close

კვლევები

კვლევები

შავი ყავის სარგებლობის შესახებ კვლევამ მოულოდნელი შედეგი აჩვენა☕

დღეში ერთი ან მეტი ჭიქა შავი ყავის მოხმარება გულის უკმარისობის რისკს ამცირებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ასეთ დასკვნამდე ამერიკის გულის ასოციაცია 3 მასშტაბური კვლევის შედეგების შეჯამების შემდეგ მივიდა. კვლევებში სულ 21 ათასი ამერიკელი მონაწილეობდა. ერთ-ერთი კვლევა 72 წლის განმავლობაში ტარდებოდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის მსმელებს შორის გულის უკმარისობის რისკი 5-დან 12%-მდე ნაკლებია იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ყავას არ სვამს. თუ ადამიანი დღეში 2 ჭიქა ყავას მიირთმევს, ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სარგებელი მხოლოდ შავ, უშაქრო ყავას მოაქვს, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამასთან, გულის უკმარისობის რისკს არც უკოფეინო ყავა ამცირებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები მათთვის გასაკვირი აღმოჩნდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ამზადებთ ყავას. ფილტრიანი ყავის აპარატებისგან განსხვავებით, ფრანგული პრესი, თურქული და ხსნადი ყავის მოსამზადებელი მოწყობილობები ვერ აკავებენ შენაერთს სახელწოდებით „კაფესტოლი“, რომელსაც ქოლესტეროლის დონის გაზრდა შეუძლია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაპოლიტიკა

ისრაელში შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი 95%-ით ეფექტურია

თელ ავივში იჩილოვის საავადმყოფო ირწმუნება, რომ მათ შექმნეს კოვიდსაწინააღმდეგო წამალი, რომელიც ვირუსს კურნავს. პრეპარატის წინასწარი კვლევის შედეგებმა 96% ეფექტურობა აჩვენა.

პრეპარატი, სახელწოდებით EXO-CD24 ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კიბოს სამკურნალოდ მუშავდებოდა. პროფესორმა ნადირ არბერმა განაცხადა, რომ საავადმყოფომ შეისწავლა მედიკამენტის ეფექტურობა Covid-19-ით ინფიცირებულ მძიმე და საშუალო დონეზე მყოფ პაციენტებზე. 30 პაციენტიდან, რომლებმაც აღნიშნული პრეპარატი მიიღეს, 29-ის მდგომარეობა 2 დღეში გაუმჯობესდა, ერთ პაციენტს კი უფრო დიდი ხანი დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად. 

კვლევის დადებითი შედეგების გათვალისწინებით, საავადმყოფომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და სასამართლო პროცესის გახანგრძლივება სთხოვა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – კორონავირუსი პანკრეასს ესხმის თავს და ინსულინწარმომქმნელ უჯრედებს აზიანებს

გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი პანკრეასს ესხმის თავს და მის ინსულინწარმომქმნელ უჯრედებს აინფიცირებს და აზიანებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კვლევის დასკვნებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს იმის ახსნას, რატომ უვითარდებათ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სისხლში შაქრის პრობლემები და რატომ ფიქსირდება ვირუსის შედეგად დიაბეტის განვითარების შემთხვევები.

პანკრეასს აქვს ორი ფუნქცია: საჭმლის მონელებისათვის მნიშვნელოვანი ფერმენტების წარმოება და ინსულინისა და გლუკაგონის ჰორმონების შექმნა და გამოყოფა, რომლებიც არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს. Nature Metabolism- ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მკვლევარები აცხადებენ, რომ ლაბორატორიული და გაკვეთის შედეგად ჩატარებული კვლევების თანახმად, ახალი კორონავირუსი აინფიცირებს პანკრეასის უჯრედებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესებში : ცვლის მათ ფორმას, არღვევს მათ გენებს და აფერხებს მათ ფუნქციონირებას.

ახალი მონაცემებით, “ადამიანის  კუჭქვეშა ჯირკვალი, (პანკრეასი) იდენტიფიცირებულია, როგორც SARS-CoV-2 ინფექციის სამიზნე და ნავარაუდებია, რომ ბეტაუჯრედული ინფექცია შესაძლოა ხელს უწყობდეს COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში დაფიქსირებულ მეტაბოლური დისრეგულაციის განვითარებას.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ევროპის რამდენიმე ქვეყანა Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველა ასაკის ადამიანებში გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა

საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვედეთში, ბელგიაში, დანიასა და ნორვეგიაში 65 წელს გადაცილებული ადამიანების Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის რეკომენდაციას არ იძლევიან.

შვეიცარიასა და იტალიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ვაქცინით მხოლოდ 55 წლამდე პირებს აცრიან.

გადაწყვეტილების მიზეზად ყველა მათგანი ხანდაზმულთა ჯგუფებში ვაქცინის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობას ასახელებს.

“ჩვენ გადავხედეთ დოკუმენტაციას და სანამ ხანდაზმულებში ვაქცინის ეფექტზე უფრო მეტ მონაცემს არ ვნახავთ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ AstraZeneca– ს ვაქცინა პირველ რიგში 65 წლამდე ასაკის ადამიანებს შევთავაზოთ”, – განაცხადა დანიის ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა ბოლეტ ზიბორგმა.

”გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეროვნულ დონეზე ვაქცინის პოლიტიკისთვის საუკეთესო მონაცემები და ფონი გვაქვს,“-  აღნიშნა ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის სპიკერმა.

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 105 მილიონამდე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 33.7 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 10.2%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 24 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 13.4 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. გამოცემის ცნობით, ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 55.8%-ს შეადგენს.

 

წყარო : CNN , Bloomberg

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – Novavax-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის თავდაპირველად აღმოჩენილი ვარიანტისგან 95.6%-ით, „ბრიტანული შტამისგან“ – 85.6%-ით, “სამხრეთ აფრიკულისგან“ კი – 60%-ით გვიცავს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Novavax-ის ვაქცინამ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში კორონავირუსის წინააღმდეგ 89.3%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

 

ქვეყანას Novavax-ის ვაქცინის 60 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი, რომელსაც იქ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შეიტანენ, იმ შემთხვევაში, თუკი მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო მას გამოყენებისთვის დაამტკიცებს.

 

ვაქცინამ კორონავირუსის თავდაპირველად გავრცელებული ვარიანტის მიმართ 95.6%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ მიმართ – 85.6%-ი, მთლიანობაში კი – 89.3%-ი. რაც შეეხება ცდის სამხრეთ აფრიკულ ნაწილს, სადაც შემთხვევების უმეტესი ნაწილი ვირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი იყო, ვაქცინამ 60%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

 

კლინიკურ ცდებში 18-დან-84 წლამდე 15 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათი 27%-ი 65 წელს გადაცილებული იყო.

 

გაერთიანებულ სამეფოში, გადაუდებელი გამოყენებისთვის, დღემდე სამი ვაქცინაა დამტკიცებული : Oxford University-სა და AstraZeneca-ს ერთობლივად შექმნილა ვაქცინა, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა დაკომპანია Moderna-ს ვაქცინა.

 

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

გერმანიის ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტი – AstraZeneca-ს ვაქცინის მიღება მხოლოდ 18-64 წლის ასაკის პირებისთვისაა რეკომენდირებული

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტი (STIKO) Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 65 წლის და უფროსი ასაკის პირებში გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა და აცხადებს, რომ ხანდაზმულ ადამიანებზე ვაქცინის მოქმედების შესახებ ჯერჯერობით “არასაკმარისი მონაცემები” არსებობს.

 

„იმის გამო, რომ კვლევაში ≥65 წლის ასაკის პირების მცირე რაოდენობით მონაწილეობდნენ, ხანდაზმულებში ვაქცინაციის ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, რის გამოც, ვაქცინის გამოყენება ამჟამად მხოლოდ 18-64 წლის ასაკის პირებისთვისაა რეკომენდირებული,“- ნათქვამია გერმანიის „ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტის“ განცხადებაში.

 

განცხადებას AstraZeneca-ში გამოეხმაურნენ, კომპანიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური კვლევის უახლესი ანალიზის თანახმად,  ვაქცინამ 65 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში საკმარისი ეფექტურობა აჩვენა.

 

წყარო : cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

CNN: ჰოსპიტალიზებული კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა

ბრიტანელი მეცნიერების კვლევით, ჰოსპიტალიზებული და კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა სადაც საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი გარდაიცვალა.

CNN-ის ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის, ლესტერის უნივერსიტეტისა და სხვა მეცნიერთა ჯგუფმა, 48 000-მდე იმ ადამიანის მონაცემები შეისწავლა, რომლებიც, აგვისტოს ბოლო პერიოდამდე, კორონავირუსის გამო საავადმყოფოებში მკურნალობდნენ. მათ 140 დღის, ანუ დაახლოებით 5 თვის მანძილზე აკვირდებოდნენ.

„საავადმყოფოებიდან გაწერილი ადამიანების თითქმის მესამედი სამკურნალო დაწესებულებებში ხელახლა მოხვდა და ყოველ 10 ადამიანში ერთზე მეტი გარდაიცვალა“, – წერს გუნდი კვლევის წინასწარ შედეგებში, რომელიც ჯერჯერობით სამედიცინო ჟურნალის მიერ განხილული არ არის, თუმცა ინტერნეტში განთავსებულია.

კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.

„განსაკუთრებით ხშირი იყო დიაბეტისა და ინფარქტის შემთხვევები,“ – აცხადებენ კვლევაში ჩართული მეცნიერები.

მათი განმარტებით, კორონავირუსის გამო ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი უარყოფითი ზეგავლენის მიმართ განსაკუთრებულად დაუცველები 70 წელს გადაცილებულ პირები არიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ნორვეგია, BioNTec-სა და Pfizer-თან ერთად, ვაქცინაციის შემდეგ დაღუპული 23 პირის საქმეს იკვლევს

ნორვეგიაში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მძიმე დაავადების მქონე ძალიან ხანდაზმული ადამიანებისთვის, შესაძლოა, სარისკო იყოს.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა.

ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი ადამიანებიდან ჯერჯერობით 13-ის გვამის გაკვეთა განხორციელდა და მიღებული შედეგების თანახმად, ვაქცინაციისგან გამოწვეულმა გვერდითმა ეფექტებმა, სავარაუდოდ, სუსტი ჯანმრთელობისა მქონე ხანდაზმულ ადამიანებში მწვავე რეაქციები გამოიწვია.

„სუსტი ჯანმრთელობის მქონე ხანდაზმულ ადამიანებში, ვაქცინის შედარებით მსუბუქმა გვერდითმა ეფექტებმაც კი, როგორიცაა შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სიცოცხლის მცირე დრო აქვთ დარჩენილი, ვაქცინის სარგებელი შეიძლება უმნიშვნელო ან არარელევანტური იყოს,“-აცხადებენ ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტში, თუმცა, მათივე განმარტებით, რეკომენდაცია არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა, ჯანმრთელმა ადამიანებმა ვაქცინაციას თავი უნდა აარიდონ.

ნორვეგიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უმეტესად BioNTec/Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებით ხორციელდება, თუმცა უკვე მოქალაქეებს მიმდინარე თვის დასაწყისში დამტკიცებული  Moderna-ს ვაქცინითაც ცრიან. ამ დრომდე დაახლოებით 33 000 ადამიანია აცრილი. ნორვეგიამ ვაქცინაციის პროგრამა მაღალი რისკის მქონე პაციენტების აცრით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით საბოლოო დასკვნები არ არსებობს და კომპანიები BioNTec-ი და Pfizer-ი ნორვეგიის მარეგულირებელ ორგანოსთან ერთად გარდაცვალების შემთხვევების კვლევას განაგრძობენ. „ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტომ დაადგინა, რომ ვაქცონაციის ფარგლებში ჯერჯერობით დაფიქსირებული ინციდენტები საგანგაშო არ არის და მოლოდინებს შეესაბამება,“- აცხადებენ კომპანია Pfizer-ში.

ქვეყანა, სადაც უმეტესად BioNTec/Pfizer-ის ვაქცინის ყველაზე მეტი, 12 მილიონზე მეტი, დოზაა გამოყენებული, შეერთებული შტატებია, სადაც  ვაქცინისადმი ალერგიული რეაქციები იშვიათია. Bloomberg-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ში, 14-დან 23 დეკემბრამდე, ვაქცინის პირველი დოზა 1,9 მილიონ ადამიანს გაუკეთდა, მწვავე ალერგიული რეაქცია მათგან 21-ს გამოუვლინდა, რაც, საშუალოდ,  ყოველ ერთ მილიონ ადამიანზე 11,1 შემთხვევას ნიშნავს.

ერთ სულ მოსახლეზე აცრილი მოქალაქეების მიხედვით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე ისრაელია. ქვეყანაში, სადაც, დაახლოებით, 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის თითქმის მეოთხედმა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო და პირველადმა შედეგები აჩვენა, რომ ისრაელში, ადამიანთა იმ ჯგუფში, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდა, პირველი დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ, COVID-19-ის დაინფიცირების მაჩვენებელმა კლება დაიწყო.

ისრაელის ჯანდაცვის უმსხვილესი პროვაიდერის, Clalit Health Services-ის მონაცემებით, ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ, 60 წელს გადაცილებულ 200 000-კაციან ჯგუფში ინფექციის მაჩვენებელი 33 პროცენტით დაეცა მეორე, არავაქცინირებულ 200 000-კაციან ჯგუფთან შედარებით.

