close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

საბჭოთა პერიოდში დედამიწაზე ჩამოტანილი მთვარის ფრაგმენტები სოტბის აუქციონზე გაიყიდება

საბჭოთა კოსმოსური მისიის მიერ მთვარიდან ჩამოტანილი ფრაგმენტები 29 ნოემბერს დაგეგმილ სოტბის აუქციონზე შესაძლოა $700,000-დან $1 მილიონ დოლარმდე გაიყიდოს.

ნატეხები – ბაზალტის ფრაგმენტი, რომელიც დედამიწის ვულკანური კლდის მსგავსია, კოსმონავტებმა დედამიწაზე 1970 წელს ჩამოიტანეს.  მთვარიდან ჩამოტანილ ფრაგმენტებს აუქციონზე კერძო ამერიკელი კოლექციონერი გაყიდის, რომლის ვინაობა უცნობია და რომელმაც ის 1993 წელს ნინა ივანოვა კოროლევასგან შეიძიმა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კოსმოსური პროგრამის დირექტორის სერგეი კოროლევის ქვრივია. ფრაგმენტები, რომლის ზომა დაახლოებით 2 x 2მმ-დან 1 x 1მმ-ია, საბჭოთა კავშირმა ნინა ივანოვას სამახსოვროდ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ შარშან სოტბის აუქციონზე ჩანთა გაიყიდა, რომელიც ნეილ ამსტრონგმა 1969 წელს მთვარეზე მოგზაურობისას გამოიყენა.  ჩანთა, წარწერით – “Lunar Sample Return“ აუქციონზე 1,8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაქართველო

ქართველი ახალგაზრდების ინოვაციური იდეა, რომელიც NASA-ს საერთაშორისო კონკურსში იღებს მონაწილეობას

წელს, საქართველოში პირველად გაიმართა NASA International Space App Challenge-ის გლობალური, 48-საათიანი ჰაკათონი,, რომელშიც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს მიმდინარეობს და დედამიწასა თუ კოსმოსში არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს, ჰაკათონს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ უმასპინძლა და მასში ორმოცდაათამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ, ორი გამარჯვებული იდეა შეირჩა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ხანძრის დამაფქსირებელი აპლიკაციაა, რომელიც მერაბ კუტალიასა და ოთარ მამესწარაშვილს აერთიანებს.

-მერაბ, თქვენი იდეა შეირჩა საერთაშორისო კონკურსისთვის, დეტალურად აგვიღწერე რაში მდგომარეობს ხანძრის დამაფიქსირებელი აპლიკაციის არსი?
– ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გახშირდა მასშტაბური ხანძრები. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ მცირე კერების აღმოჩენა ხდება დაგვიანებით, რაც იწვევს დიდი ტერიტორიების წვას. ამ პრობლემის შესამსუბუქებლად შეიქმნა პლატფორმა SpotThatFire, რომელიც მუშაობს ინფორმაციის ადრეულ მოძიებაზე და შეტყობინებაზე. მომხმარებელს, ვინც ცეცხლის ადრეულ კერას შეესწრება, შეუძლია დაარეპორტოს აპლიკაციაში და სხვა ახლო არეალში მყოფ სხვა მომხმარებლებს ფაქტის შესახებ შეტყობინება მიუვათ, გადაუდებელ სიტუაციაში ქცევის ინსტრუქცებთან ერთად, ინფორმაცია ასევე გადაეცემა 112-ს ავტომატურად ან მომხმარებლის მიერ.
აპლიკაცია იყენებს მობილურშივე Machine Learning ალგორითმებს ფოტოებზე ცეცხლის კვალის აღმოსაჩენად, ასევე შემდგომ Cloud -ზე ფოტოს გასაფილტრად. ასევე რეჟიმში ხდება მიმდინარე ამინდის გარკვევა სხვა წყაროებიდან. პლატფორმა ასევე იყენებს ინფორმაციას NASA-სგან და მომავალში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ მონაცემებსაც აითვისებს.

– როგორ შეიტყვე  NASA International Space App Challenge-ის შესახებ?
– NASA International Space App Challenge მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და მის ფარგელბში, 48 საათის განმავლობაში მონაწილეები მუშაობენ NASA-ს მიერ მოწოდებულ პრობლემებზე, რომელიც იმ წელს არის პრიორიტეტული, იქნება ეს კოსმოსური თუ დედამიწის თემატიკა. პროექტის შესახებ გავიგე მეგობრისგან, რომელიც ილიაუნის სტუდენტია და მაშინვე დავრეგისტრირდი და მივწერე მეგობარსაც, რომ ჩემი გუნდელი გამხდარიყო. რეგისტრაცია შეზღუდული იყო, შემდგომ კიდევ 1 ეტაპი იყო შერჩევის, რომლის გადალახვის შემდეგაც მოვხვდით აბასთუმანში, სადაც დავიწყეთ რეალურად პრობლემაზე ფიქრი.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
-მომდევნო განვითარების ეტაპად დაგეგმილია პლატფორმის მონაცემების მთლიანად ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით დამუშავება, რაც საშუალებას მოგვცემს წინასწარ გავთვალოთ დიდი ალბათობით სად შეიძლება გაჩნდეს კერები კონკრეტულ რეგიონებში, ეს გათვლა დაფუძნებული იქნება გეოლოგიურ მონაცემებზე, ამინდსა და წარსულში მომხდარ ხანძრებზე. ამ გზით შექმნილი რუკა გააიოლებს ხანძრის აღმოჩენასა და პრევენციას.
ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაში კი იგეგმება დრონის სერვისი თერმულ კამერასთან ერთად, რომელიც დიდი ნაკვეთებს, სწრაფად აალებად ტერიტორიებზე გადაუვლის და შეამოწმებს ხანძრის ადრეულ კერებს და ასევე პერიოდულობაზე დამოკიდებულებით დაადგენს რაიმე ანომალიის არსებობას.

-აქვს თუ არა თქვენს აპლიკაციას უცხოური ანალოგები და როდისთვის გახდება საერთაშორისო კონკურსის საბოლოო შედეგები ცნობილი?
-აპლიკაციის ანალოგები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა როგორც პლატფორმა რომელიც ასეთ სტატისტიკურ დამუშავებებს გააკეთებს ჯერ არ შემხვედრია, დიდია ალბათობა რომ მსგავსი რამ ლოკალურ დონეზე იყოს რომელიმე ქვეყანაში განვითარებული, თუმცა მსგავსი კომპლექსური პროდუქტი ჯერ არ შეგვხვედრია. რაც შეეხება, კონკურსის საბოლოო შედეგებს, ჯერჯერობით არ ვიცით დანამდვილებით თუ რა დრო დასჭირდებათ ჰიუსტონში აპლიკაციების განსახილველად.

მასალა მოამზადა : თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა კოსმოსში გალაქტიკების უდიდესი ნაკრები – „ჰიპერიონი“ აღმოაჩინეს

ასტრონომებმა კოსმოსში გალაქტიკების უდიდესი ნაკრები აღმოაჩინეს. კოსმოსური ტიტანი, რომელსაც ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის – ჰიპერიონის სახელი უწოდეს, ყველაზე დიდია აქამდე აღმოჩენილ გალაქტიკათა ნაკრებებს შორის.

„ჰიპერიონის“ მასა მზის მასაზე დაახლოებით 1 მილიონჯერ მეტია.  იგი ჩილეში მდებარე Very Large Telescope (VLT)-ით აღმოაჩინეს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ასტრონომიური თვალსაზრისით „ჰიპერიონი“ „მოზარდია“, რომელიც დიდი აფეთქებიდან 2 მილიარდი წლის შემდეგ წარმოიქმნა. აღსანიშნავია, რომ სამყარო  დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის  წინ წარმოიქმნა. გალაქტიკა „ირმის ნახტომი“, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს, დაახლოებით 13.6 მილიარდი წლისაა.

ჰიპერონი Visible Multi-Object Spectrograph- ის გამოყენებით აღმოაჩინეს, რომელიც მისი მმართველების თანახმად, მოქმედებს როგორც “დროის მანქანა შუა უდაბნოში, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყურებოდა სამყარო, როდესაც ის ამჟამინდელი ასაკის მხოლოდ მესამედი ასაკის იყო”.

