close

კვლევები

კვლევები

კვლევა: 2023 წელს პასიური მოწევა 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა

2023 წელს არამწეველებზე თამბაქოს კვამლის ზემოქმედება 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა. ასეთ დასკვნამდე ჟურნალში The Lancet გამოქვეყნებული კვლევის ავტორები მივიდნენ.

მეცნიერებმა პასიური მოწევის გავრცელება და მასთან დაკავშირებული დაავადებები 204 ქვეყანასა და ტერიტორიაზე შეისწავლეს. ანალიზმა 1990 წლიდან 2023 წლამდე პერიოდი მოიცვა.

მკვლევართა მონაცემებით, 2023 წელს თამბაქოს კვამლის ზემოქმედება 2,7 მილიარდმა ადამიანმა განიცადა. მათ შორის 14 წლამდე ასაკის 767 მილიონი ბავშვი იყო. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ პასიური მოწევის უსაფრთხო დონე არ არსებობს.

კვამლის ზემოქმედება ასევე უკავშირდება დაავადებების განვითარებასა და ინვალიდობას. ძირითად შედეგებს შორის მკვლევრებმა გულის იშემიური დაავადება გამოყვეს. გარდა ამისა, პასიური მოწევა ბავშვებში სასუნთქი გზების ინფექციების 5,2 მილიონი შემთხვევის მიზეზი გახდა.

ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, რომ არამწეველები ძირითადად სიგარეტის გვერდით კვამლს ისუნთქავენ. ის ფილტრს არ გადის, ხოლო თამბაქო მისი წარმოქმნისას სრულად არ იწვის. ამიტომ, მოცულობის ერთეულზე ასეთ კვამლში შეიძლება უფრო მეტი ტოქსიკური და კანცეროგენული ნაერთი იყოს, ვიდრე იმ კვამლში, რომელსაც უშუალოდ მწეველი ისუნთქავს.

მკვლევრებმა თამბაქოს კვამლისგან მოსახლეობის დაცვის ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდეს და განსაკუთრებული ყურადღების თამბაქოსგან ქალებსა და ბავშვებზე გამახვილება ითხოვეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

კვლევა: ვენერამ შესაძლოა საკუთარი მთვარე შთანთქა

ვენერას შესაძლოა საკუთარი მთვარე ჰქონდა, რომელიც პლანეტას თანდათან მიუახლოვდა და საბოლოოდ მას შეეჯახა. ეს შესაძლოა ვენერას არსებობის პირველი მილიარდი წლის განმავლობაში მომხდარიყო, – იუწყება Reuters-ი კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

ასეთი სცენარის მიზეზად ნაშრომის ავტორებს ვენერას უკიდურესად ნელი ბრუნვა მიაჩნიათ. საკუთარი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს პლანეტა დაახლოებით 243 დედამიწის დღე-ღამეს უნდება. კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ ასეთ პირობებში სხვადასხვა ზომის ჰიპოთეზური თანამგზავრები დროთა განმავლობაში პლანეტას მიუახლოვდებოდნენ და საბოლოოდ მას შეეჯახებოდნენ.

დედამიწაზე საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი პლანეტის ბრუნვა მთვარეს ენერგიას გადასცემს, რის გამოც თანამგზავრი წელიწადში დაახლოებით 4 სანტიმეტრით გვშორდება. ვენერა კი იმდენად ნელა ბრუნავს, რომ ანალოგიური მექანიზმი მის სავარაუდო მთვარეს ორბიტაზე ხანგრძლივად და მდგრადად ვერ დააკავებდა.

მკვლევართა გამოთვლებით, უფრო მასიური თანამგზავრები ვენერასთან დაახლოებას უფრო სწრაფად შეძლებდნენ, ვინაიდან მისი ბრუნივს სიჩქარეზე უფრო ძლიერი გავლენა ექნებოდათ. მთვარის შენარჩუნება მხოლოდ განსაზღვრული საწყისი პირობების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი – ახალგაზრდა ვენერას ბევრად უფრო სწრაფად რომ ებრუნა.

