close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ასტრონომების თქმით, 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომი ჯუჯა გალაქტიკასთან შეჯახების შედეგად გადაყირავდა

დარემის უნივერსიტეტის ასტრონომები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომმა ჯუჯა გალაქტიკა „გაია-ენცელადთან“ შეჯახება გადაიტანა, რის შემდეგაც მისმა დისკომ ორიენტაცია 90 გრადუსზე მეტით შეიცვალა.

მკვლევართა მონაცემებით, „გაია-ენცელადი“ ირმის ნახტომის საპირისპიროდ მოძრაობდა და მას პრაქტიკულად პირდაპირ შეეჯახა. დარტყმის შემდეგ ჯუჯა გალაქტიკა დაიშალა, ხოლო მისი ვარსკვლავები ირმის ნახტომის შემადგენლობაში შევიდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ მოვლენამ გამოიწვია გალაქტიკური დისკის ეტაპობრივი მობრუნება, რაც ასობით მილიონი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად სპეციალისტებმა სუპერკომპიუტერული სიმულაცია გამოიყენეს. გამოთვლებმა აჩვენა, რომ „გაია-ენცელადის“ მასის მქონე ობიექტებთან შეჯახებას სპირალური გალაქტიკის დისკის ორიენტაციის არსებითი ცვლილება შეუძლია.

მსგავსი სცენარის იდეისკენ მკვლევრებს ირმის ნახტომის ვარსკვლავური ჰალოს [გალაქტიკის გაფართოებული, თითქმის სფერული კომპონენტი, რომელიც მისი ძირითადი, ხილული ნაწილის მიღმა ვრცელდება] თავისებურებებმა უბიძგა. დისკის ვარსკვლავებისგან განსხვავებით, რომლებიც გალაქტიკის ცენტრის გარშემო დაახლოებით 220 კმ/წმ სიჩქარით ბრუნავენ, ჰალოს ვარსკვლავები გაცილებით ნელა – დაახლოებით 25 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობენ.

სიმულაციამ აჩვენა, რომ ასეთი სხვაობა მსხვილი გალაქტიკური შერწყმების შემდეგ წარმოიქმნება. შეჯახებისას შთანთქმული გალაქტიკის ვარსკვლავების ნაწილი ჰალოში გადადის და ინარჩუნებს მოძრაობის დამახასიათებელ თვისებებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ასტრონომებმა უვარსკვლავო გალაქტიკა აღმოაჩინეს

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ობიექტ Cloud 9-ის ყველაზე ღრმა ოპტიკური გამოსახულებები მიიღო და მასში არცერთი მნათობი ვარსკვლავი არ აღმოაჩინა. დაკვირვებებმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ობიექტი შესაძლოა პირველი ცნობილი უვარსკვლავო გალაქტიკა იყოს.

Cloud 9 დედამიწიდან დაახლოებით 14 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, სპირალური გალაქტიკა მესიე 94-ის გვერდით მდებარეობს. ობიექტი დაახლოებით მილიონი მზის მასის წყალბადის ღრუბელს შეიცავს, მისი გარშემომყოფი ბნელი მატერიის მასა კი კიდევ 5 მილიონ მზის მასად ფასდება.

ამასთან, Cloud 9 ხილულ სინათლეს არ გამოსცემს. ჯერ კიდევ იანვარში კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“ ამ არეალში უჩვეულოდ დაბალი სიკაშკაშე დააფიქსირა.

დამატებითი შემოწმებისთვის, კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტიდან იგნასიო ტრუხილიოს ხელმძღვანელობით მომუშავე მკვლევრებმა კანარის დიდ ტელესკოპზე დამონტაჟებული კამერა HiPERCAM-ი გამოიყენეს. დაკვირვებები 2,36 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მიღებული გამოსახულებები ამ რეგიონის წინა გადაღებებთან შედარებით დაახლოებით ათჯერ უფრო ღრმა აღმოჩნდა.

