close

ეს საინტერესოა

ბიოლოგიაეს საინტერესოა

მაშინ, როდესაც ამას კითხულობ, შენი ორგანიზმი 220 კმ/წმ სიჩქარით გადაადგილდება გალაქტიკაში

,,ყურადღება მიაქციე, რომ ადამიანს შეუძლია აღიქვას ელექტრომაგნიტური და აკუსტიკური სპექტრის მხოლოდ 1 %. მაშინ, როდესაც ამას კითხულობ, შენი ორგანიზმი 220 კმ/წმ სიჩქარით გადაადგილდება გალაქტიკაში. ორგანიზმში არსებული უჯრედების 90 % საკუთარი მიკრობული დნმ-ის მატარებელია და სულაც არ არის ,,შენი”. შენს სხეულში არსებული ატომების 99.9999999999999999% სიცარიელეა და არცერთი მათგანია არ წარმოქმნილა შენი დაბადებისას, არამედ ყველა მათგანი ვარსკვლავთა სფეროში მიმდინარე პროცესების შედეგია. ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს ანუ ორჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ჩვეულებრივ კარტოფილს. ცისარტყელის არსებობა დამოკიდებულია შენს თვალში არსებულ ფოტორეცეპტორებზე, ცხოველისთვის, რომელსაც არ აქვს ბადურა, ცისარტყელა არ არსებობს. ასე რომ, შენ არა მხოლოდ უყუებ ცისარტყელას, არამედ მონაწილეობ მის შექმნაშიც” – ნასას მთვარის მეცნიერების ინსტიტუტი, 2012 წ.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

უფასო მოგზაურობა, შეუზღუდავი შვებულება ანაზღაურებით, კვერცხუჯრედების გაყინვა – საუკეთესო სამსახურები

ახალი თაობის თანამშრომლებისთვის მაღალი შემოსავალი მთავარი აღარ არის. თანამედროვე ადამიანს ისეთ კომპანიაში უნდა მუშაობა, რომელიც მას არამხოლოდ მაღალ ხელფასს და გულუხვ პრემიას შესთავაზებს, არამედ ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებს. ასეთი გარემოს და დაბალანსებული სამუშაო გრაფიკის ძებნაში ბევრი დაიღალა, ძველი სამსახური დატოვა და საკუთარი კომპანია შექმნა. რა დამატებითი სტიმულები აქვთ ცნობილ კომპანიებს თანამშრომლების შენარჩუნებისთვის და ვის რა ფინანსური თუ არაფინანსური ბონუსები აქვს?

Airbnb-ი ინტერნეტკომპანიაა, რომლის ვებგვერდის დახმარებითაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ხანმოკლე ვიზიტებისთვის სასურველ აპარტამენტს მოძებნით და წინასწარ დაიქირავებთ.

Airbnb-ი ყოველწლიურად თანამშრომლებს 2000 დოლარამდე თანხას უხდის იმისთვის, რომ მათ ვებგვერდზე განთავსებული რომელიმე ბინა/სახლი დასვენებისთვის შეარჩიონ.

Glassdoor-ის მიერ 2016 წელს ჩატარებული გამოკითხვით, რომელშიც დასაქმებული ადამიანები თავად აფასებდნენ დამსაქმებელ ორგანიზაციას, Airbnb-ი სამუშაო პირობების მხრივ საუკეთესო კომპანიად დასახელდა.

ამ კატეგორიაში მოწინავე კომპანიები არიან Netflix-ი და LinkedIn-ი.

Netflix-ს ანაზღაურებადი შვებულების კონცეფციის შემოქმედსაც უწოდებენ. “ჩვენი მიდგომა ასეთია: “აიღეთ შვებულება! ჩვენ არ გვაქვს რაიმე წესები ან ფორმები, რომლითაც დასვენების დღეების რაოდენობაა გაწერილი”, – წერია Netflix-ის ვებგვერდზე.