ეს ჰიპოთეზა გვთავაზობს კიდევ ერთ ვარიანტს იმის ასახსნელად, თუ რატომ არ აქვს ვენერას ამჟამად ბუნებრივი თანამგზავრი. მანამდე მეცნიერები ორ ძირითად სცენარს განიხილავდნენ: პლანეტას მთვარე ან არასდროს ჩამოუყალიბდა, ან ის მსხვილი კოსმოსური შეჯახების შემდეგ გაქრა.

ძველი ვენერიანული მთვარის არსებობის პირდაპირი კვალი ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. ავტორები იმედოვნებენ, რომ ვენერას მომავალი კვლევები დაეხმარებათ ისეთი ნიშნების პოვნაში, რომლებიც შეთავაზებული სცენარის შემოწმების საშუალებას მოგვცემს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: შაქრის შემცვლელები ტვინის დაბერებას აჩქარებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის შემცვლელების მოხმარებას ორგანიზმზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს და დაბერება დააჩქაროს.

ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ბრაზილიაში, სან-პაულუს უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ზოგიერთმა ფართოდ ცნობილმა შემცვლელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების დაჩქარებას შეუწყოს ხელი. მასში თითქმის 13 ათასმა ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა საშუალო ასაკი 52 წელი იყო. მათზე დაკვირვება 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეცნიერებმა შეარჩიეს 7 დამატკბობელი, რომლებიც ან საერთოდ არ შეიცავს კალორიებს, ან შეიცავს მათ მინიმალური რაოდენობით. მათ რიცხვში შევიდა ასპარტამი, სახარინი, აცესულფამ კალიუმი, ერიტრიტოლი, ქსილიტოლი, სორბიტოლი და ტაგატოზა. მათ ხშირად ამატებენ არომატიზებულ წყალში, უალკოჰოლო და ენერგეტიკულ სასმელებში, იოგურტებსა და დაბალკალორიულ დესერტებში.

ამის შემდეგ მონაწილეები ტესტირებას გადიოდნენ. იზომებოდა ტვინის მუშაობის რამდენიმე ასპექტი, მათ შორის მეტყველების გამართულობა, სამუშაო მეხსიერება, სიტყვების აღდგენის უნარი და ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე.

კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც შაქრის შემცვლელებს დიდი რაოდენობით მოიხმარდა, კოგნიტური უნარები 62%-ით უფრო სწრაფად უქვეითდებოდათ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო დიაბეტის მქონე ადამიანებში. ასეთი განსხვავება 1,5 წელზე მეტით დამატებით დაბერებას უდრის.

„დაბალკალორიული და უალკოჰოლო/უკალორიო დამატკბობლები ხშირად შაქრის ჯანსაღ ალტერნატივად მიიჩნევა, თუმცა ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ზოგიერთ მათგანს დროთა განმავლობაში შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს ტვინის ჯანმრთელობაზე“, – აცხადებს კვლევის ავტორი, სან-პაულუს უნივერსიტეტის მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი კლაუდია კიმი სუემოტო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აღმოაჩინეს აქამდე უცნობი იმუნური რეაქცია, რომელიც შეიძლება კიბოს უჯრედების ფარული ხრიკის დამარცხებაში დაგვეხმაროს

სხეულის იმუნური სისტემის წევრ მცველთა არმიაში თითოეულს საკუთარი სამიზნე ჰყავს, რომელსაც მეთვალყურეობს.

როგორც კი შემოჭრილი ის უცხო სხეულის ან ინფიცირებული უჯრედის მარკერს შენიშნავს, იწყებს თავდასხმას ან დასახმარებლად სხვა უჯრედებს უხმობს — ხდება იმუნური პასუხის მობილიზება.

თუმცა, ცოტა ხნის წინ მკვლევრებმა რაღაც მოულოდნელი აღმოაჩინეს იმუნური სისტემის მიერ კიბოსთან ბრძოლის შესახებ, რაც თავდაყირა აყენებს ჩვენს დიდი ხნის შეხედულებას იმის შესახებ, თუ რომელ სამიზნეებს ესხმიან თავს სხვადასხვა იმუნური უჯრედები.

აღმოჩენის არსი მდგომარეობს მზაკვრულ ხრიკში, რომელსაც კიბოს უჯრედები ზოგჯერ იყენებენ ჩვენი ბუნებრივი თავდაცვის სისტემისთვის გვერდის ასავლელად — ისინი არსებითად მალავენ თავიანთ საიდენტიფიკაციო სამკერდე ნიშნებს, რომლებსაც ჰისტოშეთავსებულობის ძირითადი კომპლექსი (MHC) ეწოდება.