სპექტოგრაფი Very Large Telescope-ზე იყო მოთავსებული. აღმოჩენა მეცნიერთა გუნდმა გააკეთა, რომელსაც იტალიაში მდებარე ასტროფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერი ოლგა კუჩიატის ხელმძღვანელობდა.

აღმოჩენასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევა – “The progeny of a Cosmic Titan” სამეცნიერო ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

წყარო : www.reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რაკეტა, რომლითაც ამერიკელი და რუსი ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიემგზავრებოდნენ, ჰაერში დაზიანდა

რაკეტა, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ რუსული ხომალდი „სოიუზი“ და მასზე მყოფი რუსი და ამერიკელი ასტრონავტები მიჰყავდა, ჰაერში დაზიანდა და ავარიულად დაეშვა მიწაზე. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„სოიუზის“ შიგნით გადაღებულ კადრებში ინციდენტის მომენტი ჩანს, თუ როგორ არხევენ მხრებს და ფეხებს ამერიკელი ასტრონავტი ნიკ ჰეგიუ და რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი დაზიანებით გამოწვეული დარტყმისგან.

რაკეტა ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაუშვეს.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. „ნასა“-მ განაცხადა, რომ ასტრონავტები მაშველებმა უსაფრთხოდ დააბრუნეს ავარიული დაშვების ადგილიდან.

წყარო : www.reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

კოსმოსში ხელის თხოვნა 145 მილიონი დოლარად შეგეძლებათ 😱💍🌠

2022 წლის მარტიდან საყვარელი ადამიანისთვის ხელის თხოვნა კოსმოსშიც იქნება შესაძლებელი.

ცერემონიალის ორგანიზების შეთავაზებაზე  ფრანგული საქორწილო სააგენტო The ApoteoSurprise აცხადებს.  ტურში შედის მოგზაურობა მთვარის გარშემო.

კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ცნობილი ხდება, რომ  ინტერპლანეტარული ფრენა ერთ კვირას გასტანს.  ამასთან, ავტონომიური მართვის სისტემა შეყვარებულ წყვილს მარტო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

ირკვევა, რომ დაახლოებით, 30 წუთის მანძილზე, როდესაც ხომალდი მთვარის ბნელ მხარეს შემოუვლის, დედამიწასთან კომუნიკაცია შეფერხებული იქნება.

მდიდარი წყვილები წინდაწინ  ნ მოსამზადებელ ეტაპებს გაივლიან, მათ შორის 12 კვირის განმავლობაში წინასწარ ტექნიკურ და ფიზიკურ მომზადებას.

ყველა შეთავაზება ვებ-გვერდზე www.proposeinparis.com 2022 წლის მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

“ნასას” ტელესკოპმა ორი ახალი პლანეტა აღმოაჩინა

“ნასას” პლანეტებზე “მონადირე” ორბიტალურმა ტელესკოპმა მზის სისტემის მიღმა ორი ახალი პლანეტა აღმოაჩინა.

TESS-ის (Transiting Exoplanet Survey Satellite)  მიერ აღმოჩენილი ორი ახალი პლანეტა – Pi Mensae “სუპერ დედამიწა” და LHS 3844 b “ცხელი დედამიწა”, დედამიწიდან დაახლოებით 60 და 49 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობენ. ეს არის TESS-ის პირველი აღმოჩენა აპრილის, ანუ მისი კოსმოსში გაშვების შემდეგ.

“სუპერ დედამიწა” თავისი მზის გარშემო ორბიტაზე ერთი ბრუნის გაკეთებას 6,3 დღეს ანდომებს, “ცხელი დედამიწა” კი – 11 საათს. მეცნიერები აცხადბენე, რომ პლანეტები ძალიან ცხელი არიან იმისათვის, რომ მათზე სიცოცხლე არსებობდეს.

TESS-ი გახლავთ ორწლიანი მისია, რომლის ღირებულება 337 მილიონი აშშ დოლარია. პროექტის მიზანი ასტრონომების ე.წ. ეგზოპლანეტების კატალოგის გამდიდრებაა. TESS-ი განკუთვნილია იმისათვის, რომ გააგრძელოს წინამორბედის – Kepler-ის კოსმოსური ტელესკოპის საქმე, რომელმაც 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 3, 700 დოკუმენტურად დადასტურებული ეგზოპლანეტა აღმნოაჩინა.

