close
კვლევები

კვლევა – Novavax-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის თავდაპირველად აღმოჩენილი ვარიანტისგან 95.6%-ით, „ბრიტანული შტამისგან“ – 85.6%-ით, “სამხრეთ აფრიკულისგან“ კი – 60%-ით გვიცავს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Novavax-ის ვაქცინამ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში კორონავირუსის წინააღმდეგ 89.3%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

 

ქვეყანას Novavax-ის ვაქცინის 60 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი, რომელსაც იქ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შეიტანენ, იმ შემთხვევაში, თუკი მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო მას გამოყენებისთვის დაამტკიცებს.

 

ვაქცინამ კორონავირუსის თავდაპირველად გავრცელებული ვარიანტის მიმართ 95.6%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ მიმართ – 85.6%-ი, მთლიანობაში კი – 89.3%-ი. რაც შეეხება ცდის სამხრეთ აფრიკულ ნაწილს, სადაც შემთხვევების უმეტესი ნაწილი ვირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი იყო, ვაქცინამ 60%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

 

კლინიკურ ცდებში 18-დან-84 წლამდე 15 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათი 27%-ი 65 წელს გადაცილებული იყო.

 

გაერთიანებულ სამეფოში, გადაუდებელი გამოყენებისთვის, დღემდე სამი ვაქცინაა დამტკიცებული : Oxford University-სა და AstraZeneca-ს ერთობლივად შექმნილა ვაქცინა, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა დაკომპანია Moderna-ს ვაქცინა.

 

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response