close

კვლევები

კვლევები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

ჩვენი სხეული პაწაწინა სამშენებლო ბლოკებისგან შედგება — ესენია უჯრედები. უჯრედების შიგნით კიდევ უფრო მცირე ნაწილებია, რომელსაც ორგანელები ეწოდება. ისევე როგორც ჩვენი ორგანოები, როგორიცაა გული ან ფილტვები, ხელს უწყობენ ჩვენს ჯანმრთელობას, ორგანელები თამაშობენ გადამწყვეტ როლს უჯრედების ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

მაგალითად, მიტოქონდრია მოქმედებს როგორც უჯრედის ენერგიის წყარო, ხოლო ლიზოსომები ხელს უწყობენ უჯრედების სისუფთავეს შენარჩუნებას. როდესაც ორგანელები ზიანდება, ეს იწვევს პრობლემებს, როგორიცაა დაბერება, დაავადებები ან უჯრედების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა.

HKDC1 როგორც ხსნა
ოსაკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა სახელწოდებით HKDC1, რომელიც ორ მნიშვნელოვან ორგანელაზე ზრუნავს: მიტოქონდრიასა და ლიზოსომაზე. ეს ცილა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის დაბერების პრევენციის მხრივ.

მკვლევრებმა აჩვენეს, რომ როდესაც უჯრედზე უარყოფითი მანიპულაცია ხდება, განსაკუთრებით მიტოქონდრიაზე ან ლიზოსომებზე, HKDC1 უფრო აქტიურდება.

მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს ცილა TFEB, რომელიც ხსენებული ორგანელების ფუნქცინირებაზე ზრუნავს. საბოლოოდ, გამოვლინდა, რომ HKDC1-ის გენი TFEB-ის პირდაპირი სამიზნეა — HKDC1 რეგულირდება მიტოქონდრიული ან ლიზოსომური სტრესის პირობებში.

HKDC1 ხელს უშლის დნმ-ის დაზიანებით გამოწვეულ უჯრედულ დაბერებას
მიტოქონდრიების დაზიანებისგან დასაცავად, არსებობს “მიტოფაგია”, პროცესი, რომელიც დაზიანებულისგან თავის დაღწევას მოიცავს. ამის გაკეთების სხვადასხვა გზა არსებობს და ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი საჭიროებს ორ შემდეგ ცილას: PINK1-სა და პარკინს.

„ჩვენ დავაკვირდით, რომ HKDC1 თანალოკალიზებულია ცილასთან, სახელად TOM20, რომელიც მდებარეობს მიტოქონდრიის გარე მემბრანაში. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ HKDC1 და მისი ურთიერთქმედება TOM20-თან, კრიტიკულია PINK1/პარკინზე დამოკიდებული მიტოფაგიისთვის”, — განმარტა კვლევის ავტორმა, მენგინგ კიუმ.

მკვლევრების თქმით, ლიზოსომები და მიტოქონდრიები ერთმანეთს VDACs ცილებით უკავშირდებიან. თავის მხრივ, HKDC1 პასუხისმგებელია VDAC-ებთან ინტერაქციაზე; ეს ცილა აუცილებელია მიტოქონდრია-ლიზოსომების კონტაქტზე და, შესაბამისად, ლიზოსომური აღდგენისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორგანელების გაუმართაობა დაბერების პროცესებთანაა დაკავშირებული, HKDC1 დაბერების წინააღმდეგ გასალაშქრებლად მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იყოს. შესაბამისად, მკვლევებს მიაჩნიათ, რომ მათ ხელში ახლა ის ცილაა, რომელიც დაბერების პროცესს მნიშვნელოვნად ანელებს. შემდგომი კვლევები მნიშვნელოვანი იქნება HKDC1-ს როლის უკეთ გამოსავლენად.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა დაასახელეს მიზეზი, თუ რატომ უნდა ჰყავდეს ძაღლი 65 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს

ძაღლი ადამიანის არა მხოლოდ მეგობარია, არამედ მკურნალიც – ეს დაამტკიცეს ტოკიოს გერონტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა.

მათ აღმოაჩინეს, რომ ნებისმიერი ჯიშის ძაღლები ხანდაზმულ ადამიანებში დემენციის განვითარების რისკს 40%-ით ამცირებენ ცხოველების გარეშე მცხოვრებ ადამიანებთან შედარებით.

