close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

მეცნიერებმა მზის სისტემის მეათე პლანეტის არსებობის ახალი მტკიცებულება მოიპოვეს 

მზის სისტემა პლუტონის პლანეტიდან ჯუჯაპლანეტად გადაფასების შემდეგ უცვლელი აღარაა.

შარშან კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ჩვენს მზის სისტემაში მეცხრე პლანეტა არსებობს, რომელიც დედამიწაზე 10-ჯერ უფრო დიდი ზომისაა და ჩვენი მზის სისტემის მოძრავ ჩაღრმავებულებში იმალება.

„ახალი ექსცენტრიული KBO აღმოვაჩინეთ, რომელიც უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მე-9 პლანეტა მდებარეობს,“ – განაცხადა მეცნიერმა მაიკ ბრაუნმა.

მსგავსი აღმოჩენები გაკეთდა ახალ ჯუჯაპლანეტებთან მიმართებითაც. 530 კმ დიამეტრის 2014 UZ224-ს ორბიტის შესასრულებლად დაახლოებით 1,100 დედამიწის წელი სჭირდება.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩვენს მზის სისტემაში სხვა სიურპიზებიც არსებობს.

არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა -კეტრინ ვოლკმა და რენიუ მალჰოტრამ  კუიპერის სარტყელში უცნაური მოძრაობა შენიშნეს. მათი აზრით, ეს მოძრაობა მეათე პლანეტის არსებობის ვარაუდს აჩენდა.

კუპერის სარტყელში საგნები ჩვენი მზის სისტემის სხვა ძირითად სხეულებთან იმდენად დაშორებულია, რომ დიდი პლანეტების გრავიტაციული გავლენა მათზე გავლენას არ ახდენს. თუმცა მათი მოძრაობის წინასწარმეტყველება შესაძლებელია ცის კვლევებისა და  მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით. ხოლო თუ ეს წინასწარმეტყველება შეუსაბამოა, ეს ნიშნავს, რომ სხვა ობიექტიც არსებობს – სხვა დიდი სხეული, რომლის სიმძიმის ძალაც კუპერის სარტყლის ობიექტების მოძრაობებზე ზეგავლენას ახდენს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მეცხრე პლანეტა მზის გარშემო დაახლოებით 700 AU მანძილზე მოძრაობს. კეტრინ ვოლკისა და რენიუ მალჰოტრას მტკიცებით, მეათე პლანეტა მზესთან მეცხრე პლანეტასთან შედარებით ახლოს მდებარეობს (50 AU). მათივე აზრით, პლანეტა ზომის თვალსაზრისით მარსთანაა მიახლოებული.

თუმცა სხვა ასტრონავტები ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ამდენად ახლოს მდებარე და ასეთი კაშკაშა პლანეტა შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

 

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

ინდოეთმა კოსმოსში 31 თანამგზავრი გაუშვა

ინდოეთმა კოსმოსში 31 თანამგზავრით დატვირთული რაკეტა გაუშვა, რამდენიმე მათგანი ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებსაც დედამიწის მაღალი რეზოლუციის გამოსახულების მოძიება სურთ.

პოლარულმა სატელიტურმა სატვირთო ავტომანქანამ (PSLV) დედამიწის დაკვირვებისთვის 712 კგ თანამგზავრი – კარტოსაატ-2 გაუშვა, ხოლო დანარჩენი 30 პატარა თანამგზავრი ინდოეთის ქალაქ შრიჰარქოტადან.

რაკეტას ინდოეთის სახელმწიფო ,,Space Research Organisation (ISRO)-ის” საერთაშორისო კომერციული საქმიანობის ფარგლებში თანამგზავრები გადააქვს ინდოეთიდან და 14 სხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ავსტრიიდან, ბელგიიდან, ლატვიადან, ლიტვადან და სლოვაკეთიდან.

„ვულოცავ ISRO-ს პოლარული თანამგზავრის მეორმოცე წარმატებულ გაშვებას… ჩვენ თქვენით ვამაყობთ,“ – განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა – ნარენდრა მოდიმ.

ინდოეთის მთავრობამ კოსმოსურ პროგრამა იაფი ტექნოლოგიებზე დაყრდნობით განავითარა. თებერვალში ISRO ერთდროულად 104 თანამგზავრი გაუშვა, უმეტესობა მათგანი უცხოელი კლიენტებისთვის.

2015 წელს გლობალურმა კოსმოსურმა ინდუსტრიამ 323 მილიარდი დოლარი შეადგინა.  Space Foundation-ის ანგარიშის თანახმად, ინდოეთის წილმა ამ ბიზნესში მხოლოდ 0.6 პროცენტი შეადგენა.

 

წყარო:  http://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიფიზიკა

სტივენ ჰოკინგი: ადამიანებმა დედამიწა უნდა დატოვონ

ცნობილი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი აცხადებს, რომ ადამიანებს 100 წელი აქვთ დედამიწის დასატოვებლად. მისი შეფასებით, კაცობრიობის არსებობის შესანარჩუნებლად სხვა პლანეტაზე ახალი საცხოვრებლის პოვნაა.
,,თუ კაცობრიობას სურს კიდევ მილიონი წელი იცხოვროს, ჩვენი მომავალი გადის იქ, სადაც ჯერ არავინ წასულა”, – განაცხადა ჰოკინგმა ნორვეგიაში ტრენინიმის ფესტივალზე გამოსვლისას.
კერძოდ, ჰოკინგმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის მთვარეზე კიდევ ერთი დაჯდომა უნდა განხორციელდეს, მომავალი 30 წლის მანძილზე უნდა აშენდეს მთვარის ბაზა, რათა 2025 წლისთვის ადამიანის მარსზე გაგზავნა მოხერხდეს. „დროა, სხვა მზის სისტემა მოვძებნოთ. ეს შესაძლოა ერთადერთი რამ იყოს, რასაც შეუძლია საკუთარი თავისგან დაგვიცვას. დარწმუნებული ვარ, ადამიანებმა დედამიწა უნდა დატოვონ,“ – განაცხადა ჰოკინგმა.
მთვარეზე ადამიანის გასაგზავნად ემზადებიან: აშშ, ჩინეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა. კერძო კოსმოსური სააგენტოები კი, მათ ორის SpaceX-ი, მიიჩნევს, რომ რომ მთვარე ტურისტული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველია, ვიდრე როგორც მუდმივი საცხოვრებელი.
წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნეირთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

მეცნიერებმა მზის სისტემის მიღმა 10 პლანეტა აღმოაჩინეს, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს

ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა კიდევ 219 კანდიდატი პლანეტა აღმოაჩინეს. 10 მათგანი დაახლოებით იმავე ზომისაა და მასზე ისეთივე ტემპერატურაა, როგორიც დედამიწაზე, რაც სიცოცხლის არსებობის შანსს ზრდის.

ასტრონავტებმა პლანეტის კანდიდატები ნასას Kepler Space Telescope-ის საშუალებით გედის თანავარსკვლავედში აღმოაჩინეს.

კანდიდატებს შორისაა 10 ახლად აღმოჩენილი კლდოვანი სამყარო, რომლებიც თავიანთი მშობელი ვარსკვლავისგან ისეთი მანძილითაა დაშორებული, რაც პლანეტების ზედაპირზე წყლის დაგროვების საშუალებას იძლევა. წყალი კი, მეცნიერების აზრით, სიცოცხლის არსებობის ძირითადი ინგრედიენტია.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია ის, ვართ თუ არა სამყაროში მარტო. შესაძლოა კეპლერი დღეს არა პირდაპირ გვეუბნება, რომ მარტო არა ვართ,” – განაცხადა კეპლერის პროგრამის მეცნიერმა მარიო პერეზმა.

ნასამ კეპლერის ტელესკოპი დედამიწის მსგავსი პლანეტების შესასწავლად 2009 წელს გაუშვა. 4-წლიანი მისიის პეიოდში კეპლერა 2,335  დადასტურებული და 1,699 კანდიდატი პლანეტა აღმოაჩინა, ანუ საერთო ჯამში -4,034.  მათ შორისაა დაახლოებით 50 ისეთი სამყარო, რომელიც დაახლოებიით დედამიწის ზომისაა და მასთან მიახლოებული ტემპერატურაა.

კეპლერის მონაცემებმა მეცნიერებს საშუალება მისცა შეეფასებინათ, პლანეტას დედამიწის მსგავსად მყარი ზედაპირი აქვს, თუ ნეპტუნის მსგავსად – აირის. განსხვავება მეცნიერებს დაეხმარება პოტენციურად დედამიწის მსგავსსა და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების მქონე პლანეტის აღოჩენაში.

კეპლერის გუნდმა აღმოაჩინა, რომ პლანეტები, რომლებიც დედამიწაზე დაახლოებით 1.75 ჯერ დიდია,  ნაკლებად კლდოვანია, ხოლო დედამიწაზე 3.5 ჯერ დიდი ზომის პლანეტები ნეპტუნის მსგავსად აირით შემოგარსული არიან.