ასეთი მოტყუება კიბოს უჯრედებს ეხმარება, რომ ისინი ვერ დააფიქსიროს ციტოტოქსიკურმა T-ლიმფოციტებმა (CD8+ T cells) — იმუნური სისტემის გამანადგურებელი ტიპის უჯრედებმა, რომლებსაც „მკვლელ“ T-ლიმფოციტებსაც უწოდებენ.

თუმცა, ამ ახალი აღმოჩენით, მეცნიერები მიხვდნენ, რომ კიბოს უჯრედები უფრო მოწყვლადი ხდება იმ სხვა იმუნური უჯრედების მიმართ, რომლებიც აქამდე მეორად დამხმარე რაზმად ითვლებოდა — ესენია CD4+ T-ლიმფოციტები , ანუ „დამხმარე“ T-ლიმფოციტები.

მიჩიგანის უნივერსიტეტისა და ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მკვლევართა მიერ გაკეთებული ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს იმუნოლოგიაში ათელწულების განმავლობაში მიმდინარე კვლევებს და შეიძლება კიბოს მიღმაც ჰქონდეს გავლენა.

„ჩვენს ნაშრომს, თუ შემდომში დადასტურდება, გავლენა ექნება T-ლიმფოციტებით განპირობებულ იმუნურ რეაგირებაზე კიბოსა და ტრანსპლანტოლოგიის მიღმაც“, — ამბობს აშშ-ის ბეილორის სამედიცინო კოლეჯის იმუნოლოგი პავან რედი.

არსებობს ჰისტოშეთავსებულობის ძირითადი კომპლექსის (MHC) ორი ძირითადი კლასი. I კლასის ნიშნების შესახებ ყველა ბირთვიანი უჯრედი (გარდა სისხლის წითელი უჯრედებისა) იუწყება, რათა იმუნურ სისტემას აცნობოს, ვინ არიან ისინი და რას საქმიანობენ.

II კლასი ოდნავ განსხვავებულია — ისინი კონკრეტულად იმუნური სისტემის მზვერავების, მაკროფაგების მიერ არის გამოხატული, როგორც გაფრთხილებები T-ლიმფოციტებისთვის სხეულში პოტენციურად საზიანო მასალის არსებობის შესახებ.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ საეჭვო MHC I მარკერების მქონე უჯრედებზე ნადირობდნენ CD8+ T-ლიმფოციტები, MHC II-ით მონიშნულ უჯრედებს კი CD4+ T-ლიმფოციტები ანადგურებდნენ.

თაგვებზე ასევე შეისწავლეს ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ დაავადება (GVHD) — მდგომარეობა, როცა დონორისგან გადანერგილი ღეროვანი უჯრედები შეცდომით ესხმიან თავს სხეულის ჯანმრთელ ქსოვილებს. როცა ამ თაგვებში MHC I სანიშნეები არ იყო, CD4+ T-ლიმფოციტებს მაინც შეეძლოთ სამიზნე ნაწლავის უჯრედების განადგურება, რაც ხსნის, თუ როგორ შეიძლება დონორის იმუნურმა უჯრედებმა დააზიანონ ნაწლავები.

მკვლევრებმა გამოავლინეს, როგორ ასრულებენ CD4+ T-ლიმფოციტებ თავიანთ სამუშაოს ამ სცენარებში — იყენებენ პროცესს, სახელად ფეროპტოზი, რომელშიც უჯრედები იღუპებიან რკინა-დამოკიდებული დაპროგრამებული უჯრედული სიკვდილის ფორმით.

„ამჯერად ჩვენ დავადგინეთ, რომ ფეროპტოზი არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ დაავადების სიმძიმის ხელშემწყობი ფაქტორი. მომავალ კვლევებში უნდა დადგინდეს, ხელს უწყობს თუ არა ფეროპტოზი სხვა სამიზნე ორგანოების დაზიანებას“, — წერენ მკვლევრები.

