close
კვლევები

ციცქნა შავი ხვრელები შეგვიძლია ბირთვული ენერგიის წყაროდ გამოიყენონ – ახალი კვლევა

შავი ხვრელების გაგონებაც კი შიშსა და ძრწოლას იწვევს. მათგან გაქცევა ხომ უბრალოდ შეუძლებელია! ისინი ყველაფერს ანადგურებენ, მათში ჩასული უკან ვეღარაფერი ბრუნდება.

ეს მოსაზრება ხშირად დებატების საგანია. ახლახან, ორმა ფიზიკოსმა გამოთვალა, როგორ შეიძლება შავ ხვრელს რაღაც გამოსტყუონ. ჩინეთის ტიანჯინის უნივერსიტეტის მკვლევრების, ჟან-ფენგ მაისა და რუნ-ქი იანგის განცხადებით, თეორიულად შესაძლებელია, რომ ციცქნა შავი ხვრელები ენერგიის წყაროდ გამოვიყენოთ.

მათი გათვლების მიხედვით, ამ ულტრამკვრივი ობიექტებს შეუძლიათ, რომ დამუხტვადი ბატარეების ან ბირთვული რეაქტორების სახით იმუშაონ და გიგაელექტრონვოლტების მასშტაბის ენერგია გამოიმუშაონ.

სინამდვილეში, ეს ენერგია შავი ხვრელის შიგნიდან კი არ იქნება მოპოვებული, არამედ გარედან: სწორედ იქ არის სამყაროში გრავიტაციის ჩვენთვის ცნობილი უდიდესი კონცენტრაცია.

მიჩნეულია, რომ სამყარო შავი ხვრელებით არის გადაჭედილი, მაგრამ მათი შემჩნევა ყოველთვის ადვილი როდია. უკვე აღმოჩენილი ასეთი ობიექტების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შავი ხვრელების მასა სხვადასხვაგვარია — ხუთი მზის მასიდან დაწყებული, მილიარდობით მზის მასით დამთავრებული.

თუმცა, სულ მცირე თეორიულად მაინც, არსებობს შავ ხვრელთა კიდევ ერთი კლასი. ეს გახლავთ პირველყოფილი შავი ხვრელები, რომლებიც სივრცულად შეიძლება ერთი ბეწოები იყვნენ, სუბატომური ზომის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება:
fb-share-icon0