ზუსტად ასეთი მიდგომა აქვს პროფესიულ სოციალურ ქსელ LinkedIn-ისაც, სადაც მიაჩნიათ, რომ შეუზღუდავი ანაზღაურებადი შვებულება თანამშრომლებს მოქმედების სრულ თავისუფლებას ანიჭებს და საკუთარი ცხოვრების სურვილისამებრ კონტროლის შეგრძნებას უჩენს.

კომპანიები, რომლებიც ქალებს კვერცხუჯრედების გაყინვას სთავაზობენ

Apple-მა და Facebook-მა კომპანიაში ქალი პროგრამისტების მოსაზიდად საინტერესო მეთოდი აირჩიეს. ისინი მზად არიან ქალ პროგრამისტებს კვერცხუჯრედების გასაყინად და შესანახად 20 000 დოლარი გადაუხადონ.

,,ჩვენ გვსურს, რომ, ერთი მხრივ, ქალებს Apple-ში მუშაობის შანსი მივცეთ, მეორე მხრივ კი ოჯახის შექმნის მოტივაცია და ახლობლებზე ზრუნვის შესაძლებლობა გავუჩინოთ”, – აცხადებენ Apple-ში.

კვერცხუჯრედის გაყინვა, გრძელვადიან პერსპექტივათა კატეგორიას განეკუთვნება და ქალი ბავშვის გაჩენას როცა მოისურვებს მაშინ შეძლებს.

თავის დროზე Apple-ისა და Facebook-ის ამ “ბონუსს” უარყოფითი რეაქციაც მოჰყვა. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ასეთი მიდგომით, კომპანიები ქალებზე ზეწოლას ახდენენ, უფრო კონკრეტულად კი “ქალები აღარ ჩქარობენ ბავშვების გაჩენას”.

სამსახური, სადაც ძაღლის მიყვანა ნებადართულია

მსოფლიოში ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საოცნებო სამუშაო ადგილად აღიარებულ Google-ში, თანამშრომლებს ოთხფეხა მეგობრების წაყვანა შეუძლიათ.

აღმოჩნდა, რომ Google-ის ძალიან ბევრი თანამშრომელი ძაღლების მოყვარულია. Google-ის წესდებაში წერია, რომ კომპანიის თანამშრომელს სამსახურში ძაღლის მიყვანა შეუძლია – “ჩვენ გვიყვარს კატები, მაგრამ ძაღლების კომპანია ვართ, ასე რომ კატა ჩვენთან სტუმრობით თავს კარგად ვერ იგრძნობს”, – ამბობენ Google-ში.

Reed.co.uk-ის ცნობით, დასაქმებული ბრიტანელების 8% სამსახურში ძაღლით დადის.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოაფიზიკაქიმია

საწყისი ელემენტები, რომლისგანაც სამყარო არის აგებული

 ადამიანს უძველესი დროიდან აინტერესებდა, რა საწყისი ელემენტებისაგან არის აგებული სამყარო. ძველბერძნულ ფილოსოფიაში ჩამოყალიბდა სამყაროს შემადგენელი უმცირესი ელემენტის ცნება, თუმცა წარმოდგენები მის შესახებ სხვადასხვაგვარი იყო.

მონისტური მიდგომის თანახმად, სამყაროში არსებული საგნების თავისებურებას განაპირობებს ერთი ძირითადი სუბსტანცია – ელემენტი; თალესს ასეთად მიაჩნდა წყალი, ანაქსიმანდრეს – ჰაერი და ა.შ. პლურალისტური მიდგომა რამდენიმე ელემენტს აღიარებდა. მაგალითად, ემპედოკლე მიიჩნევდა, რომ ყველაფრის საწყისია ოთხი ელემენტი – ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა; საგნების ბუნებას ამ ელემენტთა პროპორცია და ურთიერთგანლაგება განაპირობებს; მათი კომბინაცია იცვლება, მაგრამ თვითონ ეს ელემენტები – არა. პლატონისა და არისტოტელეს მიხედვით, დაშვებულია მეხუთე საწყისი ელემენტის არსებობაც. ატომისტები მიიჩნევდნენ, რომ საგნები შედგება დაუყოფელი ელემენტებისაგან, ატომებისაგან, რომელთა შეგრძნება ან დანახვა შეუძლებელია (ძველბერძნულად „ატომი“ ნიშნავს „დაუყოფელს“). დემოკრიტე მიიჩნევდა, რომ ატომებს აქვთ სხვადასხვა ფორმა, ისინი მოძრაობენ, ურთიერთქმედებენ და მათი ურთიერთგანლაგება განსაზღვრავს საგნის მახასიათებლებს. არისტოტელე მიუთითებდა რამდენიმე წინააღმდეგობაზე ამ თეორიაში; თუ ატომებს აქვთ ფორმა და ზომა, მაშინ ისინი ვერ იქნებიან დაუყოფელი; თუ ატომები წარმოადგენენ მათემატიკურ წერტილებს ნულოვანი ზომით, მათი ერთობლიობა ვერ მოგვცემს არანულოვანი ზომის საგანს; თუ ატომებს შორის სიცარიელეა, გარემო ვერ გაუწევს წინააღმდეგობას სივრცეში მოძრავ სხეულს და სხეული უსასრულოდ იმოძრავებს.

 ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიდგომა სამყაროს საწყის ელემენტთა ძიებასთან დაკავშირებით საფუძველში მართებულია, მაგრამ დეტალებში – მცდარი. მათ მიერ საწყის ელემენტებად მიჩნეული მიწა, ჰაერი და ა. შ., თანამედროვე მეცნიერების მიხედვით, თვითონ შედგება ქიმიური ელემენტებისაგან, ანუ ატომებისაგან. მაგალითად, სუფთა წყალი (წყლის მოლეკულა H2O) შედგება ორი ქიმიური ელემენტის – ჟანგბადისა და წყალბადის ატომებისაგან, ჰაერი – აზოტის, ჟანგბადის, ნახშირბადისა და სხვა მინარევებისაგან. დედამიწის ქერქი შეიცავს 90-ზე მეტ ბუნებრივად წარმოქმნილ ქიმიურ ელემენტს. ისევე როგორც ასოებისაგან იქმნება ათასობით სიტყვა, ატომების შეერთებით იქმნება უამრავი სხვადასხვა მოლეკულა. თავის მხრივ, მოლეკულა ნივთიერების (მაგალითად, წყლის) თავისებურების განმსაზღვრელი უმცირესი ნაწილია. ასეულობით წლის განმავლობაში ატომი დაუყოფელ უმცირეს ნაწილაკად იყო მიჩნეული, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ ატომს რთული სტრუქტურა აქვს, ის უფრო მცირე ნაწილაკებისაგან შედგება. ატომის ცენტრში მოთავსებულია მკვრივი ბირთვი, რომელშიც თავმოყრილია ატომის მასის ძირითადი ნაწილი. ბირთვი შედგება ელემენტარული ნაწილაკებისაგან – პროტონებისა და ნეიტრონებისაგან; პროტონები დადებითადაა დამუხტული და მათი ერთობლიობა ატომის ბირთვის დადებით მუხტს ქმნის, ნეიტრონი კი ნეიტრალურია. ატომის გარე შრეებში ბრუნავს ძალზე მცირე და მსუბუქი უარყოფითი ელექტრული მუხტის მქონე ნაწილაკები – ელექტრონები. მათ ბრუნვას ატომის ბირთვის გარშემო განაპირობებს საწინააღმდეგო ნიშნის მუხტების ურთიერთმიზიდულობა. რაც უფრო მეტი პროტონია ბირთვში, მით მეტია მისი ელექტრული მუხტი და, შესაბამისად, მეტ ელექტრონს შეუძლია თანამგზავრის მსგავსად ბირთვის გარშემო იმოძრაოს. ელექტრონის მოძრაობის კოორდინატების განსაზღვრა ძალიან რთულია. ატომს არა აქვს მკაფიოდ გამოხატული გარესაზღვრები, მაგრამ მისი ზომის განსაზღვრა შესაძლებელია მეზობელი ატომების ბირთვებს შორის არსებული მანძილით. ატომის ზომის სიმცირის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად შეიძლება ასეთი თვალსაჩინო მაგალითის მოყვანა: საღებავი, რომლითაც ნაბეჭდ ტექსტში წერტილია გამოსახული, შეიცავს ნახშირბადის ას მილიარდ ატომს; ატომი რომ დავინახოთ, წერტილის მასშტაბი 100 მეტრის დიამეტრის მქონე წრემდე უნდა გაიზარდოს. ატომის ბირთვსა და მის გარშემო მბრუნავ ელექტრონებს შორის არის „ცარიელი“ სივრცე, მაგრამ ეს პირობითი სიცარიელეა, ეს სივრცე შევსებულია ძლიერი ელექტრული და მაგნიტური ველებით, ამიტომ ატომის შიგნით შეღწევა ძალიან რთულია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოაპოლიტიკა

რატომ არ განხორციელებულა ტერორისტული თავდასხმა იტალიაში?

 „ჩვენ რომამდეც მოვაღწევთ“- ამ წინადადებით დაიმუქრა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი რადიკალი აქტივისტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელიც რომის პაპის სურათის დახევით სრულდება. ამიტომაც, ყურადღებას იქცევს ფაქტი, რომ იტალიაში არ განხორციელებულა არცერთი ტერორისტული თავდასხმა ჯიჰადისტების მიერ, მაშინ, როცა დანარჩენ ევროპაში – ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში ეს მოხდა. თუმცა, ეს ფაქტი არ უკავშირდება მიგრანტებსა და ტერორიზმს შორის არსებულ კავშირს, რადგან 2017 წლის პირველ ნახევარში ევროპაში ჩასული არალეგალური მიგრანტების 82 % სწორედ იტალიამ მიიღო.

The Economist-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ეს მოვლენა ახსნილია იტალიური მაფიის არსებობით, რაც პრობლემური გახდა ჯიჰადისტებისათვის, რომ დაეგეგმათ და შემდეგ განეხორციელებინათ ტერორისტული თავდასხმა. თუმცა, არა იმ კონტექსტში, როგორც მკითხველთა უმეტესობა იფიქრებს.

 საქმე ისაა, რომ იტალიის პოლიციამ უკვე შეიძინა ძალიან დიდი გამოცდილება საეჭვო პიროვნებებისა თუ ჯგუფის იდენტიფიცირებაში, რადგან მას წლებია უწევს დაუპირისპირდეს იტალიურ მაფიას. ამასთან ერთად, ჯერ კიდევ 1970-იან და 1980-იან წლებში იტალიის პოლიცია უმკლავდებოდა მემარცხენე თუ მემარჯვენე რადიკალ ტერორისტებს, როდესაც სხვა ევროპულ ქვეყნებში ეს პრაქტიკა არ ყოფილა. ამიტომაც, იტალიის ხელისუფლება ცდილობს მაშინვე გააძევოს ქვეყნიდან ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რელიგიურ ექსტრემიზმში. საეჭვო ნიშნების არსებობის მოტივით, იანვრის შემდეგ, 150-მდე ადამიანი გააძევეს ქვეყნიდან.

ეკონომიკური კვლევების ამერიკის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა კვლევა, რომელშიც გამოყენებულია 2014-2015 წლის სტატისტიკური მონაცემები. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იტალიაში იდენტიფიცირდა მხოლოდ 87 რელიგიური ექსტრემისტი, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ბრიტანეთში 760, ხოლო საფრანგეთში თითქმის 2500 გახლდათ.

თუმცა, მკვლევართა გარკვეული ნაწილი მიუთითებს სხვა ფაქტორებზეც: იტალიაში არ არსებობს მუსლიმური გეტოები, როგორც საფრანგეთში „banlieues-ი”, მაგალითად. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალ-ქაიდა, რომელიც ჯიჰადისტების დომინანტურ ძალად მიიჩნევა, იტალიას იყენებდა, როგორც ლოჯისტიკურ ბაზას ევროპაში. „მათ ჩვენ ვჭირდებოდით, აი, რატომ ვიყავით უსაფრთხოდ“– აღნიშნავს მაიკლ გოპი, თავდაცვის აკადემიიდან.

 

წყარო: The Economist, The Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაქიმია

რატომ გვატირებს ხახვი?

