close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ვინ არის 16 წლის გრეტა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მოზარდს უწოდებენ

„ჩვენი სახლი იწვის, მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ – ჩვენი სახლი იწვის,“ – ასე მიმართა 16 წლის შვედმა მოსწავლემ, გრეტა თუნბერგმა, 2019 წლის იანვარში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს.

გრეტა თუნბერგი ეკოაქტივისტია. იგი მსოფლიომ ერთი წლის წინ გაიცნო, როცა გრეტა სკოლაში წასვლის ნაცვლად შვედეთის პარლამენტის შენობასთან მივიდა მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად და შვედეთის მთავრობამ კარბონის ემისია პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანოს.

ორი კვირის განმავლობაში გრეტა მარტო იჯდა პარლამენტთან და არიგებდა ფურცლებს, რომელზეც ეწერა – „ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ თქვენ, უფროსებს, ფეხებზე გკიდიათ ჩემი მომავალი“.

როცა უფროსები გრეტას შენიშვნას აძლევდნენ, რომ ის ამ დროს სკოლაში უნდა ყოფილიყო, გრეტა პასუხობდა, რომ მას თან ჰქონდა წიგნები,

„მაგრამ ვფიქრობ, რას ვისწავლი სკოლაში? ფაქტებს აღარ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსები არ უსმენენ მეცნიერებს, მაშ, რატომ უნდა ვისწავლო?“

2018 წლის აგვისტოში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად დაიწყო მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ –  #FridaysForFuture, რომლის ფარგლებშიც ასობით სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გამოვიდა ქუჩაში მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა იმოქმედონ კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად. „გარდიანის“ ცნობით, მოზარდებმა მსოფლიოს 105 ქვეყანაში გამართეს მსგავსი აქცია.

სიდნეი, ავსტრალია. სკოლის მოსწავლეების აქცია. ფოტო: insideclimatenews.org

პარიზი, საფრანგეთი. წყარო: Wikipedia

სან ფრანცისკო. სკოლის მოსწავლეების აქცია. წყარო: Wikipedia

2018 წლის დეკემბერში გრეტა შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელიც მხარს უჭერს სკოლის მოსწავლეების აქციებს.

„ჩემმა თაობამ ვერ შეძლო კლიმატის დრამატულ ცვლილებებთან გამკლავება. ახალგაზრდები ხედავენ ამას, არაა გასაკვირი, რომ გაბრაზებულნი არიან.“ – განაცხადა გუტერეშმა. 

ანტონიო გუტერეში და გრეტა თუნბერგი

გრეტა ევროპის პარლამენტში. 2019 წლის აპრილი. ფოტო: wikipedia

2018 წელს გრეტა თუნბერგი ჟურნალმა „თაიმმა“ მსოფლიოს 25 ყველაზე გავლენიან თინეიჯერს შორის დაასახელა,  2019 წლის ივნისში კი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენელმა“ გრეტა და მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ ორგანიზაციის ყველაზე მაღალი, „სინდისის ელჩის“ წოდებით დააჯილდოვა. თავის დროზე ორგანიზაციის ეს ჯილდო მიიღეს: ვაცლავ ჰაველმა, ნელსონ მანდელამ, პეტერ გაბრიელმა, მალალა იუსაფზაიმ და სხვა ცნობილმა პირებმა.

წელს 16 წლის გრეტა თუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი მშვიდობის დარგში.

გრეტას ასპერგერის სინდრომი აქვს, რომელიც აუტიზმის სპექტრის აშლილობებს მიეკუთვნება.

„მე ასპერგერის სინდრომი მაქვს, ამიტომაც ჩემთვის სამყარო ძირითადად შავ-თეთრ ფერებად იყოფა. ვუყურებ პოლიტიკოსებს და მიკვირს, როგორ ართულებენ ისინი ყველაფერს. …თუ მე 100 წელი ვიცოცხლებ, 2103 წლამდე ვიცხოვრებ. უფროსები ხშირად არ ფიქრობენ, რა იქნება 2050 წლის შემდეგ. მაგრამ ამ დროისათვის, საუკეთესო შემთხვევაში, მე ნახევარი სიცოცხლეც არ მექნება განვლილი. ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, გავლენას მოახდენს ჩემს და ჩემი მეგობრების სიცოცხლეზე, ჩვენი შვილებისა და მათი შვილიშვილების სიცოცხლეზე,“ – ამბობს გრეტა. 

