close
ასტრონომია - კოსმოსი

ნასას ასტრონავტები კოსმოსში გადაუდებელ სვლას განახორციელებენ  

ნასას ასტრონავტები სამშაბათს დილით საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კოსმოსში გავლენ, რათა გაფუჭებული კომპიუტერი შეცვალონ. მწყობრიდან გამოსული კომპიუტერი ერთ-ერთია იმ ორ კომპიუტერს შორის, რომელიც სადგურზე არსებულ ამერიკულ სისტემებს აკონტროლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ნასა ავრცელებს.

პირველადი მოწყობილობა მწყობრიდან შაბათს გამოვიდ, რის შედეგადაც 100-მილიარდის ღირებულების ლაბორტორია სარეზერვო სისტემაზე დამოკიდებული გახდა.

ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადგურის ამჟამინდელი ხუთი წევრი აშშ-დან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან არანაირი საფრთხის ქვეშ არ იმყოფებიან. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ასტრონავტები დატოვებენ სადგურს, ნასა ორშაბათს მიიღებს.

ეროვნულმა აერონავტიკისა და კოსმოსურმა ადმინისტრაციამ გადაუდებელი კოსმოსური სვლა ბოლოს 2015 წლის დეკემბერში მოაწყო, როცა ორმა ამერიკელმა ასტრონავტმა კოსმოსი დატოვა, რათა ავტომატური მკლავის მობილურ ტრანსპორტერზე მუხრუჭები გაეშვათ.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური — კოსმოსში აწყობილი საერთაშორისო ორბიტული სადგური, რომელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის სახით იყენებენ. სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს. სკს აშშ-ს (ნასა), რუსეთის (რკა), იაპონიის (იახა), კანადის (კკა) და რამდენიმე ევროპული ქვეყნის (კა) კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროგრამაა.  მისი სიმაღლე დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 400 კმ-ია. სკს ყოველ 90 ერთ ორბიტას ასრულებს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld