close

არქეოლოგია

არქეოლოგია

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დ’არტანიანის საფლავი აღმოაჩინეს

ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტის ეკლესიაში, აღმოაჩინეს ჩონჩხი, რომელიც შესაძლოა ფრანგ მუშკეტერ დ’არტანიანს ეკუთვნოდეს. ალექსანდრ დიუმას ცნობილი რომანის გმირის პროტოტიპი რამდენიმე საუკუნის წინ სწორედ ამ ქალაქში დაიღუპა. ნეშტი თანამედროვე ეკლესიაში იპოვეს, რომლის ისტორიაც სულ მცირე XIII საუკუნით თარიღდება. აღმოჩენა თებერვალში, იატაკის ნაწილობრივი ჩამონგრევის შემდეგ დაწყებული სარემონტო სამუშაოების დროს გაკეთდა.

დიაკვან იოს ვალკეს თქმით, რომელიც პირველ გათხრებს ესწრებოდა, მაასტრიხტში ჩონჩხის გვერდით ფრანგული მონეტა იპოვეს. „გარდა ამისა, საფლავის მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანი პიროვნება იყო: ჩონჩხი იქ იპოვეს, სადაც ადრე საკურთხეველი იდგა, იმ დროს კი საკურთხევლის ქვეშ მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებს ან სხვა გავლენიან პირებს მარხავდნენ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ჩონჩხი ეკლესიიდან უკვე გადაასვენეს და ახლა ნიდერლანდების აღმოსავლეთით, დევენტერის არქეოლოგიურ ინსტიტუტში იმყოფება. 13 მარტს ნეშტიდან აიღეს დნმ-ის ნიმუში, რომელიც ამჟამად მიუნხენის ლაბორატორიაში მოწმდება.

შარლ ოჟე დე ბატს დე კასტელმორმა, რომელიც ცნობილია როგორც დ’არტანიანი – ლუი XIII-ისა და ლუი XIV-ის ლეგენდარული მუშკეტერი, მთელი ცხოვრება საფრანგეთის გვირგვინის სამსახურს მიუძღვნა. სწორედ ეს გასკონელი აზნაური გახდა ალექსანდრ დიუმას XIX საუკუნის მსოფლიო ბესტსელერის, „სამი მუშკეტერის“ მთავარი გმირის პროტოტიპი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაჰუმანიტარული მეცნიერებები

იტალიელი მეცნიერების ვარაუდით, გიზის პლატოს ქვეშ მეორე სფინქსი იმალება

იტალიელმა მეცნიერებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს – თანამგზავრული რადარებისა და მოწინავე სკანირების ტექნოლოგიის (SAR) გამოყენებით, მკვლევრებმა ქვიშის ქვეშ გეომეტრიული ანომალიები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი ვარაუდით, შესაძლოა ლეგენდარული დიდი სფინქსის „ტყუპი“ ძეგლი აღმოჩნდეს.

ჯგუფის ხელმძღვანელის, ფილიპო ბიონდის განმარტებით, როდესაც მათ პირამიდებიდან არსებულ სფინქსამდე ხაზები გაავლეს და ეს გეომეტრია სარკისებურად აირეკლეს, ზუსტად იმ წერტილზე გავიდნენ, სადაც მიწისქვეშ მასშტაბური სტრუქტურა ფიქსირდება. ბიონდი 80%-ით დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ მეორე სფინქსია. მისივე თქმით, ეს თეორია სიმართლესთან ახლოსაა, რადგან ცნობილ „სიზმრის სტელაზე“ (რომელიც სფინქსის თათებს შორის მდებარეობს) გამოსახულია ორი სფინქსი, რაც დიდი ხანია აჩენდა ეჭვს, რომ მონუმენტს მეწყვილე ჰყავდა.

გარდა სავარაუდო სფინქსისა, რადარებმა გიზას პლატოს ქვეშ ვერტიკალური შახტების, ჰორიზონტალური გვირაბებისა და დიდი დარბაზების მთელი ქსელი დააფიქსირეს. დოქტორ ბიონდის განცხადებით, მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მიწისქვეშ ნამდვილი მეგასტრუქტურა იმალება, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე აქამდე წარმოედგინათ.