„თინეიჯერის გაფიცვა პლანეტისთვის“ – გრეტა თუნბერგი „თაიმის“ ყდაზე. გამოცემამ იგი 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში დაასახელა.

2019 წლის ივნისში გამოვიდა გრეტა თუნბერგის წიგნი – „არავინაა ისე პატარა, რომ რამე ვერ შეცვალოს“, რომელიც მისი საჯარო გამოსვლების ტექსტებისგან შედგება.

გრეტა თუნბერგს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ტვიტერზეფეისბუქზე და 2,5 მილიონზე მეტი – ინსტაგრამზე. მისი პოპულარობა ბევრს აეჭვებს, რომ გრეტას აქტივიზმი კარგად დაგეგმილი პიარკამპანიაა და მას მისი მშობლები მართავენ, თუმცა გრეტას მამა, რომელიც მწერალი და მსახიობია, მედიასთან ამბობს, რომ იგი არასდროს ყოფილა მომხრე, მის შვილს სკოლა გაეცდინა და აქციები გაემართა, გრეტას დედამ კი, რომელიც ოპერის მომღერალია და 2009 წელს შვედეთს წარადგენდა ევროვიზიაზე, მომღერლის კარიერას თავი დაანება.

სექტემბერში 16 წლის მოსწავლე, გრეტა თუნბერგი, გამოვა ნიუ იორკში, გაეროს სამიტზე, რომელიც კლიმატის ცვლილებებს შეეხება. იგი ევროპიდან შტატებში არ გაფრინდება, გრეტა უარს ამბობს თვითმფრინავით მოგზაურობაზე, რადგან მიიჩნევს, რომ საჰაერო მიმოსვლა კლიმატს აყენებს ზიანს. მას დახმარება მონაკოს სამეფო ოჯახის წევრმა, გრეის კელისა და პრინც რენიეს შვილიშვილმა, პიერ კაზირაგიმ და ცნობილმა გერმანელმა იახტსმენმა, ბორის ჰერმანმა შესთავაზეს. Malizia II – ეს არის იახტა, რომლითაც გრეტა აშშ-ში გაემგზავრა. ამჟამად იგი გზაში იმყოფება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მწერალ ნინო ხარატიშვილს შილერის მემორიალურ პრიზს გადასცემენ

შილერის პრემია ბადენ ვიურტემბერგში 1955 წლიდან არსებობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ისეთ დიდ მწერლებს, როგორებიც არიან მაქს ფრიში, პიტერ ჰანდკე და კრისტა ვულფი.

2019 წლის შილერის მემორიალური პრიზის და ფულადი ჯილდოს 25 000 ევროს ოდენობით მფლობელი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი, ნინო ხარატიშვილი გახდა.

ფრიდრიხ შილერის სახელობის პრემია გერმანიაში, ბადენ ვიურტემბერგში 1955 წლიდან არსებობს და ის სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ისეთ დიდ მწერლებს, როგორებიც არიან მაქს ფრიში, პიტერ ჰანდკე და კრისტა ვულფი.

“ნინო ხარატიშვილი გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია და არამხოლოდ მისი თაობის. მისი პროზა შთამბეჭდავად ასახავს, თუ რა შეუძლია ლიტერატურას, როდესაც ის სოციალური კონფლიქტების ასახვას ცდილობს.” — განაცხადა გერმანიის კულტურის მინისტრმა, ტერესია ბაუერმა. ხარატიშვილის დაჯილდოების გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა ჟიურიმ მიიღო, რომლის თავმჯდომარეც სახელმწიფო მდივანი პეტრა ოლჩოვსკია. ნინო ხარატიშვილს პრიზს ის პირადად გადასცემს.

დაჯილდოება 2019 წლის 14 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაიმართება.