ჯერჯერობით, ასეთი პლანეტები, რომლებსაც მეცნიერებს ,,სუპერ-დედამიწებსა” და ,,მინი-ნეპტუნებს” უწოდებენ, დედამიწის მზის სისტემაში აღმოჩენილი არაა.

,,საინტერესოა ის ფაქტი, რომ გალაქტიკაში პლანეტის ყველაზე გავრცელებული სახეობა არ გვხვდება”, – აცხადებენ კეპლერის მეცნიერები.

 

წყარო: http://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

ჩინეთმა მთვარეზე ადამიანის გასაგზავნად „წინასწარი“ სამზადისი დაიწყო  

ჩინეთმა მთვარეზე ადამიანის გასაგზავნად „წინასწარი“ სამზადისი დაიწყო. 

ჩინეთი 2003 წელს მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ყოფილ საბჭოთა კავშირისა და შეერთებულ შტატების შემდეგ, რომელმაც კოსმოსში ადამიანი გაუშვა.

ჩინეთმა 2013 წლის ბოლოს ,,Chang’e-3-ითა” და ,,Jade Rabbit როვერით” მთვარის „რბილი დასხდომა“ განახორციელა.

ქვეყანა ასევე გეგმავს, 2018 წელს მთვარის ბნელი მხარე გამოიკვლიოს.

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, მთვარეზე ადამიანის გაგზავნას დიდი დრო არ დასჭირდება.

შარშან ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ჩინეთი 2036 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტებს გააგზავნის.

ჩინეთის კოსმოსური პროგრამის განვითარება პრეზიდენტმა სი ძინ-პინიმ ქვეყნის პრიორიტეტად გამოაცხადა.

ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის კოსმოსში გააქტიურება მიზნად ისახავს მოწინააღმდეგეებს კრიზისის დროს ხელი შეუშალოს კოსმოსის აქტივების გამოყენებაში. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ბიუჯეტი აშშ-ის ბიუჯეტზე ათჯერ ნაკლებია. ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქვეყანა კოსმოსურ პროგრამაზე ყოველწლიურად 2 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი 2020 წლისთვის მარსზე ზონდის გაგზავნას გეგმავს.

 

წყარო: http://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

,,ნასას” ექსპერიმენტის დროს ცა გაფერადდება

,,ნასა” კვირა საღამოს ექსპერიმენტს ჩაატარებს, რომლის დროსაც აშშ–სა შუა ატლანტიკური სანაპიროს ზემოთ ცაზე მწვანე და წითელი ღრუბლები გამოჩნდება.

ამ ექსპერიმენტით ,,ნასა” შეეცდება უფრო მეტი შეიტყოს დედამიწის ატმოსფეროს ზემოთ მდებარე დამუხტული ნაწილაკების შესახებ.

პატარა რაკეტა 10 ბიდონი ბარიუმითა და სხვა ქიმიური ნივთიერებებით ვირჯინიაში მდებარე ვირჯოფსის კუნძულიდან კვირა საღამოს გაეშვება.

გაშვებიდან დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ ბიდონებიდან ლურჯი-მწვანე და წითელი ორთქლი გამოვა, რომელიც ხელოვნურ ღრუბლები შეგროვდება და ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთ კაროლინამდე გამოჩნდება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლუმინისცირებული ფერები მზის სხივების საშუალებით ბარიუმთან, სტრონციუმთან და სპილენძის ოქსიდთან ურთიერთქმედებაში შევა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრენა დაახლოებით რვა წუთს გაგრძელდება, ფერადი ღრუბლები 20 წუთის განმავლობაში იქნება ხილვადი.

ნასას მეცნიერები ღრუბლებს გააკონტროლებენ და შეეცდებიან, დედამიწის იონოსფერო უკეთ შეისწავლონ. მათი მიზანია გაარკვიონ, როგორ მოქმედებს იონოსფერო ატმოსფეროს სხვა შრეებთან.

კვირის ექსპერიმენტი ჩაიშლება, თუ დაკვირვების ერთ–ერთ ზონაში მაინც ცა მოწმენდილი არ იქნება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიფიზიკა

ფარდობითობის თეორია ვარსკვლავების გაზომვის შესაძლებლობას იძლევა   

ასტრონომებმა ალბერტ აინშტაინის საუკუნოვანი ფარდობითობის თეორია ვარსკვლავების ზომის დასადგენად გამოიყენეს.

