close
კვლევები

ნორვეგია, BioNTec-სა და Pfizer-თან ერთად, ვაქცინაციის შემდეგ დაღუპული 23 პირის საქმეს იკვლევს

ნორვეგიაში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მძიმე დაავადების მქონე ძალიან ხანდაზმული ადამიანებისთვის, შესაძლოა, სარისკო იყოს.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა.

ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი ადამიანებიდან ჯერჯერობით 13-ის გვამის გაკვეთა განხორციელდა და მიღებული შედეგების თანახმად, ვაქცინაციისგან გამოწვეულმა გვერდითმა ეფექტებმა, სავარაუდოდ, სუსტი ჯანმრთელობისა მქონე ხანდაზმულ ადამიანებში მწვავე რეაქციები გამოიწვია.

„სუსტი ჯანმრთელობის მქონე ხანდაზმულ ადამიანებში, ვაქცინის შედარებით მსუბუქმა გვერდითმა ეფექტებმაც კი, როგორიცაა შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სიცოცხლის მცირე დრო აქვთ დარჩენილი, ვაქცინის სარგებელი შეიძლება უმნიშვნელო ან არარელევანტური იყოს,“-აცხადებენ ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტში, თუმცა, მათივე განმარტებით, რეკომენდაცია არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა, ჯანმრთელმა ადამიანებმა ვაქცინაციას თავი უნდა აარიდონ.

ნორვეგიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უმეტესად BioNTec/Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებით ხორციელდება, თუმცა უკვე მოქალაქეებს მიმდინარე თვის დასაწყისში დამტკიცებული  Moderna-ს ვაქცინითაც ცრიან. ამ დრომდე დაახლოებით 33 000 ადამიანია აცრილი. ნორვეგიამ ვაქცინაციის პროგრამა მაღალი რისკის მქონე პაციენტების აცრით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით საბოლოო დასკვნები არ არსებობს და კომპანიები BioNTec-ი და Pfizer-ი ნორვეგიის მარეგულირებელ ორგანოსთან ერთად გარდაცვალების შემთხვევების კვლევას განაგრძობენ. „ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტომ დაადგინა, რომ ვაქცონაციის ფარგლებში ჯერჯერობით დაფიქსირებული ინციდენტები საგანგაშო არ არის და მოლოდინებს შეესაბამება,“- აცხადებენ კომპანია Pfizer-ში.

ქვეყანა, სადაც უმეტესად BioNTec/Pfizer-ის ვაქცინის ყველაზე მეტი, 12 მილიონზე მეტი, დოზაა გამოყენებული, შეერთებული შტატებია, სადაც  ვაქცინისადმი ალერგიული რეაქციები იშვიათია. Bloomberg-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ში, 14-დან 23 დეკემბრამდე, ვაქცინის პირველი დოზა 1,9 მილიონ ადამიანს გაუკეთდა, მწვავე ალერგიული რეაქცია მათგან 21-ს გამოუვლინდა, რაც, საშუალოდ,  ყოველ ერთ მილიონ ადამიანზე 11,1 შემთხვევას ნიშნავს.

ერთ სულ მოსახლეზე აცრილი მოქალაქეების მიხედვით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე ისრაელია. ქვეყანაში, სადაც, დაახლოებით, 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის თითქმის მეოთხედმა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო და პირველადმა შედეგები აჩვენა, რომ ისრაელში, ადამიანთა იმ ჯგუფში, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდა, პირველი დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ, COVID-19-ის დაინფიცირების მაჩვენებელმა კლება დაიწყო.

ისრაელის ჯანდაცვის უმსხვილესი პროვაიდერის, Clalit Health Services-ის მონაცემებით, ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ, 60 წელს გადაცილებულ 200 000-კაციან ჯგუფში ინფექციის მაჩვენებელი 33 პროცენტით დაეცა მეორე, არავაქცინირებულ 200 000-კაციან ჯგუფთან შედარებით.

წყარო : bloomberg.com , wsj.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response