close

კვლევები

კვლევები

დამზადებულია, 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის კლონებისაგან – იმნაძე ვაქცინის შემადგენლობაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ვაქცინების შემადგენლობას ასახელებს

„ვაქცინების ძალიან დიდი ნაწილი არის, ეს არის ხაზგასასმელი რომელიც არ შეიცავენ აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს, მაგრამ მათი დამზადების ტექნოლოგიის ადრეულ ეტაპზე გამოიყენება 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის ქსოვილოვანი კულტურის ხაზები, რომელიც არის მთელი მსოფლიოს ლაბორატორიებში, ანუ ეს არის კლონი 1973 წელს, რომ მოხდა ლეგალური აბორტი იმ აბორტირებული ნაყოფის კლონი, რომელიც დღემდე გამოიყენება ბევრ ლაბორატორიაში ბევრი ვირუსის გასაზრდელად.

ამიტომ ის, რომ დღეს ვიღაცა ახლა ბავშვების აბორტს აკეთებს იმიტომ, რომ ვაქცინა დაამზადოს, ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. არ არის უკვე რელიგიური საკითხი, ამაზე იყო ძალიან დიდი კამათი, რელიგიურ ეთიკაზე კამათს არ მოვყვები. არა მარტო ქრისტიანულ სამყაროში, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამაზე, მათ შორის რელიგიის სპეციალისტებიც თავისებურად ხსნიან ამას სახარებაზე დაყრდნობით. ეს უკვე ჩემი პრეროგატივა არ არის, ეს შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ.

მაგრამ, ამისათვის არსებობს მეორე გამოსავალი, ვისაც რაღაცა ეთიკური მიზნებით მიაჩნია, რომ ან „ფაიზერი“ ან „ასტრაზენეკა“, რომელშიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მართლაც ტექნოლოგიის საწყის ეტაპზე ქსოვილოვანი კულტურა გამოიყენება, რომელიც არის 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის კლონებისაგან დამზადებული. ამათ შეუძლიათ გამოიყენონ თავისუფლად მაგალითად ჩინური ვაქცინა, რომელიც ტექნოლოგიურად დამზადებულია ვეროუჯრედებზე, ხოლო ვეროუჯრედები დამზადებულია მაიმუნის თირკმლის ქსოვილისაგან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კოვიდ ვაქცინა აბებით – Pfizer-მა კოვიდსაწინააღმდეგო აბების ტესტირება დაიწყო

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა კორონავირუსის ახალი პრეპარატის კლინიკური გამოცდა დაიწყო, რომელიც აბები სახით იქნება წარმოდგენილი.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წინაკლინიკური გამოცდის პერიოდში პრეპარატმა კარგი შედეგი აჩვენა. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირების ყველა ეტაპი წარმატებით ჩაივლის, აბებით ინფექციის საწყის ეტაპზე პაციენტების მკურნალობა გახდება შესაძლებელი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

მსოფლიოში ტყუპების შობადობის ტემპი რეკორდულად გაიზარდა – კვლევა

მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ტყუპების დაბადების ტემპი 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ techcult წერს.

გამოცემის ცნობით, კვლევაში 165 ქვეყანა მონაწილეობდა. კვლევის შედეგები 2010-2015 წლების მაჩვენებლებს ეყრდნობა. 1980 წლის მონაცემებთან შედარებით, ამ წლებში 1/3-ით მეტი ტყუპი დაიბადა. კერძოდ, ყოველ დაბადებულ 42 ბავშვზე ერთი ტყუპი მოდის.

„ტყუპების ბუმი“ მკვლევრებმა თითქმის ყველა ქვეყანაში დააფიქსირეს. გამონაკლისია სამხრეთ ამერიკა, სადაც მოცემულ პერიოდში ტყუპების დაბადების კლების მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამასთან ტყუპის დაბადების წილმა აზიასა და აფრიკაში 80% შეადგინა.

კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის კრისტიან მონდენის თქმით, აფრიკაში ტყუპების დაბადების მაჩვენებლის ზრდა განსხვავებულ გენეტიკას უკავშირდება. ამ რეგიონში უფრო მეტი დიზიგოტური (არაინდეტური) ტყუპი დაიბადა.

თავის მხრივ, კრისტიან მონდენის კოლეგა, ჟილ პიზონი გამოთქვამს ჰიპოტეზას, რომ ყველაზე მეტი ტყუპი მომავალში იმ ქვეყნებში დაიბადება, სადაც ცხოვრების მაღალი დონეა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

რომელ ადგილზეა საქართველო მსოფლიოს ბედნიერების ინდექსის მიხედვით?

