავრიატის მესამე კურსელებისათვის და მოიცავს 600-მდე ამოცანას. ახლახანს დავასრულე მუშაობა მეორე ტომზე: ’’ამოცანათა კრებული არარელატივისტური დაჯახებების კვანტურ თეორიაში და რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში’’, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის მეოთხე კურსელთათვის და მაგისტრანტებისათვის. კრებულში შესულია 500-მდე ამოცანა. წიგნი გადაცემულია სარეცენზიოდ და ალბათ იანვრისათვის იხილავს ’’მზის სინათლეს’’. გარდა ამისა გადაწყვეტილი მაქვს მომდევნო ორ წელიწადში გამოვცე კიდევ ორი ტომი: ’’ამოცანათა კრებული ველის თეორიაში’’ ბაკალავრიატის მესამე კურსელთათვის და ’’ამოცანათა კრებული თეორიულ მექანიკაში’’ ბაკალავრიატის მეორე კურსელთათვის. სულ ოთხივე ტომში შევა დაახლოებით 2500-მდე ამოცანა. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ტიპის ამოცანათა კრებულები სტუდენტებისათვის ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება. გარდა ამისა მალე ერთი წლის უკან დაარსებულ ძალიან საინტერსო ეროვნულ პოზიციებზე მდგომ და დახვეწილ ლიტერატურელ ჟურნალ ’’ისინდში’’ დაიბეჭდება ჩემი ახალი ჩანახატები. ჟურნალის რედაქტორია, კარგად ცნობილი მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი იკა ქადაგიძე, რომელმაც პრინციპული, მწვავე და შეუპოვარი ნაწარმოებების გამო, ლიტერატურელ წრეებში ’’ქართველი ჟანა დარკის’’ სახელი დაიმკვიდრა!

ასევე ვაპირებ წიგნად გამოვცე ჩემი ლიტერატურული ჩანახატები და თარგმანები სათაურით ’’სულის ფოტოგრაფიები’’ (ეს ჩანახატები, მართლაც სულის ფოტოგრფიებია, რადგანაც მათში წლების განმავლობაში ფოტოგრაფიებივით დაფიქსირებულია ჩემი სულიერი განწობანი!).

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფიზიკა

მეტაფიზიკა, ჰიპერრეალობა და კვანტური მექანიკის მრავალი მნიშვნელობა – ინტერვიუ ჯიმ ბეგოტთან

კვანტური მექანიკა გამორჩეულად წარმატებული თეორიაა, რომელზეც, სმარტფონებიდან თანამგზავრებმდე, ჩვენი ტექნოლოგიებით გაჯერებული ცხოვრების უდიდესი ნაწილია დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ კვანტური მექანიკა თვალსაჩინოდ მუშაობს და ფარდობითობის თეორიასთან და თერმოდინამიკასთან ერთად თანამედროვე ფიზიკის ძირითად საყრდენს წარმოადგენს, ფიზიკოსებში არ არსებობს კონსესუსი მისი მნიშვნელობის შესახებ.

ერთმნიშვნელოვნების ნაცვლად, გვაქვს კვანტური მექანიკის განსხვავებული და  ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაციები. ოქსფორდის ფიზიკოსის, მრავალი ჯილდოს მფლობელი ავტორის, ჯიმ ბეგოტის თანახმად, ისინი, ფუნდამენტურ დონეზე, ერთმანეთისგან ფილოსოფიური წინასწარი დაშვებებით განსხვავდებიან. თავის ბოლო ნაშრომში “კვანტური რეალობა: თეორიათა თამაში” მან თავი მოუყარა, მოაწესრიგა და კონტექსტში მოაქცია კვანტური მექანიკის ეს განსხვავებული ინტერპრეტაციები და ახსნა თითოეულის მათგანის მომხრეთა არგუმენტების ისტორიული წარმომავლობა, უპირატესობები და ნაკლები.

ერთი ბანაკის თანახმად, კვანტური მექანიკის განტოლებები აღწერს რაღაც რეალურს, რაც  ბუნებაში ხდება – კვანტურ მდგომარეობას თავისთავად-  მაშინ, როცა საპირისპირო ბანაკის მომხრეები საუბრობენ ინფორმაციაზე კვანტური სისტემის მდგომარეობათა შესახებ, რომელიც ფიზიკურ სისტემის შესახებ ჩვენი გამოცდილებიდანაა წარმოებული. ჯიმ ბეგოტის თანახმად, ინტერპრეტაციებს შორის კონფლიქტის ძირითადი საფუძველია განსხვავება მეტაფიზიკურ დაშვებებში რეალობის ბუნების შესახებ – ჭიდილი რეალიზმს და ანტირეალიზმს შორის.

ბეგოტი ფიზიკოსებს მეტაფიზიკის უგულებელყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ფიზიკოსები, თეორიების აგებას იწყებენ მეტაფიზიკური დაშვებებით, რომლებიც თავად არ არის დაფუძნებული ემპირიულ მტკიცებულებებზე. ფიზიკოსები მუდმივად იშველიებენ მეტაფიზიკას, თუმცა მხოლოდ მცირე მათგანი თუ აცნობიერებს ამას.

“კვანტური რეალობის” ცენტრალური მეტაფორაა მეცნიერული თეორეტიზება, როგორც ხომალდი, რომელიც მუდმივ მიმოცურვაშია მეტაფიზიკური და ემპირიული რეალობების ნაპირებს შორის.

მეტაფიზიკურ ნაპირი არის აბსტრაქტული წარმოსახვის, წინასწარი დაშვებების, შეუზღუდავი კრეატიულობის ადგილი, რომელიც სავსეა დაუმტკიცებადი მეტაფიზიკური კონსტრუქციებით, რომელთა ნაწილიც უნდა ვაღიაროთ, რათა საერთოდ რაიმე ფორმის მეცნიერების კეთება შევძლოთ. ასეთების მაგალითად იგი ასახელებს ნიუტონისეულ აბსოლუტურ სივრცე-დროს,  იდეალურ წრეს, იდეალურ სფეროს, უსასრულოდ მცირე წერტილს, უსასრულო წრფეს… ასეთი კონცეფციები არ გვხვდება ემპირიულ რეალობაში, მაგრამ მათ გარეშე მათემატიკაზე დაფუძნებული მეცნიერება შეუძლებელი იქნებოდა.

მეორე ნაპირზეა ბრუტალური ფაქტების, რიცხვების, ექსპერიმენტების, მიზეზების და შედეგების არასტუმართმოყვარე, კლდოვანი ნაპირი. ეს არის ადგილი, სადაც რეალურად აღმოვაჩენთ, თუ როგორია ბუნება სინამდვილეში.

ორივე ნაპირთან, რეპრეზენტაციების ზღვაში, მეცნიერი შეიძლება გადააწყდეს საფრთხეს: მეტაფიზიკის ნაპირთან ახლოს არის ქარიბდა, წმინდა მეტაფიზიკის ნონსენსის მორევი, რომელშიც შეიძლება ჩაიკარგო, ხოლო ემპირიული რეალობის ნაპირზე შეიძლება დაეჯახო სცილას მეჩეჩს, რომელიც ცარიელი ინსტრუმენტალიზმია, ემპირიულად ადეკვატური, მაგრამ მოკლებული ყოველგვარ ფიზიკურ გამჭრიახობას.

ჯიმ, მსურს დავიწყო მეცნიერული თეორეტიზების შენი ცენტრალური მეტაფორით.   “კვანტური რეალობა: თეორიათა თამაშში”, მეცნიერებას ადარებ ხომალდს, რომელიც წინ და უკან დაცურავს რეპრეზენტაციების ზღვაში, მეტაფიზიკური რეალობის მაცდურად კეთილმოსურნე და ემპირიული რეალობის  არასთუმართმოყვარე ნაპირებს შორის. შეგიძლია მოკლედ წარუდგინო ჩვენ მკითხველს ამ ანალოგიის მნიშვნელობა?

იფიქრე ამაზე როგორც იდეების და ფაქტების ურთიერთმიმართებაზე. როდესაც მეცნიერები აწყდებიან თავსამტვრევ მტკიცებულებებს, რომელიც არ ერგება არსებულ მეცნიერულ თეორიებს, ისინი ეცდებიან მოიფიქრონ ახალი იდეები იმის შესახებ, თუ როგორია ფიზიკური რეალობა. იმ დროისთვის როცა ეს იდეები ყალიბდება, ცხადია, მათ არ ამყარებს მტკიცებულებები – მაშასადამე, “მეტაფიზიკაა”. იდეები ან მოერგება არსებულ თეორიას ან გამოვიყენებთ სრულიად ახალი თეორიის განსავითარებლად. შემდეგ თეორია მოწმდება ან არსებული ფაქტებით ან ახალი პროგნოზის გაკეთებით, რომლისთვისაც ახალი ფაქტების მოძიება შეიძლება. თუ თეორია გაუძლებს, იდეები შთაინთქმება თეორიულ რეპრეზენტაციაში და მის არსებით ნაწილად იქცევა. ამ გზით მეტაფიზიკა “ნორმალიზდება” ან “ნატურალიზდება” და ჩვენ აღარ ვფიქრობთ მასზე, როგორც მეტაფიზიკაზე.

ჩემ მეტაფორაში, იდეები გამომდინარეობს ჩვენი წინასწარი დაშვებებიდან რეალობის შესახებ, რომელსაც მე ვაიგივებ “მეტაფიზიკურ რეალობასთან”. ფაქტები გამომდინარეობს დაკვირვებებიდან და ექსპერიმენტებიდან, რომელიც “ემპირიულ რეალობაში” ტარდება. “მეცნიერების ხომალდი” თან ატარებს იდეებს და ფაქტებს როცა ამ ორ ნაპირს შორის მიმოცურავს და საბოლოოდ ჩვენ მივდივართ რეპრეზენტაციამდე, რომელიც დაფუძნებულია ორივეზე, იდეებზე და ფაქტებზე. ჩვენ ამ რეპრეზენტაციას მეცნიერულ თეორიას ვუწოდებთ.

“კვანტური რეალობა: თეორიათა თამაშის” ცენტრალური მეტაფორა. მეცნიერება როგორც ხომალდი, რომელიც რეპრეზენტაციების ზღვაში დაცურავს, მეტაფიზიკურ და ემპირიულ რეალობებს შორის.

მოგვიყევი შენი ემპირიული კრიტერიუმის იდეის შესახებ და ახსენი თუ რატომაა ის უპირატესი დემარკაციის სხვა კრიტერიუმებზე, როგორებიცაა ლოგიკური პოზიტივისტების ვერიფიკაციის პრინციპი და კარლ პოპერის ფალსიფიკაციის პრინციპი?

რამდენიმე გამორჩეული გამონაკლისის გარდა, თანამედროვე ფილოსოფოსებმა ხელი აიღეს მეცნიერების და არა-მეცნიერების ერთმანეთისგან გარჩევის გამოწვევაზე. პრობლემები აქვს ორივეს, ვერიფიკაციას (ლოგიკური პოზიტივისტები) და ფალსიფიკაციას (პოპერი) და ასევე ლაკატოსის მიერ შემუშავებულ “მეცნიერული კვლევითი პროგრამების მეთოდოლოგიას.

ჩემი “ემპირიული კრიტერიუმი” არის პირადი შეხედულება და მცდელობა დაჟინებით ვამტკიცო, რომ არსებობს განსხვავება: იმისთვის, რომ რაღაც ჩაითვალოს მეცნიერულად უნდა არსებობდეს გარანტია, რომ ის შესაძლოა შეპირისპირებული იქნას ემპირიულ მტკიცებულებებთან.

სავარაუდოდ, საუკეთესო გზა იმის ახსნის, თუ რას ვგულისხმობ “ემპირიულ კრიტერიუმში” არის მაგალითი მეცნიერების უახლესი ისტორიიდან.

1964 წელს პიტერ ჰიგსმა წამოაყენა მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ნაწილაკები “იძენენ მასას.” არ აქვს მნიშვნელობა თუ რა არის ეს მექანიზმი, გვჭირდება ვიცოდეთ მხოლოდ ის, რომ იმ დროისთვის მან უზრუნველყო ნაწილაკების ფიზიკაში არსებული  მნიშვნელოვანი პრობლემის პოტენციური გადაჭრა. ჩვენ ვიცით, რომ ბუნების ყველა ძალას ატარებენ “ძალის ნაწილაკები”: მაგალითად, ფოტონი არის ელექტრომაგნიტური ძალის მატარებელი. ერთ-ერთი, შედარებით უფრო ბუნდოვანი ძალის მატარებლების ამოცნობის მცდელობები- რომელსაც სუსტი ბირთვული ძალა ეწოდება, ატომის ბირთვის შიგნით მოქმედებს და პასუხისმგებელია რადიოაქტივობაზე – გადააწყდა პრობლემას, რომ ძალის მატარებლები, პროგნოზის თანახმად მასის არ მქონე ნაწილაკები უნდა ყოფილიყვნენ (ფოტონების მსგავსად). ეს წარმოადგენდა პრობლემას, რადგან მაშინ, სუსტი ბირთვული ძალის ნაწილაკები ისეთივე ყოვლისმომცველი უნდა ყოფილიყო როგორც თავად სინათლე. ჰიგსის მექანიზმა ეს გადაჭრა. რამდენიმე წლის შემდეგ სტივენ ვაინბერგმა გამოიყენა ეს მექანიზმი სუსტი ძალის მატარებლების მასების წინასწარმეტყველებისთვის. ეს არის W ნაწილაკები (ერთი დადებითი, ერთი უარყოფითი) და ნეიტრალური Z ნაწილაკი.

ჩემი მეტაფორის კონტექსტში, ჰიგსი ეწვია მეტაფიზიკური რეალობის ნაპირებს და უკან  “რა იქნება, თუ?” სახის იდეების დაბრუნდა. ჰიგსის მექანიზმი  იმ დროისთვის მთლიანად სპეკულაციური იყო და ის მეტწილად უგულებელყო ფიზიკოსთა საზოგადოებამ მაშინ, როცა სტატია გამოქვეყნდა. რამდენიმე წლის შემდეგ ის უფრო სერიოზულად აღიქვეს და – რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, – მან პროგნოზის შესაძლებლობა მოგვცა. ეს – ჩემთვის – არის ემპირიული კრიტერიუმის მაგალითი. თეორიას სჭირდება, სულ მცირე, გარკვეული გარანტია მაინც, რომ ერთ დღეს გადამოწმდება. ეს კრიტერიუმი განსხვავდება სხვებისგან – ვერიფიკაცია და ფალსიფიკაცია – მხოლოდ იმით, რომ ის არ ცდილობს უბრძანოს მეცნიერებს, თუ რა უნდა გააკეთონ ნებისმიერი ტესტის შედეგების შუქზე. ჩემთვის საკმარისია, რომ განსაზღვრული ემპირიული ტესტი შესაძლებელი იყოს პრინციპულად. ეს საკმარისია ჩემთვის, რომ მიივიღო თეორია, როგორც “მეცნიერება.”

W და Z ნაწილაკები CERN-ში მხოლოდ 1980 წლების დასაწყისში აღმოაჩინეს, მათი მასები ძალიან ახლოს იყო ვაინბერგის პროგნოზთან. ეს თავისთავად საკმარისი შეიძლებოდა ყოფილიყო ზოგიერთი ფიზიკოსისთვის, რომ დაეკსვნათ, რომ ჰიგსის მექანიზმი სწორია, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მტკიცებულება, რომ  “ჰიგსის ველი” არსებობს იყო მასთან ასოცირებული ნაწილაკი  – ჰიგსის ბოზონი. ის ცერნმა 2012/13 წლებში აღმოაჩინა. ამრიგად, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჰიგსის იდეებს 50 წელი მოუნდა, რომ დამტკიცებულიყო მისი კავშირი ემპირიულ რეალობასთან.

შენ შეიძლება იფიქრო, რომ ემპირიული კრიტერიუმი ძალიან ცოტას შეჰმატებს დისკუსიას. ბოლო-ბოლო, ეს იგივე არაა, რაც ვერიფიკაცია ან ფალსიფიკაცია? მე მას დაჟინებით  ვამტკიცებ იმიტომ, რომ გარკვეულ განვითარებებს ფუნდამენტურ თეორიულ ფიზიკაში მივყავართ იმ მიმართულებით, სადაც კონტაქტი ყოველგვარ ემპირიულ მონაცემებთან დაკარგულია. სიმების თეორია და მულტივერსის თეორია მთლიანად სპეკულაციურია და არ გვაწვდის შემოწმებად პროგნოზებს ან გარანტიას, რომ რაიმე სახის განსაზღვრული ემპირიული ტესტი შეძლებს მომავალში. ჩემ მეტაფორაში, ამ თეორიებმა ზედმეტად ახლოს მიცურეს ქარიბდასთან – ისინი დატყვევებულები არიან მეტაფიზიკური ნონსენსის მორევში – ყოველგვარი იმედის გარეშე, რომ რეპრეზენტაციების ზღვას გადალახავენ. იქნებ მე ზედმეტად მოუსვენარი ვარ? ბოლო-ბოლო ფიზიკოსებს 50 წელი დასჭირდათ ჰიგსის ბოზონის აღმოსაჩენად. მაგრამ სიმების თეორია და მულტივერსის თეორიაც რაღაც ფორმით ასევე 50 წელია არსებობს და მათი სტატუსი ამ დროის განმავლობაში არ შეცვლილა.

კვანტური მექანიკის კოპენჰაგენის ინტეპრეტაციის  მეტაფიზიკური წინასწარი დაშვების თანახმად, კვანტური ფიზიკა შეეჩეხა რაღაც ტიპის ფუნდამენტურ ზღვარს. შეგიძლია აგვიხსნა, რა არის ეს ზღვარი?

ზღვარი განსაზღვრულია როგორც განსხვავება “ნივთი თავისთავადს” და “ნივთი როგორც ის ჩვენ გვევლინებას” შორის (კანტი). თუ ჩვენ ვიძენთ (მეცნიერულ) ცოდნას მხოლოდ ფენომენების მეშვეობით (ემპირიული გამოცდილებები სამყაროს შესახებ), ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ არასდროს გვექნება ცოდნა “ნივთი თავისთავადის” შესახებ. შეიძლება გვქონდეს იდეები ამ რაღაცებზე, მაგრამ არასდროს გვექნება ცოდნა მათ შესახებ. კვანტურ მექანიკაში, ჩვენ ვაწყდებით განსხვავებული ტიპის ფენომენებს – როგორებიცაა ტალღის მსგავსი და ნაწილაკის მსგავსი ქცევები – რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ექსპერიმენტს ვასრულებთ. სხვა ანტი-რეალისტური ინტერპრეტაციების მსგავსად, კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიცოდეთ, რომ ამ გარემოებაში ელექტრონი (მაგალითად) გვევლინება როგორც ტალღა და სხვა გარემობაში, ის გვევლინება როგორც ნაწილაკი. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ  მხოლოდ ელექტრონი-როგორც-ის-გვევლინება. ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ თუ რა არის ელექტრონი, თავისთავად.

როგორც კვანტურ რეალობაში წერ, კარლო როველის თანახმად, მათემატიკური განტოლები კვანტურ მექანიკაში მიუთითებს არა დამოუკიდებლად არსებულ ფიზიკურ მდგომარეობებზე, არამედ ინფორმაციაზე კვანტური სისტემის შესახებ რომელიც წარმოებულია ჩვენ მიერ მასზე დაკვირვებისგან. რას ნიშნავს სიტყვა ინფორმაცია ამ კონტექსტში?

როველის ამტკიცებს, რომ კვანტური “მდგომარეობის” ცნებას  – კვანტური ერთეულის, მაგალითად ელექტრონის ფიზიკური მდგომარეობა – არ აქვს მნიშვნელობა, ვიდრე ელექტრონი არ დაამყარებს რამე ტიპის მიმართებას. ეს შესაძლოა იყოს მიმართება სხვა ერთეულთან ან გამზომ ხელსაწყოსთან. ჩვენ ვიძენთ ცოდნას (ინფორმაციას შესახებ) ამ მიმართებებზე კვანტური ფენომენების შესახებ ჩვენი გამოცდილების მეშვეობით. ის ამტკიცებს, რომ ამ მიმართებების კვანტური მექანიკის მათემატიკურ ფორმულირებებში კოდიფიკაციას ვახდენთ, ესე იგი ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც წარმოებულია ჩვენი გამოცდილებებიდან და ვაყალიბებთ მას ფორმალურად იმგვარად, რომ მოგვეცეს საშუალება, ვიწინასწარმეტყველოთ (ხშირად ინტუიციის საწინააღმდეგოდაც)ისეთი არაერთი გამოცდილება, რომელიც მომავალში შეიძლება გვქონდეს.

ერთი წუთით ოდნავ ტექნიკურები რომ გავხდეთ, ეს “კოდირება” იღებს “გეგმილის ამპლიტუდების” სიმრავლის ფორმას. ესენი წარმოებულია ფიზიკაში ჩვენი ისეთი გამოცდილებისგან, როგორებიცაა მაგალითად მალუსის კანონი: თუ ჩვენ ვატრიალებთ წრფივი პოლარიზატორის ოპტიკურ ღერძს, მაშინ მასში გამავალი წრფივად პოლარიზებული სინათლის ინტენსივობა ბრუნვის კუთხის კოსინუსის კვადრატის უკუპროპორციულად დაეცემა. ამის მერე ვიყენებთ გეგმილის ამპლიტუდებს, რათა ვიწინასწარმეტყველოთ უამრავი განსხვავებული გაზომვის შედეგი გადახლართული ნაწილაკების ჩათვლითაც.

რომელი წინააღმდეგობებისგან ვთავისუფლდებით, თუ მივიღებთ კვანტური მექანიკის მიმართებითი და ინფორმაციულ-თეორეტიკული ინტერპრეტაციების ან კვანტური ბეიზიანიზმის ანტირეალისტურ პოზიციას?

ყოველ მათგანს. “ტალღური ფუნქციის კოლაფსი” და მანძილზე ზემოქმედების მოჩვენება (spooky action at distance) არის წინააღმდეგობრივი მხოლოდ მაშინ, თუ მივიღებთ ტალღურ ფუნქციას როგორც კვანტური სისტემის რეალურ ფიზიკურ მდგომარეობას. თუ, ნაცვლად ამისა, ტალღური ფუნქცია (გეგმილის ამპლიტუდების ფორმით) წარმოადგენს მხოლოდ კოდიფიცირებულ ინფორმაციას, მაშინ არავითარი ფიზიკური “კოლაფსი” არ ხდება ან რაიმე ტიპის “ქმედება”. თუმცა, ამ ანტირეალიზმს ფასი აქვს. როდესაც დაშორებულ ნაწილაკებს შორის არსებულ კორელაციებს შევუპირისპირებთ, ანტი-რეალისტური ინტერპრეტაციები არ გვთავაზობს ახსნას, გარდა იმისა, რომ ეს არის მთლიანად პროგნოზირებადი ფიზიკის ჩვენი წარსული გამოცდილების საფუძველზე (ისევ გეგმილის ამპლიტუდები). იქ “არაფერია დასანახი”.

თუ გადავწყვეტთ, რომ  რეალისტებს დავუჭიროთ მხარი, რომელი რეალისტური ინტერპრეტაცია უმკლავდება წინააღმდეგობებს საუკეთესოდ? რა განსხვავებაა ტალღურ ფუნქციას, როგორც სტატისტიკური ქცევის შეჯამების მოსახერხებელ გზას და ტალღურ ფუნქციას შორის, როგორიც ის წარმოდგენილია ბროილი-ბომის თეორიაში?

ფრთხილად: “სტატისტიკური ქცევის შეჯამება” შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩვენ ვუშვებთ, რომ არის რაღაცები (ჩვენ მას ფარულ ცვლადებს ვუწოდებთ) რომლებიც სტატისტიკურად იქცევა. უმჯობესია თუ ვიტყვით“ფიზიკის ჩვენი გამოცდილების კოდიფიკაცია ან ინფორმაციის შეჯამება”. ვაღიარებ, რომ არცერთი მთავარი რეალისტური ინტერპრეტაცია მხიბლავს, მაგრამ ბროილი-ბომის თეორია ყველაზე “ნაკლებად მიუღებელია.”

მინდა დავასრულო ეს ინტერვიუ შენი კომენტარით ჟან ბოდრიარის ჰიპერრეალობის კონცეფციაზე, რომელიც, ვფიქრობ, უფრო და უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე საზოგადოებაში. შენი აზრით, რომელი ძირითადი პოლიტიკური და სოციალური მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა შენი წიგნის “დამწყების გიდი რეალობაშის” გამოქვეყნების შემდეგ უსვამს ხაზს ამ კონცეფციის რელევანტურობას?

“დამწყების გზამკვლევი რეალობაში” მე ვწერ ედუარდ ბერნეისის გავლენიან ნაშრომზე, “პროპაგანდა”, რომელიც 1928 წელს გამოქვეყნდა. ცოტა ხნის წინ, მე გადავაწყდი კიდევ ერთ ავტორის, თიმიან ბუსემერის წიგნს, რომელიც განმარტავს პროპაგანას როგორც “გარკვეული ტიპის კომუნიკაციას, რომელიც ხასიათდება რეალობის რეპრეზენტაციის დამახინჯებით”. ეს, ვფიქრობ, ძალიან მნიშნელოვანი და არსებითია იმის გასაგებად, თუ როგორ დააჩქარა პოპულისტური ნაციონალიზმი აშშ-ში (ტრამპი) და გაერთიანებულ სამეფოში (ბრექსიტი) პროპაგანდამ, რომელიც მიზანმიმართულად იყო შექმნილი, რომ გაემრუდებინა სოციალური რეალობის ჩვენი აღქმა – რაშიც, როგორც ჩას, ავთვისებიანი სახელმწიფო აქტორებიც დაეხმარა. შესაძლოა ეს არ არის ჰიპერრეალობა როგორც ბოდრიარი ამას აღიქვამდა, რადგან ჰიპერრეალობა არის მოდელი, რომელსაც არ აქვს ბაზისი რეალობაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ დავამყარებთ კორელაციას რეალობას და სიმართლეს შორის, მაშინ ტრამპიზმი არსებითად ჰიპერრეალურია. ჩვენ ჯერ კვიდევ არ გვიხილავს კონფლიქტის მასშტაბი 2016 წლის რეფერენდუმში დაპირებულ ბრექსიტს და რეალობას შორის, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ეს კონფლიქტი იქნება.

წყარო : tabula.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ემიგრანტიფიზიკა

“წილად მხვდა, ვყოფილიყავი იმ დიდი სამეცნიერო ჯგუფების შემადგენლობაში, რომლებიც ქმნიდნენ უაღრესად მაღალი დონის ექსპერიმენტულ დანადგარებს” – ედიშერ ცხადაძე

ედიშერ ცხადაძე – ფიზიკოსი, რომელიც ბოლო 12 წელიწადია, იტალიაში, ქ.ფრასკატიში იტალიის წამყვან სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობს. ამ პუბლიკაციაში სწორედ მის შესახებ გიამბობთ. ბოლო 30 წელიწადია, რაც ბატონი ედიშერი მუშაობს ნაწილაკთა დეტექტორების შექმნასა და მათ გამოყენებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ამაჩქარებელზე მოქმედ ექსპერიმენტში. “დოქტრინასთან” საუბრისას, ის ხაზს უსვამს, თუ რა პროფესიული ნაბიჯები გადადგა თავის სამშობლოში და როგორია საკუთარი საქმიანობით წარმატების მიღწევა უცხო ქვეყანაში.

