close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

აღმოჩენილია პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი – ტესტირება ადამიანებზე უკვე დაწყებულია

მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს. შესაბამის კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია მედიკამენტზე, რომელიც ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ კიბოს უჯრედების მგრძნობელობას ზრდის.

პრეპარატის სახელია ATI-450 და იგი თაგვებზე უკვე წარმატებით გამოცადეს.  ქიმიოთერაპიასთან ერთად ATI-450-ის გამოყენებამ თაგვებში სიმსივნეების ზომა დაახლოებით ნახევრით შეამცირა და სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ით გაზარდა.

ამ დროისათვის, პრეპარატის ადამიანებზე ტესტირება მიმდინარეობს.

პანკრეასის კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. ყოველწლიურად 180 000 ადამიანს უსვამენ ამ დიაგნოზს. დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, რადგანაც პანკრეასის კიბოს აღმოჩენა ხდება საკმაოდ გვიან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დასახელდა პროდუქტი, რომელიც ნაწლავების კიბოს განვითარების რისკს ამცირებს

კიბოს შესწავლის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ნაწლავების კიბოს განვითარების რისკი შემცირდება, თუ კვირაში 3-ჯერ თევზს მივირთმევთ. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, კვლევა 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ევროპაში მცხოვრები 476 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებში, რომლებიც თევზს ხშირად მიირთმევენ, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი 12%-ით ნაკლები იყო. ამასთან, მნიშვნელობა არ ჰქონდა ცხიმიან თევზს მიირთმევდნენ ისინი თუ უცხიმოს.

მეცნიერები ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ თევზი შეიცავს ცხიმიან მჟავეებს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა დაასახელეს

გერმანელმა მეცნიერებმა ალკოჰოლის დასაშვები დღიური დოზა დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Focus-ი ავრცელებს. კვლევის თანახმად დადგინდა, რომ ქალებისთვის დღეში 12 გრამი სუფთა ალკოჰოლის მიღებაა დასაშვები, რაც 0,3 ლიტრი ლუდის ან 0,125 ლიტრი ღვინის ექვივალენტია. მამაკაცების დღიურ დოზად კი 24 გრამი სუფთა ალკოჰოლი დასახელდა, რაც 0,6 ლიტრი ლუდის ან 0,25 ლიტრი ღვინის ექვივალენტს წარმოადგენს.

გამოცემის ცნობით,  მეცნიერები კვირაში მინიმუმ 2 დღე ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავების რეკომენდაციას იძლევიან. მათი განმარტებით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სასურველია ალკოჰოლზე საერთოდ უარის თქმა, რადგანაც ალკოჰოლი ორგანიზმის მიერ ვიტამინებისა და მკვებავი ელემენტების ათვისებას უშლის ხელს და არაერთ მძიმე დაავადებას იწვევს, მათ შორის, კიბოთი დაავადების რისკსაც ზრდის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

დასახელდა პროდუქტი, რომელიც ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის

შვედი მეცნიერების დასკვნით, ცხიმიანი თევზის გადაჭარბებულად მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს 50%-ით ზრდის. ამის შესახებ კვლევაზე დაყრდნობით MedicalXpress-ი წერს.

სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ 70 წლის ადამიანების კვებას, ექსპერიმენტში კი 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

10-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოხალისეები, რომლებსაც პოლიქლორირებული ბიფენილების მაღალი დონე ჰქონდათ, სხვა რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, 50%-ით ხშირად იღუპებოდნენ.

პოლიქლორირებულ ბიფენილებს ძირითადად თევზის ქონი შეიცავს, ასევე ხორცი და რძის პროდუქტები. მეცნიერების თქმით, ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება არასასურველია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

რისი წვენი დაგეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში. დიეტოლოგის რჩევა

ამერიკელმა ექიმმა-დიეტოლოგმა ჰოლი კლამერმა დაასახელა სასმელი, რომელიც ხელს უწყობს ღამის ძილის გაუმჯობესებას. ამის შესახებ Eat This, Not That!-ი წერს.

სპეციალისტის თქმით, ძილის ხარისხი გაუმჯობესდება, თუ ალუბლის წვენს რეგულარულად მიირთმევთ. „ძილის წინ ამ წვენის დალევა სწრაფად ჩაძინებაში დაგვეხმარება. საქმე იმაშია, რომ ალუბალი შეიცავს მელატონინს. ეს არის ჰორმონი, რომელიც ძილის ციკლის მოწესრიგებაში გვეხმარება“, – ამბობს კლამერი.

მისივე თქმით, ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც, 1 კვირის განმავლობაში მონაწილეების ნაწილი ალუბლის წვენს მიირთმევდა, ნაწილი კი – პლაცებოს. 7 დღის შემდეგ პირველი ჯგუფის მონაწილეებს ძილის ხარისხი შესამჩნევად გაუუმჯობესდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი – რას გვირჩევენ შვედი მეცნიერები

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს წარმატებული შვილი, ისეთი, რომელიც შეძლებს ყველა მისი ოცნების განხორციელებას. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. არის ასეთი საშუალება, რომელიც ბავშვს ერთი საფეხურით წინ წასწევს.

არსებობდა მოსაზრება, რომ ბავშვები, რომლებიც იღებდნენ თევზის ქონის კაფსულებს, საგრძნობლად აუმჯობესებდნენ კითხვის უნარს სულ რაღაც სამ თვეში.შვედეთის გოტენბერგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგძლივი კვლევა. მასში მონაწილეობდა 154 ბავშვი. კვლევა მიმდინარეობდა ომეგა 3 -ზე, რომელიც არის არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი. პატარები დაყვეს ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს აძლევდნენ დღეში სამ აბ თევზის ქონს, მეორე ჯგუფს კი პლაცებოს (პლაცებო – ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ. მკურნალობის დროს ექიმი არწმუნებს, რომ ის გამოჯანმრთელდება. ეს წამალი იმისთვისაა, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების ფენომენი).მკურნალობის შემდეგ ჩატარებული იქნა კომპიუტერიზებული ტესტირება კითხვის უნარის გასაზომად. მათ, ვინც იღებდა თევზის ქონს, 64%-ით გააუმჯობესეს აზროვნების უნარი და ხუთჯერ უფრო სწრაფად ახერხებდნენ არეული სიტყვების დალაგებას.

წამყვანი მკვლევარი დოქტორ მატდ ჯონსონი ამბობს: “ჩვენ ამ ეფექტით გაოცებულნი დავრჩით, აქამდე ეს არ ვიცოდით”. მეცნიერებს ყოველთვის სჭირდებათ განმეორებითი კვლევები, რათა ერთხელ შემჩნეული დაამტკიცონ. დადებითი ეფექტი მაშინ დადასტურდა, როცა მეორე ჯგუფსაც, რომელსაც პლაცებოს აძლევდნენ მისცეს თევზის ქონი.

ბავშვები, რომლებიც ძლივს კითხულობენ სულ მალე ხდებიან მობილიზებულნი და ინტერესით ასრულებენ დავალებებს. იმ ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები, სავარაუდოა, რომ მათ ექნებოდათ მოსმენის პრობლემაც.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიქიმია

ნივთიერებები, რომელიც ბავშვების ტვინის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს

ახლესი კვლევების შედეგად, გაიზარდა იმ ქიმიური ნივთიერებების სია, რომელიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენს მავნე ზეგავლენას. ,,The Lancet Neurology-ის” მკვლევარებმა 2006 წელს გამოაქვეყნეს 5 ნეიროტოქსინის სია, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედოს ყველაფერზე, კოგნიტიური ფუნქციის დაზიანებით დაწყებული, ყურადღების კონცენტრაციით დამთავრებული. ახლახან სია განახლდა და მას მკვლევარებმა 6 ახალი ნივთიერება დაამატეს.

კვლევის ავტორების თქმით, ნეიროგანვითარების ფუნქციების დარღვევები (მაგალითად აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და კითხვის უუნარობა) დღეს დაბადებული ბავშვების დაახლეოებით 10-15%-ში გვხვდება. ამ დარღვევებიდან მხოლოდ 30-40%-ია გენეტიკური, ხოლო დანარჩენი გარემოს ბრალია. ზუსტი მიზეზების დასახელება, ამ ეტაპზე, ძალიან რთულია, თუმცა მკვლევარები განსაკუთრებულად სწორედ ამ 11 ნეიროტოქსინისგან თავის დაცვისკენ მოგვიწოდებენ:

ტყვია, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვლეული ქიმიური ელემენტია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნეიროგანვითარების ფუნქციების ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა, მაგალითად, დაბალი IQ (ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი).

აი ის 5 ნივთიერება, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს ბავშვების ტვინზე:

  1. ტყვია;
  2. მეთილვერცხლისწყალი;
  3. პოლიქლორირებული ბიფენილები;
  4. დარიშხანი;
  5. ტოლუოლი.

 

წყარო:  Harvard business review

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ახალი სიტყვა გენურ ინჟინერიაში – რას წარმოადგენს ქიმერა და იხსნის თუ არა ის კაცობრიობას უკურნებელი დაავადებებისგან

ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის შე­სა­ხებ კა­ცობ­რი­ო­ბის ცოდ­ნა ფარ­თოვ­დე­ბა. დღე­ის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი არის ორ­გა­ნიზ­მის “სა­შე­ნი აგუ­რე­ბი”, რომ­ლე­ბიც გა­ნუ­წყვე­ტე­ლი გამ­რავ­ლე­ბით მთელ ორ­გა­ნიზმსა და მის ორ­გა­ნო­ებს წარ­მოქ­მნის: გულს, კანს, ღვიძლს, თმას და ა.შ.

ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გამ­რავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ბუ­ნებ­რი­ვი და გარ­და­უ­ვა­ლია ემ­ბრი­ონ­ში, რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს ნა­ყო­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. შემ­დეგ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გამ­რავ­ლე­ბა მცირ­დე­ბა, თუმ­ცა მათი გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ორ­გა­ნიზ­მში სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე რჩე­ბა, მეტ-ნაკ­ლე­ბად სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ში (უმე­ტე­სო­ბა ძვალ­ში) – ანუ ეს უჯრე­დე­ბი ყვე­ლა­ზე ცხო­ველ­მოქ­მე­დი ემ­ბრი­ო­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პე­რი­ოდ­შია.A ამი­ტო­მაც გაჩ­ნდა ჭიპ­ლა­რის უჯრე­დე­ბის ბან­კე­ბი, სა­დაც ამ უჯრე­დებს გა­ყი­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ინა­ხა­ვენ. მი­ზა­ნი: თუ ოდეს­მე ადა­მი­ა­ნი მძი­მედ და­ა­ვად­დე­ბა, ექი­მე­ბი ჭიპ­ლა­რის ღე­რო­ვან უჯრე­დებს მის და­ა­ვა­დე­ბულ ორ­გა­ნო­ებ­ში “გა­უშ­ვე­ბენ”, რის შემ­დე­გაც ჭიპ­ლა­რის ჯან­მრთე­ლი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი ამა­ვე ორ­გა­ნოს ჯან­მრთელ უჯრე­დე­ბად გა­და­იქ­ცე­ვი­ან, გამ­რავ­ლდე­ბი­ან და და­ა­ვა­დე­ბულ უჯრე­დებს გან­დევ­ნი­ან. შე­დე­გად დგე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა. თუმ­ცა ყო­ველ­თვის ასე არ არის, ჯერ­ჯე­რო­ბით, ღე­რო­ვან უჯრე­დებ­საც აქვს “ნაკ­ლი”. ამი­ტო­მაც დღეს უკვე მას მეც­ნი­ე­რე­ბი სრუ­ლი­ად ფან­ტას­ტი­კურ სფე­რო­ებ­ში ცდი­ან. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ე­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ე.წ. ქი­მე­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნა­ზე. ქი­მე­რე­ბი ის ორ­გა­ნიზ­მე­ბია, რომ­ლე­ბიც, ჯერ­ჯე­რო­ბით, გარ­კვე­უ­ლიც არ არის, კა­ცობ­რი­ო­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ იქ­მნე­ბა თუ პი­რი­ქით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ ეს მხო­ლოდ ექ­სპე­რი­მენ­ტია, ამ კი­თხვის დას­მა უკვე სა­ინ­ტე­რე­სოა. რა არის ქი­მე­რა? მეც­ნი­ე­რებს სურთ ქი­მე­რებ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ორ­გა­ნო­ე­ბი, რო­მელ­თაც ტრან­სპლან­ტა­ცი­ის მომ­ლო­დი­ნე მი­ლი­ო­ნო­ბით ავად­მყოფს გა­და­უ­ნერ­გა­ვენ. მაგ­რამ რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე მეც­ნი­ე­რი ამ აკ­რძა­ლულ ზღვარს გა­და­ლა­ხავს და თა­ვის შექ­მნილს სხვა მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს? ამა­სო­ბა­ში კი ჩი­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მა­ი­მუ­ნის ქი­მე­რა შექ­მნეს ორი სხვა­დას­ხვა ჯი­შის მა­ი­მუ­ნის­გან… ამ თე­მა­ზე ბი­ო­ლოგ ნანო ალა­ვი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

 

– ბევ­რი ჩვენ­გა­ნი სახ­ტად დარ­ჩა სტა­ტი­ით, რო­მე­ლიც ცნო­ბილ­მა ამე­რი­კულ­მა სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­მა Cell-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და რო­მე­ლიც მა­ი­მუ­ნი-ქი­მე­რას და­ბა­დე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს. რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუ მეც­ნი­ე­რე­ბა შეძ­ლებს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ქი­მე­რის შექ­მნას?

