close
ასტრონომია - კოსმოსი

HAT-P-26b  – ახლად აღმოჩენილი პლანეტა, რომელმაც მეცნიერები დააბნია 

მეცნიერები გააოცა მოულოდნელმა აღმოჩენამ მზის სისტემის მიღმა მდებარე ნეპტუნის ზომის სამყაროს შესახებ.

HAT-P-26b დედამიწიდან დაახლოებით 437 სინათლის წლითაა დაშორებული. მისი მასა ნეპტუნის მასას უტოლდება, თუმცა პლანეტა მასპინძელი ვარსკვლავის ორბიტაზე უფრო ახლოს მოძრაობს. ასეთი სამყაროები მეცნიერებს ადრეც არაერთხელ აღმოუჩენიათ, თუმცა HAT-P-26b მათგან სრულიად განსხვავებულია.

მკვლევარებმა HAT-P-26b-ის ატმოსფერო შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ის უჩვეულოდ პრიმიტიულია და თითქმის მთლიანად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. პლანეტა, რომელიც თავის ვარსკვლავთან ასე ახლოს მდებარეობს, ორბიტის ერთ შემოვლას მხოლოდ  4.23 დღეს ანდომებს, არღვევს იმ წესს, რომელიც მეცნიერებს სხვა პლანეტების შემადგენლობის შესახებ აქვთ დადგენილი.

ერთ-ერთი გზა, რითაც მეცნიერები უცხო პლანეტის ატმოსფეროს კვლევას ახორციელებენ, იმაზე დაკვირვებაა, თუ როგორ გაივლიან პლანეტები მასპინძელი ვარსკვლავების წინ.  როცა პლანეტები ამას აკეთებენ, ტელესკოპს პლანეტის ატმოსფეროს მიერ გაფილტრული ვარსკვლავის სინათლის ანალიზი და იმ ნივთიერებების დადგენა შეუძლია, რომელიც ამ სინათლის მიერ საჰაერო სივრცეში გამოიყოფა.

NASA- ს Hubble- ისა და Spitzer- ის კოსმოსური ტელესკოპების მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერთა გუნდმა აღმოაჩინა, რომ HAT-P-26b-ის ატმოსფერო ღრუბლისგან თავისუფალია, მაგრამ მასზე წყლის შესამჩნევი ნაკვალევია. მკვლევარები აცხადბენენ, რომ ეს ამ ზომის ეგზოპლანეტისთვის წყლის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

წყლის კვალმა მეცნიერთა გუნდს საშუალება მისცა, რომ HAT-P-26b- ის მეტალურობა შეეფასებინათ: ზომა, სადაც პლანეტის ატმოსფეროში დომინირებს ის ელემენტები, რომლებიც  წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე არიან.

ჩვენი საკუთარი მზის სისტემის შემთხვევაში, ნაკლები მეტალობა უფრო დიდი პლანეტებისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, იუპიტერს მზეზე 5-ჯერ მეტი მატალობა აქვს, ხოლო სატურნს – 10-ჯერ მეტი.

ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ატმოსფეროები ძირითადად წყალბადის და ჰელიუმისგან შედგება. ამის საპირისპიროდ, ურანსა და ნეპტუნს, რომლებიც უფრო პატარა პლანეტები არიან და ორბიტაზე მზისგან უფრო მოშორებით მოძრაობენ, მეტალობის უფრო დიდი შემცველობა აქვთ – მზეზე დაახლოებით 100-ჯერ მეტი.

დასკვნა ასეთია: ჩვენს მზის სისტემაში მით უფრო დაბალია პლანეტის მეტალობა, რაც უფრო დიდია პლანეტა. მეცნიერების ვარაუდით, ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც სამყარო ჩამოყალიბდა მზეზე გარშემორტყმული პროტოპლანეტარული მტვრისგან, იუპიტერი და სატურნი მძიმე ელემენტებით მდიდარი პატარა ყინულის ნამსხვრევებით იყვნენ „დაბომბილი“.  ამის შედეგად, მათი უფრო გვიანდელი ატმოსფეროები ნაკლები მეტალობის არიან.

თუმცა HAT-P-26b-ის შემთხვევაში,  ჩვენ საქმე გვაქვს სამყაროსთან, რომელიც მასპინძელი ვარსკვლავისგან არცთუ ისე შორს მდებარეობს და მიუხედავად ამისა, მისი ატმოსფერო თითქმის მთლიანად შედგება წყალბადის და ჰელიუმისგან, იუპიტერისა და სატურნის მსგავსად.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ის ალბათ თავის ვარსკვლავთან ბევრად უფრო ახლოს ჩამოყალიბდა ან მოგვიანებით დისკში, სადაც ის ყინულის ნამსხვრევებსა და მდიდარ მძიმე ელემენტებს არ „დაუბომბავს“ , ჩვენ აქამდე არ შეგვხვედრია საკუთარ ვარსკვლავთან ამდენად ახლოს მყოფი ამ ზომის პლანეტა,“ – აცხადებენ მეცნიერები.

აღმოჩენა მნიშვნელოვანია ასტრონომებისთვის ამტკიცებს რა, რომ ბევრად მეტი პლანეტარული შესაძლებლობა არსებობს, ვიდრე აქამდე ეგონათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში უფრო საინტერესო კოსმოსური მეცნიერების მოწმე გავხდებით.

 

წყარო:  sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld