close
კვლევები

კვლევა – კორონავირუსი პანკრეასს ესხმის თავს და ინსულინწარმომქმნელ უჯრედებს აზიანებს

გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი პანკრეასს ესხმის თავს და მის ინსულინწარმომქმნელ უჯრედებს აინფიცირებს და აზიანებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კვლევის დასკვნებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს იმის ახსნას, რატომ უვითარდებათ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სისხლში შაქრის პრობლემები და რატომ ფიქსირდება ვირუსის შედეგად დიაბეტის განვითარების შემთხვევები.

პანკრეასს აქვს ორი ფუნქცია: საჭმლის მონელებისათვის მნიშვნელოვანი ფერმენტების წარმოება და ინსულინისა და გლუკაგონის ჰორმონების შექმნა და გამოყოფა, რომლებიც არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს. Nature Metabolism- ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მკვლევარები აცხადებენ, რომ ლაბორატორიული და გაკვეთის შედეგად ჩატარებული კვლევების თანახმად, ახალი კორონავირუსი აინფიცირებს პანკრეასის უჯრედებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესებში : ცვლის მათ ფორმას, არღვევს მათ გენებს და აფერხებს მათ ფუნქციონირებას.

ახალი მონაცემებით, “ადამიანის  კუჭქვეშა ჯირკვალი, (პანკრეასი) იდენტიფიცირებულია, როგორც SARS-CoV-2 ინფექციის სამიზნე და ნავარაუდებია, რომ ბეტაუჯრედული ინფექცია შესაძლოა ხელს უწყობდეს COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში დაფიქსირებულ მეტაბოლური დისრეგულაციის განვითარებას.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0