close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ბიოლოგებმა დაადგინეს, რამდენ ხანსაა შესაძლებელი მარსზე სიცოცხლის შენარჩუნება

მარსი საცხოვრებლად არცთუ ისე უსაფრთხო ადგილია. მის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურა ზაფხულში 63°C (-82°F) -ია, ხოლო ზამთარში ტემპერატურა შესაძლოა -143°C (-226°F) გრადუსამდეც კი დაეცეს.
წითელი პლანეტის ატმოსფერული წნევა დედამიწაზე არსებული წნევის ნახევარს შეადგენს, ხოლო ზედაპირი რადიაციის მნიშვნელოვან ზეგავლენას განიცდის.
აქამდე არავინ იცოდა, შეეძლოთ თუ არა მიკროორგანიზმებს ამ ექსტრემალურ გარემოში გადარჩენა. თუმცა, ლომონოსოვის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (LMSU) მკვლევართა გუნდის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის წყალობით, მეცნიერებმა შეძლეს იმის დადგენა, თუ რა პირობების ატანა შეუძლიათ მიკროორგანიზმებს პლანეტაზე.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ კვლევამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მზის სისტემაში, ან მის მიღმა, სიცოცხლის მოძიების პროცესში.
მკვლევერებმა ჩაატარეს ტესტები, სადაც იმიტურებული მარსის რეგოლიტში შემავალ მიკროორგანიზმებზე განახორციელეს რადიაციული დასხივება.

იმიტირებული რეგოლიტი შედგებოდა დანალექი ქანებისგან, რომელიც შეიცავდა პუმფატროს, რომლებიც შემდგომ დაბალი ტემპერატურისა და დაბალი წნევის პირობებს ექვემდებარებოდნენ.
ჩვენ ვსწავლდით მაღალი დოზის გამა გამოსხივების (100 კილო გრეი) ზეგავლენას პროკარიოტების სიცოცხლისუნარიანობაზე. მანამდე ჩატარებულ კვლევებში პროკარიოტები 80 კილო გრეიზე მაღალი გამოსხივების პირობებში ვერ ცოცხლობდნენ,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მათი ინფორმაციით, კვლევის შედეგები მარსის რეგოლიტში სიცოცხლისუნარიანი მიკროორგანიზმების ხანგრძლივი კრიოგენის შენარჩუნების შესაძლებლობაზე მიანიშნებს.
მარსის ზედაპირზე მაიონებელი გამოსხივების ინტენსივობა წელიწადში 0.05-0.076 კილო გრეია და სიღრმესთან ერთად მცირდება.
მარსის რეგოლიტში რადიაციის ინტენსივობის გათვალისწინებით, მიღებული მონაცემები იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჰიპოთეტური მარსის ეკოსისტემები შესაძლოა დაცული იყოს ანაბიურ მდგომარეობაში, რეკოლიტის ზედაპირის ფენაში (UV სხივებისგან დაცული) მინიმუმ 1,3 მილიონი წლის განმავლობაში, არანაკლებ 3.3 მილიონი წლის განმავლობაში 2 მეტრის სიღრმეზე და მინიმუმ 20 მილიონი წლის განმავლობაში 5 მეტრის სიღრმეზე.
მიღებული მონაცემების მიღება შეიძლება გამოყენებულ იქნას აგრეთვე მზის სისტემის სხვა ობიექტებზე და გარე სამყაროსთან მცირე ზომის ორგანოებში ეფექტური მიკროორგანიზმების გამოვლენის შესაძლებლობის შესაფასებლად.
აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია სამეცნიერო სფეროსთვის. ერთის მხრივ, ავტორებმა შეეძლეს პირველად დაემტიკებინათ, რომ პროკარიოტეს ბაქტერიას შეუძლია 80 კილო გრეიზე მეტი გამოსხივების პირობებში გადარჩენა შეუძლია, რაც ადრე შეუძლებელად მიიჩნეოდა.
მათ ასევე აჩვენეს, რომ მიუხედავად მკაცრი პირობებისა, შესაძლებელია, მიკროორგანიზმები მარსზე ამჟამადაც ცოცხლობდნენ და შენარჩუნებული იყვნენ მის პერმაფროსტსა და ნიადაგში.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მნიშვნელობა აქვს როგორც ატმოსფეროსგარეშე, ასევე კოსმოსურ ფაქტორებს როდესაც განვიხილავთ იმას, თუ სად და რა პირობებში ცხოვრობენ ცოცხალი ორგანიზმები.
და ბოლოს, ამ კვლევამ გააკეთა ის, რაც მანამდე ჩატარებულ კვლევებს არ გაუკეთებია, რომელიც განსაზღვრავს მარსზე მიკროორგანიზმების გამოსხივების რეზისტენტობის ფარგლებს – კერძოდ, რეგოლიტსა და სხვადასხვა სიღრმეზე.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ინფორმაცია ფასდაუდებელი იქნება მომავალი მისიებისთვის მარსსა და მზის სისტემის სხვა ადგილებში და, შესაძლოა, ეგზოპლანეტების შესწავლისთვისაც. ის ასევე მეცნიერებს დაეხმარება იმის გაგებაში, თუ რომელი ლოკაციები აიცილონ თავიდან ისე, რომ ბუნებრივი ეკოსისტემების დაბინძურება არ მოხდეს.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწატექნოლოგიებიფიზიკა

ჰოკინგი: ,,დედამიწას განადგურება ემუქრება, მისი ალტერნატივა ალფა კენტავრია”

 ,,კაცობრიობა უახლოეს 600 წელიწადში დედამიწას გაანადგურებს,”- ამს შესახებ ცნობილმა პროფესორმა – სტივენ ჰოკინგმა პეკინში გამართულ ,,Tencent WE Summit-ზე“ განაცხადა.

ცნობილი ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდა და ენერგიაზე გაზრდილი მოითხოვნა კატასტროფას გამოიწვევს და დედამიწა ავარვარებულ ცეცხლოვან ბურთად გადაიქცევა.

ჰოკინგის თქმით, კაცობრიობამ უნდა დაიწყოს დედამიწის ალტერნატივის ძებნა. ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით საუკეთესო კანდიდატია ,,ალფა კენტავრი“.

ბრიტანელი კოსმოლოგი, რომელსაც 21 წლის ასაკში მოტონეირონის დიაგნოზი დაუსვეს, Breakthrough Starshot-ის პროექტს უჭერს მხარს. პროექტის მიზანი ალფა კენტავრიზე ნანოკრაფტის გაგზავნაა.

,,ამ ინოვაციის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვექნება სისტემა, რომლითაც შესაძლებელი იქნება მარსზე საათზე ნაკლებ დროში, პლუტონზე რამდენიმე დღეში, ალფა კენტავრიზე კი 20 წელიწადში მისვლა. 

ალფა კენტავრის ვარსკვლავი დედამიწიდან 25 ტრილიონი მილით (4.37  სინათლის წლითაა) დაშორებული. თანამედროვე უსწრაფეს კოსმოსურ ხომალდს იქამდე მისაღწევად დაახლოებით 30,000 წელი დასჭირდება.

ასტრონომები მიიჩნევენ, რომ ალფა კენტავრის სამვარსკვლავიან სისტემაში დედამიწის მსგავსი პლანეტის არსებობის შესაძლებლობაა.

სტივენ ჰოკინგს სხვადასხვა შინაარსის გამაფრთხილებელი განცხადება არაერთხელ გაუკეთებია. ლისაბონში გამართულ სამიტზე – 2017 Web Summit-ი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60 000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, ჰოკინგმა განაცხადა, რომ კაცობრიობა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის დაძლევა მოახერხოს, რათა შეწყდეს რობოტების მიერ ადამიანების ჩანაცვლება. თუმცა, ფიზიკოსი ხელოვნური ინტელექტის დადებით მხარეებსაც არ უარყოფს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი საფრთხეს უქმნის მილიონობით სამუშაო ადგილს, მისი გამოყენება ასევე მსოფლიოს კეთილდღეობისთვისაცაა შესაძლებელი, მაგალითად: სხვადასხვა დაავადებისა და სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჰოკინგის თქმით, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმაში, რომ თანამედროვე და მომავალი თაობა მეცნიერების შესწავლაში სრულად ჩაერთოს.

,,ვიმედოვნებთ, რომ ეს კაცობრიობისთვის უკეთესი სამყაროს შექმნას შეუწყობს ხელს,” – აცხადებს ჰოკინგი.

