close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსიმანქანათმშენებლობა

როგორია ნასას ბეტმობილი? – უცნაური როვერი, რომელიც მარსზე გაემგზავრება 

ნასას მარს როვერი, რომელზეც 2016 წლიდან მუშაობენ, ბეტმობილს ჰგავს.

კუთხური კონცეფცია ექვს ბორბალიანია და მთლიანად ნახშირბადის ბოჭკოსა და ალუმინისგანაა დამზადებული. ის მზის ენერგიაზე მუშაობს.

„ბეტმობილი“ გათვლილია ოთხ ასტრონავტზე.  მას საკუთარი მოძრავი ლაბორატორია აქვს.

როვერის ექვსი ბორბალი 1,3 მ სიმაღლისა და 75 სმ სიგანისაა. მას საჰაერო სადინრები აქვს, რომელიც მარსის უხეშ წითელ ქვიშას მოძრაობისა საშუალებას მისცემს. ის ოფიციალურად არ აუწონავთ, თუმცა დეველოპერების შეფასებით, როვერის წონა 2,250კგ-ია.

ნასას პროექტის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა უცნაური ავტომობილი, რომელიც ფლორიდაში,  ნასას კენედის ცენტრში იმყოფება,  სოციალურ მედიაში უკვე გამოჩნდა.

როგორც ახალი როვერის დიზაინერმა მარკ პარკერმა Business Insider-ს განუცხადა, ექვსბორბლიანი მანქანა მთლიანად ელექტროა, რომელიც მარსის ქვიანი დაბრკოლებების გადასალახადაა განკუთვნილი. მისი ინფორმაციით, როვერი 95-110კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

პარკერმა და მისმა ძმამ როვერზე მუშაობა ნოემბერში დაიწყეს და მანქანის აგებას ხუთი თვე მოანდომეს. „მე და ჩემი გუნდი დღეში 10-12-14 საათს, კვირაში 80-100 საათს ვმუშაობდით. ორმ მახსენდება, რამდენ საათიანი შრომაა ჩადებული ამ მანქანაში, ტირილი მინდება,“ – განაცხადა პარკერმა.

როვერის შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

HAT-P-26b  – ახლად აღმოჩენილი პლანეტა, რომელმაც მეცნიერები დააბნია 

მეცნიერები გააოცა მოულოდნელმა აღმოჩენამ მზის სისტემის მიღმა მდებარე ნეპტუნის ზომის სამყაროს შესახებ.

HAT-P-26b დედამიწიდან დაახლოებით 437 სინათლის წლითაა დაშორებული. მისი მასა ნეპტუნის მასას უტოლდება, თუმცა პლანეტა მასპინძელი ვარსკვლავის ორბიტაზე უფრო ახლოს მოძრაობს. ასეთი სამყაროები მეცნიერებს ადრეც არაერთხელ აღმოუჩენიათ, თუმცა HAT-P-26b მათგან სრულიად განსხვავებულია.

მკვლევარებმა HAT-P-26b-ის ატმოსფერო შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ის უჩვეულოდ პრიმიტიულია და თითქმის მთლიანად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. პლანეტა, რომელიც თავის ვარსკვლავთან ასე ახლოს მდებარეობს, ორბიტის ერთ შემოვლას მხოლოდ  4.23 დღეს ანდომებს, არღვევს იმ წესს, რომელიც მეცნიერებს სხვა პლანეტების შემადგენლობის შესახებ აქვთ დადგენილი.

ერთ-ერთი გზა, რითაც მეცნიერები უცხო პლანეტის ატმოსფეროს კვლევას ახორციელებენ, იმაზე დაკვირვებაა, თუ როგორ გაივლიან პლანეტები მასპინძელი ვარსკვლავების წინ.  როცა პლანეტები ამას აკეთებენ, ტელესკოპს პლანეტის ატმოსფეროს მიერ გაფილტრული ვარსკვლავის სინათლის ანალიზი და იმ ნივთიერებების დადგენა შეუძლია, რომელიც ამ სინათლის მიერ საჰაერო სივრცეში გამოიყოფა.

NASA- ს Hubble- ისა და Spitzer- ის კოსმოსური ტელესკოპების მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერთა გუნდმა აღმოაჩინა, რომ HAT-P-26b-ის ატმოსფერო ღრუბლისგან თავისუფალია, მაგრამ მასზე წყლის შესამჩნევი ნაკვალევია. მკვლევარები აცხადბენენ, რომ ეს ამ ზომის ეგზოპლანეტისთვის წყლის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

წყლის კვალმა მეცნიერთა გუნდს საშუალება მისცა, რომ HAT-P-26b- ის მეტალურობა შეეფასებინათ: ზომა, სადაც პლანეტის ატმოსფეროში დომინირებს ის ელემენტები, რომლებიც  წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე არიან.

