close
კატეგორიის გარეშე

ისლანდიის სანაპიროზე ათობით ვეშაპი გამოირიყა

ისლანდიის სანაპიროზე ათობით პილოტი ვეშაპი გამოირიყა. დაღუპული ვეშაპები ერთ-ერთმა შვეულმფრენის პილოტმა შემთხვევით შენიშნა და ფოტო გადაუღო.

სპეციალისტები ჯერ-ჯერობით ვეშაპების გამორიყვის მიზეზს ვერ ხსნიან. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ ისლანდიის იმ რეგიონში, სადაც ზღვის ცხოველების გამორიყვა მოხდა, საავტომობილო გზა არაა და შესაბამისად მას ძალიან ცოტა ადამიანი სტუმრობს.

საზღვაო ბიოლოგისტმა და ვეშაპების ექსპერტმა ედა ელიზაბეტ მაგნუსდოტირმა განაცხადა, რომ როდესაც ვეშაპები მცირე სიღრმის წყლებში შედიან, მათი უმეტესობა, როგორც წესი, ორიენტაციას კარგავს. მისი განმარტებით, პილოტი ვეშაპები მჭიდრო ჯგუფებად გადაადგილდებიან და სწორედ ამიტომ ისინი ერთად ირიყებიან წყლიდანაც.

ვეშაპების გამორიყვის აღნიშნულ შემთხვევაზე უფრო მასშტაბური გამორიყვა 2018 წლის ნოემბერში მოხდა, მაშინ ახალი ზელანადიის კუნძულზე 145 პილოტი ვეშაპი გამოირიყა.

BBC

გაზიარება:
fb-share-icon0