close

კვლევები

კვლევებიმსოფლიო

ისტორიაში პირველად, ადამიანის ტვინის ქსოვილი 3D პრინტერის გამოყენებით შექმნეს

და აი ისიც, მეცნიერებმა 3D პრინტერის გამოყენებით ადამიანის ტვინის ქსოვილი დაბეჭდეს. მკვლევრებს ეს ადამიანის ტვინის ფუნქციის შესწავლაში გამოადგებათ.

ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ექსპერტების თქმით, დაბეჭდილ ქსოვილს შეუძლია “იზრდებოდეს და ფუნქციონირდეს ტიპური ტვინის ქსოვილის მსგავსად”.

3D პრინტერით დაბეჭდილი ტვინის ქსოვილი, შესაძლოა, სასარგებლო იყოს სხვადასხვა ნევროლოგიური და ნეიროგანვითარების პრობლემების შესასწავლად, მათ შორის ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადების.

„ეს შეიძლება იყოს ისეთი მოდელი, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთობენ ტვინის უჯრედები და ტვინის ნაწილები ადამიანებში. ამას შეუძლია შეცვალოს ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის, ნეირომეცნიერებისა და მრავალი ნევროლოგიური აშლილობის პათოგენეზის აღქმა”, – თქვა სუ-ჩუნ ჟენგმა, ნეირომეცნიერებისა და ნევროლოგიის პროფესორმა.

ჰორიზონტალური 3D ბეჭდვის მიდგომის გამოყენება
ჩვეულებრივი ვერტიკალური ფენების მეთოდის გამოყენების ნაცვლად, მკვლევრებმა ინოვაციურ ჰორიზონტალურ 3D ბეჭდვის მიდგომას მიმართეს.

ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებისგან წარმოქმნილი ნეირონები რბილი ბიო-მელნის გელის მასალაში მოათავსეს. ეს მათი ზრდისთვის უფრო ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

შემქმნელები აღნიშნავენ, რომ მათ განზრახ შეინარჩუნეს ქსოვილის სიმკვრივე, რათა უზრუნველყონ ჟანგბადისა და საჭირო ნივთიერებების ოპტიმალური გამომუშავება ნეირონებისთვის.

მრავალშრიანი ბეჭდვა საშუალებას აძლევდა უჯრედებს შეექმნათ კავშირები, რის შედეგადაც გაჩნდა ისეთი ქსელები, როგორიც ადამიანის ტვინშია.

ამ ქსელებში ნეირონები აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან სიგნალების გაგზავნის სახით. ეს კომუნიკაცია ხდება ნეიროტრანსმიტერების, ქიმიური მესენჯერების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობენ სიგნალების გადაცემას ნეირონებს შორის.

„ის რაც შედეგად აღმოვაჩინეთ გასაოცარია. მაშინაც კი, როდესაც ვბეჭდავდით სხვადასხვა უჯრედებს, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ტვინის სხვადასხვა ნაწილს, მათ მაინც შეეძლოთ ერთმანეთთან კონტაქტი განსაკუთრებული და სპეციფიკური გზით”, – თქვა ჟენგმა პრესრელიზში.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს უჯრედების ტიპები და განლაგება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

საჭმლის მომნელებელ სისტემაში სიცოცხლის სრულიად ახალი ფორმა აღმოაჩინეს

ჩვენს შიგნით მცხოვრები მიკრობების შესწავლისას, მკვლევრები ვირუსის მსგავსი ობიექტების სრულიად ახალ კლასს წააწყდნენ.

„ეს გადასარევია. რაც უფრო ღრმად ვიხედებით, მით უფრო მეტ უცნაურობას ვხედავთ”, — თქვა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის უჯრედულმა ბიოლოგმა, მარკ პეიფერმა.

გენეტიკური მასალის ამ იდუმალ ნაწილებს არ აქვთ შესამჩნევი თანმიმდევრობა ან თუნდაც სტრუქტურული მსგავსება, რომელიც ცნობილია სხვა ბიოლოგიური ორგანიზმებისთვის.

შესაბამისად, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგი ივან ჟელუდევი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ მათი აღმოჩენა შესაძლოა სულაც არ იყოს ვირუსი. მათ მიაჩნიათ, რომ ეს სრულიად ახალი ჯგუფია.