თავდაპირველად, თქვენი პროფესიის შესახებ გვიამბეთ: 

პროფესია – ფიზიკოსი. ეს ძალიან ფართო ცნებაა. უფრო ზუსტია – ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ექსპერიმენტები ამაჩქარებლებზე, ნაწილაკთა დეტექტორები. ამ მხრივაც იმდენად გაშლილია სამოქმედო მიმართულებები, რომ ერთ ლაბორატორიაში, გვერდით მომუშავე ფიზიკოსებსაც კი ერთმანეთის საქმეებში გასარკვევად საკმაო დრო დასჭირდებათ. ამჟამად, და ბოლო 30 წელია, ვმუშაობ ნაწილაკთა დეტექტორების შექმნასა და მათ გამოყენებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ამაჩქარებელზე მოქმედ ექსპერიმენტში. ხელსაწყოები, რომელთა შექმნაშიც მე ვმონაწილეობ, გამიზნულია თვალით უხილავი გამოსხივების დასარეგისტრირებლად, რაც თავის მხრივ ამ გამოსხივების ბუნების შესასწავლად გამოიყენება. ეს არის ერთ-ერთი პირველადი, ექსპერიმენტული რგოლია სამყაროს აგებულების შეცნობის მიმართულებით.

ამ მიმართულებით, საქართველოში რა ნაბიჯები გაქვთ გადადგმული?

საქართველოში, ჯერჯერობით, არ გვაქვს ამაჩქარებელი, ამიტომაც, აქ მხოლოდ ექსპერიმენტებისთვის საჭირო ხელსაწყოები და აპარატურა შეიძლება, შეიქმნას. თანამედროვე ექსპერიმენტების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ მის ჩასატარებლად ერთი ქვეყნის სახსრები აღარაა საკმარისი, იქმნება საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციები. ზოგან აპარატურა მზადდება, ზოგი ქვეყანა მექანიკურ კონსტრუქციებს ქმნის და ა.შ. – ხდება სამუშაოების გადანაწილება. მე ყოველთვის საქართველოს ჯგუფის წარმომადგენლის სტატუსით ვმონაწილეობდი ექსპერიმენტებში, იყო ეს სსრკ-ს ფარგლებში თუ მის შემდგომ. კონკრეტულად საქართველოში კი – აქ 2 კვლევითი ინსტიტუტია ამ მიმართულებით წარმოდგენილი: ფიზიკის ინსტიტუტი და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი. ამ მომენტისთვის ორივე ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში არის გაერთიანებული. ამჟამად მე ორივე ინსტიტუტს მივეკუთვნები, ვარ ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ვცდილობ აღვადგინო სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ის ნაწილი, რაც გასული 20 წლის განმავლობაში სრული უძრაობის პერიოდში არ განადგურებულა, მაგრამ არც არაფერი შემატებია და არსებული აპარატურის დიდი ნაწილი იმდენად მოძველებულია, რომ რეალურად გამოუყენებელია და გადასაგდებია. დაფინანსების სიმწირე და მოუქნელობა კი ამ ხარვეზის გამოსწორებას ვერაფერს რგებს. ამიტომაც არის, რომ ჯერჯერობით დიდი სამეცნიერო ამოცანებისგან თავის შეკავების რეჟიმში ვართ და ძალები ლაბორატორიის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად არის მობილიზებული. მაინც მოვახერხეთ და ლაბორატორიამ მიიღო რადიაქტიური წყაროებით მუშაობის ლიცენზია – ეს დიდი საქმეებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც წამოსწევს როგორც თავად ლაბორატორიის სამეცნიერო საქმიანობას, ასევე, საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებაში დაგვეხმარება. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეგობარი ფიზიკოსების ხელშეწყობით  შევძელი – შემექმნა ექსპერიმეტული ფიზიკის მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელო: „ელემენტარულ ნაწილაკთა დეტექტორები“, რომელშიც ასახულია ექსპერიმენტული ფიზიკის განვითარების ეტაპები, აღწერილია მოქმედი და უკვე იდეურად მოძველებული ამაჩქარებლები, თანამედროვე ექსპერიმენტული დანადგარების შემადგენელი დეტექტორების მუშაობის პრინციპები.

უცხო ქვეყნებშიც გაქვთ საკუთარი პროფესიული კვალი დატოვებული – ამის შესახებაც მოგვიყევით

სამეცნიერო მუშაობის კვალი გამოქვეყნებულ სტატიებში აისახება. ყოველი პუბლიკაცია ცალკეული ნაბიჯია დიდი საერთო ამოცანის გადაჭრის მიმართულებით. თეორიიდან მიღებული დასკვნების შემოწმების ერთადერთი საშუალება ექსპერიმენტია. უზარმაზარი ხარჯები ექსპერიმენტული დანადგარების აგებას და მუშაობას ხმარდება, საბოლოოდ კი, შედეგი რამდენიმე გვერდიანი სტატიების სახით შეიძლება, წარმოდგეს. მეორე მხრივ – დანადგარში მომუშავე დეტექტორი ეს მოქმედი ხელსაწყოა და ექსპერიმენტატორის მუშაობა ამ ხელსაწყოების გამართულ მუშაობაში გამოისახება. მე წილად მხვდა ბედნიერება, ვყოფილიყავი იმ დიდი სამეცნიერო ჯგუფების შემადგენლობაში, რომლებიც ქმნიდნენ უაღრესად მაღალი დონის ექსპერიმენტულ დანადგარებს. ქრონოლოგიური თანმიდევრობა რომ დავიცვათ, ჩემი მონაწილეობით შექმნილია და ამოქმედებულია დეტექტორები შემდეგი ექსპერიმენტებისათვის: სსრკ, ქ.პროტვინოს (IHEP) ამაჩქარებელზე მოქმედი VES და GAMS სპექტრომეტრებითვის ფართოფორმატიანი დრეიფული კამერები; იაპონია, ქ. ცუკუბა, (KEK) – მრავალმავთულიანი დრეიფული კამერა ორფრთიანი AIDA-ექსპერიმენტისათვის; შვეიცარია, ქ. ჟენევა, CERN – ATLAS ექსპერიმენტის მიუონური სისტემის მილაკებიანი დრეიფული კამერები; იტალია, ქ.ფრასკატი (INFN LNF) – ექსპერიმენტი KLOE2-ის ცენტრალური ცილინდრული დეტექტორი,  შვეიცარია, ქ. ჟენევა, CERN – ATLAS ექსპერიმენტის „მიკრომეგას“ კამერები; ჩინეთი, ქ.პეკინი (IHEP) – ექპერიმენტ BESIII-ს ცენტრალური ცილინდრული დეტექტორი.

და ბოლოს, რომ შეაფასოთ – თქვენი პროფესიით, როგორია საკუთარ ქვეყანაში მოღვაწეობა და როგორი – უცხო ქვეყანაში. ასე ვთქვათ, რა ძირეული განსხვავებებია?

ჩემი სამეცნიერო საქმიანობის დიდი პერიოდი უცხოეთში, მრავალ ქვეყანაში მაქვს გატარებული. იქ ყველგან არ ყოფილა ერთგვაროვანი სამუშაო პირობები, ასე ერთი საზომით მათი შედარება რთულია. სსრკ-ს პერიოდში ყველაფრის დეფიციტი დიდი ხელშემშლელი ფაქტორი იყო საქმეზე მობილიზებულად მუშაობის დროს, თუმცა, მაშინ ახალგაზრდული ენერგიის ფონზე ყველაფერს მარტივად ვუყურებდით. სსრკ-ს დაშლის შემდგომ ქ.დუბნის გაერთიანებული ბირთვული კვლევის ინსტიტუტში ვმუშაობდი. ლაბორატორიის შექმნა როგორც იტყვიან, ნულიდან დავიწყეთ. ახლა ეს ლაბორატორია სუპერთანამედროვე დეტექტორების საწარმოო ბაზაა, არა და დასაწყისში საბეჭდ ქაღალდსაც კი ჟენევიდან ჩანთებით ვეზიდებოდით. ამით ის მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ენთუზიაზმით შევქმენით ლაბორატორია, და საკმაოდ დიდი წვლილი ამ საქმეში ქართველი მეცნიერების ჯგუფმა შეიტანა. მე მიმუშავია გერმანიაში, მიუნხენში – საოცრად მაღალ დონეზე ორგანიზებული  სამუშაო პირობები იყო, იგივე შემიძლია ვთქვა იაპონიაში, ქ.ცუკუბაში ექსპერიმენტული დარბაზის სამუშაო პირობებზე. შვეიცარიაში, CERN არის მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტების გაერთიანება და იქ მუშაობა, ცნობილ მეცნიერებთან ურთიერთობა თუ უფრო ცნობილთა ნაკვალევზე სიარული დიდი სტიმულია მაღალი დონის შედეგების დასადებად და თავდაჯერებულობის მისაღწევად. ბოლო 12 წელიწადია, იტალიაში, ქ.ფრასკატიში იტალიის წამყვან სამეცნიერო ცენტრთან ვთანამშრომლობ. მაღალი დონის ტექნოლოგიით აღჭურვილ ლაბორატორიაში შეიძლებ ვთქვათ, რომ გავუსწარით საერთო ტექნოლოგიურ დონეს დეტექტორული ფიზიკის მიმართულებით. ალბათ, ახალს არ ვიტყვი, რომ იტალიელთა და ქართველთა მენტალიტეტები საკმაოდ ახლოსაა, რაც კარგად დამეხმარა უკვე საქართველოში დაბრუნებულს „ღრუბლებიდან“ მიწაზე რომ უმტკივნეულოდ დავშვებულიყავი. აქ სათავეში ჩავუდექი ლაბორატორიას, რომელშიც 50 წლის წინ, სტუდენტობის დროს „ავიდგი ფეხი“. და ისევ ვიწყებ ლაბორატორიის შექმნას „ნულიდან“ – ქვეყანაში პრიორიტეტები აშკარად შორს იყო სამეცნიერო მიმართულებებიდან და ეს ლაბორატორიაზე პირდაპირ იქნა ასახული. ალბათ ისეთივე ახალგაზრდული ენერგიით ვეღარ დავიკვეხნი, მაგრამ მრავალწლიანი გამოცდილება ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ყველაზე რთული აღმოჩნდა ახალგაზრდათა მოტივირება – რა არის დასამალი, რომ საქართველოში  მუშაობის რთული პერსპექტივა მათ ქვეყნიდან სამუდამოდ წასასვლელად უფრო განაწყობს. მინდა შევქმნა ისეთი ლაბორატორია, რომელიც საფუძველი იქნება ამ ახალგაზრდების არა მარტო აღსაზრდელად, ასევე, მათი ცოდნის სამშობლოში გამოსაყენებლადაც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოფიზიკა

წამის მემილიონედით კვანტურმა კომპიუტერმა დრო უკან დააბრუნა

სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობა, ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია, და იმავე სახელწოდების ფილმი ბრეტ პიტის მონაწილეობით, მოგვითხრობს კაცზე, რომელიც უკუღმა ბერდება: ის მოხუცად იბადება, წლების სვლასთან ახალგაზრდავდება და ბოლოს ჩვილადქცეული კვდება.

ასეთი რამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, შეამჩნევდით რომ, არასოდეს ხდება. ისმის შეკითხვა: რატომ?

ტექნოლოგიური მიღწევის შედეგად მეცნიერებმა ბენჯამინ ბატონის ისტორია ვირტუალურ სამყაროში გაიმეორეს. კვანტური ფიზიკოსების გუნდმა ამ წლის დასაწყისში შექმნეს კომპიუტერული ალგორითმი, რომელიც ახალგაზრდობის შადრევნის მსგავსად მოქმედებს.

IBM კვანტური კომპიუტერის გამოყენებით მათ ერთი ცალი სიმულირებული ელემენტარული ნაწილაკის მემილიონედი წამით გაახალგაზრდავება შეძლეს. მაგრამ ეს მათ ისეთ ძალისხმევად დაუჯდათ, რომ მიღწეული ფიზიკის კანონებზე გამარჯვებად რთულად თუ ჩაითვლება: შედეგის მისაღებად მეცნიერებმა იმგვარი რთული მანიპულაციები ჩაატარეს, როგორების ბუნებაში გამეორებაც ფაქტობრივად შეუძლებელია; ეს კი მხოლოდ გვიმყარებს იმის რწმენას, რომ დროის დინებაში უიმედოდ ვართ გამომწყვდეულები.

ადამიანებმა მეცნიერული ახსნის გარეშეც ვიცით, რომ ათქვეფილ კვერცხს ნაჭუჭში პირვანდელი სახით ვერ დავაბრუნებთ. ახლა კი ისიც აშკარავდება, რომ, სავარაუდოდ, თუნდაც ერთი ნაწილაკიც კი ვერასდროს დაბრუნდება დროში, თუ მას ზედმიწევნით შემუშავებულ, საგანგებო პირობებს არ შევუქმნით.

ფოტო თუ კინოფირის მეშვეობით გატეხილი კვერცხი შეგვიძლია, საწყის, მრთელ მდგომარეობაში დავაბრუნოთ. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში კვანტური მექანიკა ერთ ნაწილაკსაც კი არ აძლევს დროში უკან წასვლის საშუალებას.ფოტო: Getty

“ჩვენ ვაჩვენეთ, რომ თუნდაც ერთადერთი კვანტური ნაწილაკის დროში უკუსვლა იმდენად რთული ამოცანაა, რომ ბუნება, მხოლოდ საკუთარი ძალების ამარა, ამას ვერ შეძლებს”, – ამბობს ვალერი ვინოკური, არგონის ეროვნული ლაბორატორიის თანამშრომელი. ის ერთ-ერთია დროის მბრძანებლად ქცევის მოსურნე 5 მეცნიერიდან, რომელთაც გორდი ლესოვიკი ხელმძღვანელობთ, – “ორი ნაწილაკისგან შემდგარი სისტემა კიდევ უფრო შეუქცევადია დროში, რომ აღარაფერი ვთქვათ ომლეტისთვის ათქვეფილ კვერცხზე, რომელიც მილიარდობით ნაწილაკისგან შედგება”.

კვანტური ბილიარდის თამაში

თეორიაში, ფიზიკის ფუნდამენტური კანონები შექცევადია; არ აქვს მნიშვნელობა, დრო წინ მიდის თუ უკან, მათემატიკურად ყველაფერი კარგად მუშაობს. მაგრამ თუ დრო სივრცე-დროის ერთ-ერთი განზომილებაა, როგორც ამას აინშტაინი ამბობდა, ის ერთობ უცნაური, ერთი მიმართულებით მოქმედი განზომილება გამოდის. რეალურ ცხოვრებაში ჩვენ შეგვიძლია, მეტროს სადგურიდან ამოვიდეთ და ან მარჯვნივ გავუხვიოთ, ან მარცხნივ, მაგრამ იმის არჩევანი კი არ გვაქვს, დროში წინ წავიდეთ თუ უკან. ჩვენი გეზი ყოველვის მომავლისკენაა მიმართული.

ჩვენ, ფაქტობრივად, თერმოდინამიკის მეორე კანონის ტყვეობაში ვიმყოფებით, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი სამყაროს მსგავს ჩაკეტილ სისტემაში უწესრიგობა და კომპლექსურობა მხოლოდ იზრდება. შესაბამისად, ათქვეფილი კვერცხი ვერასდროს აღიდგენს პირვანდელ სახეს, ვინაიდან მისი უფრო გულმოდგინედ ათქვეფის გზები უსასრულოდ მეტია, ვიდრე -თავდაპირველი მდგომარეობის წარმატებით აღდგენისა.

მარცხნივ ხედავთ IBM’s Q-ს გამზავებელ მაცივარს, რომელშიც კვანტური კომპიუტერია მოთავსებული. მარჯვნივ კი მეცნიერები, ჰენჰი პაიკი და სარა შელდონი, იორკთაუნ ჰეითსის IBM-ის ტომას უოტსონის კვლევით ცენტრში განთავსებული გამზავებელი მაცივრის შიგთავსს ამოწმებენ.ფოტო: Graham Carlow / Connie Zhou / IBM Research

მაგრამ დროის წინსვლა ნაწილაკების მხოლოდ დიდ რაოდენობაზე არაა დამოკიდებული. კვანტური თეორიის პარადოქსული კანონები, რომლებიც სუბატომურ სამყაროს მართავენ, ერთადერთი ნაწილაკის დროითი მიმართულების ცვლილებასაც კი ურთულეს ამოცანად აქცევენ.
განუზღვრელობის პრინციპი, კვანტური მექანიკის ეს ქვაკუთხედი, გვამცნობს, რომ დროის ნებისმიერ მომენტში სუბატომური ნაწილაკის მხოლოდ ადგილმდებარეობა ან მხოლოდ სიჩქარე შეიძლება იყოს ცნობილი, მაგრამ ორივე ერთად – არასოდეს. შედეგად, ისეთი ნაწილაკი, როგორიც ელექტრონია, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მათემატიკური მოდელით, სახელად ტალღური ფუნქცია, რომლის სიდიდეც ნაწილაკის ამა თუ იმ ადგილას ყოფნის ალბათობაზე მიუთითებს.

ტალღური ფუნქცია ვრცელდება მთლიან დროსა და სივრცეში. მისი ევოლუციის აღმწერი კანონი – შრედინგერის განტოლება – რომელიც ავსტრიელი ფიზიკოსის სახელს ატარებს, დროის წინსვლისა თუ უკუსვლის შემთხვევაში თანაბრად მუშაობს. მაგრამ ტალღური ფუნქციის დროითი უკუსვლა ურთულესი განსახორციელებელია.

დოქტორმა ვინოკურმა ეს პროცესი მიამსგავსა ბილიარდის გაგორებული ბურთის იმ წერტილში დაბრუნებას, საიდანაც მან მოძრაობა დაიწყო. თითქოს, ამაში რთული არაფერია: უბრალოდ, მიარტყით ბურთს ბილიარდის ჯოხი და ეგაა. მაგრამ თუ ის კვანტური ბურთია, საქმეში განუზღვრელობის პრინციპი ერთვება: თქვენ შეიძლება იცოდეთ, რა სიძლიერით უნდა დაარტყათ ბურთს, ან რომელი მიმართულებით უნდა გასტყორცნოთ ის, მაგრამ ორივე ერთად ვერასოდეს გეცოდინებათ. 

“განუზღვრელობის პრინციპის გამო კვანტური ბურთი არასოდეს დაბრუნდება იმ წერტილში, სადაც თავდაპირველად იმყოფებოდა”, – ამბობს დოქტორი ვინოკური.