თუმცა, აღმოჩენამ სამეცნიერო წრეებში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ცნობილი ეგვიპტოლოგი ზაჰი ჰავასი და სხვა ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი და აცხადებენ, რომ გიზას ტერიტორია ათწლეულების განმავლობაში დეტალურად არის შესწავლილი და მსგავსი მასშტაბის ობიექტის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა. იტალიელი მკვლევრების ჯგუფი მიღებული მონაცემების სრულად გასაჯაროებას და პრეზენტაციას 2026 წლის ივნისში, ბოლონიის კონფერენციაზე გეგმავს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ნამარხების მიხედვით, Homo erectus არ იყო პირველი ადამიანის სახეობა, რომელმაც აფრიკა 1.8 მილიონი წლის წინ დატოვა

ადამიანის ევოლუციის ისტორია შესაძლოა ბევრად უფრო რთული იყოს, ვიდრე
აქამდე ითვლებოდა. ახალი ნამარხები მიუთითებს, რომ აფრიკის დატოვება
მხოლოდ Homo erectus-ის დამსახურება არ ყოფილა. მკვლევრები ვარაუდობენ,
რომ უფრო პრიმიტიულ ჰომინინებსაც შეეძლოთ კონტინენტის დატოვება
მილიონობით წლის წინ.
აღმოჩენილი ძვლები და ქვის იარაღები მიუთითებს, რომ ადრეული ადამიანები
გაცილებით მოქნილები იყვნენ გარემოსთან ადაპტაციის მხრივ. ეს ნიშნავს, რომ
მიგრაცია არ ყოფილა ერთჯერადი მოვლენა, არამედ ეტაპობრივი და
მრავალტალღოვანი პროცესი, რომელშიც სხვადასხვა სახეობა მონაწილეობდა.
ეს აღმოჩენა ცვლის ადამიანის გავრცელების კლასიკურ სქემას და აჩენს ახალ
კითხვებს: რა ფაქტორებმა უბიძგა ადრეულ ადამიანებს მიგრაციისკენ და როგორ
მოახერხეს ისინი მკაცრი გარემო პირობების დაძლევა თანამედროვე
ტექნოლოგიების გარეშე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

არქეოლოგებმა სერბეთში 2800 წლის წინ დახოცილი ქალებისა და ბავშვების სამარხი აღმოაჩინეს

სერბეთის ჩრდილოეთით ქალებისა და ბავშვების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, რომლებიც 2800 წლის წინ სასტიკად დახოცეს. ინფორმაცია აღმოჩენის შესახებ ჟურნალში Nature Human Behaviour გამოქვეყნდა.

სამარხი გომოლავას არქეოლოგიურ მონაკვეთზე იპოვეს. დასახლება ძვ.წ. VI ათასწლეულში დაარსდა, თუმცა ძვ.წ. IX საუკუნისთვის იქ ნახევრად მომთაბარე ჯგუფებმა დაიწყეს თავმოყრა, რამაც „ფიზიკური, პოლიტიკური და კონცეპტუალური კონფლიქტები“ გამოიწვია.

სამარხის დიამეტრი 2,9 მეტრია, სიღრმე კი – 0,5 მეტრი. საფლავში ასევე აღმოაჩინეს კერამიკული ჭურჭელი, ბრინჯაოს სამკაულები და თითქმის 100 ცხოველის ძვალი.

მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, ირლანდიიდან, ნიდერლანდებიდან და სხვა ქვეყნებიდან დაადგინეს, რომ ორმოში ნაპოვნი 77 ადამიანის ჩონჩხიდან 69% ბავშვებს ეკუთვნოდა.​ ნაშთებზე აღმოჩენილია თავის არეში განზრახ მიყენებული, სასტიკი ტრავმების კვალი, რომელიც სხვადასხვა იარაღითაა შესრულებული.სავარაუდოდ, თავდამსხმელები მსხვერპლზე გაცილებით მაღლები იყვნენ ან ცხენზე ამხედრებულები გადაადგილდებოდნენ.