ახალმა მონაცემებმა ძველი ვარსკვლავების ან ლითონების დაბალი შემცველობის მქონე ობიექტების სუსტი ნათებაც კი არ გამოავლინა. მეცნიერებმა Cloud 9-ის ვარსკვლავური მასის ზედა ზღვარი 16 ათას მზის მასად შეაფასეს, რაც ამ ზომის ობიექტისთვის მოსალოდნელ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

კვლევა: ვენერამ შესაძლოა საკუთარი მთვარე შთანთქა

ვენერას შესაძლოა საკუთარი მთვარე ჰქონდა, რომელიც პლანეტას თანდათან მიუახლოვდა და საბოლოოდ მას შეეჯახა. ეს შესაძლოა ვენერას არსებობის პირველი მილიარდი წლის განმავლობაში მომხდარიყო, – იუწყება Reuters-ი კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

ასეთი სცენარის მიზეზად ნაშრომის ავტორებს ვენერას უკიდურესად ნელი ბრუნვა მიაჩნიათ. საკუთარი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს პლანეტა დაახლოებით 243 დედამიწის დღე-ღამეს უნდება. კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ ასეთ პირობებში სხვადასხვა ზომის ჰიპოთეზური თანამგზავრები დროთა განმავლობაში პლანეტას მიუახლოვდებოდნენ და საბოლოოდ მას შეეჯახებოდნენ.

დედამიწაზე საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი პლანეტის ბრუნვა მთვარეს ენერგიას გადასცემს, რის გამოც თანამგზავრი წელიწადში დაახლოებით 4 სანტიმეტრით გვშორდება. ვენერა კი იმდენად ნელა ბრუნავს, რომ ანალოგიური მექანიზმი მის სავარაუდო მთვარეს ორბიტაზე ხანგრძლივად და მდგრადად ვერ დააკავებდა.

მკვლევართა გამოთვლებით, უფრო მასიური თანამგზავრები ვენერასთან დაახლოებას უფრო სწრაფად შეძლებდნენ, ვინაიდან მისი ბრუნივს სიჩქარეზე უფრო ძლიერი გავლენა ექნებოდათ. მთვარის შენარჩუნება მხოლოდ განსაზღვრული საწყისი პირობების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი – ახალგაზრდა ვენერას ბევრად უფრო სწრაფად რომ ებრუნა.

ეს ჰიპოთეზა გვთავაზობს კიდევ ერთ ვარიანტს იმის ასახსნელად, თუ რატომ არ აქვს ვენერას ამჟამად ბუნებრივი თანამგზავრი. მანამდე მეცნიერები ორ ძირითად სცენარს განიხილავდნენ: პლანეტას მთვარე ან არასდროს ჩამოუყალიბდა, ან ის მსხვილი კოსმოსური შეჯახების შემდეგ გაქრა.

ძველი ვენერიანული მთვარის არსებობის პირდაპირი კვალი ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. ავტორები იმედოვნებენ, რომ ვენერას მომავალი კვლევები დაეხმარებათ ისეთი ნიშნების პოვნაში, რომლებიც შეთავაზებული სცენარის შემოწმების საშუალებას მოგვცემს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ასტრონომებმა უვარსკვლავო გალაქტიკა აღმოაჩინეს

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ობიექტ Cloud 9-ის ყველაზე ღრმა ოპტიკური გამოსახულებები მიიღო და მასში არცერთი მნათობი ვარსკვლავი არ აღმოაჩინა. დაკვირვებებმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ობიექტი შესაძლოა პირველი ცნობილი უვარსკვლავო გალაქტიკა იყოს.

Cloud 9 დედამიწიდან დაახლოებით 14 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, სპირალური გალაქტიკა მესიე 94-ის გვერდით მდებარეობს. ობიექტი დაახლოებით მილიონი მზის მასის წყალბადის ღრუბელს შეიცავს, მისი გარშემომყოფი ბნელი მატერიის მასა კი კიდევ 5 მილიონ მზის მასად ფასდება.

ამასთან, Cloud 9 ხილულ სინათლეს არ გამოსცემს. ჯერ კიდევ იანვარში კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“ ამ არეალში უჩვეულოდ დაბალი სიკაშკაშე დააფიქსირა.

