close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

Adobe-ის ხელოვნური ინტელექტი დაფოტოშოპებულ სახეს ამოიცნობს

Adobe-მა Photoshop-ში დამუშავებული ფოტოების ამოსაცნობად ხელოვნური ინტელექტი შეიმუშავა.  

Adobe-ის ახალი ხელოვნური ინტელექტის შემუშავებაზე მკვლევრებმა რიჩარდ სენგმა და ოლივერ ვენგმა ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორების გუნდთან იმუშავეს. ფუნქცია 99%-იანი სიზუსტით მუშაობს და დამუშავებული ფოტოს ორიგინალი ვერსიის ჩვენებაც შეუძლია.  

სიახლის მიზანს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყალბი კონტენტის შემცირება წარმოადგენს.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

რა გამოისწორებელი შეცდომა დაუშვა ჩინელმა მეცნიერმა ტყუპი გოგონას გენის რედაქტირებისას?

ჩინელმა მეცნიერმა, რომელმაც შარშან განაცხადა, რომ  შიდსის ვირუსისგან დაცული გენეტიკურად რედაქტირებული ბავშვები შექმნა, შესაძლოა ბრიყვული შეცდომა დაუშვა.

ჩინეთის მენციერებისა და ტექნოლოგიის სამხრეთ უნივერსიტეტის პროფესორმა ჰი ჯიანკუიმ CRISPR-Cas9-ის ტექნოლოგიის გამოყენებით ტყუპი გოგონას ემრიონული გენები გარდაქმნა. მეცნიერმა განაცხადა, რომ მან შიდსის გამომწვევი HIVის ინფექციისგან გოგონების დასაცავად CCR5-ი გენის რედაქტირება განახორციელა. 

სამეცნიერო ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კალიფორმიის უნივერსიტეტის ორმა მეცნიერმა დაადგინა, რომ ადამიანებს, რომლებსაც CCR5-ის მუტაციური გენის – “Delta 32”-ის ორი ასლის მატარებლები არიან,  ნაადრევად გარდაცვალების  მაღალი რისკის ქვეშ არიან.

პროფესორი ჰი ჯიანკუის აღნიშნულზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

კვლევას ბევრი სხვა მეცნიერიც ეთანხმება. ისინი კოლეგებს მოუწოდებენ გენის რედაქტირებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. 

Reuters

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

2030 წლიდან ამსტერდამში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები ვეღარ ივლიან

2030 წლიდან ამსტერდამში ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილები და მოტოციკლები აიკრძალება.

ნიდერლანდების დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ასე ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრას გეგმავს.

ამ გეგმის ფარგლებში, მომავალი წლიდან ამსტერდამში 15 წელზე ძველი დიზელზე მომუშავე მანქანები ვეღარ ივლიან. 2022 წლიდან ქალაქის ცენტრში ვეღარ შევა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც გამონაბოლქვს გამოყოფს. 2025 წლიდან კი ეს შეზღუდვა წყლის ტრანსპორტსა და მოპედებზეც გავრცელდება.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

სად და როდის მოიხმარდნენ პირველად მარიხუანას?