კვლევის წამყვანმა ავტორმა და ედინბურგის უნივერსიტეტის ბიოარქეოლოგმა, ლინდა ფიბიგერმა აღნიშნა, რომ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ამ ადამიანების დატყვევებაზე მიუთითებდა. „ჩვენ ვსწავლობთ დასახლებების სტრუქტურის, მიწათსარგებლობისა და, სავარაუდოდ, თანმხლები ძალაუფლების სტრუქტურების ცვლილებას“, – დასძინა მან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაჰუმანიტარული მეცნიერებები

იტალიის მთებში დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს🦕

ჩრდილოეთ იტალიის სტელვიოს ეროვნულ პარკში დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომლებიც 210 მილიონი წლით თარიღდება. ისინი ფოტოგრაფმა ელიო დელა ფერერამ იპოვა.

ნაკვალევები, რომელთა დიამეტრიც ზოგჯერ 40 სანტიმეტრს აღწევს, პარალელურ რიგებადაა განლაგებული. ბევრ მათგანზე მკაფიოდ ჩანს თითებისა და ბრჭყალების კვალი. პალეონთოლოგების ვარაუდით, ეს ნაკვალევი პროზავროპოდებს ეკუთვნით – ბალახისმჭამელებს, რომლებსაც გრძელი კისერი, პატარა თავი და ბასრი ბრჭყალები ჰქონდათ.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ შთამბეჭდავ აღმოჩენას წავაწყდებოდი იმ რეგიონში, სადაც მე ვცხოვრობ“, – განაცხადა მილანელმა პალეონთოლოგმა, კრისტიანო დალ სასომ.

ტრიასულ პერიოდში, დაახლოებით 250-201 მილიონი წლის წინ, კლდე, რომელზეც ნაკვალევები აღმოაჩინეს, მოქცევის ზონას წარმოადგენდა, რომელიც პერიოდულად იფარებოდა წყლით, მოგვიანებით კი ალპების მთათა სისტემის ნაწილი გახდა.

იტალიის კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ ნაკვალევები ბილიკებით მიუწვდომელ ტერიტორიაზე მდებარეობს და მათ შესასწავლად სპეციალისტები დრონებსა და სხვა დისტანციურ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაარქიტექტურა/დიზაინი

იტალიაში „არქიტექტურის მამის“, ვიტრუვიუსის ბაზილიკა აღმოაჩინეს

იტალიის ქალაქ ფანოში უძველესი ბაზილიკის ნანგრევები აღმოაჩინეს. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ის „არქიტექტურის მამამ“, ვიტრუვიუსმა ააგო. სპეციალისტების შეფასებით, ნაგებობა 2000 წლის წინ ააგეს.

„ეს სენსაციური აღმოჩენაა, რომლის შესახებაც ჩვენი შვილიშვილებიც კი ისაუბრებენ“, – განაცხადა იტალიის კულტურის მინისტრმა, ალესანდრო ჯულიმ პრესკონფერენციაზე.

ფანოს მერის, ლუკა სერფილიპის თქმით, მეცნიერები ამ ბაზილიკას 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ. არქეოლოგიურმა ინსპექტორმა ანდრეა პესინამ აღნიშნა, რომ შენობის იდენტიფიცირება ვიტრუვიუსის წიგნებში არსებული აღწერილობების მიხედვით მოხდა.

ბაზილიკა მართკუთხა ფორმის იყო, გრძელ მხარეს 10 სვეტით, ხოლო მოკლეზე – ოთხით. გათხრებისას ოთხი მათგანის კვალი აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა ვიტრუვიუსის აღწერილობის მიხედვით გამოთვალეს, თუ სად უნდა ყოფილიყო ზედა მარჯვენა კუთხის სვეტი და ის მაშინვე იპოვეს.