20 მარტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2021 წლის მსოფლიოს ბედნიერების ინდექსის(WHR) მიხედვით სახელმწიფოთა სია, სადაც 149 ქვეყანას შორის საქართველომ 108-ე ადგილი დაიკავა.

გამოქვეყნებული ანგარიში ფოკუსირებულია COVID19-ის ეფექტსა და მის გავლენაზე ადამიანების ცხოვრებაში. 2020 წლის ანგარიშის მიხედვით საქართელო 117-ე ადგილზე იყო და წელს 9 პოზიციით წინ გადაინაცვლა, თუმცა მეზობელ სახელმწიფოებს მაინც ჩამორჩება:

  • 72 – რუსეთი (5.477)
  • 86 – სომხეთი (5.283)
  • 90 – აზერბაიჯანი (5.171)
  • 104 – თურქეთი (4.948)
  • 108 – საქართველო (4.891)

უკვე მეოთხე წელია ფინეთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ბედნიერ ქვეყნებს შორის, ასევე ისლანდია, დანია, შვეიცარია და ნიდერლანდები შესაბამისად შემდეგ პოზიციებს ინაწილებენ. ანგარიში ძირითადად ემყარება მშპ-ს დონეს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, ხელგაშლილობას, სოციალურ მხარდაჭერას, თავისუფლებასა და კორუფციის დონეს.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი სახელმწიფოების 2021 წლის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ფინეთი
  2. ისლანდია
  3. დანია
  4. შვეიცარია
  5. ნიდერლანდები
  6. შვედეთი
  7. გერმანია
  8. ნორვეგია
  9. ახალი ზელანდია
  10. ავსტრია

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

WHO: AstraZeneca-ს დადებითი უფრო მეტი აქვს, ვიდრე – უარყოფითი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით გამოწვეული თრომბოემბოლიის რისკების ზრდის საკითხის შესწავლას ევროპის წამლის სააგენტოსთან თანამშრომლობით აგრძელებენ.

როგორც WHO აღნიშნავს, ამ ეტაპზე არსებული შეფასებებით, არ დასტურდება, რომ თრომბოემბოლიური მოვლენები AstraZenca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია.

„მიუხედავად აღნიშნული ინფორმაციისა, ევროპის წამლის სააგენტოსთან ერთად ვაგრძელებთ აღნიშნული საკითხის დეტალურ შესწავლას და როგორც კი მოკვლევა დამთავრდება, საზოგადოებას შედეგებს აუცილებლად გავაცნობთ“, – აღნიშნულია WHO-ს განცხადებაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ AstraZeneca-ს დადებითი მხარე უფრო მეტი აქვს, ვიდრე – უარყოფითი.

„WHO-ს პოზიცია ამჟამად ასეთია – AstraZeneca-ს ვაქცინის დადებითი მხარე ბევრად აღემატება იმ საფრთხეს, რაც მის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს და ბევრად უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს, ვიდრე თავად კორონავირუსს“, აღნიშნულია WHO-ს განცხადებაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

Moderna-მ 12-წლამდე ბავშვებზე კოვიდვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო

ამერიკულმა კომპანია Moderna-მ თავისი ვაქცინის კლინიკური გამოცდა ბავშვებზე დაიწყო. ამის შესახებ CNN იუწყება.

კვლევაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-სა და კანადაში 7 ათასი ჯანმრთელი ბავშვი, რომელთა ასაკიც 6 თვიდან 12 წლამდეა.

ბავშვებს ვაქცინის ორ დოზას 28-დღიანი შუალედით გაუკეთებენ. შემდეგ კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას სპეციალისტები 12 თვის განმავლობაში დააკვირდებიან.

მედიის ცნობით, Moderna პირველი კომპანიია, რომელიც თავის ვაქცინას მცირეწლოვნებზე გამოცდის. მანამდე ვაქცინა 12-17 წლის მოზარდებზე გამოსცადეს. ხოლო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ტესტირება 12-15 წლის მოზარდებზე განხორციელდა. ამ კვლევის შედეგები, ამ დრომდე საჯარო არ არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა კორონავირუსის „კარგი“ სიმპტომი დაასახელეს

ესპანელი მეცნიერების ჯგუფმა დაადგინა, რომ ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის „კარგი“ სიმპტომია. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც ჟურნალ Infection-ში გამოქვეყნდა.

სან-კარლოსის კლინიკური საავადმყოფოსა და ესპანეთის უნივერსიტეტების სპეციალისტებმა 5 868 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს. ამ პაციენტებიდან ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ქალებში 12,41%-ს დაუფიქსირდა, კაცებში კი – 8,67%-ს. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად 65 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებში გამოვლინდა.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მსგავსი სიმპტომები ძლიერ იმუნურ პასუხზე მიუთითებს, რაც თავის მხრივ, ციტოკინური შტორმის განვითარების საშიშროებას ამცირებს, რომელიც პოტენციურად პაციენტის გარდაცვალებით სრულდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

BBC – ნუ მისცემთ ბავშვებს მობილურ ტელეფონს!