მეცნიერებმა დასავლეთ ჩინეთში მდებარე საფლავებში მარიხუანას მოხმარების უძველესი მტკიცებულება აღმოაჩინეს.
კვლევის თანახმად, კანაფს სულ მცირე 2 500 წლის წინ ეწეოდნენ და ეს შესაძლოა რიტუალურ ან რელიგიურ ქმედებეთან იყო დაკავშირებული. მეცნიერებმა ნარკოტიკის კვალი სამარხში მდებარე ხის მაყლებში აღმოაჩინეს. კანაფს ფსიქოაქტიური ნარევის – THC-ის მაღალი შემცველობა აქვს.
ის აღმოსავლეთ აზიაში ზეთოვანი თესლისა და ფიბრის გამო დაახლეობით ძველი წელთაღრიცხვით 4,000 წელს მოჰყავდათ. თუმცა, მაშინ ის THC-სა და სხვა ფსიქოტროპული ნარევების შედარებით მცირე რაოდენობას შეიცავდა.
რაც შეეხება პამირის მთებში აღმოჩენილ კანაფს, მეცნიერები ფიქრობენ, რომ როგორც ჩანს, ადამიანები კანაფის ფოთლებსა და ცხელ ქვებს მაყლებში ათავსებდნენ და შემდეგ მის კვამლს შეისუნთქავდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს კანაფის ფსიქოტროპული თვისებების გამო მოხმარების ყველაზე ადრეული მტკიცებულებაა.
მაქს პლანკის სამეცნიერო და ადამიანის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი ნიკოლე ბოივინის განცხადებით, კვლევამ აჩვენა და კიდევ უფრო გაამტკიცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ კანაფს ფსიქოტროპული შემადგენლობის გამო თავდაპირველად აღმოსავლეთ ცენტრალურ აზიაში მოიხმარდნენ, რის შემდეგაც მისი მოხმარება მთელ მსოფლიოში დაიწყეს.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ცხრა წლის ქართველი „მოცარტის” ამბავი და დედის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი კონცერტი

ცხრა წლის  პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე 14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს თავის პირველ კონცერტს, რომელსაც დედის ირინა სულხანიშვილის  ხსოვნას მიუძღვნის.

ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები როგორც განგების რჩეულს! დღეს დავესწარი მის რეპეტიციას და სრულიად აღფრთოვანებული ვარ“ – ასე დაწერა ნიკოლოზ რაჭველმა პატარა გენიოსზე, რომლის ამ პოსტმაც და ვიდეომაც, სადაც პატარა ცოტნე უკრავს, სოციალურ ქსელებში პატარა ინტელექტუალურ-კულტურული შოკი მოახდინა.

ცოტნეს გამზრდელი ბებია, ქალბატონ ნინო მამრაძე.

ქალბატონო ნინო, როგორც გავიგე, ცოტნე ისე აღზარდეთ, რომ ბუნებრივი ნიჭი ჩარჩოში არ ჩასვით…

– დიახ, ის მხოლოდ ჩემთან იზრდებოდა, ასეთი იყო თავიდან, მაგრამ მისი შესაძლებლობები ჩარჩოში მართლაც არ ჩამისვამს. არ შეიძლებოდა, რომ მისი ფანტაზიებისთვის რაღაც ზიანი მიგვეყენებინა. მე მუსიკოსი ვარ და მუსიკაში მისი განვითარების პრინციპი კარგად მესმოდა. მივხვდი, რომ მისთვის მუსიკალური სკოლა არ შეიძლებოდა და ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის. ჩვენი ოჯახი არის აბდუშელიშვილების შტო, რომელმაც მუსიკალურ სამყაროს მისცა ელისო ვირსალაძე, დინი ვირსალაძე, მაკა ვირსალაძე… მამის ბაბუა, ელიზბარ ზედგინიძე მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ჩემი ქალიშვილი, მისი გარდაცვლილი დედა ირინა სულხანიშვილი დიდი ნიკო სულხანიშვილის შთამომავალია. ცოტნეს ბაბუა, ნიკო სულხანიშვილის შვილიშვილი არაჩვეულებრივი მუსიკოსი იყო.

როგორც ვხედავ, ასეთმა გენეტიკამ ცოტნეს „სხვა გზა არც დაუტოვა“…

– ჩემი და ბიოლოგია და ჯერ კიდევ როდის მითხრა, რომ ადამიანის გენები სხვადასხვანაირად ლაგდება, მაგრამ ცოტნეს შემთხვევაში ასეთი შეკვრა მოხდაო. ამ ამბავს მხოლოდ ახლა მივეცით საჯაროობა, აქამდე ასე ხმამაღლა არასოდეს გვითქვამს. მესმოდა, რომ მის ნიჭს უნდოდა ისეთი ფაქიზი მოპყრობა, რომ არ დამსხვრეულიყო და ბუნებრივადაც განვითარებულიყო. ამასთან, სწავლაც აუცილებელი იყო. ცოტნე სწავლობს სპეციალურ სკოლაში, ეს არის რობერტ შუმანის ცენტრი, რომელიც თავიდან გერმანულ-ინგლისურენოვანი სკოლა იყო. დღეს ქართულენოვანია, სადაც ბავშვები ორივე ენას სწავლობენ. მისი ხელმძღვანელი ორი არაჩვეულებრივი ქალბატონია – დიდი ვანო სარაჯიშვილის შთამომავალი თამარ სარაჯიშვილი და მარინა ანდრონიკაშვილი. ისინი ყოველმხრივ გვეხმარებიან იმაში, რომ ცოტნეს განვითარება სწორი გზით წარიმართოს. მას ფანტაზიის განვითარებისთვის დრო და ასპარეზი სჭირდება და მათ ამაში ძალიან შეგვიწყვეს ხელი.