მეცნიერებმა ოთხშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში განაცხადეს, რომ მათ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გამოყენეს, რათა შორეულ ფონზე მდებარე ვარსკვლავიდან მომავალ სინათლეში წუთიერი ცვლილება დაეფიქსირებინათ, როცა მას შედარებით ახლოს მდგომი ვარსკვლავი -Stein 2051B გადაკვეთდა.

მკვლევარებმა აინშტაინის დასკვნები გამოიყენეს იმის გასაზომად, თუ როგორ ამრუდებდა Stein 2051B-ის სიმძიმის ძალა ფონის ვარსკვლავის სინათლეს, ფენომენი, რომელსაც ფიზიკოსი 100 წელზე მეტი ხნის წინ პროგნოზირებდა და რომელიც პირდაპირი საშუალებაა მისი მასის დასადგენად.

კვლევის პრეზენტაცია ოსტინში, American Astronomical Society-ზე გაიმართა და სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

გაზომვებმა აჩვენა, რომ Stein 2051B-ის მასა დედამიზის მზის სისტემაში მდებარე მზის მასის დაახლოებით ორი მესამედია.

ამ დრომდე, მეცნიერები სტეინ 2051 B-ს მასისა და შემადგენლობის განსაზღვრას ვერ ახერხებდნენ. თითქმის საუკუნეზე მეტია მიიჩნეოდა, რომ ამ ვარსკვლავს — რომელიც მზესთან მეექვსე ყველაზე ახლომდებარე თეთრი ჯუჯაა — ჰქონდა უჩვეულო შემადგენლობა, დაბალი მასა და რკინის ბირთვი.

მაგრამ ახალი აღმოჩენის შედეგად დადგინდა, რომ იდუმალებით მოცული სტეინ 2051 B სინამდვილეში სხვა თეთრ ჯუჯებს ჰგავს, აქვს შედარებით მაღალი მასა და ნახშირბად-ჟანგბადის ბირთვი.

თეთრი ჯუჯა ეს არის ვარსკვლავური ნარჩენი, რომელიც უმეტესად ელექტრონგადაგვარებული მატერიისგან შედგება. მისი მკრთალი ნათება მოდის თერმული ენერგიის მარაგის გამოსხივებიდან. სავარაუდოდ, გალაქტიკის ვარსკვლავთა 97% ან თეთრი ჯუჯაა, ან ამ ტიპის ობიექტად გადაქცევის პროცესშია. თეთრი ჯუჯა წარმოადგენს ვარსკვლავის ევოლუციური გზის დასასრულს, რაც კოსმოსის წარსულისა და მომავლის კარგ სურათს გვთავაზობს.

„ვარსკვლავის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის მისი მასა, თუ ჩვენ ვიცით მასა, ჩვენ ვიცით, რა რადიუსი იქნება, რამდენად ნათელი იქნება, რამდენი ხანი იცხოვრებს, რა მოხდება მას შემდეგ რაც დაიღუპება, ყველაფერი დამოკიდებულია ვარსკვლავის მასაზე”, განაცხადა აშშ-ის კოსმოსურ ტელესკოპთა ინსტიტუტის უფროსი მკვლევარმა კაილა ჩანდრა საჰუმ.

მეცნიერებმა არაპირდაპირი მეთოდით, რომელიც მოითხოვს რომ ვარსკვლავს ორბიტაზე მოძრავი პარტნიორი ჰყავდეს,  სამი სხვა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის მასაც განსაზღვრეს.

ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ძირითადი ტესტი სინათლის გამრუდება იყო. აინშტაინის მიერ შემოთავაზებული სინათლის გამრუდების შემოწმება პირველად 1919 წელს სცადეს, მზის სრული დაბნელებისას, როდესაც სიბნელეში შესაძლებელი გახდა მზის უკან მდებარე ჰიადების ვარსკვლავთგროვის შუქის დაფიქსირება.

დაბნელებისას, მზის გრავიტაციული ველის გადაკვეთის შემდეგ გაზომილი ვარსკვლავის შუქი თანხვედრაში მოვიდა აინშტაინის პროგნოზთან და შესაბამისად, ზოგადი ფარდობითობის პირველ მტკიცებულებად იქცა.

საჰუ და კოლეგები პირველები არიან, რომლებიც მზის მიღმა მყოფი ვარსკვლავის ფენომენს დააკვირდნენ.