ჟიურის შეფასებით “ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული ნამუშევრები დახვეწილი ესთეტიკის მქონე და მრავალსახოვანია. მისი პროზა ასახავს ემიგრაციას და მისგან მიყენებულ ფსიქოლოგიურ ზიანს, განსაკუთრებით კი ქალის პერსპექტივიდან. მის რომანში მერვე სიცოცხლე (ბრილკას), რომელიც 1200 გვერდამდეა, ხარატიშვილი გამოჩნდა, როგორც დიდი ლინგვისტური სტილისტი.”

კულტურის მინისტრის, ტერესია ბაუერის განცხადებით, “ნინო ხარატიშვილისთვის ლიტერატურას ყოველთვის ჰქონდა სოციალური და პოლიტიკური ფუნქცია. მისი დაჯილდოებით ჩვენ ვაჯილდოვებთ ავტორს, რომელიც გერმანულ ენას ახალი პერსპექტივებიდან წარმოაჩენს.”

წყარო: on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა

ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა.

იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, გია ყანჩელი საუკეთესოდ არის მიჩნეული.

სამივე კომპოზიტორის ნაწარმოებები – შექმნილი მხატვრული თუ ტელეფილმებისთვის, მილიონობით მსმენელის გულს იპყრობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

თუ ბავშვს ლუკმა, ან სათამაშო გადასცდა – გაგუდვის საწინააღმდეგო მოწყობილობა Lifewand

ბავშვებში ხშირად ვხვდებით, საკვების მიღების პროცესში, ლუკმის გადაცდენის შემთხვევას, ან გაგუდვის შეგრძნებას, რომელიც ძლიერ ხველებას უკავშირდება. ხშირად, ბავშვები ყლაპავენ მცირე ზომის სათამაშოებს, რა დროსაც მშობელს რეაგირებისთვის წამები რჩება. მსგავს სიტუაციებთან ეფექტურად გასამკლავებლად ამერიკელმა სამედიცინო ინჟინრებმა Lifewand შექმნეს – მოწყობილობა, რომელიც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ აღიარებული პროდუქტია და საკვების გადაცდენის, ან მცირეწლოვანი ბავშვის მიერ სათამაშოს გადაყლაპვის შემთხვევაში, მარტივად ხდის შესაძლებელს სასუნთქი გზების გათავისუფლებას.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

უჩვეულო შემთხვევა – ბავშვი ქალთევზას სინდრომით დაიბადა

ინდოეთში ბავშვი ქალთევზას სინდრომით დაიბადა. შემთხვევა ლახიმპურ ხერიში  მოხდა. ინფორმაციას The Times of India ავრცელებს.

ახალშობილმა მხოლოდ 1 საათი იცოცხლა. ექიმებმა ბავშვის სქესის დადგენა ვერ შეძლეს, რადგან ბავშვს ფეხები გაერთიანებული ჰქონდა.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

წალენჯიხელი 9 წლის ქაია ბელქანია NASA-ში მიემგზავრება

9 წლის ქაიან ბელქანიას ახლობელი ირაკლი ძიძარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ქაიანს ამერიკა ელოდება.

„ამერიკიდან სპეციალურად ქაიანისთვის ჩამოფრინდა ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და ალექსანდრე ჯონსონის სახელითაა ცნობილი. ის დაჰპირდა, რომ სამომავლოდ ნასა-ში ჩაიყვანს. ჯერ კი აქ წალენჯიხაში ხელს შეუწყობს ფინანსურად, რომ ბიჭუნა ინგლისურში მოემზადოს.

„უამრავი წიგნი ჩამოუტანა იმ ამერიკელმა ალექსანდრემ და ბედნიერია. ინგლისური კარგად იცოდა და მერე ცოტა დაავიწყდა იმ ამერიკელმა გვითხრა ფულს მე გამოვუგზავნი, ოღონდ ვინმესთან მიიყვანეთ და ინგლისური კარგად ისწავლოსო“, – ვკითხულობთ ფეისბუქ სტატუსებში.

კოსმოსზე შეყვარებული 9 წლის ქაიან ბელქანიას საოცარი უნარების შესახებ, მისი მონაწილეობით ჩაწერილი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბიჭუნა წიგნებზე და წიგნების თაროზე ოცნებობს.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

საქართველოდან ოსკარზე აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმი გაიგზავნება

ოსკარზე საქართველოდან დიტო ცინცაძის შინდისი გაიგზავნება. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში წარსდგება. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ფილმი აგვისტომს ომზეა და შინდისის გმირებს ეძღვნებათ. ფილმისთვის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. მას საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

ამერიკის კინოაკადემიამ წელს ტრადიციულად, თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2020 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

წელს, ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციას სახელი შეეცვალა და მას საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაცია დაერქვა.