თვითონ როგორი ბავშვია, აქტიური თუ მშვიდი?

– ცოტნე ძალიან ცელქი ბავშვია და თავის პატარა დაიკოსთან ერთად უყვარს ხოლმე პატარა გიჟობები. აქვს კარგი იუმორი და ხალისიანია. უყვარს შექსპირის მიხედვით დადგმული დრამები. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ერთი წლის იყო. მაშინ მივხვდით, რომ ბავშვი მუსიკისადმია მიდრეკილი. ერთი წლის ასაკში მან ოპერის მოსმენა დაიწყო. ორი წლის იყო, როცა მეუბნებოდა, რომ ახლა აქ, ამ ადგილზე მუსიკაში ვიოლინოები შევლენო. მასთან მუშაობა ნორმალურ ასაკში დავიწყეთ, არანაირი ვუნდერკინდი არ მინდოდა მისგან გამოსულიყო.

არ გინდოდათ, მაგრამ მაინც ფაქტია, მიიღეთ…

– მე აკადემიური სფეროდან ვარ, მოსკოვის კონსერვატორია მაქვს ფრიადზე დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური განათლება მაქვს, ამავე დროს აბსოლუტურად ღია ვარ ნოვაციებისთვის, რაც გამოვლინდა კიდეც ჩემი ნიჭიერთა ათწლედის დირექტორად ყოფნის პერიოდში. როგორც მის ბუნებას უნდოდა, მეც იმას გავყევი. ცოტნეს და მის დაიკოს მე სულ გვერდზე ვყავარ, ისინი დაბადებიდან ჩემთან იზრდებიან. ჩემი ქალიშვილის დაღუპვის მერე უკვე ხუთი წელიწადია გასული. ირინა 36 წლის იყო…

უკაცრავად… რით დაიღუპა ცოტნეს დედა?

– უცებ დაიღუპა… სამსახურის მერე მისი მეუღლის სახლში შეიარა, იქიდან დამირეკეს, რომ ცუდად გახდა და გონს ვერ მოვიდაო. როგორც გვითხრეს, ეს იყო ფილტვების და გულის უეცარი გასკდომა. სიმართლე გითხრათ, სამედიცინო დასკვნა არ წამიკითხავს, ის ჩემ სიძეს აქვს. ამ ამბამდე ერთი დღით ადრე ცოტნეს დას, რომელსაც ჩემი სახელი დაარქვა, დაბადების დღე გადაუხადა. იქიდან დამირეკა და მითხრა, არაჩვეულებრივი დაბადების დღე იყოო, ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი…

ცოტნეს ახსოვს დედა?

– ძალიან კარგად ახსოვს ყველაფერი, რადგან ირინა რომ გარდაიცვალა, ცოტნე ხუთი წლის და შვიდი თვის იყო. ძალიან უხაროდა ცოტნეს ნიჭი, სულ ამბობდა, იქნებ მართლა დაუკრასო. არასოდეს იძინებდა ისე, რომ სამი კლასიკური ნაწარმოები მაინც არ მოესმინა. მან კაიროში ამერიკული უნივერსიტეტი დაამთავრა და ბრწყინვალედ ფლობდა გერმანულ ენას, ეს ჩვენ ოჯახში ტრადიცია იყო. მხოლოდ მე არ გავამართლე. ჩემმა ძმამ პეტრე მამრაძემ რვა ენა იცის.

ხვალ ცოტნეს პირველი კონცერტია…

– დიახ, ეს კონცერტი ტარდება ილიაუნში, სადაც ცოტნეს დედა მუშაობდა. ის ილიაუნის საგარეო საქმეთა სამსახურის უფროსი იყო. ირინას დამსახურებით ევროპის ბევრ უნივერსიტეტთან დაიდო მემორანდუმი. სიმბოლურია, რომ პირველი კონცერტი ცოტნეს დედის ხსოვნას მიეძღვნება და სწორედ ილიაუნში ჩატარდება. დარწმუნებული ვარ, რომ მის მოსასმენად ბევრი ადამიანი მოვა…

წყარო :  sputnik-georgia.com

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩილეში მზის ენერგიის ჭარბი გამომუშავების გამო, მისი ტარიფი განულდა

ჩილეს მზის ენერგიის ინდუსტრია, ბოლო პერიოდში იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ელექტროენერგიას უფასოდ გასცემს. აპრილში ქვეყნის გარკვეულ ნაწილში მზის ენერგიის ფასმა ნულს მიაღწია. Bloomberg წერს, რომ მომხმარებლისთვის სასარგებლო ინფორმაცია დარტყმას აყენებს კომპანიებს, რომლებიც საკუთარ ჰესებს ფლობენ და თანხებს კარგავენ.

ჩილეში ამ დროისთვის 29 მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურია განთავსებული და ქვეყანა მათი რიცხვის გაზრდას კიდევ 15-ით აპირებს.

ჩილეში დღეს ელექტროენერგიის ორი ძირითადი ქსელია, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული არაა. შესაბამისად ქვეყნის ერთ ნაწილს შესაძლოა ჭარბი ენერგია ჰქონდეს, მეორეს კი არა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ჩილე 2017 წელს ახალი 3000 კილომეტრიანი გადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულებას გეგმავს, რომელიც ორივე ელექტროსისტემას ერთმანეთთან დააკავშირებს.

წყარო: Bloomberg

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

6 წლის დავით თათვიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

6 წლის დავით თათვიძე ჭადრაკში 7 წლამდე მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ინფორმაცია ჭადრაკის ფედერაციამ გაავრცელა.

“დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული”, — წერს ფედერაცია ფეისბუქის გვერდზე.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

გერმანიის ცირკმა ცხოველები მათი ჰოლოგრამებით ჩაანაცვლა

გერმანიის ცირკმა სცენაზე ცხოველების გამოყვანა შეწყვიტა და მათ ნაცვლად ჰოლოგრამების გამოყენება დაიწყო. 

Metro-ს ინფორმაციით, Roncalli-ის ცირკი, რომელიც 1976 წელს დაარსდა, 32 მეტრის დიამეტრის მქონე სცენას 3D ტექნოლოგიების გამოყენებით ავსებს. პროექტორების საშუალებით, მაყურებლებს მოძრავი სპილოების, ცხენებისა და ოქროს თევზის ნახვა შეუძლიათ. ცირკის დამფუძნებელმა ჰოლოგრამების შოუში £400,000 ფუნტის ინვესტიცია ჩადო. 

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯენ ქრემერისგანცხადებით, სწორედ ეს არის ცირკის მომავალი და ასეთი წარმოდგენით, რომელშიც ცხოველები არ მონაწილეობენ, ყველას შეუძლია ისიამოვნოს. 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემედიცინასაქართველო

საქართველოში ბავშვი  მამის გარდაცვალებიდან წელიწადსა და რვა თვეში ჩაისახა – in vitro განაყოფიერების სასწაული

ექიმი რეპროდუქტოლოგი, კლინიკა “კარაფს მედლაინის” მეან-გინეკოლოგი მანანა ქოჩიაშვილი ფეისბუქზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს ჩვილზე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ჩაისახა.

“ჩემს ხელში უამრავ პაციენტს გაუვლია, უამრავი საინტერესო და ტრაგიკული ისტორიით, ეს შემთხვევა არის ტრაგიზმის, გმირობის, სიყვარულის და სიხარულის შედეგად მიღებული ნაყოფი…in vitro განაყოფიერების პროცესში, სანამ დედის საშვილოსნოში ემბრიოტრანსფერი განხორციელდებოდა, 1 წლის და 8 თვის წინ ამ პატარა ანგელოზს მამა გარდაეცვალა და მომავალი დედა ნათია მესხია და ჩვენ ექიმები დავრჩით 1 ემბრიონის ანაბარა.

პასუხისმგებლობა ასმაგად დიდი იყო, რადგან ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა და ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ის ფაქტი, რომ არცერთი ნიუანსი არ უნდა გამოგვპარვოდა. ემბრიონი გადავიტანეთ და ორსულობაც დადასტურდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს საქმიანობაში ღმერთის ხელი რომ არა, ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით და განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს და თამარ ხასაიას. რომ არა შენ თამარ ჩვენ უძლურები ვიქნებოდით ამ დიდი გამარჯვებისთვის.

მე ვარ ბედნიერი თქვენით წინ დიდი მწვერვალები გველოდება დასაპყრობად” – აცხადებს მანანა ქოჩიაშვილი

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგული შვილი დედამ ახლა იპოვა – ემოციური კადრები

24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგულიი შვილი დედასთან ჩავიდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში „სენაკის ქრონიკა“ – ავრცელებს. 

სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ბუცხრიკიძე წერს, რომ ბიჭი, სახელად დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა. ის მაშინ 7-8 წლის იყო.

„ძალიან ემოციური ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა. მოკლედ, ეს ბიჭი არის დათო. აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა. დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში, ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად. მამაჩემი შემთხვევით წააწყდა ბათუმში, როცა ის უპატრონოდ იყო, წამოიყვანა ბათუმიდან და ჩვენს ოჯახში და-ძმასავით ვიზრდებოდით.

დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა როცა მამამ იპოვა. შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები. პარალელურად თვითონაც და ჩვენც, მისი ნამდვილი ოჯახის ძებნა არასდროს არ შეგვიწყვეტია. წლების შემდეგ მოხდა სასწაული და სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი, დანარჩენს თავად ხედავთ ვიდეოში“, – წერს სალომე ბუცხრიკიძე.

 „პრაიმტაიმი“ შეეცედა ამბის დეტალების გარკვევას და როგორც არმოჩნდა ამ ისტორიის რამდენიმე ვერსია არსებობს.

24 წლის წინ დაკარგული 13 წლის ბიჭი დათა გახოკიძეა, ახლა კი დავით ბებიაშვილის სახელით და გვარით,მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს მკვიდრია. დაკარგულ შვილს დედა დალინა გაგუა 24 წლის განმავლობაში ეძებდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ მარტვილის რაიონის ნაჯახაო-ნაგებერაოს თემის რწმუნებულმა ირაკლი დანელიამ მიაწოდა.

„ 13 წლის იყო,როცა დეიდაშვილთან ერთად წავიდა თბილისში და მერე იკარგება კვალი… ოჯახს არ დაუკარგავს რწმენა,ეძებდნენ. მამა გარდაცვლილი ჰყავს. ბიჭის დაკარგვიდან 2 წელიწადში გარდაიცვალა. ასევე ჰყავს 2 ძმა და დედა. ორი თვის წინ ქუთაისში ჩხუბი მოსვლია,დააკევეს და იქ ციხეში მეზობელს უცვნია შენ ხომ გახოკიძე ხარო და ასე მოვიდა სახლში. გუშინ ვნახე მე,ბუნდოვნად რაღაცეები ახსოვს,ახსენებს გალს,სოფელ ოტობაიას,ოღონდ რა კავშირშია ეს ყველაფერი არ ვიცით. ნაწილობრივ აღიდგინა მარტვილის სახლიც“,- ამბობს სოფლის რწმუნებული. ამჟამად დავით ბებიაშვილი თერჯოლაში ცხოვრობს.
წყარო : primetime.ge

სრულად ნახვა
1 23 24 25 26 27 40
Page 25 of 40