close
კატეგორიის გარეშე

ჩინეთი კოსმოსურ ლაბორატორიას დედამიწის ორბიტაზე აგზავნის

ჩინეთის კოსმოსურმა ლაბორატორია “ტიანგონგ 2”-მა (Tiangong 2) ექსპერიმენტები დაასრულა და პარასკევს, 19 ივლისს დედამიწის ატმოსფეროში ხელახლა შევა, ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლება იუწყება.
ჩინეთმა პირველი კოსმონავტები ორბიტაზე დამოუკიდებლად ჯერ კიდევ 2003 წელს გაიყვანა; მას შემდეგ აიგო ექსპერიმენტული სადგური “ტიანგონგ 1” (Tiangong 1), განხორციელდა პირველი გასვლა ღია კოსმოსში და მთვარეზე დაჯდა პირველი ჩინური მთვარემავალი “იუთუ” (Yutu).
ჩინეთმა მეორე კოსმოსური სადგური “ტიანგონგ 2” დედამიწის ორბიტაზე 2016 წლის სექტემბერში გაუშვა. ერთი თვის შემდეგ კი კოსმოსში ორი ასტრონავტი გაგზავნა, რომლებიც Tiangong 2-ის კოსმოსურ ლაბორატორიაში 30 დღის მანძილზე იცხოვრეს და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ექსპერიმენტში.
ჩინეთი მესამე ქვეყანაა მსოფლიოში, რუსეთისა და აშშ-ის შემდეგ, რომელმაც კოსმოსში ადამიანები გაუშვა. ჩინეთი არ მონაწილეობს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროექტში, ამიტომ ქვეყანამ საკუთარი კოსმოსური სადგური შექმნა.

გაზიარება:
fb-share-icon0