„ობელისკები რნმ-ების მრავალფეროვან კლასს მოიცავს. ისინი ამდენი ხანი შეუმჩნეველი იყვნენ”, — წერენ მკვლევრები ნაშრომში.

სიცოცხლის ამ ფორმას ეს სახელი (ობელისკები) უაღრესად სიმეტრიული, ღეროს მსგავსი სტრუქტურების გამო დაერქვა. ობელისკების გენეტიკური თანმიმდევრობა მხოლოდ 1 000 სიმბოლოს (ნუკლეოტიდების) მოიცავს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს არის იმის მიზეზი თუ რატომ ვერ შენიშნეს აქამდე ისინი.

კვლევაში ჟელუდევმა და მისმა ჯგუფმა აქამდე გამოქვეყნებული გენეტიკური თანმიმდევრობების 5,4 მილიონი მონაცემთა ნაკრები გააანალიზეს. შედეგად გამოავლინეს თითქმის 30 000 განსხვავებული ობელისკი. ისინი გამოჩნდნენ ადამიანის მიკრობიომების დაახლოებით 10-პროცენტში.

ერთ შემთხვევაში ობელისკები პაციენტის ორალური ნიმუშების 50-პროცენტში აღმოჩნდა. უფრო მეტიც, სხვადასხვა ტიპის ობელისკები, როგორც ჩანს, გვხვდება ჩვენი სხეულის სხვადასხვა უბნებში.

„ეს ნიშნავს, რომ ობელსიკებს ადამიანის მიკრობიომში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. სავარაუდოა, რომ ისინი ბაქტერიებშიც ფართოდაა გავრცელებული”, — აღნიშნულია კვლევაში.

თუმცა, ჟელუდევმა და მისმა გუნდმა ვერ დაადგინეს ობელისკების რაიმე გავლენა მათ ბაქტერიულ მასპინძლებზე. მკვლევრებმა ჯერ ისიც არ იციან თუ როგორ ვრცელდებიან ისინი უჯრედებს შორის.

„ეს ელემენტები, შესაძლოა, არ იყოს ვირუსული ბუნების და უფრო დაკავშირებული იყოს რნმ-ის პლაზმიდებთან”, — აღნიშნულია კვლევაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ძაღლებს შეუძლიათ დეპრესია განიცადონ – ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლებს შეუძლიათდეპრესია განიცადონ.

ძაღლებში დეპრესიის ზოგიერთი ძირითადი ნიშანია „შემცირებული აქტივობის დონე და თამაშის სურვილის დაკარგვა“, პლუს მიჯაჭვულობა ან სოციალური გათიშვა. ასევე მადის დაკარგვა ან ცვლილება.

ორგანიზაციის ცნობით, „უხასიათო ღრიალი ან ყვირილი“ ძაღლების დეპრესიის კიდევ ერთი ნიშანია.

ძაღლებში დეპრესიის დიდი მიზეზი შეიძლება იყოს დანაკარგის განცდა. ძაღლებზე ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს გარემოს ცვლილებებმა, როგორიცაა ახალი შინაური ცხოველის ან ბავშვის დამატება, ან ისეთი რამ, როგორიც არის დეკორაციის ცვლილება.

პატრონთან განშორების შფოთვამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია.

როგორ შეუძლიათ პატრონებს დაეხმარნენ ძაღლს?

ძაღლის პატრონებმა შეიძლება შინაურ ცხოველებს დაუნიშნონ რუტინა, რასაც ყოველ დღეს მათთან ერთად გააკეთებენ. ორგანიზაციის თქმით, ეს უნდა გაკეთდეს მაშინ, როდესაც ძაღლის დეპრესიული განწყობა დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლება.

შესაძლოა მედიკამენტის დანიშვნაც. ეს შეიძლება საჭირო იყოს ოთხიდან ექვს კვირამდე, რათა გამოჩნდეს ეფექტური ცვლილებები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მწვანე ჩაის დალევა დემენციის განვითარების რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ

ექიმებმა დაადგინეს, რომ დღეში სამი ფინჯანი მწვანე ჩაის დალევა ხელს შეუწყობს დემენციის განვითარების რისკს.