წყარო:  Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

მეცნიერებმა დედამიწიდან უცნობი ობიექტი აღმოაჩინეს

ამერიკელმა კოსმოსურმა მეცნიერებმა დედამიწიდან პირველი ვარსკვლავთშორისი ვიზიტორი აღმოაჩინეს. ობიექტი პატარა ასტეროიდი ან კომეტაა, რომელმაც ჩვენს მზის სისტემაზე გაიარა.

უცნობი ობიექტი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ A / 2017 U1-ის სახელითაა ცნობილი, ჰავაის უნივერსიტეტში დახვეწილი ტელესკოპის სისტემით დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინეს.

,,ჩვენ ათწლეულების მანძილზე ველოდებოდით ამ დღეებს”, – განაცხადა დედამიწის ობიექტის კვლევების ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის ცენტრის მენეჯერმა – პაულ ჩოდამ.

„დიდი ხანია არსებობს თეორია, რომ ასეთი ობიექტები არსებობს – ასტეროიდები ან კომეტები, რომლებიც გადაადგილდებიან ვარსკვლავებს შორის და ზოგჯერ ჩვენი მზის სისტემის გავლით მოძრაობენ- ეს არის პირველი ასეთი გამოვლენა”, – განაცხადა ჩოდასმა.

400 მეტრი დიამეტრის მქონე მასიური ობიექტი თანავარსკვლავედ ჩანგის მიმართულებიდან საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა, ელიფტიკური წრის ზემოთ, სადაც პლანეტები და სხვა ასტეროიდები მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობენ.

უახლოესი მანძილი, რითაც ობიექტი დედამიწას მოუახლოვდა დაახლოებით 15 მილიონი მილი იყო, რაც 14 ოქტომბერს აღმოაჩინეს.

„შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს ობიექტი მზის სისტემის მიღმა მიემგზავრება და უკან არ დაბრუნდება”, – განაცხადა „ნასას“ წარმომადგენელმა – დევიდ ფარნოჩიჩმა. ასტრონომები A / 2017 U1- ს ტელესკოპებით გამუდმებით აკვირდებოდნენ იმ იმედით, რომ მონაცემებს ობიექტის ვარსკვლავთშორისო წარმოშობას დაადგენდნენ და მის შემადგენლობას შეისწავლიდნენ.

თუ ობიექტს ოფიციალურად აღიარებენ, როგორც მსგავსი სახეობის დედამიწიდან დაფიქსირებულ პირველ წამრომადგენელს, მას სახელს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი შეურჩევს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიქიმია

მეცნიერებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც მთვარის ქვებისგან წყალსა და ჟანგბადს ქმნის

კოსმოსურმა ინჟინერმა – ტორსტენ დენკმა შეიმუშავა მზის რეაქტორი, რომელიც საშუალებას მისცემს ასტრონავტებს, მთვარეზე საკუთარი წყალი და ჟანგბადი შექმნან.

დენკი მოწყობილობაზე 10 წლის განმავლობაში Plataforma Solar de Almeria-ში (CIEMAT) მუშაობდა.

სისტემას შეუძლია მთვარის ნიადაგიდან წყლის ამოღება და ამისთვის მხოლოდ დედამიწიდან წაღებული წყალბადია საჭირო.

იმის გამო, რომ წყალბადის გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ჟანგბადი, სისტემამ შესაძლოა მთვარის მისიის წონა საგრძნობლად შეამციროს.

მოწყობილობას ექვსთვიანი ტესტი  ჩაუტარდა  და მისი შემქმნელი აცხადებს, რომ მას რვა ასტრონავტისთვის საკმარისი ჟანგბადისა და წყლის მიწოდება შეუძლია.

მკვლევარები მთვარეზე ჟანგბადის გზების მისაკვლევად ათწლეულების მანძილზე მუშაობენ.

ასტრონავტები აცხადებენ, რომ ახლად შექმნილ მოწყობილობას, რომელიც 400კგ-ს იწონის, საათში 700 კგ წყლის, ხოლო ოთხ საათში – 2,5 კგ ჟანგბადის წარმოება შეუძლია.

პროცესში გამოიყენება რკინის ტიტანის ოქსიდის ილმენიტი (FeTiO3), რომელიც მთვარის ,,ბნელ” ადგილებში მოიპოვება. მისი ამოთხრა და რეაქტორამდე მიტანა სპეციალური მთვარის რობოტის საშუალებითაა შესაძლებელი.