„არქეოლოგიაში ცოტა რამ თუ შეიძლება ითქვას დანამდვილებით… მაგრამ ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა დამთხვევის სიზუსტემ“, – დასძინა პესინამ. შემდგომი გათხრები დაადგენს, არის თუ არა მიწის ქვეშ ნაგებობის სხვა ნაწილები და შესაძლებელი იქნება თუ არა ამ ადგილის დამთვალიერებლებისთვის ჩვენება.

ვიტრუვიუსი ძველი რომაელი არქიტექტორი და მექანიკოსი იყო, რომელიც ძვ.წ. 80-15 წლებში ცხოვრობდა. ის ცნობილია თავისი ტრაქტატით „10 წიგნი არქიტექტურის შესახებ“, რომელშიც მან იმ დროის სამშენებლო ხელოვნების ცოდნა შეაჯამა და, კერძოდ, ჩამოაყალიბა არქიტექტურის „სამი კანონი“ = ცნობილი „ვიტრუვიუსის ტრიადა“: სიმტკიცე, სარგებლიანობა, სილამაზე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევებიჰუმანიტარული მეცნიერებები

არქეოლოგებმა ინდონეზიაში კლდის მხატვრობის უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს

ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე უძველესი კლდის ნახატი იპოვეს. ლიანგ მეტანდუნოს გამოქვაბულში ნაპოვნი ხელის ტრაფარეტული გამოსახულება სულ მცირე 67,8 ათასი წლისაა.

ნახატი წარმოადგენს ხელის მტევნის მკრთალ კონტურს, ვიწრო და წაწვეტებული თითებით. მისი შექმნის ტექნიკა კედელზე მიბჯენილ ხელზე პირიდან საღებავის შესხურებას ითვალისწინებდა. მეცნიერთა აზრით, თითების უჩვეულო ფორმა წინასწარ იყო განზრახული და სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ტრაფარეტი მოგვიანებით შესრულებულ ცხოველთა გამოსახულებებს შორის აღმოაჩინეს.

გამოსახულების სირთულე მიანიშნებს, რომ ის შესაძლოა Homo sapiens-ის მიერ იყოს შესრულებული, თუმცა მკვლევრები არ გამორიცხავენ ადამიანის სხვა სახეობების, მაგალითად, ნეანდერტალელების ან დენისოველების მონაწილეობას.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაჰუმანიტარული მეცნიერებები

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ჰანიბალის ჯარში საბრძოლო სპილოების არსებობის მტკიცებულება იპოვეს🐘

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლეგენდარული კართაგენელი სარდლის, ჰანიბალის მიერ რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებულ ლაშქრობაში საბრძოლო სპილოების გამოყენების პირველი მატერიალური მტკიცებულება იპოვეს. სამხრეთ ესპანეთში, კორდოვას მახლობლად, არქეოლოგებმა რკინის ხანის ფენების გათხრებისას სპილოს ტერფის ძვალი აღმოაჩინეს.

ჰანიბალის არმიაში საბრძოლო სპილოების არსებობის შესახებ ანტიკური ხანის ისტორიკოსები, პოლიბიოსი და ტიტუს ლივიუსი, თავიანთ ნაშრომებში წერდნენ.

არქეოლოგებმა, პროფესორ რაფაელ მ. მარტინეს სანჩესის ხელმძღვანელობით, ძვალი დანგრეული კედლის ქვეშ, კოლინა დე ლოს კემადოსის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნაპოვნი ნაშთი სწორედ მეორე პუნიკური ომის პერიოდს (ძვ. წ. 218-201 წწ.) მიეკუთვნება. გათხრებისას ნაპოვნი არტილერია, მონეტები და კერამიკა კი დამატებითი მტკიცებულება გახდა იმისა, რომ სპეციალისტები უშუალოდ ბრძოლის ველს იკვლევდნენ. ვინაიდან სპილოები ევროპაში არ ბინადრობდნენ, მეცნიერთა დასკვნით, ისინი იქ გემებით უნდა გადაეყვანათ.

