close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

მეცნიერები – ბრიტანეთში აღმოჩენილი COVID-19-ის ახალ შტამს უფრო სწრაფად გავრცელება შეუძლია

გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილი COVID-19-ის ახალ შტამს უფრო სწრაფად გავრცელება შეუძლია, -ამის შესახებ ინგლისის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა ქრის უითიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები იმის დასადგენად, იწვევს თუ არა ის სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელს.

ამასთან, ბრიტანეთის მთავარი სამეცნიერო მრჩეველი პატრიკ უალენსი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი სხვა ქვეყნებშიც იქნება გავრცელებული.

”ვფიქრობთ, ის შეიძლება სხვა ქვეყნებშიც იყოს გავრცელებული. ჯერჯერობით დანამდვილებით ისიც არ ვიცით, აქ გაჩნდა ახალი შტამი თუ არა”, – განაცხადა პატრიკ უალენსმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ვირუსის ახალი სახეობის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე მიაწოდეს.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

არის თუ არა კორონავირუსი ავტოიმუნური დაავადება?

უვითარდება თუ არა  ინფიცირებულს COVID-19-ის მძიმე ფორმა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებს მისი იმუნური სისტემა კორონავირუსზე.

თუმცა, მეცნიერებმა დანამდვილებით ჯერ კიდევ არ იციან, რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს ვირუსის მძიმე ფორმა, ზოგს კი – მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება ან სიმპტომები საერთოდ არ აქვს.

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი COVID– ით ინფიცირებული პაციენტის ორგანიზმი  ავტოანტისხეულებს გამოიმუშავებს.  ესენი არიან, ანტისხეულები, რომლებიც – ვირუსზე თავდასხმის ნაცვლად თავს ესხმიან პაციენტის იმუნურ სისტემას და ორგანოებს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდინფიცირებულებს აქვთ ანტისხეულები, რომლებიც თავს ესხმიან კორონავირუსით ინფიცირებული უჯრედების ამოცნობასა და გასუფთავებაში მონაწილე მნიშვნელოვან ცილებს, რომლებიც მოიცავენ იმუნური სისტემის მნიშვნელოვან მაცნეებს – ციტოკინებსა და ქემოკინებს. ამ პროცესმა ხელი შეუშალა იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დაბლოკა რა ანტივირუსული დაცვა, რაც, პოტენციურად, დაავადების დამძიმებას იწვევს.

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოიძიეს ავტოანტისხეულები 170 ჰოსპიტალიზებულ პაციენტში და შეადარეს ისინი იმ პაციენტების ორგანიზმში წარმოშობილ ავტოანტისხეულებს, რომლებსაც ვირუსის მსუბუქი ან ასიმპტომური ფორმა ჰქონდათ, აგრეთვე იმ ადამიანებისას, რომლებიც ვირუსით ინფიცირებულები არ იყვნენ.

ჰოსპიტალიზებული პაციენტების სისხლში მათ აღმოაჩინეს ავტოანტისხეულები, რომლებსაც ინტერფერონებზე თავდასხმა შეეძლოთ, აგრეთვე ისეთებიც, რომლებსაც შეეძლოთ, დაებლოკათ იმუნური სისტემის სხვა მნიშვნელოვანი უჯრედები, როგორიცაა ბუნებრივი მკვლელი უჯრედები (რომლებიც ანადგურებენ ვირუსის მატარებელ უჯრედებს) და T უჯრედები.

დასკვნებმა აჩვენა, რომ ავტოანტისხეულები მძიმედ დაავადებული კოვიდინფიცირებული პაციენტების  გავრცელებული მახასიათებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ინფიცირებულის მდგომარეობის გაუარესების ერთადერთი მიზეზია.

მკვლევარები სულ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ მწვავე COVID-სა და არასწორი მიმართულების იმუნურ რეაქციებს შორის კავშირზე.  ავტოანტისხეულების არსებობა მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგიერთ პაციენტში COVID-ი შეიძლება კორონავირუსით გამოწვეული ავტოიმუნური დაავადება იყოს.

დღეისთვის 80-ზე მეტი ავტოიმუნური დაავადებაა ცნობილი. ჯერჯერობით მედიკოსებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე :  რა იწვევს იმუნური სისტემის გადაწყობას?  მიზეზის არცოდნის გამო ამ დაავადებებისგან განკურნება ვერ ხერხდება. ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობის მიზანი უმეტესად სიმპტომების შემსუბუქება, გართულებების თავიდან აცილება და მდგომარეობის მართვაა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – მილანში კოვიდ 19-ი ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში არსებობდა

მილანის ჯანდაცვის ბიოსამედიცინო მეცნიერებათა დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, კორონავირუსი იტალიაში ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერის ბოლოს ცირკულირებდა.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა 2020 წლის სექტემბერში გააანალიზეს გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის თებერვლის პერიოდში ცხვირ-ხახიდან აღებული 39 ნიმუში, ერთ შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ეს მასალა ეკუთვნოდა მილანში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს.

ბავშვს მწვავე რესპირატორული სინდრომი 2019 წლის ნოემბერში განუვითარდა, დეკემბრის დასაწყისში კი მას წითელას მსგავსი გამონაყარი აღენიშნებოდა, რის გამოც ბავშვი წითელათი დაინფიცირებული ეგონათ.

კიდევ ერთიკვლევაივნისში გამოქვეყნდა, რომელმაც აჩვენა, რომ კორონავირუსი მილანსა და ტურინში საკანალიზაციო სისტემებში ჯერ კიდევ დეკემბერში ფიქსირდებოდა.

აღნიშნული კვლევები არსებითად ცვლის მანამდე არსებულ მტკიცებულებებს, რომლის თანახმადაც, იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის თებერვლის ბოლოს გამოვლინდა.

წყარო : cdc.gov , bloomberg.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

უკავშირდება თუ არა დამბლის შემთხვევები კოვიდ19-ის ვაქცინას?

აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელი ადმინისტრაციის (FDA) ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოთხ მოხალისეს, რომელსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა გაუკეთეს ბელის დამბლა დაუდასტურდა.

“მე რა ინფორმციაც მაქვს, დაზუსტდა და დამბლის შემთხვევები ზოგადად სტატისტიკურად რაც ფიქსირდება, მას არ აღემატება, ვაქცინასთან კავშირი არ დასტურდება… კვლევა გრძელდება”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, ბელის დამბლა ვლინდება სახის კუნთების უცაბედი დასუსტებით. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება.

ბელის დამბლა ასევე სახის დამბლის სახელითაა ცნობილი და ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, დამბლა შესიებისა და ანთების შედეგია, რომელიც ნახევარი სახის კუნთების მაკონტროლირებელ ნერვზე ვითარდება. დამბლა შესაძლოა ვირუსული ინფექციის შემდეგაც განვითარდეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

2021 წელი ფაქტობრივად დამანდგრეველი იქნება – გაერო

გაეროში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო 2021 წელს მსოფლიო ბოლო 75 წლის განამვლობაში, შესაძლო, ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

როგორც მსოფლიო კვების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, მომავალ წელს პროგრამა ყველაფრის დაფინანსებას ვერ შეძლებს.

2021 წელი ფაქტობრივად დამანგრეველი იქნება იმის საფუძველზე, რასაც ამ ეტაპზე ვხედავთ. მომავალ წელს ჩვენ ყველაფრის დაფინანსებას ვერ შევძლებთ … ამიტომ პრიორიტეტების მინიჭება მოგვიწევს”, – აღნიშნა დირექტორმა და განმარტა, რომ ათობით ქვეყანა მოსალოდნელი შიმშილობის წინაშე დგას.

მსოფლიო კვების პროგრამის ხელმძღვანელმა ასევე მოუწოდა მდიდარ ქვეყნებს, არ დათრგუნოს ღარიბი ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ბრძოლაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

მსოფლიო მასშტაბით 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა – გაერო

მსოფლიო მასშტაბით, 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც გერმანიის, ბრიტანთის, საფრანგეთისა და იტალიის მოსახლეობა ერთად აღებული, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძვანელმა, დევიდ ბიზლიმ ნობელის პრემიის მიღების დროს განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ამდენი ომის, კლიმატური ცვლილებების და ფართოდ გავრცელებული შიმშილის გამო, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო იარაღია, ასევე გლობალური ჯანდაცვის პანდემის ფონზე, რომელიც ყველაფერს ორმაგად ამძაფრებს – 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში თუ კრახს განვიცდით, ეს შიმშილის პანდემიას გამოიწვევს. ამ 270 მილიონი ადამიანიდან 30 მილიონის სიცოცხლე ჩვენზე 100 პროცენტითაა დამოკიდებული“,-  განაცხადა ბიზლიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რომელი სისხლის ჯგუფის ადამიანები არიან კოვიდ 19-ით დაინფიცირების ნაკლები რისკის ქვეშ?