ეროვნულმა კინოცენტრმა კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღება 2 ივლისს დაიწყო. ფილმების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 26 ივლისს ამოიწურა.

შესარჩევ კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ ფილმები:

  • ნინო ჟვანიას – აღლუმი;
  • მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი – სანამ მამა დაბრუნდება;
  • დიმიტრი ცინცაძის – ჩაისუნთქე-ამოისუნთქე;
  • გიგიშა აბაშიძის – მეზობლები.

წყარო : on.ge

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა საბერძნეთში თავის ქალა აღმოაჩინეს, რომელიც აფრიკიდან ადამიანის წამოსვლის თარიღს ცვლის

მეცნიერები აცხადებენ, რომ თავის ქალა, რომელიც სამხრეთ საბერძნეთში მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში 1978 წელს აღმოაჩინეს, აფრიკის გარეთ აღმოჩენილი უძველესი ჰომო საპიენსია.

თავის ქალა ეკუთვნის ადამიანს, რომელიც   210,000 წლის წინ ცხოვრობდა. ის აღმოაჩინეს მღვიმეში, სადაც ასევე აღმოჩენილია ნეანდერტალერის თავის ქალა, რომელიც დაახლოებით 170,000 წლით თარიღდება. კვლევის თანახმად, რომელიც 10 ივლისს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, ჰომო საპიენსის აღნიშნული თავის ქალა გაცილებით უფრო დიდი ხნისაა, ვიდრე ისრაელში მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილი ყბის ძვალი, რომელიც დაახელობით 177,000-194,000 წლით თარიღდება.

 „ჰომო საპიენსმა აფრიკა იმაზე გაცილებით ადრე დატოვეს და ევროპასაც იმაზე დიდი ხნის წინ მიაღწიეს, ვიდრე ამას აქამდე ვფიქრობდით,“ განაცხადა გერმანიის ტუბინგენის უნივერსიტეტის პალეოანთროპოლოგისტმა კატერინა ჰარვარტიმ. მისი ვარაუდით ადამიანების მცირე ჯგუფმა დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიას დაახელობით 200,000 წლის წინ მიაღწია. ნეანდერტალერებმა, რომლებიც სამხრეთ ევროპაში ამ დროიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ დასახლდნენ, შესაძლოა პირველი ჰომო საპიენსები ჩაანაცვლეს. შემდგომმა დროის ადამიანებმა, რომლებიც ხმელთაშუა ევროპაში ათობით ათასი წლის შემდეგ ჩასახლდნენ, სავარაუდოდ ნეანდერტალერები ჩაანაცვლეს, რომლებიც დაახლოებით 40,000 ათასი წლის წინ გადაშენდნენ.

თუმცა, ჰარვარტის გუნდი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ჰომო საპიენსები და ნეანდერტალერები სამხრეთ ევროპაში დაახლოებით 200,000 წლის ჭინ თანაცხოვრობდნენ და ზოგჯერ ერთმანეთს ეჯვარებოდნენ კიდეც. 2017 წელს ჩატარებულმა უძველესმა და თანამედროვე დნმ-ზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ადამიანები ზოგ შემთხვევაში ევროპელ ნეანდერტალერლებს ეჯვარებოდნენ. 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ახალი ტექნოლოგია 280,000 დოლარიანი ლაბორატორიულად წარმოებული ჰამბურგერის ფასს 10 დოლარამდე ამცირებს