ვინაიდან ეს აღმოჩენა სრულიად ახალია, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რათა დადასტურდეს, რომ ის ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ამას მკვლევრები გვთავაზობენ, მაგრამ, მომავალში, ეს ცოდნა შესაძლოა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ კიბოს მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში… სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის რევოლუციური მეთოდი კიდევ უფრო დახვეწეს – შედეგები შთამბეჭდავია

თერაპია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა სისხლისა და კანის კიბოს მკურნალობის მეთოდებში, შესაძლოა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს. კანის კიბოს ყველაზე მძიმე ფორმის მქონე თაგვებში, კიბოს უჯრედების გამკვრივებამ იმუნოთერაპიის ეფექტები გააძლიერა იმ შემთხვევებში, როცა იმუნურ სისტემაზე მანიპულირებდნენ, რათა მას სიმსივნე გაენადგურებინა. შთამბეჭდავმა შედეგებმა მეცნიერებს გაუჩინა იმედი, რომ ასეთივე მიდგომამ შეიძლება გააუმჯობესოს გადარჩენის მაჩვენებელი ადამიანებში, რომლებიც ისეთი იმუნოთერაპიებით მკურნალობენ, როგორიცაა ანტიგენის ქიმერული რეცეპტორებით (CAR T-cells) თერაპია.

„სრულიად ახალი კონცეფციაა. ის სამედიცინო პრობლემას ნამდვილად უმკლავდება ფიზიკური თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ძალიან პერსპექტიულია“, — ამბობს ლონდონის დედოფალ მარის უნივერსიტეტის მკვლევარი ი სუი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

ხშირად, კიბოს უჯრედები უფრო რბილია, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედები. ეს კი შეიძლება პრობლემა იყოს, რადგან T-ლიმფოციტებს (T-უჯრედები) — იმუნური სისტემის ნაწილს, რომელსაც სიმსივნის განადგურების პოტენციალი აქვს — შეუძლიათ შეიგრძნონ მათი შემოგარენის სიმკვრივე.

„ძლიერ გვაინტერესებდა, ეხმარებოდა თუ არა სირბილე კიბოს უჯრედებს იმუნური სისტემისგან დამალვაში და რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა T-ლიმფოციტების მექანიკურ მგრძნობელობას კიბოსადმი მათ რეაგირებაზე“, — ამბობს შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ლი ტანგი, რომელმაც კვლევის შედეგები 11 მაისს წარმოადგინა ლონდონში გამართულ კონფერენციაზე.

ამ საკითხის შესასწავლად, მკვლევრებმა პირველ რიგში სცადეს იმის დადგენა, რატომ არის კიბოს უჯრედები უფრო რბილი თავიანთი მემბრანებით, ანუ გარე ზედაპირით, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედები. ასე დადგინდა, რომ კიბოს უჯრედები, როგორც თაგვებში, ისე ადამიანებში — უფრო რბილია, რადგან მათი მემბრანები მეტ ქოლესტერინს შეიცავს… სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აღმოაჩინეს პრეპარატი, რომელიც რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს ამცირებს – ახალი კვლევა იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს

ახალი საერთაშორისო კლინიკური კვლევის თანახმად, პრეპარატი აბატაცეპტი (abatacept) შესაძლოა მნიშვნელოვნად ამცირებდეს რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს იმ ადამიანებში, რომლებიც დაავადების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. კვლევის შედეგები ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალშიNature Medicine გამოქვეყნდა. 

კვლევა ესპანეთის 14 სამედიცინო ცენტრში ჩატარდა და მასში მონაწილეობდა 70 პაციენტი, რომლებსაც პალინდრომული რევმატიზმი ჰქონდათ – ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც დაახლოებით ნახევარ შემთხვევაში რევმატოიდულ ართრიტში გადაიზრდება. მონაწილეები ორი წლის განმავლობაში იღებდნენ ან აბატაცეპტს, ან სტანდარტულად გამოყენებულ პრეპარატს – ჰიდროქსიქლოროქინს.