მეცნიერთა აზრით, ეს პირველი ასეთი კვლევაა. დასკვნა ის არის, რომ ძაღლზე ზრუნვა გარკვეული აქტივობაა: სიარული, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა “ავარჯიშებს ტვინს”. როგორც მეცნიერები განმარტავენ, დემენცია და კერძოდ ალცჰაიმერის დაავადება დაკავშირებულია ტვინში ცილების არანორმალურ დაგროვებასთან. ფიზიკური ვარჯიში ამცირებს მათ რაოდენობას და ასევე უზრუნველყოფს ტვინში სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს მისი უჯრედების ზრდას და განვითარებას. გონებრივი და სოციალური აქტივობა, თავის მხრივ, ეხმარება შექმნას “შემეცნებითი რეზერვი” – ტვინის უნარი გაუმკლავდეს სირთულეებს და განაგრძოს მუშაობა.

ამ დასკვნამდე მისასვლელად მეცნიერებმა 65-დან 84 წლამდე ასაკის 11 ათასზე მეტი იაპონელი გამოიკითხეს. კვლევის დასაწყისში ყველა მათგანი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო. მათ ჰკითხეს, იყო თუ არა სახლში ძაღლი ან კატა და რა ფიზიკურ ვარჯიშს აკეთებდნენ კვირაში. 4 წლის შემდეგ, მკვლევარებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ექსპერიმენტის მონაწილეთა ჯანმრთელობა და დემენციის განვითარება.

შემუშავდა „შანსების თანაფარდობა“, რაც მიუთითებს დემენციის განვითარების რისკზე როგორც ძაღლების, ასევე კატების მფლობელებისთვის. გარე ფაქტორების კორექტირების შემდეგ, შანსების კოეფიციენტი იყო 0.6 ძაღლების პატრონებისთვის, 0.98 კატის პატრონებისთვის და 1 მათთვის, ვისაც ძაღლები ან კატები არ ჰყავდა.

ამავდროულად, ფიზიკურმა ვარჯიშმაც, რა თქმა უნდა, იმოქმედა, მაგრამ მათთვის, ვისაც ძაღლები ჰყავდა.

„ამ ადამიანებს ჰქონდათ დემენციის განვითარების შანსები 0,37 იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც ძაღლები არ ჰყავდათ და რომლებიც არ ვარჯიშობდნენ“, – ციტირებენ მეცნიერები ციფრებს.

თუმცა, მეცნიერები გვაფრთხილებენ: მხოლოდ ძაღლის ყოლა არ გვიშველის, თუ ცოტას ვიმოძრავებთ და პრაქტიკულად არავის დავუკავშირდებით. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის სწორად შერწყმა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მათი კვლევა ჯერჯერობით მხოლოდ იაპონელებს ეხება. იგეგმება იგივე მაჩვენებლების შემოწმება სხვა ქვეყნებში.

წყარო: მკურნალი.გე

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

სამეცნიერო სენსაცია – კარაქსა და საქონლის ხორცში კიბოს უჯრედების გამანადგურებლები იპოვეს

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ჩაატარეს ძალიან სიღრმისეული და დეტალური კვლევა და ახლა ისინი ამტკიცებე, რომ ცხიმიანი რძის პროდუქტები, საქონლის ხორცი და ცხვრის ხორცი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ეხმარება კიბოს მკურნალობას.

მათი კვლევა ახლახან გამოქვეყნდა Nature-ში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში.

რა თქმა უნდა, მეცნიერები არ ამტკიცებენ, რომ კიბოს მკურნალობა მხოლოდ ასეთი პროდუქტებით და წამლებისა თუ მკურნალობის სხვა მეთოდების გარეშეა შესაძლებელი.

კვლევის თანახმად, კიბოს უჯრედების წინააღმდეგ მებრძოლი აქტიური ნივთიერება აღმოჩნდა ტრანსვაქცენური ცხიმოვანი მჟავა. ის შეიწოვება და გროვდება ცხიმებსა და რძეში. აქედან გამომდინარე, ეს ნივთიერება ბევრია კარაქში, ცხიმოვანი რძის პროდუქტები, საქონლის ხორცი და ცხვრის ხორცი. ასევე ბევრია დედის რძეში.

მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ცხიმოვანი მჟავა აუმჯობესებს იმუნური სისტემის სპეციალური უჯრედების უნარს, შეაღწიონ სიმსივნეებში და მოკლას კიბოს უჯრედები.

