close
ატეგორიის გარეშე

საქართველოდან ოსკარზე აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმი გაიგზავნება

1564571506

ოსკარზე საქართველოდან დიტო ცინცაძის შინდისი გაიგზავნება. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში წარსდგება. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ფილმი აგვისტომს ომზეა და შინდისის გმირებს ეძღვნებათ. ფილმისთვის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. მას საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

ამერიკის კინოაკადემიამ წელს ტრადიციულად, თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2020 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

წელს, ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციას სახელი შეეცვალა და მას საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაცია დაერქვა.

ეროვნულმა კინოცენტრმა კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღება 2 ივლისს დაიწყო. ფილმების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 26 ივლისს ამოიწურა.

შესარჩევ კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ ფილმები:

  • ნინო ჟვანიას – აღლუმი;
  • მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი – სანამ მამა დაბრუნდება;
  • დიმიტრი ცინცაძის – ჩაისუნთქე-ამოისუნთქე;
  • გიგიშა აბაშიძის – მეზობლები.

წყარო : on.ge

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2