დამატებითი შემოწმებისთვის, კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტიდან იგნასიო ტრუხილიოს ხელმძღვანელობით მომუშავე მკვლევრებმა კანარის დიდ ტელესკოპზე დამონტაჟებული კამერა HiPERCAM-ი გამოიყენეს. დაკვირვებები 2,36 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მიღებული გამოსახულებები ამ რეგიონის წინა გადაღებებთან შედარებით დაახლოებით ათჯერ უფრო ღრმა აღმოჩნდა.

ახალმა მონაცემებმა ძველი ვარსკვლავების ან ლითონების დაბალი შემცველობის მქონე ობიექტების სუსტი ნათებაც კი არ გამოავლინა. მეცნიერებმა Cloud 9-ის ვარსკვლავური მასის ზედა ზღვარი 16 ათას მზის მასად შეაფასეს, რაც ამ ზომის ობიექტისთვის მოსალოდნელ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ნიუ-ჯერსიში, სახლში ჩავარდნილი მეტეორიტი შეიძლება სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ინახავდეს

2024 წლის 16 ივლისს ნიუ-ჯერსიში მდებარე ერთ-ერთ სახლში მეტეორიტი ჩავარდა. მანამდე ცაში მეტეორმა გაიელვა, რასაც ბგერითი ტალღაც ახლდა. ახლა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმელეთზე ჩამოვარდნილი ქვა შეიძლება ისეთი ასტეროიდის ნაწილი იყოს, რომლის ზედაპირიც თხევად მარილიან წყალს შეიცავდა. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს, პოტენციურად, დედამიწაზე სიცოცხლის საწყისების შესწავლაში დაგვეხმარება.

მეტეორიტი სახლის სახურავს დაეცა, საძინებელ ოთახში ჩავარდა და დანაწევრდა. იქ მცხოვრებმა, საბედნიეროდ, ფრაგმენტები ხელთათმანებით შეაგროვა და ჭურჭელში მოათავსა. ამან მათი დაბინძურების რისკი შეამცირა და მეცნიერებს ანალიზისთვის თავსებადი მასალა მისცა. შიშველი ხელებით ქვების აღება ყველაფერს გააფუჭებდა, რადგან საქმე ნახშირბადულ ქონდრიტთან გვაქვს, რომელიც სინესტეს (ოფლს, ცხიმს) სწრაფად იწოვს და ადვილად ბინძურდება.

მეტეორიტი მეცნიერების ხელში მალევე აღმოჩნდა და ძირითადად კარგად იყო შემონახული. სპეციალისტებმა ნიმუშებში ორგანულ ნაერთებს მიაგნეს, რომლებიც იქ არსებული მინერალების მონაწილეობით ქიმიურმა რეაქციებმა წარმოქმნა. მათში ამინომჟავებიც აღმოაჩინეს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეტეორიტი წყლის გავლენით იმაზე მეტადაა შეცვლილი, ვიდრე სხვა ამგვარი ობიექტები; არსებობს CM2 ტიპის ნახშირბადული ქონდრიტები, რომლებიც ადრეულ მზის სისტემაში წარმოიქმნა. წესით, ისინი ისეთი ასტეროიდებიდანაა, რომლებიც წყლით მნიშვნელოვნად შეცვლილი არაა. საპირისპირო წარმომავლობის მეტეორიტებს კი CM1 ეწოდება. საინტერესო ისაა, რომ ნიუ-ჯერსიში ჩამოვარდნილი ქვა იდეალურად არცერთ კატეგორიაში არ ჯდება, ამიტომ CM1/2-ად მიიჩნევა (გარდამავალი ფაზა). აქამდე მხოლოდ ერთი ასეთი ობიექტი იყო ცნობილი.

ნიმუშში მარილის შემცველ ფრაგმენტებსაც მიაგნეს, საიდანაც დაასკვნეს, რომ ეს მეტეორიტი თავისი მშობელი ასტეროიდის ზედაპირთან ახლოს მდებარე არეალიდანაა. იქ თხევადი წყალი უნდა აორთქლებულიყო და მარილი დაგროვებულიყო. ამგვარი შედგენილობა მნიშვნელოვანია, რადგან ფიქრობენ, რომ მარილწყალს მინერალებისა და ორგანული მოლეკულების ურთიერთქმედების ხელშეწყობა შეუძლია. არაა გამორიცხული, ეს სიცოცხლის ფორმირებით დასრულდეს.

ზოგი თეორიის თანახმად, დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ მეტეორიტებიდან აქ მოხვედრილ მოლეკულებსა და მინერალებს შორის ქიმიური რეაქციების შედეგად გაჩნდა. სწორედ მარილწყალს უნდა შეეწყო ხელი მშობელ ასტეროიდზე ამინომჟავების ფორმირებისთვისაც.

მეცნიერებმა მეტეორის ტრაექტორია და სიჩქარე შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ობიექტი მზის სისტემის ასტეროიდთა შიდა სარტყლიდანაა. დიდი ალბათობით, იგი იმ რეგიონიდანაა, რომელსაც ზონდი Lucy დააკვირდა. ისიც შესაძლებელია, რომ აპარატს ის კონკრეტული ასტეროიდიც დაეფიქსირებინა, რომელიც აღნიშნული მეტეორიტის “მშობელია”. ამ საკითხის უკეთ შესასწავლად დამატებითი მონაცემებია საჭირო.

ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

წყარო: on.ge

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

დედამიწა ბნელდება – NASA-ს ამას სამი მიზეზით ხსნის: როგორია თანამგზავრის ახალი მონაცემები

NASA-ს თა­ნამ­გზავ­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი მოწ­მობს, რომ დე­და­მი­წის გარე ზე­და­პი­რი ბოლო 24 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თან­და­თან ბნელ­დე­ბა. ამ შე­დე­გებს მეც­ნი­ე­რე­ბი „ღრუბ­ლე­ბი და დე­და­მი­წის გა­მოს­ხი­ვე­ბის ენერ­გი­ის სის­ტე­მა“ (CERES) პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ერ­თობ­ლი­ვად აკონ­ტრო­ლე­ბენ.

  • კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 2001–2024 წლებ­ში დე­და­მი­წა ნაკ­ლე­ბად ირეკ­ლავ­და მზის სი­ნათ­ლეს, რაც ნიშ­ნავს, რომ პლა­ნე­ტა უფრო მე­ტად შთან­თქავს სით­ბოს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­სა­ჩი­ნოა ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში.

მეც­ნი­ე­რე­ბი სამი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზით ხსნი­ან:

თოვ­ლი­სა და ყი­ნუ­ლის დნო­ბა: თოვ­ლი და ყი­ნუ­ლი მზის სხი­ვებს ირეკ­ლავს. მათი დნო­ბის შე­დე­გად გა­მომ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი მუქი ზე­და­პი­რე­ბი – წყა­ლი და ხმე­ლე­თი – ნაკ­ლებ სი­ნათ­ლეს ირეკ­ლა­ვენ, რაც ზრდის პლა­ნე­ტის შთან­თქმულ ენერ­გი­ას.

აე­რო­ზო­ლე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბი: ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში გა­რე­მოს­დაც­ვი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის შემ­დეგ ჰა­ე­რი სუფ­თა გახ­და, რაც უფრო მეტ მზის სი­ნათ­ლეს შთან­თქავს.

ღრუბ­ლე­ბის თვი­სე­ბე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბი: ღრუბ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ცვლი­ლე­ბა გა­ნას­ხვა­ვებს ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­როს შო­რის მზის სხი­ვე­ბის არეკვლის დო­ნეს.

ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, დე­და­მი­წის დაბ­ნე­ლე­ბა ენერ­გე­ტი­კულ დის­ბა­ლანსს ქმნის – ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში პლა­ნე­ტა უფრო მეტ სით­ბოს შთან­თქავს. ამან შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს გლო­ბა­ლურ კლი­მატ­ზე.