წყარო:

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კატის ყოლა, შესაძლოა, შიზოფრენიის რისკს ზრდიდეს – კვლევა

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა კატის ყოლასა და შიზოფრენიის გაორმაგებულ რისკს შორის გარკვეული კავშირი გამოავლინეს. მათ ბოლო 44 წელში 11 სხვადასხვა ქვეყანაში ამ საკითხის შესახებ გამოქვეყნებული 17 ნაშრომი შეისწავლეს.

ეს მოსაზრება პირველად 1995 წელს გაჟღერდა და გაზრდილი რისკის პოტენციურ მიზეზად პარაზიტი ტოქსოპლაზმა (Toxoplasma gondii) დასახელდა. ბავშვობაში კატებთან სიახლოვეს ყოფნასა და შიზოფრენიის განვითარებას შორის მიმართება სხვა კვლევებმაც ცხადყო, მაგრამ აკადემიურ წრეებში ამის საპირისპირო დასკვნების მქონე ნაშრომებიც გამოქვეყნდა.

აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებული პარაზიტი მეტწილად უსაფრთხოა და თერმულად სათანადოდ დაუმუშავებელი საკვებით, დაბინძურებული წყლით ან ინფიცირებული კატის ნაკბენითა თუ მის ფეკალიებთან კონტაქტით შეიძლება გავრცელდეს. არაა გამორიცხული, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრისას მან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეაღწიოს და ნეირომედიატორებზე იქონიოს გავლენა. ამ მხრივ ის შესაძლოა, პიროვნულ ცვლილებებს, ფსიქოზურ სიმპტომებსა და სხვადასხვა აშლილობას დაედოს საფუძვლად, მათ შორის შიზოფრენიას, თუმცა ზუსტი მიზეზ-შედეგობრიობა დადასტურებული არაა. უცნობია ისიც, თუ რამდენად სწორია, ეს პირდაპირ კატებს მივაწეროთ.

ასეა თუ ისე, სამეცნიერო ნაშრომების ზემოხსენებული კონტრასტის გამო სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, ამ თემაზე არსებული დოკუმენტები გაეანალიზებინათ.

„კატის ყოლასა და შიზოფრენიასთან დაკავშირებული აშლილობების გაზრდილ რისკს შორის მნიშვნელოვან დადებით მიმართებას მივაგენით. სტატისტიკური ცვლადების გათვალისწინებით დავადგინეთ, რომ კატებთან კონტაქტში მყოფ ინდივიდებს დაახლოებით ორჯერ მეტი შანსი აქვთ, რომ შიზოფრენია განუვითარდეთ”, — აცხადებენ ავტორები.

ყურადსაღებია, რომ გაანალიზებული კვლევებიდან უმეტესობაში მიზეზ-შედეგობრივი მექანიზმები დასახელებული არ იყო, ანუ მათში ასეთი მოცემულობის პოტენციურად განმაპირობებელი ფაქტორები განხილული არაა ან მონაცემები ძალიან მწირადაა წარმოდგენილი.

გაურკვეველია, კონკრეტულად რომელ ასაკობრივ დიაპაზონში (ბავშვობასთან, მოზრდილობასთან, ზრდასრულობასთან თუ ხანდაზმულობასთან) განსაზღვრავს კატის ყოლა შიზოფრენიის რისკთან ასოციაციებს. ამის მიუხედავად, ერთ კვლევაში ამ შინაური ცხოველის ნაკბენის მქონე ადამიანებს სხვებთან შედარებით მეტი შიზოტიპური მაჩვენებელი გამოუვლინდათ, მაგრამ ზოგადად კატის ყოლასთან ამ მაჩვენებლების კავშირი არ დადგენილა. ასევე, ნავარაუდებია, რომ მსგავს აშლილობებს შესაძლოა, სულ სხვა პათოგენები იწვევდეს, როგორიც, მაგალითად, Pasteurella multocida-ა.

„ვასკვნით, რომ ჩვენი ანალიზი კატის ყოლასა და შიზოფრენიულ აშლილობებს შორის ასოციაციას მხარს უჭერს. ამის მიუხედავად, საჭიროა უფრო ხარისხიანი კვლევების ჩატარება, რომლებიც ბევრად მასშტაბური იქნება, რათა გაირკვეს, მართლაც არის თუ არა კატის ყოლა მენტალური აშლილობების რისკშემცვლელი ფაქტორი”, – ამბობენ მეცნიერები.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რა იწვევს მეორე ტიპის დიაბეტს – უახლესი კვლევა

მსოფლიოს მასშტაბით მეორე ტიპის დიაბეტი ნახევარ მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს. ჯერჯერობით უცნობია ის ზუსტი მიზეზი, თუ რა იწვევს ორგანიზმში ჰორმონ ინსულინის ფუნქციის ასეთ დარღვევას, რის გამოც სისხლში შაქრის დონის ბალანსი ირღვევა.

ახალმა კვლევამ შესაძლოა, ამას ნათელი მოჰფინოს.

ნაშრომის წამყვანმა ავტორმა, ჯონათან სტემლერმა, S-ნიტროსილაციისნ სახელით ცნობილი პროცესი აღმოაჩინა, რა დროსაც აზოტოვანი ოქსიდი უნივერსალურ გადამტან მოლეკულად იქცევა. ის უჯრედებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას უწყობს ხელს და თითქმის ყველა ტიპის ქსოვილში წარმოიქმნება. მას დიდი როლი აქვს როგორც ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ასევე სისხლძარღვების გაფართოებაში.

ზემოხსენებული პროცესის დარღვევა პარკინსონთან, გაფანტულ სკლეროზთან, ნამგლისებრ უჯრედოვან დაავადებასთან და ასთმასთან ასოცირდება. ბოლო დროს კი ის მეტაბოლიზმის გარკვეულ ასპექტებთანაც დააკავშირეს. მეცნიერთა გუნდი აქამდეც ვარაუდობდა, რომ ამ სიაში დიაბეტიც უნდა ყოფილიყო, ახლა კი აღნიშნული ჰიპოთეზის განსამტკიცებელი მიგნება აქვთ.

კერძოდ, მათ ახალი ფერმენტი აღმოაჩინეს, რომელსაც SCAN ეწოდება და ის აზოტოვან ოქსიდს სამიზნე ცილებზე მიმაგრებაში ეხმარება, მაგალითად, ინსულინის რეცეპტორებზე. ინსულინის მიმართ რეზისტენტულ ადამიანებსა და თაგვებში ეს ფერმენტი ჩვეულებრივზე მეტადაა გააქტიურებული, მისი გაუვნებლებისას კი ცხოველებში ტიპური სიმპტომები აღარ ვლინდება.

ეს მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბებაში აზოტოვანი ოქსიდის სიუხვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ, არაა გამორიცხული, SCAN-ის დაბლოკვით ამ დაავადებასთან შეწინააღმდეგების ახალი გზა მოვნახოთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მსოფლიოში პირველად კვლევამ აჩვენა, რომ ართრიტის წამალს შეუძლია დიაბეტის განკურნება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბარიციტინიბს, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, შეუძლია შეინარჩუნოს სხეულის მიერ საკუთარი ინსულინის წარმოება.

Sky News-ის თანახმად, მსოფლიოში პირველმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოყენებულ ჩვეულებრივ პრეპარატს შეუძლია დათრგუნოს 1 ტიპის დიაბეტის პროგრესირება ახლად დიაგნოზირებულ პაციენტებში.

მელბურნის წმინდა ვინსენტის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბარიციტინიბს შეუძლია შეინარჩუნოს სხეულის ინსულინის წარმოება.

მათ ეს აღმოჩენა აღწერეს, როგორც „უზარმაზარი ნაბიჯი” დაავადების კონტროლისა და მკურნალობის გზაზე.

ტიპი 1 დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია, რადგან მათი სხეული ვერ გამოიმუშავებს ინსულინს. მათი სხეულის იმუნური სისტემა შეცდომით უტევს და კლავს პანკრეასის ჰორმონის წარმომქმნელ უჯრედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გადარჩენისთვის დამოკიდებულნი არიან ინსულინის რეგულარულ ინექციებზე.

პროფესორმა თომას ქეიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, თქვა: „ჩვენ გვინდოდა გვენახა, შეგვეძლო თუ არა დაცვა იმუნური სისტემის მიერ ამ უჯრედების შემდგომი განადგურებისგან“.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ პრეპარატი თრგუნავს იმუნურ რეაქციას, რომელიც მიმართულია ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების წინააღმდეგ ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანებში.

მეცნიერთა ვარაუდით, 2040 წლისთვის 1 ტიპის დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 17,4 მილიონამდე გაიზრდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
კვლევები

ციცქნა შავი ხვრელები შეგვიძლია ბირთვული ენერგიის წყაროდ გამოიყენონ – ახალი კვლევა

შავი ხვრელების გაგონებაც კი შიშსა და ძრწოლას იწვევს. მათგან გაქცევა ხომ უბრალოდ შეუძლებელია! ისინი ყველაფერს ანადგურებენ, მათში ჩასული უკან ვეღარაფერი ბრუნდება.

