close
კატეგორიის გარეშე

ინდოეთი რუსეთისგან სარაკეტო ძრავებს შეისყიდის

ინდოეთი ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში რუსეთისგან სარაკეტო ძრავებს შეისყიდის, – ამ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის ვიცე პრემიერ იური ბორისოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, იური ბორისოვმა ამის შესახებ დელიში ვიზიტის დროს განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთმა გუშინ კოსმოსში რაკეტა გაუშვა, რომლის მიზანი მთვარეზე როვერის უსაფრთხო დაშვებაა. ინდოეთს სურს მსოფლიოში მნიშვნელოვან დაბალ ბიუჯეტურ კოსმოსურ ძალად იქცეს.
Reuters

გაზიარება:
fb-share-icon0