დოქტორმა ედვარდ ოკელომ თქვა, რომ მწვანე ჩაის შეუძლია გააუმჯობესოს გონებრივი მუშაობა და ჯანმრთელობა, წერს  Independent.

პროფესორმა განმარტა, რომ მწვანე ჩაი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას ეპიგალოკატექინ გალატს, რომელიც კლავს ტვინის უჯრედებში არსებულ ფერმენტს, რომელიც აზიანებს მას.

რა სარგებელი მოაქვს მწვანე ჩაის?

მეცნიერთა აზრით, მწვანე ჩაი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, მას ასევე შეუძლია გაგაბედნიეროს. გარდა იმისა, რომ ამცირებს გულის ფატალური დაავადებისა და ინსულტის რისკს, ამ სასმელს აქვს განწყობის გამაძლიერებელი მოქმედება.

„მეცნიერულად, მწვანე ჩაი შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, რომლებიც ინარჩუნებენ გონებას კონცენტრირებულად და ამავე დროს სიმშვიდეს“, – ამბობს ტვინის ჯანმრთელობის კვების ექსპერტი მეგი მუნი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

“გვაქვს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც დიდ იმედს გვაძლევს…” – მეცნიერებმა კიბოს „სუსტ წერტილს“ მიაგნეს

ზოგიერთ კიბოს მკურნალობენ იმუნოთერაპიით – წამლებით, რომლებსაც იყენებენ სხეულის ბუნებრივ თავდაცვად, კიბოს უჯრედებზე თავდასხმისთვის.

ახლა მეცნიერებმა იპოვეს წამლის ეფექტიანობის გაზრდის საშუალება – და ეს ყველაფერი სიმსივნის შიგნით არსებულ „ენერგეტიკულ ქარხნებს“ უკავშირდება.
ყველა ცოცხალი უჯრედი იკვებება სპეციალური „განყოფილებებით“, რომელსაც ეწოდება მიტოქონდრია და რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მიტოქონდრიული დნმ-ის „გადატვირთვის“ შედეგად, მათ შეუძლიათ, ორ-ნახევარჯერ გააძლიერონ სიმსივნეზე წამლების რეაგირება.

მათ ეს გააკეთეს საერთო იმუნოთერაპიის პრეპარატზე, სახელწოდებით ნივოლუმაბი, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მელანომა, ფილტვის კიბო, ღვიძლის კიბო და კოლორექტალური კიბო.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ნივოლუმაბი ორ-ნახევარჯერ უფრო ეფექტიანი იყო, როდესაც სიმსივნეებს ჰქონდათ მიტოქონდრიული დნმ-ის მუტაციების მაღალი დონე.

შოტლანდიისა და გლაზგოს უნივერსიტეტის კიბოს კვლევის ჯგუფის ლიდერმა, დოქტორ Payam Gammage-მა თქვა: „კიბო ჩვენი სხეულის დაავადებაა. იმის გამო, რომ კიბოს უჯრედები გარეგნულად ჯანმრთელ უჯრედებს ჰგავს, იმუნური სისტემის ამოცნობა და განადგურება რთული ამოცანაა.

„კიბოს უჯრედების ნახევარზე მეტს აქვს მუტაციები მიტოქონდრიულ დნმ-ში, მაგრამ როდესაც ჩვენ ლაბორატორიაში შევქმენით ეს მუტაციები, აღმოვაჩინეთ, რომ უჯრედები ყველაზე მუტაციური მიტოქონდრიული დნმ-ით იყო ბევრად უფრო მგრძნობიარე იმუნოთერაპიის მიმართ.

„ამ გამოკვლევით ჩვენ ახლა გვაქვს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს სრულიად ახალ მიდგომას კიბოს შესაჩერებლად“. – თქვა მან.

დოქტორ იან ფოლკესმა, CRUK-ის კვლევისა და ინოვაციების აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა: „ერთწლიანი შრომატევადი ლაბორატორიული კვლევის შემდეგ, ჩვენ გამოვავლინეთ კიბოს მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი.

მიტოქონდრიული დნმ-ის მუტაციები კიბოს საერთო ნაწილია და ამ გასაოცარ აღმოჩენას უსაზღვრო პოტენციალი აქვს“.

კვლევაზე ასევე მუშაობდა დოქტორი ედ რეზნიკი Memorial Sloan-Kettering Cancer Center-იდან, – ეს კვლევა ხსნის მთელ სამყაროს, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სიმსივნეების ენერგიის წყაროები, რათა დავამარცხოთ კიბო უფრო სწრაფად,” – დასძინა მან.

შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Cancer-ში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რატომ პატარავდება ჩვენი სხეული სიბერეში – მიზეზები

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ხანდაზმულ ასაკში ადამიანთა სიმაღლე მცირდება. გიფიქრიათ, რატომ ხდება ასე? ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რომლებზეც ქვემოთ მოგიყვებით.

დაპატარავებას ხშირად ხერხემლის პრობლემები იწვევს. მაგალითად, როცა სხეულის ზედა ნაწილში მისი მრუდი იზრდება, რასაც კიფოზი ეწოდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმში არსებული კუნთების ბოჭკოები წლების მატების პარალელურად უწინდელ ფორმას ვეღარ ინარჩუნებს, ამიტომ ხერხემლის დამხმარე კუნთები სუსტდება.

შედეგად, გრავიტაციას ისე ვეღარ ვეწინააღმდეგებით და წელში ბოლომდე გასწორება გვიჭირს. ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები ფიზიკურ აქტიურობას გვირჩევენ. ვარჯიში არა მხოლოდ კიფოზის რისკის შემცირებაში, არამედ უკვე ხანდაზმულობაში მდგომარეობის გამოსასწორებლადაც რეკომენდებულია.

სხვა მიზეზი, რომლის გამოც ჩვენი სხეული პატარავდება, ძვლების სიმკვრივის დაკარგვაა. ამას საფუძვლად სასქესო ჰორმონების, ესტროგენისა და ტესტოსტერონის, ასაკობრივი შემცირება ედება. ხშირად აღნიშნულ პროცესს D ვიტამინის ნაკლებობა და თირკმლის მიერ ნაკლები კალციუმის შთანთქმა აჩქარებს და შესაძლოა, ოსტეოპოროზიცგანაპირობოს, რაც ძვლის დაავადებაა.

ძვლის სტრუქტურის ცვლილება ოსტეოპოროზის დროს.
როცა ადამიანის ძვლები სუსტდება და უფრო ფოროვანი სტრუქტურის ხდება, ხერხემალი ორგანიზმის წონას ვეღარ უძლებს და ზიანდება. როგორც წესი, მსგავს დაზიანებებს ტკივილი არ ახლავს თან, ამიტომ ის შეუმჩნეველი რჩება, ხერხემალი კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მჭიდროვდება.

ეს ხშირად ხერხემლის დისკების ცვლილებას იწვევს. ისინი 30-40 წლის ასაკიდან გამოშრობას იწყებს და წყალთან ერთად სიმტკიცესაც კარგავს. მათი რაოდენობა სულ 23-ია, ამიტომ თუნდაც ზოგიერთ მათგანში მიმდინარე ამგვარი პროცესები სიმაღლის რამდენიმე მილიმეტრით შემცირებას განაპირობებს.

ამ ყველაფრისგან თავის დასაცავად კარგია რეგულარული ვარჯიში, რადგან ის სხეულს ტონუსში ამყოფებს, კუნთებს მასას უნარჩუნებს და ძვლების სიმყარეს უზრუნველყოფს. ასევე, რეკომენდებულია D ვიტამინითა და კალციუმით მდიდარი საკვების მიღება, მაგრამ, პირველ რიგში, კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რას ჭამდნენ ადამიანები 10 000 წლის წინ — კვლევა

დაფიქრებულხართ იმაზე თუ რას ჭამდნენ ადამიანები 10 000 წლის წინ?

და ია ახლა, მკვლევრებმა 9 700 წლით უკან დაიხიეს. მათ სკანდინავიის დასავლეთ სანაპიროზე, იმ ადამიანების კვალი შეისწავლეს, რომლებიც აქ ნადირობდნენ, საკვებს აგროვებდნენ და ჭამდნენ. ამ უძველესმა ადამიანებმა თავიანთი დიეტური საიდუმლოებები საღეჭ ფისში დატოვეს, რაც ქვის ხანის ცხოვრების უნიკალურ ხედვას გვთავაზობს.

