close
ასტრონომია - კოსმოსი

SpaceX-მა დაასახელა პირველი ტურისტი, რომელიც რაკეტა Big Falcon-ით მთვარის გარშემო იმოგზაურებს

FILE PHOTO: Yusaku Maezawa, the chief executive of Zozo, which operates Japan's popular fashion shopping site Zozotown and is officially called Start Today Co, speaks at an event launching the debut of its formal apparel items, in Tokyo, Japan, July 3, 2018. REUTERS/Kim Kyung-Hoon/File Photo

კოსმოსურმასა ტრანსპორტ კომპანია SpaceX-მა იმ პირველი კერძო მგზავრის ვინაობდა გაამხილა, რომელსაც ელონ მასკის კომპანიის რაკეტა  Big Falcon-ით მთვარის ირგვლივ მოგზაურობა სურს. ეს გახლავთ იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა, რომელიც ტანსაცმლის ონლაინ გაყიდვების ვებგვერდ Zozo-ს დამფუძნებელია.

იუსაკუ მაეზავა მთვარის ორბიტაზე გამგზავრებას 2023 წლისთვის გეგმავს. ეს იქნება SpaceX-ის პირველი კომერციული კოსმოსური ფრენა, რომელიც სავარაუდოდ ერთ კვირას გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის მაგნიტური ველის მიღმა დღემდე მხოლოდ 25 ასტრონავტს აქვს ნამოგზაურები. კომპანია SpaceX-ის დამგუძნებელმა ელონ მასკმა უსაკუ მაეზავას გადაწყვეტილება სიმამაცედ შეაფასა.

იუსაკე მაეზავა მთვარის გარშემო სამოგზაუროდ რვა ხელოვანი ადამიანის დაპატიჟებას გეგმავს.

უცნობია თანხის რაოდნობა, რისი გადახდაც იაპონელ მილიარდერს ამ მოგზაურობისთვის მოუწევს. მაეზავა, რომელმაც შარშან ნიუ იორკის აუქციონზე ამერიკელი მხატვრის ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევარი რეკორდულ თანხად – 110.5 მილიონ დოლარად იყიდა, აცხადებს, რომ მთვარის გარშემო მოგზაურობის საფასური გაცილებით დიდია ვიდრე ბასკიას უსახელო ნამუშევარში გადაიხადა.

42 წლის მაეძავა ტანსაცმლის გაყიდვის ვებგვერდ Zozo-ს დამფუძნებელია. ის იაპონიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალ Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება სამ მილიარდ დოლარს შეადგენს.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :  www.reuters.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0