ჩვენი საკუთარი მზის სისტემის შემთხვევაში, ნაკლები მეტალობა უფრო დიდი პლანეტებისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, იუპიტერს მზეზე 5-ჯერ მეტი მატალობა აქვს, ხოლო სატურნს – 10-ჯერ მეტი.

ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ატმოსფეროები ძირითადად წყალბადის და ჰელიუმისგან შედგება. ამის საპირისპიროდ, ურანსა და ნეპტუნს, რომლებიც უფრო პატარა პლანეტები არიან და ორბიტაზე მზისგან უფრო მოშორებით მოძრაობენ, მეტალობის უფრო დიდი შემცველობა აქვთ – მზეზე დაახლოებით 100-ჯერ მეტი.

დასკვნა ასეთია: ჩვენს მზის სისტემაში მით უფრო დაბალია პლანეტის მეტალობა, რაც უფრო დიდია პლანეტა. მეცნიერების ვარაუდით, ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც სამყარო ჩამოყალიბდა მზეზე გარშემორტყმული პროტოპლანეტარული მტვრისგან, იუპიტერი და სატურნი მძიმე ელემენტებით მდიდარი პატარა ყინულის ნამსხვრევებით იყვნენ „დაბომბილი“.  ამის შედეგად, მათი უფრო გვიანდელი ატმოსფეროები ნაკლები მეტალობის არიან.

თუმცა HAT-P-26b-ის შემთხვევაში,  ჩვენ საქმე გვაქვს სამყაროსთან, რომელიც მასპინძელი ვარსკვლავისგან არცთუ ისე შორს მდებარეობს და მიუხედავად ამისა, მისი ატმოსფერო თითქმის მთლიანად შედგება წყალბადის და ჰელიუმისგან, იუპიტერისა და სატურნის მსგავსად.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ის ალბათ თავის ვარსკვლავთან ბევრად უფრო ახლოს ჩამოყალიბდა ან მოგვიანებით დისკში, სადაც ის ყინულის ნამსხვრევებსა და მდიდარ მძიმე ელემენტებს არ „დაუბომბავს“ , ჩვენ აქამდე არ შეგვხვედრია საკუთარ ვარსკვლავთან ამდენად ახლოს მყოფი ამ ზომის პლანეტა,“ – აცხადებენ მეცნიერები.

აღმოჩენა მნიშვნელოვანია ასტრონომებისთვის ამტკიცებს რა, რომ ბევრად მეტი პლანეტარული შესაძლებლობა არსებობს, ვიდრე აქამდე ეგონათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში უფრო საინტერესო კოსმოსური მეცნიერების მოწმე გავხდებით.

 

წყარო:  sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნასას ასტრონავტები კოსმოსში გადაუდებელ სვლას განახორციელებენ  

ნასას ასტრონავტები სამშაბათს დილით საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კოსმოსში გავლენ, რათა გაფუჭებული კომპიუტერი შეცვალონ. მწყობრიდან გამოსული კომპიუტერი ერთ-ერთია იმ ორ კომპიუტერს შორის, რომელიც სადგურზე არსებულ ამერიკულ სისტემებს აკონტროლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ნასა ავრცელებს.

პირველადი მოწყობილობა მწყობრიდან შაბათს გამოვიდ, რის შედეგადაც 100-მილიარდის ღირებულების ლაბორტორია სარეზერვო სისტემაზე დამოკიდებული გახდა.

ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადგურის ამჟამინდელი ხუთი წევრი აშშ-დან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან არანაირი საფრთხის ქვეშ არ იმყოფებიან. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ასტრონავტები დატოვებენ სადგურს, ნასა ორშაბათს მიიღებს.