პროცესის განსახორციელებლად პირველ რიგში დედამიწიდან წყალბადის ჩატანაა საჭირო.

,,წყალბადი მხოლოდ პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება. შემდეგ ის ელექტროლიზის საშუალებით გადამუშავდება”– განმარტავს დენკი.

 ,,მაშინაც კი, თუ დედამიწიდან წყალბადს ჩაიტანთ და მთვარიდან ჟანგბადს მიიღებთ რაკეტის საწვავის შესაქმნელად, თქვენ წონის დაახლოებთ 90 პროცენტს დაზოგავთ. წყალბადი ყველაზე უფრო მსუბუქი ელემენტია, ჟანგბადი კი – გაცილებით მძიმეა. მთვარეზე მზის სინათლის გრძელ, 2-კვირიან პერიოდს იგივე ხანგრძლივობის სიბნელე მოსდევს – რაც ,,იდეალურ პირობებს” იძლევა მზის საწვავის შესაქმნელად,” – აღნიშნა დენკმა.

მისი განმარტებით, ქიმიური რეაქცია 800°C -დან იწყებს მოქმედებას, თუმცა აგლომერირება პრობლემა 1,050°C გრადუსზე ხდება. ამიტომ, მისი მიზანი იყო, რომ ტემპერატურა 1000°C-ს არ გადასცილებოდა, რასაც, დენკის თქმით, მიაღწია კიდეც.

 

წყარო: dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

სამყაროს ყველაზე დაუჯერებელი პლანეტები

 ბევრი მოვლენა, რაც, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია დედამიწის მკვიდრისთვის, სავსებით ბუნებრივი მდგომარეობა შეიძლება იყოს სამყაროში არსებული პლანეტებისთვის, რომლებიც თავისი გასაოცარი მახასიათებლებით აოგნებენ ადამიანებს. რამდენიმე პლანეტა თავისი დაუჯერებელი გარემოთი განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას, გავეცნოთ მათ.

 

• ,,Corot – 7b-ი” – დედამიწიდან 489 სინათლის წელიწადით დაშორებული ეგზოპლანეტაა, რომელიც ქვების წვიმით გვაოცებს. პლანეტის ნახევარი ჯოჯოხეთური სიცხით ხასიათდება და ტემპერატურა აქ დაახლოებით 2600 °C-ს აღწევს, რაც საკმარისზე მეტია იმისთვის რომ ქვა გალღვეს, ხოლო პლანეტის მეორე ნაწილი გაცილებით ცივია და ტემპერატურა მხოლოდ 190°C-ია. ამრიგად, პლანეტის ცხელი ნაწილიდან კლდოვანი ქანები ორთქლდება და უზარმაზარ  კლდოვან ღრუბლებად გარდაიქმნება, შემდეგ კი ეს ღრუბლები ზედაპირს უბრუნდება მაგმური წვიმის სახით. პლანეტის უფრო ცივი ნაწილში კი ეს მაგმის მასა ზედაპირზე დაშვებამდე კვლავ  ქვად იქცევა.

„HD 189773-b-ი“  –  ეგზოპლანეტაა, რომელც დედამიწიდან 63 სინათლის წელიწადითაა დაშორებული და რომლის ფანტასტიური სილამაზეც გამომდინარეობს მის ატმოსფეროში არსებული სილიკატური ნაწილაკებისგან. პლანეტისთვის დამახასიათებელია 8400 კმ/სთ  სიჩქარის ქარები, რაც შვიდჯერ უფრო მეტია ვიდრე ბგერის სიჩქარე. პლანეტაზე 930°C-ის არსებობის პირობებში წვიმს, ასე რომ, წარმოიდგინეთ საშინელი ჭექა-ქუხილის ფონზე და 1.24 მილი/საათში მოძრავი ქარით, როგორ გიახლოვდებათ უზარმაზარი ღრუბლები, შემდეგ კი როგორ ეშვება გასაოცარი სისწრაფით შუშის მასები ატმოსფეროში. შედარებისთვის, მსგავსი სიჩქარის ქარიშხალი დედამიწაზე რომ ამოვარდეს, მთელ დედამიწას 5 საათსა და 33 წუთში დაფარავს.