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა უძველეს საღეჭ რეზინზე დნმ-ის კვალი შეისწავლეს. კვლევამ უძველესი ადამიანების დღის რაციონი გამოავლინა და ასევე ნათელი მოჰფინა მათ სტომატოლოგიურ ჯანმრთელობას. მკვლევრებმა კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა ერთ-ერთი მოზარდის ნაშთების შესწავლით გამოავლინეს.

დაღეჭილი ფისის შესწავლით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ადამიანების საკვები ირმისა და კალმახის ხორცისგან შედგებოდა. ასევე ისინი აქტიურად იკვებებოდნენ თხილით.

აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მოზარდს პაროდონტიტი აწუხებდა. ეს ღრძილების მწვავე ინფექციაა, რომელიც საკვების დაღეჭვას ართულებს.

დოქტორი ემრაჰ კირდოკი, მერსინის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტიდან, საღეჭი ფისის მეტაგენომიურ ანალიზს ხელმძღვანელობდა.

“კლევამ გამოავლინა დნმ-ის თანმიმდევრობების სიმდიდრე და მასში ჩვენ ვპოულობთ როგორც პაროდონტიტთან დაკავშირებულ ბაქტერიებს, ისე მცენარეებისა და ცხოველების დნმ-ს, რომლებსაც ადამიანები მიირთმევდნენ”, — განმარტა დოქტორმა კირდოკმა.

პროფესორი ანდერს გოტერსტრომი, პროექტის ხელმძღვანელი და პალეოგენეტიკის ცენტრის პროფესორი, აღმოჩენებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

“ეს სკანდინავიის დასავლეთ სანაპიროზე მონადირე-შემგროვებელთა მცირე ჯგუფის ცხოვრებას გვიჩვენებს”, — თქვა გოტერსტრომმა.

კვლევით მეცნიერებს შეუძლიათ გაიგონ თუ რას ჭამდნენ ადამიანები 10 000 წლის წინ და როგორი იყო მათი პირის ღრუს მდგომარეობა. მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

დედამთილთან ერთად ცხოვრება ქალს ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის – კვლევა

არაერთი ადამიანის გამოცდილება ადასტურებს, რომ დედამთილთან ერთად ცხოვრებას არც ისე სასიამოვნო მომენტები ახლავს თან. რა თქმა უნდა, კარგია, თუ დედამთილი შვილისა და რძლის ქორწინებაში, მათ ურთიერთობაში არ ერევა, მაგრამ ასე იშვიათად ხდება.

რა თქმა უნდა, ყველა დედამთილი მონსტრი არ არის. არიან ისეთებიც, რომლებიც კეთილი და მოსიყვარულე ბუნებით გამოირჩევიან, ინტელექტუალი ქალები, რომლებმაც იციან, რომ როდესაც ქალი და მამაკაცი ქორწინდება, ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ მათი საქმეა და იცის, რომ არ უნდა ჩაერიოს. ასეთი ქალების მიმართ რძლები სიყვარულისა და პატივისცემის გარდა არაფერს გამოხატავენ.

კვლევის თანახმად, დედამთილთან ერთად ცხოვრება, ქალს ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის. მკვლევრების თქმით,სამჯერ უფრო მეტია შანსი, ქალს განუვითარდეს გულის შეტევა, თუ ის დედამთილთან ერთად ცხოვრობს.

დიდ ოჯახში ცხოვრება ქალისთვის დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. ის ისე უნდა მოიქცეს, როგორც დედა, შვილი და ამავდროულად, ქმრისთვის იყოს კარგი პარტნიორი. ეს სტრესი კი, ქალს უვითარებს დიაბეტს და იმატებს არტერიული წნევა.

ოკასას უნივერსიტეტის პროფესორი ისო, განმარტავს რომ მრავალთაობიან ოჯახში ცხოვრება ქალებში გულის შეტევის რისკს ზრდის.

თუ სხვა გზა არ გაქვთ და დედამთილის გვერდით ცხოვრება გიწევთ, გთავაზობთ რამდენიმე საჭირო რჩევას, რომელიც ოჯახში ურთიერთობებს უფრო დაათბობს.