წყარო : bloomberg.com , wsj.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, შესაძლოა, ვირუსის მატარებლები და გამავრცელებლები იყვნენ

ადამიანებს, რომლებსაც კოვიდ 19-ი გადატანილი აქვთ, ვირუსის მიმართ იმუნიტეტი, დიდი ალბათობით, სულ მცირე 5 თვის განმავლობაში აქვთ, თუმცა არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მათ ვირუსის ტარება და გავრცელება მაინც შეუძლიათ, – ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში – SIREN-შია აღნიშნული.

კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, იმ ადამიანების რეინფიცირების შანსი, რომლებსაც კოვიდ 19-ის ანტისხეულები აქვთ, იშვიათია. კერძოდ, კვლევაში ჩართული 6 614 კოვიდგადატანილი პირიდან ხელმეორედ მხოლოდ 44 დაინფიცირდა, თუმცა ფაქტია, რომ 100 %-ით დაცული არავინაა და შესაბამისად, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, დაინფიცირების რისკი არსებობს.

კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ იმ ადამიანების ყელსა და ცხვირში, რომლებსაც ე.წ. ბუნებრივი იმუნიტეტი აქვთ, ანუ რომლებმაც ინფექცია უკვე გადაიტანეს, შესაძლოა კვლავ მოხვდეს ვირუსი და ადამიანებმა უნებლიედ გაავრცელონ ის.

ედინბურგის უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და ინფექციური დაავადებების პროფესორმა  ელინორ რაილიმ კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ამყარებს გზავნილს : ნებისმიერი ადამიანი სხვების დაინფიცირების პოტენციური წყაროა და ამიტომ, შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

წყარო :  reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით მსოფლიოს 41 ქვეყანაში 24 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისტორიაში ყველაზე დიდი ვაქცინაციის კამპანია დაიწყო. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 41 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 24 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოიყენებს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ში, სადაც ვაქცინაციის პროგრამა 14 დეკემბერს დაიწყო,  ყველაზე მეტი, 7.7 ადამიანია აცრილი, ყოველ 100 სულ მოქალაქეზე აცრილთა რაოდენობით კი მსოფლიოში პირველ ადგილს ისრაელი იკავებს, მეორეზეა- არაბთა გაერთიანებული სამეფო, მესამეზე – ბაჰრეინი, მეოთხეზე კი – შეერთებული შტატები.

ქვეყანა გამოყენებული დოზა ყოველ 100 მოქალაქეზე აცრილთა რაოდენობა
მთელი მსოფლიოს მასშტაბით 24,746,063
ჩინეთი 9,000,000 0.64
აშშ 7,725,000 2.35
ისრაელი 1,692,000 18.69
გაერთიანებული სამეფო 1,488,947 2.23
არაბთა გაერთიანებული საამიროები 1,020,349 9.49
რუსეთი 800,000 0.55
იტალია 583,050 0.97
გერმანია 532,878 0.64
კანადა 294,280 0.78
ესპანეთი 277,976 0.60
პოლონეთი 198,787 0.52
საუდის არაბეთი 130,000 0.38
დანია 112,427 1.94
არგენტინა 107,542 0.24
რუმინეთი 102,301 0.53
ბაჰრეინი 84,157 5.67
საფრანგეთი 80,000 0.12
პორტუგალია 70,000 0.68
მექსიკა 67,468 0.05
უნგრეთი 42,549 0.44
საბერძნეთი 40,163 0.37
შვედეთი 40,000 0.39
ნიდერლანდები 30,000 0.17
ხორვატია 24,985 0.61
ლიეტუვა 22,191 0.80
ჩეხეთი 19,918 0.19
სლოვაკეთი 19,727 0.36
სლოვენია 19,523 0.94
ნორვეგია 17,337 0.32
ავსტრია 15,905 0.18
ირლანდია 15,314 0.31
ომანი 14,980 0.36
ბულგარეთი 13,473 0.19
ფინეთი 11,135 0.20
ჩილე 10,699 0.06
ესტონეთი 10,197 0.77
ლატვია 4,595 0.24
ქუვეითი 2,500 0.05
კოსტა რიკა 2,455 0.05
ლუქსემბურგი 1,200 0.20
გვინეა 55 0.00

 

მსოფლიოს აღნიშნულ ქვეყნებში ვაქცინაცია, ჯერჯერობით, ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი, ამერიკული კომპანია Moderna– ს, ბრიტანული კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი ვაქცინით, ჩინური Sinopharm-ისა და რუსული „გამალეიას ინსტიტუტის“ ვაქცინებით ხორციელდება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 90 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 64 მილიონზე მეტი და დაღუპულია 1.9 მილიონი ადამიანი.

 

წყარო : bloomberg.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 53 54 55 56 57 100
Page 55 of 100