მეტიც, კვანტურ მექანიკაში ბურთი ტალღად უნდა წარმოვიდგინოთ: მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრის მერე ის სივრცეში ისე ვრცელდება და ვითარდება, როგორც ტბაში ჩაგდებული ქვის გარშემო წარმოქმნილი წრიული ტალღები. შესაბამისად, მისი უკან დაბრუნება უფრო მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, ვიდრე ბურთზე ჯოხის მირტყმა და სწორ ზედაპირზე უკან გამოსრიალებაა. ტალღის უკან დასაბრუნებლად საჭიროა, უკუსვლით ზუსტად განმეორდეს ტალღების მიერ გავლილი ფაზები, ამპლიტუდათა ცვლა და ასე შემდეგ, რაც იმდენად კომპლექსური პროვესია, რომ ბუნება დამოუკიდებლად ამას ვერ შეძლებს.

კი, არა და შესაძლოა

აქ კი საქმეში კვანტური კომპიუტერი ერთვება.

ჩვეულებრივი კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ე.წ. კუბიტებისგანაა შექმნილი, რომლებთაგანაც თითოეული ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ნული, ისე – ერთი. კვანტურ კომპიუტერს ათასობით ან მილიონობით გამოთვლის ჩატარება თანადროულად შეუძლია.

ბევრი დიდი ტექნოლოგიური კომპანია, გუგლის, მაიკროსოფთის და IBM-ის ჩათვლით, ერთმანეთს მსგავს მოწყობილობათა შექმნაში ეჯირება. ასეთ ტექნოლოგიას იმ პრობლემების გადაწყვეტის პოტენციალი აქვს, რომლებსაც ჩვეულებრივი კომპიუტერები ვერ უმკალვდებიან; მაგალითად, კვანტურ კომპიუტერს დღეისათვის გაუტეხელი კრიპტოგრაფიული კოდების გატეხვა შეეძლება. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ბუნება თავად არის კვანტური კომპიუტერი და რომ მსგავსი მოწყობილობების გამოყენების საუკეთესო გზა კვანტურ უცნაურობათა პარადოქსების სიმულირება და გამოკვლევა იქნება.

დოქტორი ლესოვიკისა და მისი კოლეგების მიზანიც სწორედ ეს იყო. მათ სურდათ, ტალღური ფუნქციის დროში უკუსვლას IBM კვანტური კომპიუტერის დახმარებით მიეღწიათ.

IBM კვანტური კომპიუტერის ოთხ-კუბიტიანი სუპერგამტარი კვადრატული წრედი.ფოტო: IBM Research

“ჯერ კიდევ გასარკვევია”, – წერს ფიზიკოსთა გუნდი თავის ნაშრომში, რომელიც ინტერნეტით ხელმისაწვდომი თებერვალში გახდა, – “დროის შეუქცევადობა ბუნების ფუნდამენტური კანონია თუ, პირიქით, მისი გადალახვა შესაძლებელია”.

IBM კომპიუტერი, რომელიც ამ მეცნიერებმა გამოიყენეს, პატარა ნაბიჯია იმ მიმართულებით, რასაც თეორეტიკოსები კვანტური უპირატესობის სახელით მოიხსენიებენ. მათ მიერ ექსპერიმეტისთვის გამოყენებული კომპიუტერი მხოლოდ ხუთ კუბიტიანი იყო (არსებობს კომპიუტერთა 16 და 20 კუბიტიანი ვერსიებიც), მაშინ, როცა გუგლის კვანტური კომპიუტერი 72 კუბიტიანია და ჯერჯერობით ამ ტექნოლოგიის ყველაზე სრულყოფილ მოდელს წარმოადგენს. მეტიც, მეცნიერებმა მხოლოდ ორი – და ზოგჯერ სამი – კუბიტი გამოიყენეს. 

დროის შექცევადობის ექსპერიმენტი ოთხ-საფეხურიანი პროცესი იყო. ჯერ კუბიტები მოათავსეს მარტივ, საწყის მდგომარეობაში, რომელიც ხელოვნური ატომის იმიტაციას ქმნიდა. მათ კუბიტები იმ გზით გადაჯაჭვეს, რომელსაც აინშტაინმა მოჩვენებითი დისტანციური ქმედება უწოდა; ეს იმ მდგომარეობას აღიშნავს, როცა ის, რაც ერთ კუბიტს შეემთხვევა გავლენას ახდენდა მეორის – და სამი კუბიტის გამოყენების შემთხვევსაში, მესამის – მდგომარეობაზეც.

შემდეგ გუნდმა მიკროტალღური რადიო პულსებით ზემოქმედება მოახდინეს კუბიტებზე, რამაც ისინი მარტივი მდგომარეობიდან მეტად კომპლექსურ მდგომარეობაში გადაიყვანა. წამის მემილიონედის მერე მეცნიერებმა ეს ფაზა – პროგრამის ევოლუცია – შეაჩერეს და კუბიტებზე კიდევ ერთი მიკროტალღური პულსით მოახდინეს მანიპულაცია, რათა იგივე ფაზები ამჯერად უკუღმა გაევლოთ და თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებულიყვნენ.

“კვლავ ვიზუალური ანალოგია რომ დავიხმაროთ, ჩვენ ტბის ზედაპირზე წრიულად გავრცელებული ტალღები მივიყვანეთ იმ მდგომარეობაში, საიდანაც უკან, თავიანთ საწყის წერტილში დასაბრუნებლად იყვნენ მზად”, – გვიხსნის დოქტორი ვინოკური. ამას კიდევ ერთი წამის მემილიონედი დასჭირდა.

საბოლოოდ, გუნდმა ევოლუციის პროგრამა უკან გადაახვია და კუბიტები საწყის მდგომარეობაში, თავიანთ წარსულში დაბრუნდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი წამის მემილიონედით გაახალგაზრდავდნენ.

ამ ალგორითმა თითქმის ყოველ ჯერზე იმუშავა. ორი კუბიტი ახალგაზრდულ მდგომარეობას 85% შემთხვევაში უბრუნდებოდა, ხოლო როდესაც ექსპერიმენტში სამი მათგანი იყო გამოყენებული, წარმატების კოეფიციენტი განახევრდა. კვლევის ავტორები ალგორითმის წარმატების მაჩვენებლის შემცირებას კვანტური კომპიუტერის დაუხვეწაობით და კუბიტებისთვის დამახასიათებელი იმ თვისებით ხსნიან, რომლის მიხედვითაც, მათი რაოდენობის ზრდა სინქრონულობის შემცირებას იწვევს.

კვანტური მათემატიკოსების ამბიციების სრულად განსახორციელებლად ასობით კუბიტის შემცველი მოწყობილობებია საჭირო. და როცა მსგავსი კომპიუტერები ხელმისაწვდომი გახდება, გუნდის მიერ შემუშავებული დროის სვლის შემქცევადი ალგორითმი მათი გამართული მუშაობის შესამოწმებლად შეიძლება გამოიყენონ.

მანამდე კი ყველას, ვისაც კვანტური კომპიუტერი აქვს, მეცნიერთა ალგორითმის გამოყენებით ბენჯამინ ბატონის ეფექტის მიღწევა შეუძლია. “ახლა ყველას შეუძლია კუბიტების გაახალგაზრდავება”, – ამბობს დოქტორი ვინოკური.

თუმცა ეს მხოლოდ კიბერსივრცის უთვალავ სამყაროებზე ვრცელდება. რაც შეეხება რეალურ ცხოვრებას, ერთი ნაწილაკის გაახალგაზრდავებაც კი ბუნებისთვის ზედმეტად რთული ამოცანაა. ამდენად, სიბერე გარდაუვალია და ჩვენც დროის მდინარებას კვლავაც ვერსად გავექცევით.

წყარო : on.ge

სრულად ნახვა
ფიზიკა

რა არის დრო?

რა არის დრო? – ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი კვლავაც არ არსებობს, თუმცა ვარაუდი ბევრია. დრო სწრაფმავალია, არ აქვს საზღვრები და ჩარჩოები, არ ვიცით, სად იწყება ან სად მთავრდება. გვჭირდება თუ არა დრო, რათა შევიგრძნოთ და აღვწეროთ რეალობა? შეიძლება თუ არა დროში მოგზაურობა?

,,დრო არის პარამეტრი რეალობის აღსაწერად. ადამიანები საკუთარ თავს აღვიქვამთ სივრცესა და დროში, შესაბამისად, ჩვენი გრძნობითი ორგანოები აღიქვამს სამ სივრცით განზომილებას: სიგრძეს, სიგანესა და სიმაღლეს. ჩვენ შეგვიძლია ვიმოძრაოთ წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ, ზევით და ქვევით, სხვა განზომილება, წესით, არ არის. თუმცა, სხვადასხვა ვარაუდით არსებობს კიდევ მეოთხე განზომილება, რომელიც არის დრო” – აღნიშნავს გია დვალი, ქართველი ფიზიკოსი, ამჟამად ნიუ-იორკის უნივერსიტეტისა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში, აგრეთვე, მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის, ,,ცერნის”, მეცნიერი.

კლასიკური ფიზიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფუძემდებლის, ისააკ ნიუტონის, წარმოდგენით, სივრცესა და დროს შორის კავშირი არ არსებობს და, ზოგადად, სივრცე აბსოლუტურია. მისი კანონების მიხედვით, დრო სამყაროს უცვლელი სიდიდეა და მთელ სამყაროში ერთნაირად მიედინება. ნიუტონს თავისი ფარდობითობის თეორიით უპირისპირდება ალბერტ აინშტაინი, რომელიც აღნიშნავს, რომ არსებობს მეოთხე განზომილება ,,დრო”, ამ იდეების სისტემამ შეცვალა კლასიკური ფიზიკის ფუნდამენტური შეხედულებები სივრცესა და დროზე და, ასევე, მათ კავშირზე მატერიასთან.