შედეგებმა აჩვენა, რომ აბატაცეპტით მკურნალობის ჯგუფში რევმატოიდული ართრიტი მხოლოდ პაციენტების 20%-ს განუვითარდა, მაშინ როდესაც ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 50% იყო. გარდა ამისა, აბატაცეპტის მიმღებ პაციენტებში მნიშვნელოვნად შემცირდა სახსრების ტკივილისა და შეშუპების შეტევების სიხშირე და სიმძიმე. ორივე პრეპარატი კვლევის განმავლობაში უსაფრთხო და კარგად ასატანი აღმოჩნდა.

მკვლევრების შეფასებით, ეს შედეგები მიუთითებს, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე ჩარევა შესაძლებელია და შესაძლოა თავიდან აიცილონ ქრონიკული, შეუქცევადი სახსრული დაზიანებების განვითარება. მათი თქმით, ეს რევმატოიდული ართრიტის პრევენციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მომავალში მკურნალობის სტანდარტის შეცვლის საფუძველიც შეიძლება გახდეს.

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა საკუთარ სახსრებს აზიანებს. დაავადება იწვევს ტკივილს, შეშუპებას, მოძრაობის შეზღუდვას და დროთა განმავლობაში შეიძლება სახსრების შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი კვლევები იმედს აჩენს, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება დაავადების არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ მისი განვითარების პრევენციაც.

სრულად ნახვა
კვლევები

გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომელიც ღამით, ყველის ჭამის მოყვარულებზე ჩაატარეს

ღამით ყველის მიღებასა და სიზმრებს შორის, ერთი შეხედვით, კავშირი არ უნდა იყოს. ამის მიუხედავად, ზოგი ადამიანი მეორის მიზეზად სწორედ პირველს ასახელებს, მაგრამ ეს საკითხი მეცნიერულად ნაკლებადაა შესწავლილი.

მონრეალის უნივერსიტეტში მომუშავე ტორ ნიელსენმა თავის გუნდთან ერთად ამ ორი ფაქტორის ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა გადაწყვიტა. მათ ფსიქოლოგიის მიმართულების 1082 სტუდენტს ონლაინ გამოკითხვა ჩაუტარეს, რომელიც მათ კვებით ჩვევებს, ძილის ხარისხსა და სიზმრებს, განსაკუთრებით კოშმარებს, ეხებოდა. ასევე, მონაწილეებს უნდა შეეფასებინათ, როგორ მოქმედებს მათ ძილსა და სიზმრებზე კონკრეტული საკვები ან ჭამის დრო.

სტუდენტების მხოლოდ 5.5% ფიქრობდა, რომ საკვების ტიპსა და მისი მიღების დროს სიზმრებზე გავლენა არ ჰქონდა. დანარჩენმა მონაწილეებმა ძილის ცვლილებებთან რძის პროდუქტების ან ტკბილეულის გვიან ჭამა დააკავშირეს. მათი 31% კოშმარებს დესერტებს აბრალებდა, ხოლო 22% — რძის პროდუქტებს.

მეცნიერებმა მჭიდრო ასოციაცია გამოავლინეს ლაქტოზის აუტანლობას/საკვების მიმართ ალერგიებს, კოშმარებსა და ცუდი ხარისხის ძილს შორისაც. სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ ამ დროს საჭმლის მომნელებელ სისტემაში აირები გროვდება და ტკივილს იწვევს, რაც ძილს არღვევს. აქედან ასკვნიან, რომ რაციონის შერჩევისას მსგავსი პრობლემების გათვალისწინება, შესაძლოა, უკეთესად გამოძინებაში დაგვეხმაროს.

“კოშმარები უფრო შემაწუხებელი იმ ადამიანებშია, რომელთაც ლაქტოზის აუტანლობა, კუჭ-ნაწლავის მწვავე პრობლემები და ძილის დარღვევა აქვთ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ვიცით, რომ სხეულებრივ შეგრძნებებს სიზმრებზე ზემოქმედება შეუძლია. კოშმარები ძალიან დამაზიანებელია — განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისინი ხშირია, რადგან ამის გამო ადამიანს დისფორიულ მდგომარეობაში ეღვიძება. შესაძლებელია, შედეგად ძილის არიდების ჩვევებიც ჩამოყალიბდეს. ორივე ასეთი სიმპტომი მშვიდ ძილში გვიშლის ხელს”, — აცხადებს ტორ ნიელსენი.