როდესაც ნებისმიერი ბოსტნეული დაზიანებულია, მისი უჯრედები ღიაა. ამ დროს მცენარე ცდილობს დაიცვას თავი მწარე გემოს მქონე ქიმიური ნივთიერება – პოლიფენოლების გამოყოფით.
მაგრამ ხახვის დაცვის მექანიზმი კიდევ უფრო შორს მიდის, რაც კიდევ უფრო არასასიამოვნო ქიმიკალის -propanethial S-oxide-ის გამოყოფაში გამოიხატება, ეს მცენარეს პარაზიტებისგან იცავს.
ეს აქროლადი ქიმიკატი lachrymatory factor–ის სახელითაცაა ცნობილი. აქროლვადობა ნიშნავს, რომ, როგორც კი ის გამოიყოფა, სწრაფად აორთქლდება და თვალში ხვდება. იქ ის შთანთქავს წყალს, რომელიც ჩვენი თვალის ზედაპირს ფარავს და წარმოიქმნება სულფენინის მჟავა.
ეს აღიზიანებს ლაქიმიურ ჯირკვალს, რომელიც ცრემლსადენი ჯირკვლის სახელითაცაა ცნობილი. იმის გამო, რომ წარმოებული მჟავას რაოდენობა ძალიან მცირეა, მისი ეფექტი მხოლოდ გამაღიზიანებელია და არა მავნე.
თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ propanthial s-oxide-ის გამოყოფა ხახვის ერთ ენზიმში (ფერმენტში) ხდებოდა, რომელიც allicinase-ის სახელითაა ცნობილია, ეს გახლავთ ბიოლოგიური კატალიზატორი, რომელიც აძლიერებს თვალის გამაღიზიანებელი ნაერთების გამომუშავებას.
მაგრამ ზოგიერთი კვლევის ვარაუდით ცრემლის გამოსაყოფად ორი ენზიმია საჭირო.
ორი ფერმენტების შეიძლება საჭიროა აწარმოოს ამ თვალის მორწყვა ეფექტი.
ეს უფრო კომპლექსური ახსნა იწყება გოგირდით, რომელსაც ხახვი შთანთქავს ნიადაგიდან და ინარჩუნებს PRENCSO 1-ის(1-პროპენილ-ლ-ცისტეინის სულფქსიდს) სახელით ცნობილ ნაერთში.
როდესაც ხახვი დაზიანებულია, ის გამოყოფს allicinase-ს, რომელიც რეაგირებს PRENCSO-თან ამიაკისა და 1-პროპენილსლფლენჰინის მჟავას წარმოსაქმნელად.
მეორე ფერმენტი, რომელიც lachrymatory-factorსინთეზის სახელითაა ცნობილი, propanthial s-oxide-ად გადაიქცევა.
მაშ, რატომ გვიწვავს ზოგი ხახვი სხვაზე მეტად თვალს? ამის შესახებ უამრავი დებატი არსებობს.
ერთი დამაჯერებელი ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ის დაკავშირებულია გოგირდის რაოდენობასთან, რომელსაც ხახვი ნიადაგიდან შეიწოვს, რაც თავის მხრივ, ნიადაგსა და გაზრდის პირობებზეა დამოკიდებული. ნიადაგში გოგირდის მაღალი დონე ხელს უწყობს მოსავლიანობისა და ხახვის სიმწარის გაზრდას.
როგორ შევაჩეროთ ცრემლები?
ტირილის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს ხახვის lachrymatory-factor-ის სინთეზის ფერმენტის ჩასახშობად სასელექციო ან გენეტიკური მოდიფიკაცია.
ასევე, არსებობს რამდენიმე იოლი ტექნოლოგიური გამოსავალი. ვინაიდან რეაქცია მოიცავს ფერმენტებს, რეაქციის სიჩქარე და გამაღიზიანებელი ქიმიკატების წარმოშობა შეიძლება შემცირდეს ფერმენტების დაზიანებით ან შემცირებით.
თეორიულად, ხახვის ბლანშირება (ხილის და ბოსტნეულის დამუშავება ცხელი წყლით ან ორთქლით) ამცირებენ ფერმენტებს და რეაქციას ხელს უშლიან.
ეს მეთოდი ეფექტურია, თუმცა არა პრაქტიკული. რეაქციის შემცირება მიიღწევა დაჭრამდე ხახვის მაცივარში ჩადებით. თუმცა, ხახვის მაცივარში დიდი ხნით შენახვა არ შეიძლება, ვინაიდან სველდება, რბილდება და არომატს კარგავს. უმჯობესია, თუ ხახვს გრილ, ბნელ ადგილზე შევინახავთ.
იმისთვის, რომ ტირილი ავიცილოთ, კარგია ხახვის გამდინარე წყალში გავლებაც.