“ნასა” იმედოვნებს, რომ TESS-ის საშუალებთ მზის სისტემის მიღმა მანამდე უცნობ ათასობით სამყაროს აღმოაჩენს.

TESS-ი აღჭურვილია ოთხი სპეციალური კამერით. იგი ტრანზიტის ფიტომეტრიის მეთოდს იყენებს – აკვირდება ვარსკვლავების ხილული სინათლის პერიოდულ კლებას, რაც მათ წინ პლანეტების გავლით, ტრანზიტით, არის გამოწვეული.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :  reuters.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

SpaceX-მა დაასახელა პირველი ტურისტი, რომელიც რაკეტა Big Falcon-ით მთვარის გარშემო იმოგზაურებს

კოსმოსურმასა ტრანსპორტ კომპანია SpaceX-მა იმ პირველი კერძო მგზავრის ვინაობდა გაამხილა, რომელსაც ელონ მასკის კომპანიის რაკეტა  Big Falcon-ით მთვარის ირგვლივ მოგზაურობა სურს. ეს გახლავთ იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა, რომელიც ტანსაცმლის ონლაინ გაყიდვების ვებგვერდ Zozo-ს დამფუძნებელია.

იუსაკუ მაეზავა მთვარის ორბიტაზე გამგზავრებას 2023 წლისთვის გეგმავს. ეს იქნება SpaceX-ის პირველი კომერციული კოსმოსური ფრენა, რომელიც სავარაუდოდ ერთ კვირას გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის მაგნიტური ველის მიღმა დღემდე მხოლოდ 25 ასტრონავტს აქვს ნამოგზაურები. კომპანია SpaceX-ის დამგუძნებელმა ელონ მასკმა უსაკუ მაეზავას გადაწყვეტილება სიმამაცედ შეაფასა.

იუსაკე მაეზავა მთვარის გარშემო სამოგზაუროდ რვა ხელოვანი ადამიანის დაპატიჟებას გეგმავს.

უცნობია თანხის რაოდნობა, რისი გადახდაც იაპონელ მილიარდერს ამ მოგზაურობისთვის მოუწევს. მაეზავა, რომელმაც შარშან ნიუ იორკის აუქციონზე ამერიკელი მხატვრის ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევარი რეკორდულ თანხად – 110.5 მილიონ დოლარად იყიდა, აცხადებს, რომ მთვარის გარშემო მოგზაურობის საფასური გაცილებით დიდია ვიდრე ბასკიას უსახელო ნამუშევარში გადაიხადა.

42 წლის მაეძავა ტანსაცმლის გაყიდვის ვებგვერდ Zozo-ს დამფუძნებელია. ის იაპონიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალ Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება სამ მილიარდ დოლარს შეადგენს.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :  www.reuters.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ვინ არის პირველი მგზავრი, რომელიც SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით მთვარის ირგვლივ იმოგზაურებს?

ილონ მასკის კოსმოსურმა სატრანსპორტო კომპანია SpaceX- მა მსოფლიოს პირველ კერძო მგზავრთან კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტი SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით – “ფალკონით” (Big Falcon Rocket (BFR)) მთვარის ირგვლივ მოგზაურობას ითვალისწინებს.

კომპანიის მიერ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მგზავრის ვინაობა და მთვარეზე მოგზაურობის მიზანი ორშაბათს, გახდება ცნობილი.

SpaceX-ი აწარმოებს და უშვებს მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე რაკეტებსა და კოსმოსურ ხომალდებს.  კომპანია კოსმოსური ტრანსპორტის რევოლუცირების მიზნით 2002 წელს ილონ მასკიმ დააფუძნა.

რომლის მიერ მიერ სივრცეში ტრანსპორტირების განმსაზღვრელი, სიცოცხლის მრავალპლანტატის მიღების საბოლოო მიზანი.