ეროვნულმა აერონავტიკისა და კოსმოსურმა ადმინისტრაციამ გადაუდებელი კოსმოსური სვლა ბოლოს 2015 წლის დეკემბერში მოაწყო, როცა ორმა ამერიკელმა ასტრონავტმა კოსმოსი დატოვა, რათა ავტომატური მკლავის მობილურ ტრანსპორტერზე მუხრუჭები გაეშვათ.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური — კოსმოსში აწყობილი საერთაშორისო ორბიტული სადგური, რომელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის სახით იყენებენ. სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს. სკს აშშ-ს (ნასა), რუსეთის (რკა), იაპონიის (იახა), კანადის (კკა) და რამდენიმე ევროპული ქვეყნის (კა) კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროგრამაა.  მისი სიმაღლე დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 400 კმ-ია. სკს ყოველ 90 ერთ ორბიტას ასრულებს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

უცხოპლანეტელების ნაკვალევი მთვარეზე თუ ენთუზიასტების მორიგი ილუზია?

,,UFO hunter-ის” გუნდი უცნაურ ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ასახულია მართკუთხა ფორმის ნაკვალევი მთვარის ზედაპირზე.

უცხოპლანეტელების ენთუზიასტების პროგნოზით, ეს შესაძლოა საიდუმლო გვირაბის შესასვლელი იყოს.

ფოტო Apollo 15-ის მიერა 1971 წლის ივლის-აგვისტოში განხორციელებული ექსპედიციის დროსაა გადაღებული.

,,ისინი შენობებს ჰგავს, შესაძლოა ხელოვნური წარმოშობისაც იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვიღაცამ ააგო და მთვარეზე განათავსა,“ – აცხადებს ,,UFO hunter-ის” ერთ-ერთი წევრი – ტაილორ გლოკნერი.

გლოკნერი, რომელსაც კოსმოსური სიცოცხლის მტკიცედ სჯერა, აცხადებს, რომ ეს ფორმები მანამდე მთვარეზე არავის უნახავს. რამდენიმე თვის წინ გლოკნერმა და მისმა გუნდმა განაცხადა, რომ Google Earth-ის თანამგზავრული ფოტოების მეშვეობით მათ სამხრეთ პოლუსზე, ერთ-ერთ მღვიმეში უცხოპლანეტელების დამალული ხომალდი იპოვნეს და განაცხადეს, რომ მათი „აღმოჩენა“ „საიდუმლო ტექნოლოგიის საბოლოო მტკიცებულებაა.“

ამას მოჰყვა კიდევ ერთი საკამათო მტკიცება იმის შესახებ, რომ ანტარქტიდაზე გიგანტური კიბე არსებობს. ფოტომ, რომელიც, სავარაუდოდ, ანტარქტიდის სატელიტური გამოსახულებაა, იმ მეცნიერებს, რომლებსაც უცხოპლანეტელების არსებობის სჯერათ, იმის თქმის საფუძველი მისცა, რომ უცხოპლანეტელები დედამიწას სტუმრობენ.

 

წყარო:  Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჰაბლის ტელესკოპმა ურანზე მასიური სხეული გამოავლინა

მზის ქარიშხალებმა ურანზე მოკაშკაშე რეგიონი წარმოქმნა, რომელსაც მეცნიერები ნასას ჰაბლის ტელესკოპით დააკვირდნენ. რეგიონის წარმოქმნა განაპირობა ელექტრონებმა, რომლებიც მზის ქარებისგან, პლანეტარული იონოსფეროსა და მთვარის ვულკანიზმისგან გაჩნდნენ.

ჰაბლის ტელესკოპის საშუალებით მკვლევარებმა ეს ელექტრონები ძლიერ მაგნიტურ ველში დაიჭირეს და ზედა ატმოსფეროში მათი კონტროლის განხორციელება დაიწყეს, სადაც გაზის ნაწილაკებთან (ჟანგბადსა და აზოტთან) შერწყმის შედეგად ეფექტური სინათლის იმპულსები ჩნდება.

მეცნიერებმა მსგავსი დაკვირვება 2012 და 2014 წლებშიც განახორციელეს. გუნდმა, რომელსაც პარიზის ობსერვატორიის ასტრონომი ხელმძღვანელობდა,  ციალზე დაკვირვება ჰაბლიზე დამონტაჟებული კოსმოსური ტელესკოპის გამოსახულების სპექტოგრაფის ულტრაიისფერი შესაძლებლობების გამოყენებით მეორედ განახორციელა.

ამჯერად მეცნიერებმა ურანზე ყველაზე ინტენსიური ციალი გამოავლინეს, რა კი ოდესმე გამოვლენილა. მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ძლიერი, მოციმციმე რეგიონები პლანეტასთან ერთად მოძრაობენ.

გარდა ამისა, ხელახლა აღმოაჩინეს ურანის დიდი ხნის წინ დაკარგული მაგნიტური პოლუსები, რომლებიც 1986 წელს, ვოიაჯერ 2-ის მიერ აღმოჩენიდან სულ მალე დაიკარგა; ამის მიზეზი გაზომვათა არადამაჯერებლობა და პლანეტის უფერული, მახასიათებელი ნიშნების არმქონე ზედაპირი გახდა.

 

წყარო: http://www.sci-techuniverse.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთი ეკიპაჟიანი კოსმოსური სადგურის აგებას 2019 წელს დაიწყებს

ჩინეთი მუდმივი, ეკიპაჟით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის აგებას 2019 წელს დაიწყებს, ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც  Tianzhou-1 სატვირთო კოსმოსური ხომალდიდან ორბიტაზე საწვავის შევსება წარმატებულად განხორციელდა.

Tianzhou-1 ჩინეთის პირველი სატვირთო ხომალდია, რომელიც 20 აპრილს გაუშვეს და ორ დღეში Tiangong-2-თან დოკში შესვლა მოახერხა.

ხუთი დღის განმავლობაში განხორციერლებული საწვავის წარმატებულად შევსება ჩინეთის იმ გეგმის ძირითადი ეტაპია, რომელიც 2022 წლისთვის მუდმივ კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის გაგზავნას ითვალისწინებს.

„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩინელი ხალხის სწრაფვას და რწმენას, რომ ჩვენი ქვეყანა ძირითადი კოსმოსური ძალა გახდეს,“ – განაცხადა კოსმოსური სადგურის პროექტის ხელმძღვანელმა უანგ ჟაოიაომ პეკინში გამართულ ბრიფინგზე.

მისი ინფორმაციით, ექსპერიმენტალური ეტაპიდან ქვეყანა განვითარებისა და მშენებლობის ფაზაზე გადავა. „ჩვენი გეგმა ეკიპაჟით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის მშენებლობას 2019-2022 წლებში განვახორციელებთ,“ – დასძინა მან.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად  კოსმოსური პროგრამის განვითარება ქვეყნის პრიორიტად გამოაცხადა. ჩინეთის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ, რომელსაც პრეზიდენტი ძინპინი ხელმძღვანელობს, Tianzhou -1- ის მისიის თანამშრომლებს „შეუპოვარი კოსმოსური ოცნების რეალიზაციისთვის“ მისალოცი წერილი გაუგზავნა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ამაღამ პლანეტის ცას მეტეორის წვიმა გაანათებს

პარასკევს შუაღამიდან შაბათ გამთენიამდე პლანეტის ცაზე მეტეორის წვიმის, Eta Aquarid-ის, ნახვა იქნება შესაძლებელი.
Eta Aquarid ყოველწლიურად დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე ხდება და პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ადამიანებს საშუალება ეძლევათ უნიკალურ მეტეორების წვიმა:ათასობით ,,ვარსკვლავის” დედამიწაზე ჩამოცვენა იხილონ.
ჩრდილოეთ განედის შუა ნაწილში მცხოვრები ხალხისთვის რადიანტი არცთუ ისე მკვეთრი იქნება, თუმცა სამხრეთ ჰორიზონტზე მეტეორებს შენიშნავენ.
იმ დამკვირვებლებს, რომლებიც სამხრეთ ნახევარსფეროში იმყოფებიან, საუკეთესო ხედი ექნებათ და ჩრდილოეთით მეტეორის წვიმისგან გამოწვეულ რადიანტს იხილავენ.
მეტეორის წვიმა მთვარის სინათლის გარეშე უფრო სანახაობითი იქნება.
მეტეორის წვიმა ხდება, როცა კომეტა მზესთან ძალიან ახლოს მიდის და ნამსხვრევები – მეტეორიდები წარმოიქმნება, რომელიც კომეტის ორბიტის ირგვლივ ვრცელდება.
დედამიწა მეტეორის წვიმას მაშინ განიცდის, როცა დედამიწის ორბიტა კომეტას უერთდება.
რადიანტი კი გახლავთ წერტილი ცაზე, რომელიც გვგონია მეტეორთა ნაკადის ცენტრი, როდესაც დედამიწა კვეთს მეტეორთა სხეულების მოძრაობის ორბიტას მზის გარშემო.
რადგან მეტეორთა სხეულების ტრაექტორიები, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ ნაკადს, სივრცეში თითქმის პარალელურია, და პერსპექტივის გამო ამ მეტეორთა კვეთა ხდება ცის პატარა მონაკვეთზე, რომლის ცენტრს ეწოდება რადიანტი.
მიუხედავად იმისა, რომ Eta Aquarid-ის მეტეორის წვიმის დროს საათში იმაზე შედარებით ნაკლები მეტეორი წარმოიქმნება, ვიდრე ცნობილი Perseid-ის მეტეორის წვიმის დროს, რომელიც აგვისტოში მოხდება, ჩამოცვენილი ვარსკვლავები უფრო კაშკაშები არიან. ასე რომ, მოემზადეთ სანახაობისთვის !