კანადელი მეცნიერები აცხადებენ, რომ O ჯგუფისა და Rh − უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანები, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების უფრო დაბალი რისკის ქვეშ იყვნენ.

კვლევის ფარგლებში გაანალიზეს 225 556 კანადელის მონაცემები, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც სისხლის O ჯგუფი ჰქონდათ, კორონავირუსით დაინფიცირების 12 პროცენტით ნაკლები რისკის ქვეშ იყვნენ მათთან შედარებით, ვისაც A, AB ან B ჯგუფის სისხლის ჰქონდათ.

ამასთან, ადამიანები, რომლებსაც რეზუს უარყოფითი სისხლი ჰქონდათ, ასევე შედარებით უფრო დაცულები იყვნენ, მითუმეტეს, თუ მათი სისხლის ჯგუფი O იყო.

კვლევის შედეგები ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მწვანე ჩაი თმის ცვენას აჩერებს – კვლევა

გამოცემა Daily Express-ი სამეცნიერო კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მწვანე ჩაი თმის ცვენას აჩერებს.

როგორც კვლევით დადგინდა, მწვანე ჩაი ორგანულ ნივთიერება Catechin-ს შეიცავს, რომელიც ტესტოსტერონისა და დიჰიდროტესტოსტერონის მავნე ეფექტებს ბლოკავს.

სწორედ ეს ნეგატიური ეფექტები აფერხებს თმის ნორმალურ ზრდას. ექსპერიმენტის ფარგლებში პაციენტებს თავის კანს მწვანე ჩაის ექსტრაქტით უმუშავებდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეთა უმრავლესობას თმის ზრდის აქტივობა გაუუმჯობესდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

„რევოლუციური აღმოჩენა“ – რატომ იღუპება ზოგიერთი COVID პაციენტი

დოქტორმა მეგან რენნიმ ბევრი რამ შეიტყო COVID-19– ის შესახებ მას შემდეგ, რაც მან თებერვალში, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაიწყო. თუმცა არსებობს ერთი კითხვა, რომელსაც ის კვლავ ვერ პასუხობს: რატომ არის ზოგიერთი პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმე სხვებთან შედარებით?

„პაციენტის ასაკი და თანმდევი დაავადებები ამ ფენომენის მხოლოდ ნაწილს ხსნის“- თქვა რენიმ, რომელმაც ნახა, რომ ერთი და იგივე ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პაციენტები ავადობის განსხვავებულ ტრაექტორიას მიჰყვებიან.

„რატომ ხდება, რომ ორი 40 წლის პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად რთულდება, ხოლო მეორეს ისეთი მსუბუქი მდგომარეობა აქვს, რომ თითქმის ვირუსი უსიმპტომოდ გადააქვს?„ – კითხულობს ექიმი რენი, გადაუდებელი მედიცინის ასოცირებული პროფესორი ბრაუნის უნივერსიტეტში.

პროვოკაციულმა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი – განსაკუთრებით მამაკაცი – კვდება, რადგან მისი იმუნური სისტემა ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“  მიერ ზიანდება. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ დასკვნა მათ ამ პაციენტებისთვის მიზანმიმართული მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში დაეხმარება.

მეცნიერებში ჩატარებულ საერთაშორისო გამოკვლევის თანახმად,  COVID-ით დაავადებული 1000 პაციენტის 10% -ს, რომლებსაც განუვითარდათ სიცოცხლისათვის საშიში პნევმონია, ორგანიზმში აღმოაჩნდათ ანტისხეულები, რომლებიც ანადგურებენ იმუნური სისტემის მთავარ ცილებს – ინტერფერონებს. ეს ანტისხეულები (ცნობილია როგორც „ავტოანტისხეულები“, რადგან ისინი თავს ესხმიან და თავად ადამიანის ორგანიზმს აზიანებენ) 663 ადამიანში მსუბუქი ან ასიმპტომური COVID ინფექციით საერთოდ არ გვხვდება. 1227 ჯანმრთელი ადამიანიდან ავტოანტისხეულები მხოლოდ ოთხს ჰქონდა. 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კვლევას ხელმძღვანელობდა COVID Human Genetic Effort, რომელიც 40 ქვეყნის 200 კვლევით ცენტრს მოიცავს.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენ ვისწავლეთ იმუნური სისტემის შესახებ პანდემიის დაწყების დღიდან, ეს მიღწევის მიღწევაა“, – თქვა დოქტორ ერიკ ტოპოლმა, სან დიეგოს Scripps Research- ის კვლევის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ახალ კვლევებში რომელიც არ მონაწილეობდა.

