close
ასტრონომია - კოსმოსიტექნოლოგიები

ილონ მასკის განცხადებით, თუ კაცობრიობა სხვა პლანეტებს არ აითვისებს, ის მხოლოდ რამდენიმე ასეული წელი იარსებებს

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა და X-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კაცობრიობას შეუძლია მილიონობით წელი იარსებოს, თუ სხვა პლანეტებს აითვისებს. ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ცივილიზაციამ მიმდინარე ტექნოლოგიური დონე იქამდე უნდა შეინარჩუნოს, სანამ მარსი თვითმყოფადი არ გახდება. ამას სავარაუდოდ 20 წელი დასჭირდება. თუ პლანეტთაშორისი, შემდეგ კი ვარსკვლავთაშორისი სახეობა გავხდებით, ჩვენი ცივილიზაცია მილიონობით წელს იარსებებს. თუ არა, ალბათ სულ რამდენიმე ასეული წელი დაგვრჩა“, – მიიჩნევს მასკი.

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მარსის კოლონიზაციას გეგმავს. მისმა კომპანიამ შექმნა ხომალდი Starship-ი დედამიწის ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთების გასატანად.

მანამდე მასკმა დემოგრაფიული კოლაფსი კაცობრიობის ყველაზე დიდი პრობლემად დაასახელა, კაცობრიობისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ კი მილიარდერი ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებას მიიჩნევს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0