ავტორები ამბობენ, რომ არაჯანსაღად კვება და გვიან ჭამა ძლიერ კოშმარებთან ასოცირდება და სიზმრების გახსენებასაც ართულებს. ჯანსაღი პროდუქტების მიღებასა და გვიან ჭამისგან თავის შეკავებას ამის საპირისპირო ეფექტი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში ეს კავშირები გამოიკვეთა, ის მაინც კითხვარებზე მონაწილეთა პასუხებს ემყარება და რაიმე რეალურ მექანიზმს არ ავლენს. მეცნიერების თქმით, მეტის გასაგებად უფრო ბევრი ადამიანის შესწავლაა საჭირო, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იქნებიან. ასევე, სამომავლო კვლევისთვის განიხილავენ, რომ ადამიანთა ერთ ნაწილს ღამით ყველი მიაღებინონ, მეორე კი კონტროლ ჯგუფი იყოს და სხვა პროდუქტს იღებდეს. ეს იმის დადგენაში დაგვეხმარება, მართლაც იწვევს თუ არა კოშმარებს ყველი და სხვა მსგავსი საკვები.

წყარო

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერების ახალი აღმოჩენა – დემენციის რისკის პროგნოზირება, შესაძლოა, ათწლეულებით ადრე მოხდეს

სისხლის ერთი კონკრეტული ცილით, შესაძლოა, დემენციის რისკის პროგნოზირება ათწლეულებით ადრე მოხერხდეს.

ჩვენს ორგანიზმში არსებული ბიომარკერები ხშირად წინასწარ გვეუბნებიან, თუ როგორ წარიმართება მომავალში ჩვენი ჯანმრთელობა. ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულმა ახალმა მასშტაბურმა კვლევამ გამოავლინა უმნიშვნელოვანესი ადრეული ბიომარკერი, რომელიც შუახნის ასაკში გაზომვისას, ხანდაზმულობაში დემენციის განვითარების რისკს ააშკარავებს.

ახალი ბიომარკერი არის ცილა GDF15, რომელიც სისხლის პლაზმაში გვხვდება. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისლანდიასა და იაპონიაში ათეულობით ათას ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 55 წლის (ან უფრო ადრეულ) ასაკში სისხლში ამ ცილის მაღალი დონე მომდევნო ათწლეულებში დემენციის განვითარების პირდაპირი წინაპირობაა.

ტვინის ზომის შემცირება: მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სისხლში GDF15-ის მაღალი კონცენტრაცია მჭიდრო კავშირშია ცერებროსპინალურ სითხეში მის მატებასთან და თავის ტვინის ზომის შემცირებასთან. თუმცა, საინტერესოა, რომ ის არ უკავშირდება ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელ ტოქსიკურ ამილოიდურ გროვებს.

„მენდელის რანდომიზაციის“ გენეტიკური მეთოდით დამტკიცდა, რომ ეს ცილა დაავადების უბრალო გვერდითი ნიშანი კი არ არის, არამედ თავად წარმოადგენს დემენციის (განსაკუთრებით ვასკულარული დემენციის) ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას, რადგან ეს გენეტიკური კავშირი დამოუკიდებელია ადამიანის ცხოვრების წესისგან.

ჩვეულებრივ, GDF15-ის ფუნქცია ორგანიზმში იმუნური სისტემის უსაფრთხოდ კონტროლი და ანთების მართვაა (მაგალითად, მას კიბოს უჯრედების გავრცელების დათრგუნვაც შეუძლია). თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ როდესაც საქმე დემენციას ეხება, ეს ცილა იმუნურ სისტემას ზედმეტად „ამშვიდებს“, რის გამოც ტვინი გარეშე დაზიანებების მიმართ სრულიად დაუცველი რჩება.

ამ აღმოჩენის წყალობით, მომავალში ექიმებს შეეძლებათ სიმპტომების გამოჩენამდე ათწლეულებით ადრე მიიღონ პრევენციული ზომები დაავადების მართვისა და მკურნალობისთვის.

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა ყურადღების კონცენტრაციაზე პასუხისმგებელი ნეირონები აღმოაჩინეს – აღმოჩენა შესაძლოა ADHD-ის მკურნალობას დაეხმაროს

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული კვლევის შედეგად ტვინში ევოლუციურად უძველესი ნეირონები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი შეფასებით, ყურადღების კონცენტრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მსგავსი ნეირონები შესაძლოა ადამიანის ტვინშიც არსებობდეს.