„სპილოს ძვლისგან დამზადებული ნაკეთობების გარდა, ევროპაში არქეოლოგები ძალიან იშვიათად პოულობენ სპილოების ნაშთებს. ეს ძვალი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეკუთვნოდა იმ ლეგენდარულ სპილოთაგან ერთ-ერთს, რომლებიც ჰანიბალმა ალპებში გადაიყვანა“, – აღნიშნულია კვლევის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სპეციალისტების ვარაუდით, ნაპოვნი ძვალი ეკუთვნოდა ცხოველს, რომელიც ალპების გადაკვეთამდე დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული სახეობის დადგენა რთული იქნება, აღმოჩენა წერტილს უსვამს მრავალწლიან ეჭვებს ჰანიბალის არმიის შემადგენლობის შესახებ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

სამხრეთ ამერიკაში პირველად აღმოაჩინეს ქარვა დინოზავრების დროინდელი მწერებით

სამხრეთ ამერიკაში, ეკვადორის აღმოსავლეთით მდებარე ქვიშის კარიერში, აღმოჩენილია პირველი ბიოლოგიური ნაწილაკების შემცველი ქარვის ნიმუშები, რომელთა ასაკიც 112 მილიონი წელია. გაქვავებულ ფისში შემორჩა ობობას ქსელი, კოღოები, ხოჭოები, ბუზები, კრაზანები და სხვა მწერები, რომლებიც დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდნენ. ინფორმაცია აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებულია ჟურნალში Communications Earth & Environment.

კვლევაზე საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა, ბარსელონის უნივერსიტეტის პროფესორის, ხავიერ დელკლოსის ხელმძღვანელობით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფისი შესაძლოა წარმოიქმნა წიწვოვანი ხეებისგან, რომლებიც თანამედროვე ეკვადორის ტერიტორიაზე სუპერკონტინენტ გონდვანას არსებობის პერიოდში იზრდებოდნენ. ქარვის 60 ნიმუშიდან ბიოლოგიურ ჩანართებს მესამედზე მეტი შეიცავდა.

ეს აღმოჩენა განსაკუთრებულ სამეცნიერო ღირებულებას წარმოადგენს, ვინაიდან ეს არის პირველი მეზოზოური ხანის ნიმუშები ბიოჩანართებით, რომლებიც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეა ნაპოვნი. მწერების ყველა ნაპოვნი სახეობა მეცნიერებისთვის ახალია

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურაჰუმანიტარული მეცნიერებები

მეცნიერების მტკიცებით, მილიონი წლის წინანდელი თავის ქალა ადამიანის ევოლუციის ისტორიას ცვლის

ჩინეთში აღმოჩენილი მილიონი წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალა მიუთითებს, რომ ჩვენი სახეობა, Homo sapiens-ი ევოლუციას სულ მცირე ნახევარი მილიონი წლით ადრე იწყებს, ვიდრე აქამდე გვეგონა – ამ განცხადებას მეცნიერები ახალ კვლევაზე დაყრდნობით აკეთებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ თავის ქალის გამოკვლევის თანახმად, Homo sapiens-ი სხვა მონათესავე სახეობებთან, მათ შორის, ნეანდერტალელებთან გაცილებით დიდხანს თანაარსებობდნენ, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.

მეცნიერების განმარტებით, მათი ანალიზი მთლიანად ცვლის წარმოდგენას ადამიანის ევოლუციის შესახებ და, თუ ეს სიმართლეა, უდავოდ გადაწერს ადამიანების ევოლუციის ისტორიის ადრეულ, მნიშვნელოვან თავს. ამასთან, სფეროს სხვა ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი კვლევა შთამბეჭდავია, თუმცა შორსაა საბოლოო, დამტკიცებული მონაცემებისგან.

BBC-ის ინფორმაციით, აღმოჩენამ, რომელიც წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, გააოგნა კვლევითი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ჩინეთის უნივერსიტეტისა და დიდი ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმის მეცნიერები შედიოდნენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 21
Page 1 of 21