ყველაზე მნიშვნელოვანია დედამთილთან უშუალო კომუნიკაცია, ნუ შეიქმნით დიდ მოლოდინს და ისწავლეთ, რომ თბილი სიტყვებით ყველაფრის მოგვარება შეგიძლიათ.

ნუ სთხოვთ თქვენს ქმარს, რომ დაელაპარაკოს დედას რაიმე თემაზე, რომელზეც კონფლიქტი მოგივიდათ. უშუალოდ თქვენს დედამთილს ესაუბრეთ ამ საკითხზე და ქმარს ნუ ჩარევთ.

როცა ბავშვებს ეხება საქმე, ნუ ჩათვლით რომ ყველა ბებია ნამცხვრებს უცხობს შვილიშვილებს, ნუ ელოდებით ადამიანისგან იმას, რასაც ვერ მიიღებთ.

სერიოზულ კონფლიქტს კარგი არავისთვის მოაქვთ. მკვლევრების თქმით, როცა დედამთილი გსაყვედურობთ და კონფლიქტში გიწვევთ, საუკეთესო გადაწყვეტილებაა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და საერთოდ არაფერი მოიმოქმედოთ. ან თუ კონფლიქტში თქვენც ჩაერთვებით, კონფლიქტის შემდეგ დახურეთ თემა და არაფერი მოიმოქმედოთ. როგორც ამბობენ, დრო ყველანაირ ჭრილობას კურნავს.

დედამთილის გვერდით ცხოვრებას დიდი სტრესი მოაქვს ყველასთვის. თუ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება და სახლში გამუდმებით ჩხუბი და კონფლიქტია, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

დინოზავრებით გატაცებული ბავშვები უფრო ჭკვიანები არიან – კვლევა

ნდიანასა და ვისკონსინის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,დინოზავრებით გატაცებული ბავშვები უფრო ჭკვიანები არიან.

მკვლებრები ამბობენ, რომ, უფრო ზოგად ჭრილში, კორელაცია პრეისტორიული არსებებით გატაცებასთან დაფიქსირდა. როგორც კვლევამ ცხადყო, დინოზავრებითა და გადაშენებული ცხოველებით დაინტერესებულ ბავშვებს უფრო განვითარებული წარმოსახვის უნარი და ცნობისმოყვარეობა აქვთ.

კვლევაზე ინდიანასა და ვისკონსინის მეცნიერთა ჯგუფმა იმუშავა. თანატოლებთან შედარებით ინტელექტის უფრო მაღალი კოეფიციენტი განსაკუთრებით 4-6 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა. სწორედ ესაა ის პერიოდი, როდესაც ბავშვები უფრო მეტად ავლენენ კონცენტრაციის, ინფორმაციის უკეთ დამუშავებისა და ყურადღების უნარს.

ამასთან, ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად მკვლევრებმა დააფიქსირეს, რომ დინოზავრებით გატაცებულ ბავშვებს სასკოლო ასაკში პრობლემების გადაჭრის უნარი უფრო კარგად აქვთ განვითარებული და თანაკლასელებთან შედარებით, უკეთ ახერხებენ სტრატეგიის დასახვას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

FDA-ს დამტკიცებული პრეპარატები ინსულინის წარმოებას 48 საათში აღადგენს

კაცობრიობამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიაბეტის სამართავად ინსულინის რუტინული ინიექციების საჭიროების შესამცირებლად — ახალმა კვლევამ აჩვენა, როგორ შეიძლება აღდგეს ინსულინის მწარმოებელი უჯრედები პანკრეასში.

პანკრეასის სადინარის წარმომქმნელი უჯრედების გამოყენებით, რომლებიც პანკრეასის სადინარების საფარის ქსოვილებს წარმოქმნიან — მეცნიერებმა ბეტა უჯრედების ფუნქციის იმიტაცია შეძლეს; როგორც წესი, ეს უჯრედები არაეფექტიანია ან საერთოდ არ არის პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებში.

ავსტრალიის ბეიკერის გულისა და დიაბეტის ინსტიტუტის მკვლევრებმა FDA-ს მიერ უკვე დამტკიცებულ პრეპარატთა ახალი გამოყენება შეისწავლეს, ისეთი მედიკამენტების, რომელთა სამიზნეც ადამიანის ქსოვილში ფერმენტი EZH2-ია. ჩვეულებრივ, ეს ფერმენტი უჯრედთა განვითარებას აკონტროლებს და წარმოადგენს ზრდის მნიშვნელოვან ბიოლოგიურ კონტროლს.

ფერმენტ EZH2-ის მიერ დაწესებული ზოგიერთი მუხრუჭის დასაძლევად, მეცნიერებმა გამოიყენეს კიბოს სამკურნალოდ უკვე დამტკიცებული ორი ინჰიბიტორი მოლეკულა — GSK126 და ტაზემეტოსტატი; შედეგად, სადინარის წარმომქმნელმა უჯრედებმა ბეტა უჯრედების მსგავსი ფუნქციები განივითარეს.

„ბეტა უჯრედების რეგენერაციული პოტენციალისთვის ფუნდამენტურია EZH2-ის მიზანში ამოღება. ექს-ვივო, ფიზიოლოგიური გლუკოზის გამოწვევის საპასუხოდ, პანკრეასის სადინარის უჯრედების გადაპროგრამება ინსულინის წარმოებას და სეკრეციას აჩვენებს“, — წერენ მკვლევრები.

წინა კვლევების მიხედვით, სადინარის სარჩულის წარმომქმნელი უჯრედები, რომლებსაც წვლილი ასევე შეაქვთ კუჭის მჟავიანობის მართვაში, შესაფერის გარემოში შეიძლება გარდაქმნილიყო ბეტა უჯრედების მსგავს რაიმედ. ამჯერად, უკვე გვაქვს კარგი იდეა, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს.

რაც მთავარია, ახალ უჯრედებს შეუძლიათ გლუკოზის დონის შეგრძნება და ინსულინის გამომუშავების ამის შესაბამისად მორგება — ზუსტად ისე, როგორც ბეტა უჯრედებს. პირველი ტიპის დიაბეტში, რომელზეც კვლევა იყო ფოკუსირებული, ორიგინალი ბეტა უჯრედები სხეულის იმუნურმა სისტემამ შეცდომით გაანადგურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სისხლში შაქრისა და ინსულინის მართვა რეგულარული ინიექციებით უნდა მომხდარიყო.

ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა იგივე რეაქცია აჩვენა პირველი ტიპის დიაბეტის მქონე 7 და 61 წლის პაციენტებისგან და 56 წლის უდიაბეტო ადამიანისგან აღებულ ქსოვილთა ნიმუშებში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება, თაობებში იმუშაოს.კიდევ ერთი დადებითი ნიშანი ისაა, რომ ინსულინის რეგულარული წარმოების აღდგენას მხოლოდ 48-საათიანი სტიმულირება დასჭირდა.

მიჩნეულია, რომ მსოფლიოში დიაბეტი დაახლოებით 422 მილიონ ადამიანს აქვს; ისინი დამოკიდებული არიან სისხლში შაქრის ყოველდღიურად გაზომვასა და მართვაზე. კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, ჯერ წინ კლინიკური ცდებია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ ერთი პოტენციური გზაა ადამიანის ორგანიზმის დასაყოლიებლად, რომ ჩაანაცვლოს ის ფუნქციები, რომლებსაც დიაბეტი ართმევს.

ამას გარდა, ეს არ არის ერთადერთი პერსპექტიული გზა, რომელსაც მეცნიერები იკვლევენ; შექმნის პროცესშია ახალი ტიპის პრეპარატები და ამასობაში, მეცნიერები ასევე მუშაობენ გზებზე, რომლებიც ეფექტიანად დაიცავს ინსულინის მწარმოებელ უჯრედებს განადგურებისგან.

„მიგვაჩნია, რომ ეს რეგენერაციული მიდგომა მნიშვნელოვანი წინსვლაა კლინიკურ განვითარებაში. ამ დრომდე, რეგენერაციული პროცესი შემთხვევითი იყო და არც დასტურდებოდა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დღემდე მწირად არის შესწავლილი ის ეპიგენეტიკური მექანიზმები, რომელიც ადამიანებში ასეთ რეგენერაციას განაპირობებენ“, — ამბობს ბეიკერის გულისა და დიაბეტის ინსტიტუტის ეპიგენეტიკოსი სემ ელ-ოსტა.

კვლევა Signal Transduction and Targeted Therapy-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 99
Page 5 of 99