close
ბიოლოგია

მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენები, რომლებსაც შეუძლიათ პოსტტრავმული სტრესის გამოწვევა

მკვლევრებმა შეისწავლეს მილიონზე მეტი ადამიანის გენეტიკური ინფორმაცია და აღმოაჩინეს 43 გენი, რომლებსაც შეუძლიათ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) განვითარების პროვოცირება.

PTSD-ის დროს ადამიანი განიცდის აკვიატებულ აზრებს, განწყობის ცვალებადობას და სხვა სიმპტომებს. ეს ხდება იმ ადამიანების მხოლოდ 6%-ში, რომლებსაც განუცდიათ ტრავმული მოვლენები და დიდი ხნის განმავლობაში ექსპერტებმა არ იცოდნენ, როგორ და რატომ ჩნდება ეს აშლილობა.

ახლა კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის სპეციალისტთა ჯგუფმა გააანალიზა 1,2 მილიონზე მეტი ადამიანის გენომი და აღმოაჩინა გენომში 95 უბანი ან ადგილი, რომლებიც დაკავშირებულია PTSD-ის განვითარების რისკთან.

„ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ მემკვიდრეობა არის PTSD-ის მთავარი მახასიათებელი და მხარს უჭერს გენეტიკური კომპონენტის არსებობას, რომელიც გავლენას ახდენს მის სიმძიმეზე“, – თქვა კვლევის თანაავტორმა კაროლინ ნივერგელტმა.

რა არის PTSD?

ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ PTSD არის ფსიქიკური აშლილობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ტრავმული მოვლენის შემდეგ. PTSD არ შეიძლება დაგემართოს მაშინ როდესაც, მაგალითად, სამსახურიდან გაგათავისუფლეს, რადგან ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც იწვევს PTSD-ს, ყოველთვის ასოცირდება უკიდურესად საშიშ ან კატასტროფულ ვითარებასთან“, – განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0