close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

გერმანიის ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტი – AstraZeneca-ს ვაქცინის მიღება მხოლოდ 18-64 წლის ასაკის პირებისთვისაა რეკომენდირებული

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტი (STIKO) Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 65 წლის და უფროსი ასაკის პირებში გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა და აცხადებს, რომ ხანდაზმულ ადამიანებზე ვაქცინის მოქმედების შესახებ ჯერჯერობით “არასაკმარისი მონაცემები” არსებობს.

 

„იმის გამო, რომ კვლევაში ≥65 წლის ასაკის პირების მცირე რაოდენობით მონაწილეობდნენ, ხანდაზმულებში ვაქცინაციის ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, რის გამოც, ვაქცინის გამოყენება ამჟამად მხოლოდ 18-64 წლის ასაკის პირებისთვისაა რეკომენდირებული,“- ნათქვამია გერმანიის „ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტის“ განცხადებაში.

 

განცხადებას AstraZeneca-ში გამოეხმაურნენ, კომპანიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური კვლევის უახლესი ანალიზის თანახმად,  ვაქცინამ 65 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში საკმარისი ეფექტურობა აჩვენა.

 

წყარო : cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response