 

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიაკვლევებიკულტურა

სამკაულის შექმნისა და განვითარების ისტორია

 სამკაულის ისტორიის საწყისები წარსულ ათასწლეულთა წიაღში იკარგება. სპილენძ-ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული (ძვ. წ. IVII ათასწლეული), როცა ადამიანი ლითონს დაეუფლა, ლითონმა, განსაკუთრებით ოქრომ და ვერცხლმა, სამკაულის წარმოებაში უპირველესი ადგილი დაიმკვიდრა.

ამის ძირითადი მიზეზი იყო ამ კეთილშობილი ლითონების, ოქროსა და ვერცხლის, მიმზიდველი ფერი და ბზინვარება, მათი ქიმიური მდგრადობა. გარდა ამისა, ორივე ეს ლითონი, განსაკუთრებით კი ოქრო, არაჩვეულებრივად პლასტიკურია, რის გამოც, შეუცვლელი მასალაა სამკაულის წარმოებაში.

ოქრომჭედლობა, როგორც ხელოსნობის დარგი, წარმოშობიდანვე მნიშვნელოვანწილად სწორედ სამკაულთა წარმოებას ემსახურებოდა. ამდენად, ოქრომჭედლობის განვითარების ისტორია ძირითადად ემთხვევა სამკაულის ისტორიას. თუმცა ვერავინ იტყვის, როდის შეიმკო პირველად თავი ადამიანმა. პირველი სამკაული იყო ის, რასაც ბუნება პირველყოფილ ადამიანს მზამზარეულად სთავაზობდა; ყვავილებითა და მცენარეული რტოებით შემკობის წესი კაცობრიობას დღემდე გამოჰყვა. ბრინჯაოს ხანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა სამკაულთა ძირითადი სახეობები – ბეჭედი, სამაჯური, გულსაკიდი, ყელსაბამი, საყურე და დიადემა (შუბლის შესამკობელი) და შეიქმნა კომპლექტი ანუ სამკაულის ნაკრები, რომელსაც დღემდე არ განუცდია არსებითი ცვლილება.

საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა სამკაულის მასალა, ფორმა და სტილი, მაგრამ უცვლელი რჩებოდა სამკაულის ძირითადი კომპლექტი. სამკაულს ოდითგან მხატვრულ-ესთეტიკური დანიშნულება ჰქონდა. მისი მიზანი ადამიანის შემკობა იყო. ამდენად, ქალის სილამაზის იდეალისა და ჭირვეული მოდის ცვალებადობის კვალდაკვალ სამკაულის ფორმა და ხასიათი საკმაოდ სწრაფად და ხშირად იცვლებოდა. სამკაულს იმთავითვე ჰქონდა ასევე ავგაროზის დანიშნულებაც. ფიქრობდნენ, რომ თუ ადამიანი სამკაულად ატარებდა ღვთაების ან მისი რაიმე ატრიბუტის სიმბოლურ გამოსახულებას, იგი ეზიარებოდა ამ ღვთაებას და მისი მფარველობის ქვეშ დაცული იქნებოდა ყოველივე ავისაგან. განსაკუთრებული ზებუნებრივი ზემოქმედების ძალა მიეწერებოდა სამკაულად გამოყენებულ ცხოველთა კბილებს, ზოგიერთ მინერალს და სხვ.