• ასტრონომების მიერ აღმოჩენილი კიდევ ერთი გასაოცარი ობიექტია ,,HD 131399Ab-ი”, რომელიც დაახლოებით სამი მზის გარშემო მოძრაობს და აქვს უზარმაზარი მასა, დაახლოებით 4-ჯერ მეტი ვიდრე იუპიტერს. ეგზოპლანეტის ერთწლიანი ბრუნი სამი ვარსკვლავის გარშემო  ჩვენი დედამიწისთვის  550 წელიწადის ტოლფასია და ვინაიდან პლანეტა საკმაოდ ნელა მოძრაოს, სამივე მზე ამ დროის განმავლობაში ნახევარჯერ თუ გაქრება ჰორიზონტიდან, ეს იგივეა რომ წარმოიდგინოთ 275 წლის მანძილზე ვერცერთხელ იხილოთ მზის ჩასვლა.


„Titan-ი“ სატურნის ერთ-ერთი თვალწარმტაცი მთვარეა, რომელიც მზის სისტემიდან 71 სინათლის წუთითაა დაშორებული და თუ კი ექსტრემალები შეძლებდნენ ეპიკური დაშვების ამ პლანეტაზე განხორციელებას, სავარაუდოდ, მთლიანად პლანეტას შემოუფრენდნენ, რასაც მკვრივი ატმოსფერო და დაბალი გრავიტაცია განაპირობებს, რაც 7-ჯერ ნაკლებია ვიდრე დედამიწაზე, მაგრამ “,,Titan-ის” ტემპერატურა 143 °C-ია, რასაც ემატება ის ფაქტიც, რომ ქარის სიჩქარე 20 მილს აღწევს წამში, ხოლო ჟანგბადის ნაცვლად, ციანისა და ციანინისგან შედგება, შესაბამისად, მომწამლავიცაა, რაც ნაკლებ მიმიდველს ხდის ამ ერთი შეხედვით ძალიან ლამაზ და მომავლის ექსტრემალებისთვის ერთ-ერთ სავარუდო დანიშნულების წერტილს. 

 

 

წყარო: Youtube channel – Riddle

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა” 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

,,ნასამ” მარსის მიღმა ფარული მაგნიტური კუდი აღმოაჩინა

,,ნასამ” ცოტა ხნის წინ მარსის მიღმა ფარული, მოხრილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა, რომელიც მზის ქარშხლების ქროლვის გამო მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს.

მეცნიერების ვარაუდით, ეს აღმოჩენა მათ მეტ ინფორმაციას მიაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ გაედინება მარსის ატმოსფერო კოსმოსში.

ეს უნიკალური სანახაობა მარსის ატმოსფეროს შემსწავლელ ხომალდ MAVEN-ის (The Mars Atmosphere and Volatile Evolution Mission) საშუალებით აღბეჭდეს.

მერილენდში განთავსებულ ნასას Goddard Space Flight Center-ის მეცნიერების განცხადებით, მზის სისტემის ქარებში მაგნიტურ ველებს შორის ურთიერთქმედებამ და მარსზე დატოვებულმა მაგნეტიზმის ჯიბეებმა, შესაძლოა, დარჩენილ ატმოსფერულ ნაწილაკებს კოსმოსში გასაფანტად გზა გაუხსნან.

ისინი აცხადებენ, რომ მარსის მაგნიტური კუდი მზის სისტემაში უნიკალურია. ,,ის არ ჰგავს არც ვენერაზე, რომელსაც საკუთარი მაგნიტური ველი არ გააჩნია, და არც დედამიწაზე, რომელსაც საკუთარი მაგნიტური ველი აქვს, აღმოჩენილ მაგნიტურ კუდებს. ის არის ამ ორს შორის მოთავსებული ჰიბრიდი.”

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მზის ქარმა, მზის ზედა ატმოსფეროდან წამოსული პლაზმის ნაკადი, რომელიც უმეტესად პროტონებსა და ელექტრონებს მოიცავს, მილიარდობით წლის წინ მარსის ატმოსფეროს დიდი ნაწილი გაფანტა.

ახლა, იგივე ქარები იწვევენ უნიკალურ მაგნიტური კუდის ეფექტს, რადგან მათი კომბინაცია მაგნეტიზმის დარჩენილ ნაწილთან მარსის გარკვეულ ნაწილებზე კვლავაა წარმოდგენილი.

მზის ქარებს თავიანთი მაგნიტური ველები აქვთ და როცა ისინი მარსის ნაწილს ეჯახებიან, ეს მაგნიტურ ხელახალ დაკავშირებას იწვევს და უხილავი გამრუდება ხდება.