გია დვალმა აღნიშნა, რომ არსებობს ფარდობითი დროის შენელება ან აჩქარება – რას ნიშნავს ეს? მაგალითად, ცნობილია ,,ტყუპების პარადოქსი”, ერთ-ერთი გაემგზავრება კოსმოსური ხომალდით სინათლესთან მიახლოებული სიჩქარით (სინათლის სიჩქარე დაახლოებით არის 300 000 კმ/წმ), უკან დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის, ვინც იმოგზაურა, უფრო ახალგაზრდაა, ეს იმიტომ, რომ მისი ბიოლოგიური საათი შენელდა, ეს არის ჩვეულებრივი ფიზიკური ეფექტი, რომელიც ექსპერიმენტულად შემოწმებულია. შენელება და აჩქარება კოსმოსის სხვადასხვა უბანში გრავიტაციის გამო ხდება. რა არის გრავიტაცია? მასის მქონე სხეულები ერთმანეთს იზადავენ, ეს არის, ზოგადად, მატერიის თვისება. სწორედ გრავიტაციის გამო ბრუნავენ პლანეტები მზის გარშემო წრიულ ორბიტებზე. თუ მივუახლოვდებით შავ ხვრელს, ჩვენი ბიოლოგიური საათიც შენელდება, რადგან გრავიტაციული ველის არე ძალიან ძლიერია. გავრცელებულია მოსაზრება, რომ შავი ხვრელი საკუთარი მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სიმკვრივემდე შეკუმშული ვარსკვლავია, რომელიც სინათლესაც კი ისრუტავს. მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა, დადგეს დრო, როცა თერმობირთვული საწვავის მარაგი ამოიწურება მზის ბირთვში და გრავიტაციის მოქმედებით ყველაფერი შთაინთქმება. რადგანაც ზემოთ ვახსენეთ ბიოლოგიური საათი, მგონი, ჯობს, ეს ტერმინიც განვმარტოთ. ბიოლოგიური საათი არის ადამიანის ორგანიზმის შინაგანი სისტემა, რომლითაც განისაზღვრება ცხოვრების რიტმი, იგი უზრუნველყოფს მეტ-ნაკლებად ზუსტ ორიენტაციას დროში, ბიოლოგიური საათი დაბადებიდანვე იწყებს ათვლას, შემდეგ კი ჩვენი ორგანიზმის ყოველი უჯრედი 24-საათიანი ციკლით მუშაობს. ადამიანში ერთმანეთს ენაცვლება ბიოლოგიური რიტმები, ამაზე გავლენას კი – ჰორმონი მელატონინი ახდენს.

ადამიანები ოდითგანვე ვსვამდით კითხვას, შეიძლება თუ არა დროში მოგზაურობა? როგორც ზემოთ აღინიშნა ტყუპების პარადოქსის მაგალითზე, გამოდის, რომ ფარდობითობის თეორია უშვებს მომავალში მოგზაურობის შესაძლებლობას. ხოლო რაც შეეხება წარსულში მოგზაურობას, ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს შეუძლებელია. აქ უკვე მიზეზშედეგობრიობის პრობლემა გაჩნდება, მაგალითად, საუბრობენ ,,ბაბუის პარადოქსზე”, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი გადავიდეს წარსულში, მოკლას საკუთარი ბაბუა მანამდე, სანამ მამამისი ჩაისახებოდა? ბრიტანელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა აღნიშნა, რომ ბუნების ფუნდამენტური კანონები დროში ამგვარ მოგზაურობას გამორიცხავს. გია დვალი ამბობს: ,,შემიძლია, ჩავჯდე კოსმოსურ ხომალდში, ვიმოძრაო სინათლის სიჩქარით, მერე დავბრუნდე უკან და მე ვიქნები დროში გაცილებით წინ წასული, რადგან ჩემს ბიოლოგიურ საათზე გავა ცოტა დრო, ხოლო დედამიწაზე შეიძლება გავიდეს ათასწლეული, გამოდის, რომ მე შემიძლია გავუსწრო ჩემს თანამედროვეებს, თუმცა უკან ვეღარ დავბრუნდები. წარსულში მოგზაურობის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ეს აღარ გვაძლევს თვითშეთანხმებულობას, დროში უკან დაბრუნებით თქვენ შეცვლიდით აწმყოს, ბუნებას კი არ უყვარს პარადოქსები.”

აღსანიშნავია, რომ დროს ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს, იგი ზოგჯერ ნელა ან სწრაფად გადის, დროის სისწრაფის შეგრძნება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე, ტემპერამენტზე, მეტაბოლიზმზე, ასაკის მატებასთან ერთად დროის სვლას მეტად ვგრძნობთ. უამრავი თეორიისა და ექსპერიმენტის გარდა, არსებობს მოსაზრება, რომ დრო ადამიანის მოგონილია და ჩვენგან დამოუკიდებლად არც არსებობს. ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება, რომ ყველაფერი დალაგებული იყოს, ადამიანი ოდითგანვე ცდილობდა გამოეგონებინა დროის საზომი ხელსაწყო, ალბათ, სწორედ ამიტომ არსებობს წყლის, მზის, ქვიშის, ციფრული და მექანიკური საათები. ფაქტია, რომ დროის გაზომვა შესაძლებელია და ეს სჭირდება ადამიანს წესრიგისთვის.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
განათლებაემიგრანტიმსოფლიოსაბუნებისმეტყველო მეცნიერებებისაქართველოფიზიკა

მერაბ მალიშავა – კორეაში მოღვაწე ფიზიკოსი თბილისიდან

მერაბ მალიშავა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რომელიც ამჟამად მაგისტრატურას კორეაში აგრძელებს. ახალგაზრდა ფიზიკოსმა ჯერ კიდევ მე-3 კურსზე შეძლო სამეცნიერო სტატია გამოექვეყნებინა პრესტიჟულ საერთაშორისო ჟურნალში და ამჟამადაც არ კარგავს მუშაობის ტემპს. საკუთარი საქმიანობისა და სტუდენტური გამოცდილების შესახებ მერაბი თავად გვიამბობს.

-მერაბ, შენი სამეცნიერო სტატია ,,Physical Review Letters-შo” გამოაქვეყნეს, გვიამბე, რას ეხებოდა ნაშრომი და როგორი გამოხმაურება მოყვა მას?
-კომაროვის სკოლის დასრულების შემდეგ, სასწავლებლად ივ.ჯავახიშვილის სახეობის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოვეწყვე და ჯერ კიდევ პირველ კურსზე, პროფესორმა რამაზ ხომერიკმა შემომთავაზა, რომ გვემუშავა ამოცანაზე, რომელიც ეხებოდა გარკვეული სახის ტალღების გავრცელებას არასწრფივი ოსცილატორების ჯაჭვში. ეს იყო საინტერესო პროექტი, სადაც ჩვენ ვიხილავდით ტალღების გაძლიერების მექანიზმს, გამოგვყავდა თეორია, რომელსაც რიცხობრივადაც ვამოწმებდით. ეს იყო ჩემთვის პირველი მეცნიერული გამოცდილება და, საბოლოოდ, მე-3 კურსის მიწურულს ჩვენ გავაგზავნეთ სტატია „Physical Review Letters-ში“, სადაც ჩვენი სტატია მიიღეს. მოგვიანებით, ნაშრომი ზურაბ ჟვანიას ფონდის მიერ დაწესებულ პრემიაზე გავაგზავნე და საპრიზო ადგილიც დავიკავე, სტატიას კი, ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ციტირება მოუგროვდა.
-ამჟამად კორეაში სწავლობ, რატომ მაინცდამაინც კორეა?
-უნივერსიტეტის დამთავრებისას ერთი წლით იტალიაში გავემგზავრე, ქალაქ ტრიესტში, აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ICTP) და მონაწილეობა მივიღე Postgraduate Diploma Programme-ში. იქ გავეცანი ერთ-ერთ დიდ ქართველ მეცნიერს – ბატონ ალექსანდრე ნერსესიანს და შემდგომ, მისი ხელმძღვანელობითვე დავიცავი ნაშრომი.
შემდეგი ნაბიჯი უკვე კორეის კომპლექსური სისტემების ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (PCS IBS) გახდა, სიმართლე გითხრათ, სამუშაო ადგილის არჩევისას გეოფრაფიულ ადგილმდებარეობას უფრო ნაკლებ ყურადღებას ვანიჭებ, ვიდრე იმ შესაძლებლობებს, რასაც სთავაზობს ესა თუ ის ადგილი ადამიანს. მაგალითისთვის, შემოთავაზება მქონდა ბარსელონაშიც, მაგრამ ნამდვილად არ ვნანობ, რომ კორეა ავირჩიე.
საქმე ისაა, რომ იტალიაში სწავლისას შევეხე სამეცნიერო ცხოვრების იმ ასპექტს, რომელიც ეხება კონფერენციებს, თანამშრომლობას, „დიდი ადამიანების“ მოსმენას და მათთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობას. ICTP წარმოადგენს ისეთ ადგილს, სადაც მუდმივად არის მეცნიერების ნაკადი, ამიტომ მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი ბევრ საინტერესო ლექციას, მენახვა – ვინ რას აკეთებს და, ასე ვთქვათ, „პულსი მეგრძნო“. რაღაცნაირად მივედი იმ აზრამდე, რომ შესაძლებლობა – რომ „პულსს გრძნობდე“ ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებაში. იმ ადგილს, რაც მე კორეაში ავირჩიე, აქვს ბევრი თვისება, რაც ICTP-ს. და სწორედ ეს თვისებები გახდა ჩემთვის გადამწყვეტი.
-ამჟამად რა საკითხზე მუშაობ?
-ამჟამად აქ ვმუშაობ საინტერესო პროექტზე რომელიც ეხება, ეგრეთ წოდებულ ანდერსონის ლოკალიზაციას. მოკლედ რომ ავხსნათ, წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ნაწილაკი ისეთ დისკრეტულ სისტემაში (ანუ როცა სივრცეში ნაწილაკის პოვნა შეიძლება არა ნებისმიერ ადგილას, არამედ გარკვეულ „კვანძებზე“, კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში მუდმივად ასეთ სისტემებს შეისწავლიან), სადაც პოტენციალი ყოველ კვანძზე შემთხვევითადაა არჩეული. თურმე, ასეთ სისტემაში ნაწილაკი ვერ ვრცელდება და გარკვეულ ადგილას „ლოკალიზებული“ რჩება. ზუსტად ეს მოვლენაა ანდერსონის ლოკალიზაცია. ჩვენ კი ვიხილავთ არა ერთ, არამედ ორ ნაწილაკს ასეთ სისტემაში და შევისწავლით რა და როგორ შეიცვლება ამ დროს.
-მერაბ, როგორია შენი სამომავლო გეგმები და როდის აპირებ საქართველოში დაბრუნებას?
-კორეაში 3 წელზე მეტი დროის გატარება მომიწევს, ამიტომ – შორეულ გეგმებს არ და ვერ ვაწყობ. ჯერჯერობით, კონცენტრირებული ვარ იმაზე, რისი გაკეთებ აქ და ახლა შემიძლია. ასე რომ, სამწუხაროდ, მომავალზე არაფრის თქმა არ შემიძლია, უფრო მეტი რამ რომ მეთქვა, ძალიან სწორად მოიქცეოდით თუ არ დამიჯერებდით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინასაქართველოფიზიკა

ქართველი ბიოფიზიკოსის ამერიკული წარმატება

ჩვენი  საკმაოდ ბევრი  თანამემამულე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღწევს წარმატებას და საქართველოს სახელს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საერთაშორისო ასპარეზზე.

მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ მეცნიერებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ სამეცნიერო პროექტებზე და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ცდილობენ.

მათ შორის,  საპატიო ადგილი უჭირავს 30 წლის ქართველ ბიოფიზიკოსს – ლევან ზანდარაშვილს, რომელიც უკვე წლებია, რაც ამერიკაში მოღვაწეობს და წარმატებული სამეცნიერო კარიერა აქვს.

ლევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მე-4 კურსზე ის ბიოფიზიკით დაინტერესდა და დაიწყო ექსპერიმენტების კეთება პროფესორ თამაზ მძინარაშვილის ლაბორატორიაში. ამ დროს, შემთხვევით გაირკვა, რომ ტეხასის უნივერსიტეტში, გალვესტონში (UTMB) იყო ერთწლიანი ვაკანსია დამწყები ბიოფიზიკოსისთვის, სადაც მან დიპლომის აღების შემდეგ დაიწყო  მუშაობა. ერთი წელი სწრაფად გავიდა, ლევანს კი – კვლევების მიტოვება არ უნდოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, ამავე უნივერსიტეტში ჩაებარებინა დოქტორანტურაში ბიოფიზიკის განხრით.

დღეს წარმატებით მოღვაწეობს პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, სადაც კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდებს იკვლევს. პროექტი, რომელზეც იგი მუშაობს, შეისწავლის დაზიანებული დნმ-ის აღდგენაში მონაწილე ერთ-ერთ ცილას, სახელად PARP1-ს. სწორედ ეს ცილა გამოიყენება კიბოს მკურნალობისას.

უცხოური წარმატებისა და ამ საქმიანობის სირთულეებზე ,,დოქტრინას“ ახალგაზრდა ბიოფიზიკოსი ამერიკიდან ესაუბრა:

 გვიამბეთ, რა გახდა თქვენი მეცნიერებით დაინტერესების მიზეზი.

-ტექნიკური საგნები, განსაკუთრებით, ფიზიკა და მათემატიკა – ბავშვობიდან მიზიდავდა. მეცხრე კლასში,  როცა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადავედი, კიდევ უფრო მეტად  დავინტერესდი ამ საგნებით. დავდიოდი სასკოლო წრეზე, ფიზიკის ოლიმპიადებზე. სკოლის დამთავრების დროს, უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაბარებაზე ბევრი არ მიფიქრია, ეს ჩემი ბუნებრივი არჩევანი იყო.

მოგვიყევი თქვენ უცხოურ წარმატებაზე და იმ პროექტებზე, რაზეც ახლა მუშაობთ.

-ჩემი პროექტების ზოგადი ფოკუსი არის ცილების სტრუქტურისა და დინამიკის როლის შესწავლა მათ ფუნქციაში. მე (სხვა მეცნიერების მსგავსად) ყოველთვის სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობ, მაგრამ ჩემს მთავარ პროექტში შევისწავლი ცილა PARP-1-ის სტრუქტურას და დინამიკას. PARP-1 მონაწილეობს დაზიანებული დნმ-ის გარემონტებაში. ამ ცილის ინჰიბიცია კი გამოიყენება სხვადასხვა სახის კიბოს მკურნალობაში. ამ წამლების ნაწილი უკვე გამოყენებაშია, ნაწილი კი ჯერ კიდევ კლინიკური კვლევების სტადიაშია. მე ვცდილობ, გავარკვიო, თუ რა ეფექტი აქვთ ამ წამლებს PARP-1-ის სტრუქტურასა და დინამიკაზე. ამ შედეგებზე დაყრდნობით, იმედი გვაქვს, რომ გავარკვევთ თუ რატომ არის ამ წამლების ნაწილი უფრო ეფექტური კიბოს უჯრედების განადგურებაში, ვიდრე დანარჩენები.

რამდენად რთული იყო საქართველოდან შორს თავის დამკვიდრება და ინტეგრაცია უცხოურ საზოგადოებაში?

-მე ამერიკაში ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ჩამოვედი. იყო კულტურული შოკის მომენტი, ენის ბარიერი, მაგრამ დროთა განმავლობაში გადავლახე ეს პრობლემები. ამერიკული უნივერსიტეტების სამეცნიერო დეპარტამენტებში ძალიან ბევრი უცხოელია, ამიტომ, შედარებით მარტივია ხალხის გაცნობა და კონტაქტების დამყარება. როდესაც მოდიხარ ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, ხალხის უმეტესობამ მის შესახებ ან ძალიან ცოტა, ან არაფერი იცის და ყველას მეტის გაგება უნდა.

რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო და რას ურჩევთ მომავალ მკვლევარებს?

-სიმართლე გითხრათ, დიდი საიდუმლო არ მაქვს – გახსნილი გონება, ბევრი შრომა და მუდმივად ახლის ძიება. ბაკალავრიატზე  მე ფიზიკას ვსწავლობდი, დოქტორანტურაში ბიოფიზიკასა და სტრუქტურული ბიოლოგიით დავკავდი. უნივერსიტეტში სწავლისას მხოლოდ საგნებით არ შემოვიფარგლე. გავდიოდი პრაქტიკებს სხვადასხვა ლაბორატორიაში, ვმუშაობდი კომპანია EMCoS-ში, დავდიოდი სემინარებზე და ასე შემდეგ. დროთა განმავლობაში ჩემი ინტერესები და მიზნები არაერთხელ შეიცვალა. ეს საკმაოდ ხშირია და ამის  არ უნდა შეგეშინდეთ. ამერიკაში საკმაოდ ბევრს შეხვდებით,  ვინც კარიერას 30-40 წლის ასაკში ძალიან წამატებულად იცვლის.

მეცნიერებაში, ისევე როგორც ტექნოლოგიაში, მუდმივად რაღაც ახალი იქმნება და ახლის სწავლა გიწევს. აუცილებელია, რომ ამ ცვლილებებს არ ჩამორჩე და მუდმივად რაღაც ახალი ისწავლო. არ უნდა მოერიდოთ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლას. მაგალითად, ჩემი კვლევების პარალელურად, დავინტერესდი მონაცემთა მეცნიერებით (data science), დავიწყე მისი დამოუკიდებლად სწავლა და ვგეგმავ ჩემს პროექტებში გამოვიყენო.

გვიამბეთქვენ სამომავლო გეგმებზე.

-ჩემს კარიერას რა მიმართულებით წავიყვან, ჯერ ზუსტად არ ვიცი. მაქვს რამდენიმე  პერსპექტივა. შემიძლია დავრჩე აკადემიაში, გადავიდე ფარმაცევტულ კომპანიაში ან საერთოდ შევიცვალო კარიერის მიმართულება. ამჟამად მინდა, რომ ჩემს პროექტზე გაკეთებული აღმოჩენები გამოვაქვეყნო. ეს პროცესი დაახლოებით ნახევარ ან ერთ წელს წაიღებს. იმედი მაქვს,  რომ ამ მომენტისთვის გადავწყვეტ თუ რა მიმართულებით მინდა კარიერის გაგრძელება. საბედნიეროდ, ფართო არჩევანი  მაქვს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 6
Page 1 of 6