ლაბორატორიულად წარმოებული ხორცი, რომელიც პირველად 280,000 აშშ დოლარის ღირებულების ჰამბურგერის სახით წარუდგინეს მსოფლიოს, უახლოესი ორი წლის განმავლობაში შესაძლოა სუპერმარკეტების თაროებზე 10 დოლარად გამოჩნდეს.
ამის შესახებ ევროპული სტარტაპები იუწყებიან. აღსანიშნავია, რომ იმ სტარტაპების რიცხვი, რომლებიც აღნიშნულ ბიზნესთან არიან დაკავშირებული 2016 წელს მხოლოდ ოთხი იყო, ახლა კი რამდენიმე ათეულს აღწევს.
ევროპული სტარტაპები აცხადებენ, რომ ლაბორატორიაში ცხოველთა უჯრედებიდან გაზრდილი ხორცი უახლოეს მომავალში მენიუში გამოჩნდება.
ადამიანი, რომელმაც 2013 წელს ლაბორატორიულად წარმოებული ხორცის 280,000 დოლარიანი ჰამბურგერი წარმოადგინა, ჰოლანდიური საწარმო Mosa Meat-ისთანადამფუძნებელი მარკ პოსტია. ძვირადღირებული ჰამბურგერის წარმოება Google-ის თანადამფუძნებელმა სერგეი ბრინიმ დააფინანსა. Mosa Meat-იდა ესპანური კომპანია Biotech Foods-ი აცხადებენ, რომ დღეს უკვე ასეთი ხორცის წარმოება საგრძნობლადაა გაიაფებული.
„ბურგერი 2013 წელს ასეთი ძვირი იმის გამო იყო, რომ ჩვენ მას ძალიან მცირე რაოდენობით ვაწარმოებდით. როგორც კი წარმოების მოცულობა გაიზრდება, ბურგერის წარმოების ხარჯი 9 ევრომდე შემცირდება,“ აცხადებს Mosa Meat-ის პრესსპიკერი Reuters-თან საუბარში.
ლაბორატორიული ხორცის მისაღებად კუნთების მეჭაურე უჯრედს მკვებავ გარემოში (culture medium) ათავსებენ, შემდეგ კი – ბიორეაქტორში, რომელიც მსგავსია იმისა, რასაც ლუდისა და იოგურტის ფერმენტაციისთვის იყენებენ, რათა კუნთის ქსოვილის ახალი ძაფების ზრდას შეუწყონ ხელი.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ მკვებავი გარემო ყველაზე მნიშვნელოვანია ხარჯის შემცირების თვალსაზრისით და ის შესაძლებელს ხდის ხორცი ცხოველური წარმოშობის კომპონენტების გარეშე გაცილებით იაფად აწარმოონ.
ამ ტექნოლოგიის მხარდამჭერების განმარტებით, ეს გახლავთ ერთადერთი, ეკოლოგიურად მდგრადი გზა, რომლის საშუალებითაც მსოფლიოში ხორცზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გახდება შესაძლებელი.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩინეთი კოსმოსურ ლაბორატორიას დედამიწის ორბიტაზე აგზავნის

ჩინეთის კოსმოსურმა ლაბორატორია “ტიანგონგ 2”-მა (Tiangong 2) ექსპერიმენტები დაასრულა და პარასკევს, 19 ივლისს დედამიწის ატმოსფეროში ხელახლა შევა, ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლება იუწყება.
ჩინეთმა პირველი კოსმონავტები ორბიტაზე დამოუკიდებლად ჯერ კიდევ 2003 წელს გაიყვანა; მას შემდეგ აიგო ექსპერიმენტული სადგური “ტიანგონგ 1” (Tiangong 1), განხორციელდა პირველი გასვლა ღია კოსმოსში და მთვარეზე დაჯდა პირველი ჩინური მთვარემავალი “იუთუ” (Yutu).
ჩინეთმა მეორე კოსმოსური სადგური “ტიანგონგ 2” დედამიწის ორბიტაზე 2016 წლის სექტემბერში გაუშვა. ერთი თვის შემდეგ კი კოსმოსში ორი ასტრონავტი გაგზავნა, რომლებიც Tiangong 2-ის კოსმოსურ ლაბორატორიაში 30 დღის მანძილზე იცხოვრეს და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ექსპერიმენტში.
ჩინეთი მესამე ქვეყანაა მსოფლიოში, რუსეთისა და აშშ-ის შემდეგ, რომელმაც კოსმოსში ადამიანები გაუშვა. ჩინეთი არ მონაწილეობს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროექტში, ამიტომ ქვეყანამ საკუთარი კოსმოსური სადგური შექმნა.

სრულად ნახვა
1 21 22 23 24 25 41
Page 23 of 41