იმავე გუნდის მიერ ჩატარებულ მეორე სამეცნიერო კვლევაში მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კრიტიკულად მძიმედ დაავადებული პაციენტების დამატებით 3.5% -ს ჰქონდა იმ გენების მუტაცია, რომლებიც ვირუსებთან ბრძოლაში მონაწილე ინტერფერონებს აკონტროლებენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ სხეულს 500-დან 600-მდე ასეთი გენი აქვს, შესაძლებელია მკვლევარებმა უფრო მეტი მუტაცია აღმოაჩინონ“ –  თქვა მეორე კვლევის მთავარმა ავტორმა ქიან ჟანგმა.

„ინტერფერონები წარმოადგენს სხეულის პირველ დაცვას ინფექციისგან, იგი განგაშის ზარს და ვირუსის საწინააღმდეგო გენების არმიის გააქტიურებას იწვევს, ინტერფერონები სახანძრო სიგნალიზაციასა და გამანადგურებელ სისტემას ჰგავს“ – თქვა ვირუსოლოგმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა მეცნიერმა ანჯელა რასმუსენმა.

ლაბორატორიული გამოკვლევების თანახმად, COVID-19 -ით დაავადებული ზოგიერთ ადამიანის სხეულში არსებული ინტერფერონები თავად ვირუსის მიერ ნადგურდება.

„ინტერფერონები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ვირუსებისგან სხეულის დასაცავად, მაგალითად კორონავირუსისგან, რომელთან შეხებაც ადამიანის ორგანიზმს მანამდე არასოდეს ჰქონია. ახალი კორონავირუსით ინფიცირების დროს, თქვენს სხეულს ყველგან უნდა ჰქონდეს განგაში, თუ სიგნალი არ მიიღეთ, ვირუსები დიდი რაოდენობით ყველგან შეიძლება გქონდეთ“, – თქვა როქფელერის უნივერსიტეტის სენტ ჯილსის ინფექციური დაავადებების ადამიანის გენეტიკის ლაბორატორიის მკვლევარმა ჟანგმა.

წყარო: medscape.com

commersant.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – კორონავირუსის ანტისხეულები სულ მცირე 6 თვეს ძლებს და ადამიანს ხელახალი დაინფიცირებისგან იცავს

კორონავირუსის ანტისხეულები სულ მცირე 6 თვეს ძლებს და ადამიანს ხელახალი დაინფიცირებისგან იცავს, – ამის შესახებ ოქსფორდის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევაში მონაწილეობას საავადმყოფოს მედპერსონალი იღებდა. მათ რეგულარულად უტარდებოდათ ტესტები როგორც კოვიდ 19-ზე, ასევე ამ ვირუსის ანტისხეულებზე, რომელთა არსებობა სხეულში უკვე გადატანილ ვირუსზე მიანიშნებს.

რაც უფრო მეტი ანტისხეული იყო ორგანიზმში, მით უფრო დაბალი იყო დაინფიცირების შანსი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაში 12 000-ზე მეტი მედიკოსი მონაწილეობდა, რომელთაგან 11 000-ს კოვიდ 19-ის ანტისხეულები არ აღმოაჩნდა.

ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ანტისხეულები თავს იყრიან ადამიანის ორგანიზმში დ ადამიანის იმუნურ სისტემასა და უჯრედებს ვირუსის თავდასხმისგან იცავენ.

იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ანტისხეულები კვლევის დასაწყისში  არ აღმოაჩნდათ, სიმპტომური ინფექცია 89-ს განუვითარდა. მათგან კი, რომლებსაც ეს ანტისხეულები აღმოაჩნდათ, სიმპტომური ინფექცია არც ერთს არ გამოუვლინდა.

სამ ადამიანს, რომლებსაც ორგანიზმში ანტისხეულები აღმოაჩნდათ, ასიმპტომური  კორონავირუსი დაუდასტურდათ. 76 ადამიანს კი არც ანტისხეულები აღმოაჩნდა და არც კორონავირუსი.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 55 56 57 58 59 99
Page 57 of 99