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

,,ნასამ“ სატურნის რგოლებში გადაღებული ფოტოები გაავრცელა

„ნასას“ კოსმოსურმა ხომალდმა „კასინიმ“ სატურნის უახლოესი ფოტოები გამოაგზავნა მას შემდეგ, რაც პლნეტის რგოლებში უსაფრთხო შეღწევა განახორციელა.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოტოებზე ასახულია სატურნის ღრუბლები, მასიური ქარიშხალი და უცნაური ექვსმხრივი კლიმატის სისტემა.

აღსანიშნავია, რომ „კასინი“ 13 წელია სატურნის შესწავლას ახორციელებს.  „კასინიმ“ მოახერხა პლანეტასა და მის იდუმალ რგოლლს შორის შეეღწია, ანუ იქ, სადაც აქამდე არცერთი კოსმოსური ხომალდი არ ყოფილა.

კასინი, სავარაუდოდ, რამდენიმე მცირე შიგა მთვარის ფოტოსურათს გადაიღებს და პლანეტის ქარებს, ღრუბლებს, აურუსებსა და გრავიტაციას შეისწავლის. ინფორმაცია მეცნიერებს იმის დადგენაში დაეხმარება, თუ რა არის სატურნის მაგნიტური ველის წყარო, რამდენად სწრაფად ბრუნავს გაზის გიგანტები და რა მდებარეობს მისი ღრუბლების ფენების ქვეშ.

აღსანიშნავია, რომ მანძილი სატურნსა და რგოლებს შორის დაახლოებით 2,400 კილომეტრია.

„კასინი” პლანეტაზე 1997 წელს გაიგზავნა და მას მხოლოდ 2004 წელს მიაღწია. პირველად 20 წლიანი მისიის განმავლობაში, ზონდმა სატურნის ორბიტაზე ურთულესი მანევრი შეასრულა და პლანეტის რგოლებს შორის შეაღწია.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

„ნასამ“ კოსმოსში საჰაერო ბუშტი გაუშვა

 უახლოეს კოსმოსში მონაცემების შეგროვების მიზნით „ნასამ“  სტადიონის ზომის წნევის ბუშტი შექმნა. ბუშტი წვიმისა და ციკლონისგან ჩაშლილი რამდენიმე მცდელობის შემდეგ გუშინ ახალი ზელანდიიდან წარმატებით გაუშვეს.

ჰაერნაოსნობის და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) მიერ შექმნილი ბუშტი 100-დღიან მოგზაურობას განახორციელებს და გალაქტიკის მიღმა ულტრა მაღალი ენერგეტიკული კოსმოსური ნაწილაკების აღმოჩენას შეეცდება. ის პლანეტას, სავარაუდოდ, ორჯერ ან სამჯერ დაარტამს წრეს.

„ან ნაწილაკების წარმოშობა დიდი საიდუმლოა, რომლის გადაჭრას დიდი ხანია ვცდილობთ. მოდიან თუ არა ისინი გალაქტიკის შავი მასიური ხვრელებიდან? პატარა, სწრაფი ვარსკვლავებიდან, თუ სხვა რამიდან?“ – განაცხადა ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ანჯელა ოლინტომ.

ბურთი, რომელიც სამშაბათს ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულიდან გაუშვეს, მონაცემებს დედამიწიდან 34 კმ ზემოთ შეაგროვებს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-მ სატურნის მთვარეზე სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიის წყარო აღმოაჩინა