ბრიტანეთის ჯანდაცვის ოფიცრები მშობლებს მოუწოდებენ არ მისცენ ბავშვებს მობილური ტელეფონები სადილობისა და ძილის დროს.

ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მედიკოსები რამდენიმე რეკომენდაციას იძლევიან :

-ნუ გამოიყენებთ ტელეფონებსა და სხვა მობილურ მოწყობილობებს სადილის დროს – ბავშვის განვითარებისთვის ოჯახთან ერთად სადილობა და საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია

– ნუ ჩართავთ ეკრანს საძინებელში ძილის დროს

-ესაუბრეთ ბავშვებს ინტერნეტ უსაფრთხოებისა და კიბერ ბულინგის შესახებ და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ამ შემთხვევაში

-ნუ მისცემთ ბავშვებს უფლებას ისარგებლონ მობილური ტელეფონით გზაზე გადასვლისას

-სულ მცირე ყოველ 2 საათში ერთხელ ბავშვი ეკრანს უნდა მოშორდეს, ადგეს და ფიზიკური აქტივობა განახორციელოს

-მშობლებმა შვილებს დრო უნდა დაუთმონ და მხოლოდ გაზიარებული ფოტოების მიხედვით არ უნდა ჩათვალონ, რომ მათი შვილები ბედნიერები არიან.

წყარო : BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

WHO: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა, მას თრომბულ შემთხვევებთან კავშირი არ აქვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინასა და ადამიანებში განვითარებულ თრომბს შორის კავშირი არ არსებობს. ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დამატებით შეისწავლეს ინფორმაცია ზოგიერთ ადამიანში ვაქცინაციის შემდეგ თრომბის განვითარების შესახებ. ამ შესწავლის შემდეგ, WHO-ს სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ “AstaZeneca-ს ვაქცინა შესანიშნავია და ის უსაფრთხოა გამოყენებისთვის.”

ვაქცინების შესახებ განცხადება გააკეთა თავად AstraZeneca-მაც, კომპანია აღნიშნავს, რომ მათ მიერ შექმნილ ვაქცინასა და თრომბის განვითარებასთან კავშირი არ არსებობს.

თრომბული შემთხვევების განვითარების გამო ავსტრიაში, დანიაში, იტალიაში, ნორვეგიასა და ტაილანდში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს, ვიდრე იმუნიზაციასა და გარდაცვალების შემთხვევებს შორის კავშირი არ დადგინდებოდა.

AstraZeneca-ს მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება, იქამდე კი შაბათ-კვირას მისი რაიონებსა და მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტირება მოხდება. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რვა ქვეყანა, რომლებმაც AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს

პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი, იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. მათ შორისაა ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია. ამასთან, ცოტა ხნის წინ Deutsche Welle-მ დაწერა, რომ ამავე კომპანიის კოვიდ-ვაქცინის გამოყენება 14 დღით დანიამაც შეაჩერა. შემდეგ კი ამ ქვეყნების ჯგუფს ნორვეგია და ისლანდიაც შეუერთდა.

როგორც ცნობილია, ავსტრიის წამლის ეროვნულმა მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ოთხ ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა.

ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ AstraZeneca-ს ვაქცინის ჯგუფის გამოყენება შეაჩერა, რათა ევროპის წამლის სააგენტოსთვის გამოძიების ჩასატარებლად დრო მიეცათ.

ევროპის წამლის სააგენტოს განმარტებით, ვაქცინის იმ ჯგუფის გაკეთება, რომელიც ავსტრიაში გამოიყენეს, 49 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. ის გარდაიცვალა მრავლობითი თრომბოზით, სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნით, ვაქცინის მიღებიდან ათი დღის შემდეგ.

მეორე პაციენტს ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელის გამოჯანმრთელება მიმდინარეობს. სისხლის შედედება კიდევ იმ ორ პაციენტს გამოუვლინდა, რომლებმაც ვაქცინის დოზა იმავე ჯგუფიდან მიიღეს.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გართულებები გამოიწვია. ამასთან, თრომბოზი არ შედის ვაქცინის გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ვაქცინის ეს ჯგუფი (ABV5300) ერთ მილიონ დოზას მოიცავს და ევროკავშირის 17 სახელმწიფოს გადაეცა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 51 52 53 54 55 99
Page 53 of 99