close
კატეგორიის გარეშე

გადაარჩენს თუ არა 7.4 ტრილიონი ტონა ხელოვნური თოვლი ანტარქტიკის ყინულის საფარს, რომელიც განადგურების კრიტიკულ ზღვარზეა

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ დასავლეთ ანტარქტიკის ყინულის საფარი გაანდგურების კრიტიკულ ზღვარზეა და მის გადასარჩენად კაცობრიობას საოცრების ჩადენა დასჭირდება. ეს საოცრება კი მეცნიერთა ერთი ჯგუფის აზრით, დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის თავზე დაახლოებით 7.4 ტრილიონი ტონა ხელოვნური თოვლის ცვენაა. ამ კვლევის ავტორების მიზანი იყო ეჩვენებინათ, თუ როგორი სერიუზულია საფრთხე, რომელიც გარემოს ანტარქტიის ყინულის საფარის დნობისგან ემუქრება და არა ის, რომ მისი ხელოვნურად დათოვლის იდეა შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის.

დასავლეთ ანტარქტიკის ყინულის საფარის ლღობის შემთხვევაში მსოფლიოს მასშტაბით ზღვის დონე დაახლოებით 3 მეტრით აიწევს და ისეთ ქალაქებს, როგორიც ნიუ-იორკი, შანხაი, ტოკიო და კალკუტაა საფრთხე შეექმნებათ. მეცნიერები აცხადებენ, რომ თუკი კაცობრიობა რამეს არ მოიმოქმედებს, პროცესი მალე შეუქცევადი გახდება. გერმანელი მეცნიერი ანდერს ლევერმანი აცხადებს, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 7.4 ტრილიონი თოვლია საჭირო იმისთვის, რომ სამხრეთ პოლუსის ეს მნიშვნელოვანი ყინულის საფარი გადარჩეს.

თოვლი ყინულად უნდა იქცეს, რომელიც მყინვარს დაეფინება, დაასტაბილურებს და გაასქელებს. ექსპერტების განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი თუკი აღნიშნულის განხორციელება ტექნოლოგიურად შესაძლებელი გახდება, მეცნიერებს მოუწევთ სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ ანტარქტიკის ყინულის საფარის თავზე ტბების ფორმირება, რაც ლღობას კი არ შეამცირებს, პირიქით, დააჩქარებს. ამ შემთხვევაში საჭირო გახდება.

უფრო რეალური ნაბიჯი, რაც შეიძლება ყინულის საფარის ლღობის შესაჩერებლად გადაიდგას, გლობალური დათბობის შეჩერებაა. თითოეული ადამიანი, საზოგადოება, სახელმწიფო უნდა შეეცადოს მეტად გაუფრთხილდეს გარემოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გაზიარება:
fb-share-icon0