ეს მოსაზრება ხშირად დებატების საგანია. ახლახან, ორმა ფიზიკოსმა გამოთვალა, როგორ შეიძლება შავ ხვრელს რაღაც გამოსტყუონ. ჩინეთის ტიანჯინის უნივერსიტეტის მკვლევრების, ჟან-ფენგ მაისა და რუნ-ქი იანგის განცხადებით, თეორიულად შესაძლებელია, რომ ციცქნა შავი ხვრელები ენერგიის წყაროდ გამოვიყენოთ.

მათი გათვლების მიხედვით, ამ ულტრამკვრივი ობიექტებს შეუძლიათ, რომ დამუხტვადი ბატარეების ან ბირთვული რეაქტორების სახით იმუშაონ და გიგაელექტრონვოლტების მასშტაბის ენერგია გამოიმუშაონ.

სინამდვილეში, ეს ენერგია შავი ხვრელის შიგნიდან კი არ იქნება მოპოვებული, არამედ გარედან: სწორედ იქ არის სამყაროში გრავიტაციის ჩვენთვის ცნობილი უდიდესი კონცენტრაცია.

მიჩნეულია, რომ სამყარო შავი ხვრელებით არის გადაჭედილი, მაგრამ მათი შემჩნევა ყოველთვის ადვილი როდია. უკვე აღმოჩენილი ასეთი ობიექტების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შავი ხვრელების მასა სხვადასხვაგვარია — ხუთი მზის მასიდან დაწყებული, მილიარდობით მზის მასით დამთავრებული.

თუმცა, სულ მცირე თეორიულად მაინც, არსებობს შავ ხვრელთა კიდევ ერთი კლასი. ეს გახლავთ პირველყოფილი შავი ხვრელები, რომლებიც სივრცულად შეიძლება ერთი ბეწოები იყვნენ, სუბატომური ზომის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
კვლევები

გამწვანებულ გარემოში ცხოვრება დაბერებას უჯრედულ დონეზე ანელებს

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბუნებაში ყოფნა ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითაც მოქმედებს. ამას ახალი კვლევაც ცხადყოფს, რომლის თანახმადაც, გამწვანებულ გარემოში მცხოვრები ადამიანები ბიოლოგიური ასაკით უფრო ახალგაზრდები არიან.

მეცნიერებმა 7 827 ადამიანი და მათი საცხოვრებელი ადგილი შეისწავლეს. შედეგად დაადგინეს, რომ ბაღების, სკვერების, ხეებისა და სხვაგვარი მცენარეული საფარის სიმრავლე უფრო გრძელ ტელომერებთანაა ასოციაციაში, განურჩევლად რასისა, ეკონომიკური მდგომარეობისა, მწეველობისა და ალკოჰოლთან დამოკიდებულებისა.

ტელომერები ქრომოსომების დამაბოლოებელი უბნებია, რომლებსაც დამცველობითი ფუნქცია აქვს. მათ ხშირად ხანგრძლივ სიცოცხლესთან აკავშირებენ. უჯრედის ყოველი დაყოფისას ისინი მოკლდება მანამ, სანამ გენეტიკური მატერიის დაყოფა უკვე შეუძლებელი გახდება. ეს მათ ბიოლოგიური ასაკის მნიშვნელოვან ინდიკატორად აქცევს.

ტელომერებზე სხვადასხვა ფაქტორი სერიოზულად ზემოქმედებს, მათ შორის სტრესი, რომელსაც ბუნებაში ყოფნით ეფექტიანად ვებრძვით. მცენარეები, ანუ გამწვანებული გარემო, სითბური ტალღებისას ჩვენს გაგრილებას უზრუნველყოფს, ხმაურისა და დაბინძურებული ჰაერისგან გვიცავს, ფიზიკურ აქტიურობასა და სოციალურ ურთიერთობებს უწყობს ხელს და ა.შ. ამის მიუხედავად, ამგვარ არეალებს უფრო და უფრო ვშორდებით, პარალელურად კი ეკოსისტემა ზიანდება, რაც, საბოლოოდ, ისევ ჩვენზე აისახება ცუდად.

სპეციალისტთა თქმით, გამწვანებულ გარემოში ცხოვრებამ შესაძლოა, ადამიანის ბიოლოგიური ასაკი 2.2 -2.6 წლით შეამციროს. გააჩნია იმასაც, თუ რამდენად დაბინძურებულია ჰაერია ამ არეალში, რადგან ეს დადებით გავლენას ხელს უშლის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სივრცეები მცირე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ნაკლებადაა ხელმისაწვდომი.

უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ქალების მონაცემებით მსგავსი დადებითი მიზეზ-შედეგობრიობა არ ფიქსირდება, რასაც ავტორები დამატებით სტრესსა და სხვა რისკფაქტორებს უკავშირებენ. ეს ნათელყოფს, რამხელა როლი აქვს სტრესს ჩვენს ჯანმრთელობაში, რადგან შესაძლოა, ის ტელომერების სიგრძეზე მოქმედებდეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: პლასტიკურ შეფუთვაზე უარის თქმამ გარემო შესაძლოა უფრო მეტად დააზიანოს

მაღაზიებში პლასტიკურ შეფუთვასა და პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმამ შესაძლოა, გარემო უფრო დააზიანოს. ამის შესახებ BBC ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ბრიტანულმა ორგანიზაცია Green Alliance-მა ჩაატარა. სპეციალისტების თქმით, გარემოს დაცვის მიზნით, მაღაზიები და მომხმარებლები პლასტიკს სხვა მასალებით ანაცვლებენ, თუმცა მათი გავლენა გარემოზე ჯერ კიდევ საფუძვლიანად არ არის შესწავლილი.

მაგალითად, შუშის ბოთლები პლასტიკზე მძიმეა, ამიტომ მათი ტრანსპორტირება ჰაერს მეტად აბინძურებს. ქაღალდის პარკების ხელახლა გამოყენება კი პოლიეთილენის პარკებზე რთულია.

მსოფლიოში პლასტიკზე უარის თქმის ტენდენცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მეცნიერებმა ოკეანეების პლასტიკით დაბინძურების შესახებ დაიწყეს საუბარი. გაეროს მონაცემებით, ოკეანეში უკვე 100 მილიონი ტონა პლასტიკური ნარჩენია გადაყრილი, რაც ზღვის ფლორასა და ფაუნას უზარმაზარ ზიანს აყენებს. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ზღვის ფრინველთა 95% პლასტიკის გამო კვდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ალცჰაიმერის წამალ Leqembi-ის კვლევა დამაიმედებელ შედეგებს აჩვენებს

ფარმაცევტულმა კომპანია Eisai-იმ განაცხადა, რომ კლინიკურ კვლევაში ალცჰაიმერის წამლის Leqembi-ის საინიექციო ვერსიამ დამაიმედებელი საწყისი შედეგები აჩვენა, რაც ანტისხეულების მკურნალობისთვის ახალ და უფრო მოსახერხებელ ვარიანტებს პოტენციურად გზას გაუხსნის, – ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

Eisai-სა და მისი პარტნიორი Biogen-ის დამზადებული წამალი პირველია, რომლის შემთხვევაშიც დადასტურებულია, რომ დაავადების ადრეულ სტადიაზე მყოფ ადამიანებში ალცჰაიმერის პროგრესირებას ანელებს. აშშ-ს მარეგულირებლებმა ივლისში დაამტკიცეს Leqembi-ის ვერსია, რომელიც ცნობილია, როგორც ინტრავენური ინფუზია, თუმცა, Eisai იმედოვნებს, რომ წამლის კანქვეშა ვერსიისთვის თანხმობასაც მოიპოვებს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ში წამლის კანქვეშა ვერსია მარტის ბოლოს დამტკიცდება.

ინფორმაციისთვის: ალცჰაიმერის ასოციაციის თანახმად, 65 წლის და უფროსი ასაკის დაახლოებით 6-7 მილიონი ამერიკელი ალცჰაიმერით ცხოვრობს. პროგნოზირებულია, რომ ეს ჯგუფი 2050 წლისთვის თითქმის 13 მილიონამდე გაიზრდება. ყოველი მესამე ხანდაზმული ადამიანი ალცჰაიმერის ან დემენციის სხვა ფორმით იღუპება, რომელიც კლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე ძუძუს კიბო და პროსტატის კიბო ერთად. მრავალი პრეპარატი, რომელიც შექმნილია დაავადების სამიზნეზე, ცდებში წარუმატებელი აღმოჩნდა. ასოციაციის ცნობით, ამ კვლევის სრული ღირებულება და ხანგრძლივობა კიდევ უფრო აფერხებს წამლის განვითარებას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 99
Page 7 of 99