 შუა საუკუნეების ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც ოქრომჭედლობა განსაკუთრებით განვითარდა, სამკაულთა შორის საპატიო ადგილი დაიკავა ჯვარმა, როგორც ქრისტეს სიმბოლომ. მაგრამ არც ათასწლეულების სიღრმიდან მომდინარე ძველ რწმენა- წარმოდგენებს დაუკარგავს მნიშვნელობა ამ ეპოქაში. პირიქით, სწორედ შუა საუკუნეებში, როდესაც გაიზარდა ინტერესი ალქიმიისა და ასტროლოგიის მიმართ, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ფერადი ქვების, მინერალების სიმბოლიკას, რასაც ზოდიაქოს ნიშნებიც დაუკავშირეს. ეს წარმოდგენები დღესაც ცოცხლობს. სამკაულს ძველ დროში ეთნიკური თუ სოციალური მდგომარეობის განმასხვავებელი ნიშნის, ანუ ინსიგნიის ფუნქციაც ჰქონდა. სამკაული, როგორც ინსიგნია, გაცილებით დიდი დატვირთვის მქონე და უფრო კონსერვატულიც იყო. ბეჭედი, სამაჯური, ყელსაბამი და საყურე გარკვეულ პერიოდში წარჩინებული მამაკაცის მორთულობის აუცილებელი ელემენტი გახდა. საქართველოს მიწის წიაღი მდიდარია მადნეული რესურსებით. საქართველოს ტერიტორიაზე ადრებრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარი) ყორღანებში აღმოჩენილი მასალა გვიჩვენებს, რომ აქაური ოქრომჭედლები ფლობდნენ ლითონის მხატვრული დამუშავების უმთავრეს ხერხებს; გარდა ამისა, უძველესი სამკაულის შესწავლის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოქროს სამკაულს ზედა ფენის წარმომადგენლები – როგორც კაცები, ისე ქალები – ატარებდნენ, მასობრივად კი – სპილენძისა და ბრინჯაოს სამკაული იყო გავრცელებული.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიბიზნესიეს საინტერესოა

კლოუნი, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა

  გი ლალიბერტემ, სახელგანთქმული კანადური ცირკის – Cirque du Soleil-ის დამფუძნებელმა, გადაწყვიტა 35 მილიონი დოლარი გადაეხადა და ჩვენი პლანეტა დაეტოვებინა, ეს წლების წინ მოხდა, ოჩოფეხების ვირტუოზი და ცეცხლის მყლაპველი რაკეტის აფრენის წინ ახლობლებსა და მეგობრებს ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა. ცნობილია, რომ ორბიტაზე გასვლის შემდეგ კოსმიურმა ტურისტმა მშვენივრად იმოგზაურა.

ეს არის ფაქტი, რომელიც მოტივაციას აძლევს ადამიანებს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის რანგს და შესაძლებლობებს, ყველას შესწევს იმის ძალა, რომ ბევრი ცდისა და ძალისხმევით მიაღწიონ მიზანს, რომელიც მათ აქვთ.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

რას გულისხმობს ემოციების საბანკო ანგარიში?

 ყველას კარგად ესმის საბანკო ანგარიშების დანიშნულება. საბანკო ანგარიშზე დადებული პერიოდული შეტანების მეშვეობით ჩვენ ვქმნით და ვაფართოებთ ჩვენს სახელზე შენახული ფულადი სახსრების რეზერვს. ემოციების ბანკში გახსნილი ანგარიში კი, ნდობის და უსაფრთხოების განცდის იმ რეზერვის აღმნიშვნელია, რომელიც იქმნება ყოველი ახალი ურთიერთობის დაწყეებისთანავე და შემდგომში ან იზრდება ან მცირდება – იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება ეს ურთიერთობები.