მეც­ნი­ე­რე­ბი ხაზს უს­ვა­მენ, რომ პლა­ნე­ტის „დაბ­ნე­ლე­ბა“ ახა­ლი სიგ­ნა­ლია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ და მისი გა­გე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა მო­მავ­ლის­თვის ზუს­ტი პროგ­ნო­ზე­ბი გა­კეთ­დეს.

წყა­რო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ასტეროიდი, რომელიც დედამიწას ასცდება, შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს – რა გველის თუ ეს მოხდება?

უკვე დიდი ხა­ნია 2024 YR4-ის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ას­ტე­რო­ი­დი მეც­ნი­ე­რე­ბის თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში აღარ ჩანს, თუმ­ცა მის ტრა­ექ­ტო­რი­ას მა­ინც აკ­ვირ­დე­ბი­ან.

შე­ნო­ბის ზო­მის ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად დე­და­მი­წას­თან შე­ჯა­ხე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და, ამ­ჟა­მად მზის გარ­შე­მო ბრუ­ნავს და ტე­ლეს­კო­პე­ბის­თვის მი­უწ­ვდო­მელ ად­გი­ლას მოძ­რა­ობს.

არ­სე­ბობ­და ვა­რა­უ­დი, რომ 2024 წლის ბო­ლოს აღ­მო­ჩე­ნი­ლი კოს­მო­სუ­რი ქვა ჩვენს პლა­ნე­ტას 2032 წლის 22 დე­კემ­ბრის­თვის შე­ე­ჯა­ხე­ბო­და. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უფრო ზუს­ტი გა­ზომ­ვე­ბის წყა­ლო­ბით, მკვლევ­რებ­მა სა­ბო­ლო­ოდ შეძ­ლეს დე­და­მი­წას­თან შე­ჯა­ხე­ბის გა­მო­რი­ცხვა.

NASA-ს უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ YR4-ი 2032 წლის ბო­ლოს­თვის შე­საძ­ლოა მთვა­რეს შე­ე­ჯა­ხოს, რაც საფრ­თხე შე­უქ­მნის დე­და­მი­წა­საც.

თუ ას­ტე­რო­ი­დი მთვა­რეს შე­ე­ჯა­ხე­ბა, არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ამ დროს საფრ­თხე შე­ექ­მნას ას­ტრო­ნავ­ტებს ან მთვა­რის ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი პლა­ნე­ტის გარ­შე­მო მოძ­რავ თა­ნამ­გზავ­რებს, რომ­ლე­ბიც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სის­ტე­მე­ბის, მათ შო­რის ნა­ვი­გა­ცი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, შე­უ­ფერ­ხე­ბელ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

წი­ნას­წა­რი გა­მოთ­ვლე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ მთვა­რეს­თან შე­ჯა­ხე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ დე­და­მი­წი­დან ხი­ლულ მხა­რეს მოხ­დე­ბა.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, შე­ჯა­ხე­ბამ შე­საძ­ლოა მთვა­რე­ზე კრა­ტე­რი შექ­მნას, რომ­ლის სი­გა­ნე, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1 კი­ლო­მეტ­რი იქ­ნე­ბა.

წყა­რო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

მეცნიერებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა დედამიწიდან დაახლოებით 146 სინათლის წელიწადის მანძილზე პოტენციურად სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც HD 137010 b დაარქვეს.

პლანეტა ზომით ძალიან ჰგავს დედამიწას და მასზე მხოლოდ 6%-ით დიდია. წელიწადი მასზე დაახლოებით 355 დღეს შეადგენს. HD 137010 b მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, რომელიც ჩვენს მზეზე შედარებით ცივი და მკრთალია. აქედან გამომდინარე, პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა უფრო მეტად მარსისას ჰგავს და შესაძლოა -70 გრადუსზე დაბალიც იყოს.