ეს მაგნიტური ხელახალი დაკავშირება შესაძლოა კოსმოსში გამოჟონილ მარსის თხელ ატმოსფეროზე კიდე უფრო მეტ ზეწოლას ახდენდეს, ვინაიდან პლანეტის ზედა ატმოსფეროში მდებარე ელექტრონულად დამუხტული იონები კუდის მიერ წარმოქნილ მაგნიტურ ველზე რეაგირებენ.

შემდეგში მკვლევარებს  სურთ, MAVEN -ზე მაგნიტომეტრის გარდა სხვა ხელსაწყოებიც შეისწავლონ, რათა დაამტკიცონ, რომ მაგნიტური ველების ხელახალი დაკავშირება ხელს უწყობს ატმოსფერულ დანაკარგს.

ეს ინფორმაცია სასიცოცხლოა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი რამდენიმე ათწლეულში წითელ პლანეტაზე დასახლებას გადაწყვეტს- ატმოსფეროს ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა.

,,მარსი მართლაც რთული პლანეტაა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან საინტერესო”, – აცხადებენ მეცნიერები.

კვლევა ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების პლანეტარული მეცნიერების განყოფილების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინეს.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგანათლებასაქართველო

კოსმოსური ჰაკათონი იწყება

18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით კოსმოსური ჰაკათონი იწყება. 

ჰაკათონის მთავარი მიზანი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეების და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებაა.

ჰაკათონის ჟიურის თავმჯდომარე ,,ნასას” ასტრონავტი – ჰაიდი ფაიფერი იქნება, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში – Atlantis-sa და Endeavour-ში. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ღია კოსმოსში – 33 საათი.

ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაციაა. 1 შაბათ-კვირას გამართულ კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეეცდებიან, მისია წითელ პლანეტაზე აქციონ რეალურად.

გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ტექნიკის ვაუჩერებს.

ჰაკათონის ძირითადი ეტაპი 1-3 დეკემბერს გაიმართება, თუმცა პროექტების მიღება შესარჩევი ეტაპისთვის უკვე დაწყებულია. მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის შეუძლიათ ეწვიონ ვებგვერდს.

კოსმოსური ჰაკათონის მთავარი სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმსოფლიოფიზიკა

ელვა და ჭექა-ქუხილი –  მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღები და სინათლე დააწყვილეს

შეერთებული შტატებისა და ევროპის მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების გამოვლენა, ჭავლები სივრცესა და დროში, რომელიც ალბერტ აინშტეინის მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები,  იმავე  კოსმოსური მოვლენისგან მომავალ სინათლესთან დააწყვილეს. 

ტალღები, რომლებიც დაახლოებით 130 მილიონი წლის წინ ორი ძალიან მკვრივი ნეიტრონის ვარსკვლავის შეჯახებამ გამოიწვია, პირველად აგვისტოში ვაშინგტონის, ლუიზიანას  და იტალიაში – ლაზერული ინტერფერომეტრიის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიებში გამოავლინეს.

ორი წამის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ობსერვატორიაში სამხრეთ ცის იმავე ნაწილისგან, იმავე წყაროდან ელექტრომაგნიტური ტალღა, ე.წ. გამასხივები გამოვლინდა.

„წარმოიდგინეთ, რომ გრავიტაციული ტალღები ჭექა-ქუხილის მსგავსია. ჩვენ მისი ხმა მანამდეც გაგონილი გვქონდა, ახლა კი პირველად შევძელით ელვის ხილვაც,“ – განაცხადა Harvard-Smithsonian-ის ასტრიფიზიკის ცენტრის ასტრონავტმა ფილიპ კუპერსვეითმა.

დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ ვარსკვლავების შერწყმის შედეგად კოსმოსში ოქროს, პლატინისა და სხვა მძიმე ლითონების ნამქერი გაჩნდა, რაც ამყარებს თეორიას იმის შესახებ, რომ ამ მეტალების წყარო სწორედ ასეთი კატაკლიზმური მოვლენებია.

ორი წლის წინ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და კალიფორნიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ლაბორატორიებში მუშაობისას მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს გრავიტაციული ტალღები.