შესაძლოა ურთიერთობაში რაღაც შეცდომა დაუშვათ, მაგრამ ემოციური რეზერვი ამას აიტანს, შესაძლოა, ვერ მოახერხოთ აზრის გასაგებად ფორმულირება, მაგრამ ის თქვენ მაინც გაგიგებთ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ნდობის რეზერვი დიდია, ადამიანებს შორის ურთიერთობა მარტივი და ეფექტიანი ხდება.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ახლად აღმოჩენილი იურული ზღვის მონსტრი ოკეანის სუპერმტაცებლებთანაა დაკავშირებული

 დედამიწაზე უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიც, სანამ აღმოაჩენდნენ, ათეულობით წლების განმავლობაში კაცობრიობის ცხვირწინ არსებობდნენ. ასეა ახლად აღმოჩენილი “ზღვის მონსტრის”, Arminisaurus schuberti-ის, შემთხვევაშიც, რომელიც იურულ ოკეანეში 190 მილიონი წლის დაცურავდა.

Arminisaurus-ის განმარხებული ძვლები თავდაპირველად აღმოაჩინეს ბილეფელდის მახლობლად გერმანიაში 1980-იანი წლების დასაწყისში. თუმცა ძვლები დაზიანებული იყო და მხოლოდ მისი 40 პროცენტის აღდგენა შეძლეს.

ძვლების გადარჩენა მოყვარული პალეონტოლოგის – ზიგიფრიდ შუბერტის დამსახურებით მოხერხდა, რომელმაც ნამარხი გაასუფთავა და 2015 წელს Naturkunde-ის მუზეუმში, ბილეფელდში გაგზავნა.

პლეზიოზავრს სახელი, Arminisaurus schuberti, შუბერტისა და გერმანელი არმინიუსის  პატივსაცემად დაერქვა.

მეცნიერი – სვენ საჩი აცხადებს, რომ პლეზიოზავრი დინოზავრების ერის ყველაზე წარმატებულ ზღვის მტაცებელ ცხოველებს განეკუთვნება.

არმინიუსი დაახლოებით 3-4 მეტრი სიგრძის იყო და სავარაუდოდ,  პატარა მტაცებელებზე ნადირობდა. თუმცა, თითქმის მთელი ბეჭის ძვლისთვის დამახასიათებელია თვისებები, რაც Cretaceous-ის პერიოდის(გეოლოგიური პერიოდი, რომელიც იურული პერიოდის შემდგომი ხანაა) მტაცებლებისთვისაა დამახასიათებელი.

ეს აღმოჩენა პოლეონტოლოგებს პლეზიოზავრების ევოლუციური გამოსხივების უკეთ გაგებაში დაეხმარება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ Arminisaurus-ი მნიშვნელოვანია, რადგან ის თარიღდება ადრეული იურული პერიოდით. ამ დროის მხოლოდ ორი პლეზიოზავრის ნამარხია ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი. ეს კი  Arminisaurus-ს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.

კვლევა ჟურნალ Alcheringa-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიეთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოატექნოლოგიები

როგორია 69,995-აშშ დოლარიანი iPhone-ი?

როდესაც რამდენიმე დღის წინ iPhone-ის პირველი თაობის ბაზარზე გამოჩენის 10 წლისთავის აღსანიშნავად კომპანია ,,Apple-მა” საიუბილეო iPhone X-ი წარადგინა, საზოგადოება მისმა ფასმა (1,000 აშშ დოლარი) შოკში ჩააგდო.

თუმცა ახალ „ლაქშერი“ მობილურ ტელეფონთან შედარებით, ეს ფასი ძალიან დაბალია.

 დიზაინერებმა შექმნეს Lux iPhone X Ingot-ი, რომელშიც 250 გრამი მყარი ოქროა – მისი ფასი კი –  69,995 აშშ დოლარია.

ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა ფირმამ – Brikk, Apple-ის მიერ გასულ კვირას გაკეთებული სიურპრიზის შემდეგ საკუთარ ვებგვერდზე მთელი რიგი ახალი ლაქშერი პროდუქტი წარმოადგინა.

რაც შეეხება ოქროს Lux iPhone X Ingot-ის ხაზს, ის რამდენიმე სახის ტელეფონს მოიცავს. ერთს 108 მახასიათებელი აქვს და 108 გრამ 22-კარატიან ოქროს შეიცავს. ხოლო მეორე – 250 მახასიათებელს და 250 გრამ 22-კარატიან ოქროს.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 88 89 90 91 92 95
Page 90 of 95