სატურნის ოკეანიანი მთვარე – ენცელადის მიერ კოსმოსში გამოყოფილი „ბუმბული“ – ჰიდროგენს შეიცავს, ეს გახლავთ ის გარემო-პირობა, რამაც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დედამიწაზე სიცოცხლეს მისცა დასაბამი.
ხუთშაბათს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ენცელადი გახლავთ ერთადერთი ადგილი დედამიწის მიღმა, სადაც მეცნიერებმა სიცოცხლის შესაძლო წყაროს დამადასტურებელი მტკიცებულება აღმოაჩინეს.
სამეცნიერო ჟურნალ ,,Science-ში” გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, სავარაუდოდ, იგივე პირობები გახდა დედამიწაზე მიკრობული ცხოვრების საწყისი დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ.
„ამ აღმოჩენას ფუნდამეტური როლი აქვს ენცელადზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობის თვალსაზრისით,“- აცხადებს მასაჩუსეტის Woods Hole Oceanographic Institution-ის გეოქიმიკოსი -ჯეფრი სიუალდი.
აღმოჩენა NASA-ს კოსმოსური ხომალდის – „კასინის“ – დახმარებით გაკეთდა, რომელიც სექტემბერში სატურნისა და მისი 62 ცნობილი თვარის შესწავლის 13-წლიან მისიას ასრულებს.
მოლეკულური ჰიდროგენი 2015 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს, როდესაც „კასინიმ“ მთვარის სამხრეთ პოლუსიდან 49 კილომეტრით ზემოთ ნიმუშების აღებისას ენცელადის „ბუმბულებზე“ გადაიარა.
„კასინიმ“ 2005 წელს ენცელადიდან ამომავალი წყლის გეიზერები შენიშნა. მეცნიერთა აზრით, ეს გეიზერები ენცელადის ყინულოვანი ქერქის ქვეშ დამალული მოზრდილი ოკეანის ნივთიერებებს ამოაფრქვევს.
ამგვარად, ენცელადს აქვს წყალი — ერთ-ერთი უმთავრესი ინგრედიენტი სიცოცხლის იმ ფორმისათვის, როგორიც ჩვენ ვიცით. წყალი იქ თხევადი რჩება, რადგან სატურნის უზარმაზარი გრავიტაცია ენცელადს ღუნავს და ჭიმავს, რაც შიდა, „გრავიტაციულ“ სითბოს განაპირობებს. ამჯერად, როგორც ახალი კვლევა ვარაუდობს, ენცელადი სიცოცხლის მეორე მთავარ ინგრედიენტსაც ფლობს: ენერგიის წყაროს.
მკვლევართა ჯგუფმა, სან ანტონიოს Southwest Research Institute-ის მეცნიერის ჰანტერ უეიტის ხელმძღვანელობით, დაამუშავა და შეისწავლა ,,კასინის” მიერ ენცელადის გეიზერებში 2015 წლის ოქტომბერში გავლის დროს შეგროვილი მონაცემები.
ეს გავლა განსაკუთრებული იყო რამდენიმე თვალსაზრისით: უპირველესად კი იმ მხრივ, რომ ეს გახლდათ ,,კასინის” უახლოესი მისვლა ენცელადთან, სულ რაღაც 49 კმ სიმაღლეზე მის ზედაპირთან.
სპეციალური ინსტრუმენტების საშუალებით, კასინიმ დაადგინა, რომ ენცელადის გეიზერებში მოლეკულური წყალბადის შემცველობა 0,4-1,4%-ია. გარდა ამისა, შემდგომი გამოთვლების შედეგად ისიც დადგინდა, რომ გეიზერების მოცულობის 0,3-0,8%-ს ნახშირორჟანგი შეადგენს.
მიწისქვეშა ოკეანეს იუპიტერისა და სატურნის გარშემო მოძრავი რამდენიმე მთვარე შეიცავს, თუმცა ენცელადი ერთადერთია, სადაც მეცნიერებმა სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიის წყაროს არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს.
„ეს არ გახლავთ სიცოცხლის აღმოჩენა, ის ზრდის სიცოცხლისუნარიანობის შანსს, მაგრამ არ შემიძლია ვივარაუდო, არის თუ არა თავად სიცოცხლე ენცელადზე. ვფიქრობ, ერთადერთი, რაც ამ კითხვაზე პასუხს გვაპოვნინებდა, არის ის, რომ გვესაჭიროება მეტი მონაცემები“, – აცხადებს უეიტი.
504 კმ დიამეტრის მქონე ენცელადი სატურნის ერთ-ერთი უდიდესი მთვარეა, სითბო, რომელიც მთვარეზე არსებულ ოკეანეს გაყინვისგან იცავს, სატურნისა და ახლომდებარე მთვარე დიონეს ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოქცევითი ძალებისგან მოდის.
წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 48 49 50 51 52 54
Page 50 of 54