ეს ყველაზე ახლო პლანეტა, რომელიც პოტენციურად ვარგისია სიცოცხლისთვის, თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიების დღევანდელი განვითარების ფონზე, პლანეტამდე მიღწევას ათობით ათასი წელი დასჭირდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

„ჯეიმს უებმა“ ადრეულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული გალაქტიკა აღმოაჩინა

ინფრაწითელმა კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჯეიმს უებმა“ ადრეულ სამყაროში ამჟამად ცნობილთაგან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მეტალიზებული და სუსტად ევოლუციონირებული გალაქტიკა LAP1-B აღმოაჩინა. ეს გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან 800 მილიონი წლის შემდეგ არსებობდა და მისი თვისებები მიუთითებს გარემოზე, რომელიც გამდიდრებულია სამყაროს ყველაზე პირველი ვარსკვლავების ნივთიერებებით. მეცნიერთა ვარაუდით, ეს ვარსკვლავები შესაძლოა კვლავ არსებობდნენ ამ გალაქტიკაში. კვლევის შედეგები ჟურნალში Nature გამოქვეყნდა.

კანაძავას უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა, კიმიჰიკო ნაკაძიმას ხელმძღვანელობით, LAP1-B-ზე დაკვირვება „ჯეიმს უების“ ინსტრუმენტ NIRSpec-ის საშუალებით, 2024 წლის 4-5 ნოემბერს ჩატარებული ღრმა სპექტროსკოპიული მონაცემების საფუძველზე განახორციელა. გალაქტიკის წითელი წანაცვლება 6,625-ს შეადგენს. მისი დანახვა შესაძლებელი გახდა გრავიტაციული ლინზირების ეფექტის წყალობით, რომელსაც ჩვენსა და LAP1-B-ს შორის მდებარე გალაქტიკათა მასიური გროვა MACS J0416 ქმნის, რის შედეგადაც გალაქტიკის გამოსახულება თითქმის ასჯერ გაიზარდა.

გალაქტიკის უკიდურესად მკაცრი იონიზებადი გამოსხივების სპექტრი, მინიმალური ვარსკვლავური მასა და ქიმიურად ნაკლებად გამდიდრებული ვარსკვლავთშორისი გარემო მოწმობს, რომ ეს ობიექტი ევოლუციის უნიკალურ და ხანმოკლე ეტაპზე იმყოფება. LAP1-B წარმოადგენს იშვიათ და კრიტიკულად მნიშვნელოვან რგოლს „კოსმოსური განთიადის“ ეპოქიდან ადრეულ სამყაროში უკვე ჩამოყალიბებულ გალაქტიკებზე გადასვლის პროცესში, რის გამოც მასზე დაკვირვებები კვლავ გაგრძელდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

მეცნიერებმა ირმის ნახტომში სხვა გალაქტიკის შესაძლო კვალი აღმოაჩინეს

ირმის ნახტომში უცხო გალაქტიკის შესაძლო კვალი აღმოაჩინეს. მეცნიერებმა მიაგნეს 20 ვარსკვლავს, რომლებიც, შესაძლოა, მილიარდობით წლის წინ ირმის ნახტომის მიერ შთანთქმული უძველესი ჯუჯა გალაქტიკის ნარჩენები იყოს.

მკვლევრებმა, ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის პროფესორ ფედერიკო სესტიტოს ხელმძღვანელობით, შეისწავლეს ლითონებით ღარიბი ვარსკვლავების ჯგუფი, რომლებიც ქიმიურად ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა მკვეთრად განსხვავდებიან თავიანთ გარემოცვაში არსებული სხვა ვარსკვლავებისგან. ვინაიდან ისინი ირმის ნახტომის მთავარ დისკში მდებარეობენ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ვარსკვლავები გალაქტიკამ ძალიან დიდი ხნის წინ შთანთქა.

კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ ლითონებით ღარიბი ვარსკვლავები, სავარაუდოდ, „უძველესი სისტემის ნარჩენებია“. მეცნიერებმა მას სკანდინავიური მითოლოგიის ღმერთის პატივსაცემად „ლოკი“ უწოდეს.

ირმის ნახტომი დაახლოებით 13 მილიარდი წლისაა. მან თავისი ამჟამინდელი ზომა და ფორმა, მათ შორის, შედარებით პატარა გალაქტიკებისა და ვარსკვლავთგროვების შთანთქმის ხარჯზე მიიღო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 … 62
Page 1 of 62