 

– ქი­მე­რე­ბის შექ­მნა გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის მიღ­წე­ვაა. ეს ემ­ბრი­ო­ნუ­ლი უჯრე­დე­ბის მარ­თვის ექ­სპე­რი­მენ­ტი აქამ­დე მღრნე­ლებ­ზე, ბოლო დროს კი მა­ი­მუ­ნებ­ზეც ჩა­ა­ტა­რეს. ამ კვლე­ვე­ბით მეც­ნი­ე­რებ­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სად წა­ი­წი­ეს წინ. არის რის­კე­ბიც, თუმ­ცა ჯერ და­დე­ბით შე­დე­გებ­ზე ვი­სა­უბ­როთ. დღეს ქი­მე­რე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტი პირ­ველ რიგ­ში მო­ი­აზ­რე­ბა იმ ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, რომ­ლე­ბი­თაც კა­ცობ­რი­ო­ბა იტან­ჯე­ბა და მე­დი­ცი­ნა ვე­რა­ფერს შვე­ლის. მათ შო­რის არის პარ­კინ­სო­ნი, ჰიდ­რო­ცე­ფა­ლია, ეპი­ლეფ­სია, გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი, დე­მენ­ცია…თუ შე­იქ­მნე­ბა ადა­მი­ა­ნის უჯრე­დუ­ლი ქსო­ვი­ლის მსგავ­სი ქსო­ვი­ლე­ბი ცხო­ვე­ლებ­ში, ცხა­დია, ასე­თი ქსო­ვი­ლი მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და­ვაჩ­ქა­როთ და სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბას რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მი­ვაგ­ნოთ, ამით კი ადა­მი­ა­ნებს ტან­ჯვა ავა­ცი­ლოთ.

შემ­დე­გია ტრან­სპლან­ტა­ცია. მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­დღე 22-25 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნოს ტრან­სპლან­ტა­ცი­ის მო­ლო­დინ­ში და თუ მეც­ნი­ე­რე­ბი ქი­მე­რებ­ში ჯან­მრთელ ორ­გა­ნო­ებს გა­მოზ­რდი­ან, ეს ხომ მძი­მე სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ­თა ხსნა იქ­ნე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როცა ყოველდღიურად კოკა-კოლას სვამთ

მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად მოიხმარს კოკა-კოლას. ფიქრობს ვინმე იმაზე, თუ რა მოუვა სხეულს, თუ კოკა-კოლას დალევა ყოველდღიურ ჩვევად აქცევთ?

უცხოური გამოცემა  ჯანმრთელობის ექსპერტების კვლევებსა და კომენტარებზე დაყრდნობით ამის შესახებ წერს.

კოკა-კოლა – 5 გვერდითი მოვლენა:

სისხლში შაქრის მაღალი და დაბალი დონე – ჩვეულებრივი არომატული კოკა-კოლის სტანდარტული ქილა შეიცავს თითქმის 39 გრამ შაქარს, რაც შეადგენს რეკომენდებული დღიური მნიშვნელობის დაახლოებით 77%-ს; რამდენიმე ყლუპმა შეიძლება გამოიწვიოს შაქრის ძლიერი მომატება.

ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი –  არსებობს კორელაცია ტკბილი სასმელების დალევასა და სიმსუქნის და/ან ტიპის 2 დიაბეტის განვითარებას შორის

სტომატოლოგიური პრობლემები – სასმლის ყავისფერმა შეფერილობამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების გაყვითლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;

სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება – კოკა-კოლის რეგულარულად დალევამ, შესაძლოა, რეალურად შეამციროს თქვენი პოტენციური სიცოცხლის ხანგრძლივობა;

სიმსუქნის რისკი – კოკა-კოლა მზადდება დამატებული შაქრით და არ შეიცავს ბოჭკოს, პროტეინს ან ჯანსაღ ცხიმებს.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ თუ ადამიანს ნამდვილად უყვარს ეს სასმელი და მასზე უარის თქმა არ შეუძლია, უნდა ეცადოს ის ზომიერად მიიღოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ძილის დროს მცირე შუქის ზემოქმედებაც კი ჭარბ წონასა და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება

მცირე რაოდენობის შუქის ფონზე ძილის დარღვევა შეუძლია, რაც ასაკოვან ზრდასრულებში ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებს ქმნის. ამის შესახებ CNN-ი ნორსვესტერნის უნივერსიტეტის ახალ კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, კვლევაში 552 ქალი და კაცი მონაწილეობდა, რომელთა ასაკიც 63 – 84 წელს შორის მერყეობს. მეცნიერებმა მათ სპეციალური მოწყობილობები დაურიგეს, რომელიც ძილის ციკლებს, ძილის დროს მოძრაობასა და შუქის რაოდენობას ზომავდა.

კვლევის მონაწილეთა 53%-ზე მეტს ძილის დროს ოთახში ამა თუ იმ ფორმით შუქი ჰქონდათ ჩართული (სანათები, ტელევიზორი და ა.შ.). აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ინტენსიურია შუქი, მით უფრო მაღალი იყო ადამიანებში დიაბეტის, ჭარბი წონისა და ჰიპერტენზიის განვითარების შემთხვევები.

ასევე დადგინდა, რომ შუქი ძილის ციკლს არღვევს. კერძოდ კი, მის იმ სტადიას, რომლის დროსაც უჯრედების განახლება ხდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 100
Page 9 of 100