 

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რაკეტა, რომელიც ადამიანს მთვარეზე დააბრუნებს, ოთხ თვეში ამოქმედდება

ელონ მასკის განცხადებით, რაკეტა Falcon Heavy პირველ ტურისტებს კოსმოსში რამდენიმე თვეში წაიყვანს.

მასკის მიერ ,,ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, kოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ის მასიური რაკეტა Falcon Heavy უახლოეს მომავალში ადამიანებს მთვარეზე წაიყვანს.

Falcon Heavy, რომელიც კეიპ კანავერალის კოსმოდრომზე ორ-სამ თვეში იქნება წარმოდგენილი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 54 მეტრული ტონა ტვირთისა და ეკიპაჟის გადატანეს შეძლებს და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტა იქნება.

სავარაუდოდ, Falcon Heavy გახდება პირველი რაკეტა, რომელიც 2018 წელს მთვარეზე ტურისტებს გადაიყვანს. მოგზაურობის ხანგრძლივობა დაახლოებით 6-7 დღე იქნება.

Falcon Heavy  ასევე მონაწილეობას მიიღებს SpaceX-ის მიერ დაგეგმილ მისიებში, რომელიც მარსზე პირველი პილოტირებული ფრენების განხორციელებას ითვალისწინებს.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რუსი და ფრანგი ასტრონავტები 6-თვიანი მისიის შემდეგ კოსმოსური სადგურიდან დაბრუნდნენ

რუსი კოსმონავტი და ფრანგი ასტრონავტი პარასკევს რუსულ სოიუზ კაფსულით დედამიწაზე დაბრუნდნენ. მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექვსი თვე გაატარეს.

რაც შეეხება მისიის კიდევ ერთ მონაწილეს – ამერიკელ ასტრონავტ პეგი უიტსონს, ის ორბიტაზე მოძრავ ლაბორატორიაზე სექტემბრამდე დარჩა.

რუსმა კოსმონავტმა – ოლეგ ნოვიცკიმ და ფრანგმა თომას პესკეტმა კოსმოსური სადგური დილით, 6:47 საათზე დატოვეს და დაახლოებით 4 საათში პარაშუტით ყაზახეთის ქალაქ ჟეზყაზღანში დაეშვნენ.

რაც შეეხება სადგურზე დარჩენილ უიტსონს, ის შეერთებული შტატების ეროვნული აერონავტიკის და კოსმოსის ადმინისტრაციის ორ ასტრონავტთან – იურჩიკინსა და ჯეკ ფიშერთან ერთად სადგურზე მანამ დარჩება, სანამ იქ კოსმონავტთა ახალი გუნდი ჩავა.

უიტსონი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მესამედ მსახურობს, იმ დროისთვის, როცა ის სექტემბერში დედამიწაზე დაბრუნდება, ორბიტაზე 660 დღეზე მეტი ექნება გატარებული.

მსოფლიოს ყველაზე გამოცდილ კოსმოსურ მფრინავად რუსი კოსმონავტი გენადი პადკალა მიიჩნევა, რომელსაც ორბიტაზე 878 დღე აქვს გატარებული.

 

წყარო:Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

,,ნასას” ასტრონავტთა კორპუსს 12 წევრი შეემატა

,,ნასამ” ოთხშაბათს 12 ასტრონავტი დაასახელა, რომლებიც 2-წლიანი ტრენინგის გავლის შემდეგ ,,აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს” მიერ დაგეგმილ კოსმოსურ მოგზაურობებში მიიღებენ მონაწილეობას.

28-42 წლის ასაკის ხუთი ქალი და შვიდი მამაკაცი კოსმონავტი 18,300  აპლიკანტისგან აარჩიეს.

სტაჟიორებს შორის არიან: მეცნიერი, რომელიც მარსის რობოტ როვერ Curiosity-ზე მუშაობს, SpaceX-ის ინჟინერი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი და სამხედრო ქირურგი.

,,ნასა” მთვარესა და მარსზე მოგზაურობის განსახორციელებლად რაკეტასა და Orionკაფსულაზე მუშაობს. ის ასევე ელონ მასკის ,,SpaceX-სა” და ,,Boeing Co-თან” თანამშრომლობს, რათა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასამგზავრებლად და იქიდან დასაბრუნებლად კომერციული კოსმოსური ტაქსები შექმნას.

,,ნასას” მიერ არჩეული 12 ასტრონავტი დავალების მიღებამდე 2-წლიან ტრენინგს გაივლის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
1 46 47 48 49 50 54
Page 48 of 54