კვლევა შერჩევითი სივრცული ყურადღების მექანიზმს შეეხებოდა. ეს არის უნარი, რომლის საშუალებითაც ტვინი გარემოში ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას არჩევს, ხოლო დანარჩენ გამღიზიანებლებს დროებით უგულებელყოფს. სწორედ ამ მექანიზმის დარღვევაა დამახასიათებელი ისეთი მდგომარეობებისთვის, როგორიცაა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და შიზოფრენია.

ექსპერიმენტის ფარგლებში თაგვებს სპეციალური დავალება მისცეს — მათ ეკრანზე გამოსახულ მთავარ სიმბოლოზე უნდა გაემახვილებინათ ყურადღება და დანარჩენი გამოსახულებები უგულებელეყოთ. სწორი პასუხის შემთხვევაში ჯილდოს იღებდნენ.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თაგვები ამ დავალებას წარმატებით ასრულებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც სპეციალური ვირუსის დახმარებით აღმოჩენილი ნეირონების აქტივობა დროებით შეამცირეს, ცხოველებმა ყურადღების კონცენტრაციის უნარი მნიშვნელოვნად დაკარგეს და ვეღარ არჩევდნენ, რომელი ინფორმაცია იყო მნიშვნელოვანი.

აღმოჩენილი ნეირონები თავის ტვინის ღეროში მდებარეობს და ნეირომედიატორ GABA-ს იყენებს. ისინი მონაწილეობენ შუა ტვინის ზედა ბორცვის მუშაობის რეგულაციაში — უბნის, რომელიც ვიზუალური და სხვა სენსორული ინფორმაციის დამუშავებასა და გარემოში ორიენტაციას უზრუნველყოფს.

აქამდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ შერჩევითი სივრცული ყურადღება მხოლოდ ტვინის შედარებით ახალ, ქერქოვან უბნებთან იყო დაკავშირებული. ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ ამ პროცესში შესაძლოა ბევრად უფრო ძველი, ევოლუციურად უძველესი ნერვული სტრუქტურებიც მონაწილეობდეს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აღმოჩენის ადამიანებზე გავრცელების დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო. მათი თქმით, თუ მსგავსი ნეირონები ადამიანის ტვინშიც დადასტურდება, ეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს ADHD-ისა და სხვა ნეიროფსიქიატრიული დარღვევების უკეთ შესწავლისა და მკურნალობის მიმართულებით.

სრულად ნახვა
კვლევები

აღმოაჩინეს აქამდე უცნობი იმუნური რეაქცია, რომელიც შეიძლება კიბოს უჯრედების ფარული ხრიკის დამარცხებაში დაგვეხმაროს

სხეულის იმუნური სისტემის წევრ მცველთა არმიაში თითოეულს საკუთარი სამიზნე ჰყავს, რომელსაც მეთვალყურეობს.

როგორც კი შემოჭრილი ის უცხო სხეულის ან ინფიცირებული უჯრედის მარკერს შენიშნავს, იწყებს თავდასხმას ან დასახმარებლად სხვა უჯრედებს უხმობს — ხდება იმუნური პასუხის მობილიზება.

თუმცა, ცოტა ხნის წინ მკვლევრებმა რაღაც მოულოდნელი აღმოაჩინეს იმუნური სისტემის მიერ კიბოსთან ბრძოლის შესახებ, რაც თავდაყირა აყენებს ჩვენს დიდი ხნის შეხედულებას იმის შესახებ, თუ რომელ სამიზნეებს ესხმიან თავს სხვადასხვა იმუნური უჯრედები.

აღმოჩენის არსი მდგომარეობს მზაკვრულ ხრიკში, რომელსაც კიბოს უჯრედები ზოგჯერ იყენებენ ჩვენი ბუნებრივი თავდაცვის სისტემისთვის გვერდის ასავლელად — ისინი არსებითად მალავენ თავიანთ საიდენტიფიკაციო სამკერდე ნიშნებს, რომლებსაც ჰისტოშეთავსებულობის ძირითადი კომპლექსი (MHC) ეწოდება.

