close
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთი ეკიპაჟიანი კოსმოსური სადგურის აგებას 2019 წელს დაიწყებს

ჩინეთი მუდმივი, ეკიპაჟით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის აგებას 2019 წელს დაიწყებს, ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც  Tianzhou-1 სატვირთო კოსმოსური ხომალდიდან ორბიტაზე საწვავის შევსება წარმატებულად განხორციელდა.

Tianzhou-1 ჩინეთის პირველი სატვირთო ხომალდია, რომელიც 20 აპრილს გაუშვეს და ორ დღეში Tiangong-2-თან დოკში შესვლა მოახერხა.

ხუთი დღის განმავლობაში განხორციერლებული საწვავის წარმატებულად შევსება ჩინეთის იმ გეგმის ძირითადი ეტაპია, რომელიც 2022 წლისთვის მუდმივ კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის გაგზავნას ითვალისწინებს.

„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩინელი ხალხის სწრაფვას და რწმენას, რომ ჩვენი ქვეყანა ძირითადი კოსმოსური ძალა გახდეს,“ – განაცხადა კოსმოსური სადგურის პროექტის ხელმძღვანელმა უანგ ჟაოიაომ პეკინში გამართულ ბრიფინგზე.

მისი ინფორმაციით, ექსპერიმენტალური ეტაპიდან ქვეყანა განვითარებისა და მშენებლობის ფაზაზე გადავა. „ჩვენი გეგმა ეკიპაჟით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის მშენებლობას 2019-2022 წლებში განვახორციელებთ,“ – დასძინა მან.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად  კოსმოსური პროგრამის განვითარება ქვეყნის პრიორიტად გამოაცხადა. ჩინეთის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ, რომელსაც პრეზიდენტი ძინპინი ხელმძღვანელობს, Tianzhou -1- ის მისიის თანამშრომლებს „შეუპოვარი კოსმოსური ოცნების რეალიზაციისთვის“ მისალოცი წერილი გაუგზავნა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld