close
ასტრონომია - კოსმოსი

“ნასას” ტელესკოპმა ორი ახალი პლანეტა აღმოაჩინა

“ნასას” პლანეტებზე “მონადირე” ორბიტალურმა ტელესკოპმა მზის სისტემის მიღმა ორი ახალი პლანეტა აღმოაჩინა.

TESS-ის (Transiting Exoplanet Survey Satellite)  მიერ აღმოჩენილი ორი ახალი პლანეტა – Pi Mensae “სუპერ დედამიწა” და LHS 3844 b “ცხელი დედამიწა”, დედამიწიდან დაახლოებით 60 და 49 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობენ. ეს არის TESS-ის პირველი აღმოჩენა აპრილის, ანუ მისი კოსმოსში გაშვების შემდეგ.

“სუპერ დედამიწა” თავისი მზის გარშემო ორბიტაზე ერთი ბრუნის გაკეთებას 6,3 დღეს ანდომებს, “ცხელი დედამიწა” კი – 11 საათს. მეცნიერები აცხადბენე, რომ პლანეტები ძალიან ცხელი არიან იმისათვის, რომ მათზე სიცოცხლე არსებობდეს.

TESS-ი გახლავთ ორწლიანი მისია, რომლის ღირებულება 337 მილიონი აშშ დოლარია. პროექტის მიზანი ასტრონომების ე.წ. ეგზოპლანეტების კატალოგის გამდიდრებაა. TESS-ი განკუთვნილია იმისათვის, რომ გააგრძელოს წინამორბედის – Kepler-ის კოსმოსური ტელესკოპის საქმე, რომელმაც 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 3, 700 დოკუმენტურად დადასტურებული ეგზოპლანეტა აღმნოაჩინა.

“ნასა” იმედოვნებს, რომ TESS-ის საშუალებთ მზის სისტემის მიღმა მანამდე უცნობ ათასობით სამყაროს აღმოაჩენს.

TESS-ი აღჭურვილია ოთხი სპეციალური კამერით. იგი ტრანზიტის ფიტომეტრიის მეთოდს იყენებს – აკვირდება ვარსკვლავების ხილული სინათლის პერიოდულ კლებას, რაც მათ წინ პლანეტების გავლით, ტრანზიტით, არის გამოწვეული.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :  reuters.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0