გრავიტაციული ტალღების არსებობა საუკუნის წინ ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. აღმოჩენა მეცნიერებმა იმ მომენტს შეადარეს, როცა გალილეომ ტელესკოპში გაიხედა.

გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა მეცნიერებისთვის გარღვევაა. ის იძლევა კოსმოსის ახლებურად კვლევისა და მასზე გაცილებით დიდი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

ტალღების აღმოსაჩენად მეცნიერები 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ინსტრუმენტს, ლაზერულ ინტერფერომეტრულ გრავიტაციულ-ტალღურ ობსერვატორიას (LIGO) იყენებდნენ. მეცნიერთა ნაწილი ამბობს, რომ ეს დაახლოებით იმავე მასშტაბის მოვლენაა, რაც 2012 წელს ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იყო, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის უფრო დიდია.

 

წყარო: http://www.reuters.com  

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ევროპამ კოსმოსში ახალი თანამგზავრი – ,,Sentinel-5P-ი” გაუშვა

ევროპამ პარასკევს  ,,Sentinel Earth-ის” მეექვსე სადამკვირვებლო თანამგზავი გაუშვა.

Sentinel-5P-ი მრავალმილიარდანი ევროს ბიუჯეტის მქონე კოპერნიკის პროგრამის ფარგლებში გაუშვეს, რომელიც ვულკანური ფერფლისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მონიტორინგისკენაა მიმართული.

თანამგზავრის გაშვება Rockot-ის ბორტიდან რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პლოცეცკის კოსმოდრომიდან მოხდა.

დედამიწის ზემოთ 824 კილომეტრზე მოძრავი ხელოვნურ თანამგზავრი პლანეტის ატმოსფეროს დააკვირდება, ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა – ვულკანური ნაცარი, რომელიც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თვითმფრინავებს, ან ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი დონე, რომელმაც, შესაძლოა, კანის დაზიანება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, მეცნიერები Sentinel-5P-ის მონაცემებს იმის უკეთ გაგებისთვის გამოიყენებენ, თუ როგორ წარმოიქმნებიან ხვრელები ოზონის შრეში.

კოპერნიკის პროექტს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) აღწერს, როგორც ყველაზე ამბიციურ დედამიწის სადამკვირვებლო პროგრამას. პროექტის დასაფინანსებლად ევროკავშირსა და ESA- ს 2020 წლამდე 820 მილიარდ ევრო აქვთ გამოყოფილი.

კოპერნიკის პროექტის განხორციელება განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ევროპამ დედამიწის სადამკვირვებლო თანამგზავრთან – Envisat-თან 2012 წელს, გაშვებიდან 10 წლის შემდეგ, კავშირი დაკარგა.

ევროპის დაგეგმილი Sentinel-ის ფარგლებში პირველი თანამგზავრი 2014 წელს გაუშვეს.

 

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკომუნიკაციარელიგია და მეცნიერება

რომის პაპი კოსმოსში ზარს განახორციელებს

 რომის პაპი ფრანცისკე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ზარს განახორციელებს.

ოფიციალური ვატიკანის განცხადებით, პაპი 26 ოქტომბერს, 5 საათზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ზარს განახორციელებს. ინფორმაციაში სხვა დეტალები დაკონკრეტებული არაა.

აღსანიშნავია, რომ მაგრამ ფრანცისკემ მხარი დაუჭირა პაპის მეცნიერებათა აკადემიის მუშაობას, რომელიც რეგულარულად აერთიანებს მეცნიერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 6-კაციანი ეკიპაჟი შედგება  – სამი ამერიკელის, ორი რუსისა და ერთი იტალიელისგან.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური კოსმოსში აწყობილი საერთაშორისო ორბიტული სადგურია, რომელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის სახით იყენებენ. სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს და მისი დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით შეიძლება: მისი სიმაღლე მერყეობს 319,6 კმ-დან 346,9 კმ-მდე დედამიწის ზედაპირიდან. მისი მოძრაობის საშუალო სიჩქარეა 27.744 კმ/სთ და 15,7 ორბიტას ასრულებს დღეში. სკს ერთობლივი პროგრამაა აშშ-ს (ნასა), რუსეთის (რკა), იაპონიის (იახა), კანადის (კკა) და რამდენიმე ევროპული ქვეყნის (კა) კოსმოსურ სააგენტოს შორის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
1 43 44 45 46 47 54
Page 45 of 54