SpaceX-მა მსოფლიოს ყურადღება არაერთხელ მიიპყრო. ის ერთადერთი კერძო კომპანია გახლავთ, რომელმაც დედამიწის ე.წ. ქვედა ორბიტიდან კოსმოსური ხომალდის დაბრუნება შეძლო. კომპანიის ისტორიაში აღსანიშნავია 2012 წლის მაისი, როდესაც SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Dragon-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გააგზავნეს, ტვირთი ჩამოცალეს და დედამიწაზე უსაფრთხოდ დააბრუნეს.  იმ დროიდან Dragon-ი “ნასას” მისიებში მონაწილეობს და მისი საშუალებით არაერთხელ მოხდა დედამიწიდა კოსმოსურ სადგურზე, და პირიქით, ტვირთის გადაზიდვა.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :  www.spacex.com  ;  www.reuters.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოასაქართველო

საქართველოში მთვარის დაბნელება 21 საათსა და 14 წუთზე დაიწყება

როგორც იცით, დღეს საუკუნის ყველაზე გრძელი მთვარის სრული დაბნელება იქნება – ის ერთი საათი და 43 წუთი გაგრძელდება. გასაგებად რომ განვმარტოთ – მთვარე დედამიწის ჩრდილში მოხვდება.

რაც შეეხება საქართველოს – აქ მთვარის დაბნელება 21 საათსა და 14 წუთზე დაიწყება და მაქსიმუმს დაახლოებით 00 საათსა და 21 წუთზე მიაღწევს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიფიზიკა

პირველად მეცნიერების ისტორიაში – მეცნიერებმა აინშტაინის შავი ხვრელის თეორიის დამტკიცება შეძლეს!

მეცნიერებმა ირმის ნახტომში (Milky Way) ვარსკვლავზე დაკვირვება აწარმოეს და, პირველად მეცნიერების ისტორიაში – დაამტკიცეს აინშტაინის პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელს ახლოს ჩაუვლის.

აინშტაინის 100 წლის წინ ნაწინასწარმეტყველები ზოგადი ფარდობითობის თეორიის თანახმად, ძლიერ გრავიტაციულ ველში სინათლე მრუდდება ან განიცდის წითელ წანაცვლებას.

,,ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შესაძლებლობა მოგვეცა, აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია სუპერმასიურ ხვრელთან ახლოს შეგვემოწმებინა. იმ დროს აინშტაინი ვერც კი იოცნებებდა იმაზე, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ,“ – განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის (Max Planck Institute for Extraterrestrial Physics) მეცნიერმა- ფრენკ ეისენჰაუერმა.

,,European Southern Observatory-ის” მეცნიერებმა Very Large Telescope-ის გამოყენებით,  ირმის ნახტომის ცენტრალურ ნაწილზე დაკვირვება 26 წლის წინ დაიწყეს იმის დასადგენად, თუ როგორ მოძრაობდა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელთან მიახლოებისას.

შავი ხვრელი დედამიწისგან 26,000 სინათლის წლითაა დაშორებული და ის მზეზე 4 მილიონჯერ უფრო მასიურია. მეცნიერებმა დაკვირვებისთვის აარჩიეს ერთი ვარსკვლავი –  S2, რომელიც ორბიტის გარშემო ერთ შემოვლას 16 წელს ანდომებს. ასე რომ, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ვარსკვლავი შავ ხვრელს 2018 წელს მიუახლოვდებოდა.

26 წლის მანძილზე მათი ინსტრუმენტების სიზუსტე გაუმჯობესდა და, შესაბამისად, 2018 წლის მაისში მათ ძალიან ზუსტი ზომების მიღება შეძლეს.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვარსკვლავის ორბიტალურმა სიჩქარემ საათში 25 მილიონ კილომეტრს გადააჭარბა, როცა ის შავ ხვრელს მიუახლოვდა.

ვარსკვლავის ტალღის სიგრძე გაიჭიმა, რადგან იგი ცდილობდა უზარმაზარი შავი ხვრელის გრავიტაციული ძალისგან თავის დაღწევას, რის გამოც მისი შეფერილობა ლურჯიდან წითლით შეიცვალა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შავი ხვრელის სხვა თეორიების დაკვირვებასაც მოახერხებენ.

,,ეს არის პირველი ნაბიჯი ხანგრძლივ გზაზე, რომელიც, იმედია, რომ მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა მეცნიერთა აღნიშნული გუნდის ხელმძღვანელმა – რეინჰარდ გენზელმა.

 

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 35 36 37 38 39 54
Page 37 of 54