ასეთი მოტყუება კიბოს უჯრედებს ეხმარება, რომ ისინი ვერ დააფიქსიროს ციტოტოქსიკურმა T-ლიმფოციტებმა (CD8+ T cells) — იმუნური სისტემის გამანადგურებელი ტიპის უჯრედებმა, რომლებსაც „მკვლელ“ T-ლიმფოციტებსაც უწოდებენ.

თუმცა, ამ ახალი აღმოჩენით, მეცნიერები მიხვდნენ, რომ კიბოს უჯრედები უფრო მოწყვლადი ხდება იმ სხვა იმუნური უჯრედების მიმართ, რომლებიც აქამდე მეორად დამხმარე რაზმად ითვლებოდა — ესენია CD4+ T-ლიმფოციტები , ანუ „დამხმარე“ T-ლიმფოციტები.

მიჩიგანის უნივერსიტეტისა და ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მკვლევართა მიერ გაკეთებული ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს იმუნოლოგიაში ათელწულების განმავლობაში მიმდინარე კვლევებს და შეიძლება კიბოს მიღმაც ჰქონდეს გავლენა.

„ჩვენს ნაშრომს, თუ შემდომში დადასტურდება, გავლენა ექნება T-ლიმფოციტებით განპირობებულ იმუნურ რეაგირებაზე კიბოსა და ტრანსპლანტოლოგიის მიღმაც“, — ამბობს აშშ-ის ბეილორის სამედიცინო კოლეჯის იმუნოლოგი პავან რედი.

არსებობს ჰისტოშეთავსებულობის ძირითადი კომპლექსის (MHC) ორი ძირითადი კლასი. I კლასის ნიშნების შესახებ ყველა ბირთვიანი უჯრედი (გარდა სისხლის წითელი უჯრედებისა) იუწყება, რათა იმუნურ სისტემას აცნობოს, ვინ არიან ისინი და რას საქმიანობენ.

II კლასი ოდნავ განსხვავებულია — ისინი კონკრეტულად იმუნური სისტემის მზვერავების, მაკროფაგების მიერ არის გამოხატული, როგორც გაფრთხილებები T-ლიმფოციტებისთვის სხეულში პოტენციურად საზიანო მასალის არსებობის შესახებ.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ საეჭვო MHC I მარკერების მქონე უჯრედებზე ნადირობდნენ CD8+ T-ლიმფოციტები, MHC II-ით მონიშნულ უჯრედებს კი CD4+ T-ლიმფოციტები ანადგურებდნენ.

თაგვებზე ასევე შეისწავლეს ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ დაავადება (GVHD) — მდგომარეობა, როცა დონორისგან გადანერგილი ღეროვანი უჯრედები შეცდომით ესხმიან თავს სხეულის ჯანმრთელ ქსოვილებს. როცა ამ თაგვებში MHC I სანიშნეები არ იყო, CD4+ T-ლიმფოციტებს მაინც შეეძლოთ სამიზნე ნაწლავის უჯრედების განადგურება, რაც ხსნის, თუ როგორ შეიძლება დონორის იმუნურმა უჯრედებმა დააზიანონ ნაწლავები.

მკვლევრებმა გამოავლინეს, როგორ ასრულებენ CD4+ T-ლიმფოციტებ თავიანთ სამუშაოს ამ სცენარებში — იყენებენ პროცესს, სახელად ფეროპტოზი, რომელშიც უჯრედები იღუპებიან რკინა-დამოკიდებული დაპროგრამებული უჯრედული სიკვდილის ფორმით.

„ამჯერად ჩვენ დავადგინეთ, რომ ფეროპტოზი არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ დაავადების სიმძიმის ხელშემწყობი ფაქტორი. მომავალ კვლევებში უნდა დადგინდეს, ხელს უწყობს თუ არა ფეროპტოზი სხვა სამიზნე ორგანოების დაზიანებას“, — წერენ მკვლევრები.

ვინაიდან ეს აღმოჩენა სრულიად ახალია, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რათა დადასტურდეს, რომ ის ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ამას მკვლევრები გვთავაზობენ, მაგრამ, მომავალში, ეს ცოდნა შესაძლოა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ კიბოს მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში… სრულად

სრულად ნახვა
1 2 3 … 117
Page 1 of 117