close
სტრონომია - კოსმოსივლევები

ევროპამ კოსმოსში ახალი თანამგზავრი – ,,Sentinel-5P-ი” გაუშვა

ევროპამ თანამგზავრი გაუშვა

ევროპამ პარასკევს  ,,Sentinel Earth-ის” მეექვსე სადამკვირვებლო თანამგზავი გაუშვა.

Sentinel-5P-ი მრავალმილიარდანი ევროს ბიუჯეტის მქონე კოპერნიკის პროგრამის ფარგლებში გაუშვეს, რომელიც ვულკანური ფერფლისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მონიტორინგისკენაა მიმართული.

თანამგზავრის გაშვება Rockot-ის ბორტიდან რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პლოცეცკის კოსმოდრომიდან მოხდა.

დედამიწის ზემოთ 824 კილომეტრზე მოძრავი ხელოვნურ თანამგზავრი პლანეტის ატმოსფეროს დააკვირდება, ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა – ვულკანური ნაცარი, რომელიც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თვითმფრინავებს, ან ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი დონე, რომელმაც, შესაძლოა, კანის დაზიანება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, მეცნიერები Sentinel-5P-ის მონაცემებს იმის უკეთ გაგებისთვის გამოიყენებენ, თუ როგორ წარმოიქმნებიან ხვრელები ოზონის შრეში.

კოპერნიკის პროექტს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) აღწერს, როგორც ყველაზე ამბიციურ დედამიწის სადამკვირვებლო პროგრამას. პროექტის დასაფინანსებლად ევროკავშირსა და ESA- ს 2020 წლამდე 820 მილიარდ ევრო აქვთ გამოყოფილი.

კოპერნიკის პროექტის განხორციელება განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ევროპამ დედამიწის სადამკვირვებლო თანამგზავრთან – Envisat-თან 2012 წელს, გაშვებიდან 10 წლის შემდეგ, კავშირი დაკარგა.

ევროპის დაგეგმილი Sentinel-ის ფარგლებში პირველი თანამგზავრი 2014 წელს გაუშვეს.

 

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid