close
ასტრონომია - კოსმოსიქიმია

მეცნიერებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც მთვარის ქვებისგან წყალსა და ჟანგბადს ქმნის

კოსმოსურმა ინჟინერმა – ტორსტენ დენკმა შეიმუშავა მზის რეაქტორი, რომელიც საშუალებას მისცემს ასტრონავტებს, მთვარეზე საკუთარი წყალი და ჟანგბადი შექმნან.

დენკი მოწყობილობაზე 10 წლის განმავლობაში Plataforma Solar de Almeria-ში (CIEMAT) მუშაობდა.

სისტემას შეუძლია მთვარის ნიადაგიდან წყლის ამოღება და ამისთვის მხოლოდ დედამიწიდან წაღებული წყალბადია საჭირო.

იმის გამო, რომ წყალბადის გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ჟანგბადი, სისტემამ შესაძლოა მთვარის მისიის წონა საგრძნობლად შეამციროს.

მოწყობილობას ექვსთვიანი ტესტი  ჩაუტარდა  და მისი შემქმნელი აცხადებს, რომ მას რვა ასტრონავტისთვის საკმარისი ჟანგბადისა და წყლის მიწოდება შეუძლია.

მკვლევარები მთვარეზე ჟანგბადის გზების მისაკვლევად ათწლეულების მანძილზე მუშაობენ.

ასტრონავტები აცხადებენ, რომ ახლად შექმნილ მოწყობილობას, რომელიც 400კგ-ს იწონის, საათში 700 კგ წყლის, ხოლო ოთხ საათში – 2,5 კგ ჟანგბადის წარმოება შეუძლია.

პროცესში გამოიყენება რკინის ტიტანის ოქსიდის ილმენიტი (FeTiO3), რომელიც მთვარის ,,ბნელ” ადგილებში მოიპოვება. მისი ამოთხრა და რეაქტორამდე მიტანა სპეციალური მთვარის რობოტის საშუალებითაა შესაძლებელი.

პროცესის განსახორციელებლად პირველ რიგში დედამიწიდან წყალბადის ჩატანაა საჭირო.

,,წყალბადი მხოლოდ პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება. შემდეგ ის ელექტროლიზის საშუალებით გადამუშავდება”– განმარტავს დენკი.

 ,,მაშინაც კი, თუ დედამიწიდან წყალბადს ჩაიტანთ და მთვარიდან ჟანგბადს მიიღებთ რაკეტის საწვავის შესაქმნელად, თქვენ წონის დაახლოებთ 90 პროცენტს დაზოგავთ. წყალბადი ყველაზე უფრო მსუბუქი ელემენტია, ჟანგბადი კი – გაცილებით მძიმეა. მთვარეზე მზის სინათლის გრძელ, 2-კვირიან პერიოდს იგივე ხანგრძლივობის სიბნელე მოსდევს – რაც ,,იდეალურ პირობებს” იძლევა მზის საწვავის შესაქმნელად,” – აღნიშნა დენკმა.

მისი განმარტებით, ქიმიური რეაქცია 800°C -დან იწყებს მოქმედებას, თუმცა აგლომერირება პრობლემა 1,050°C გრადუსზე ხდება. ამიტომ, მისი მიზანი იყო, რომ ტემპერატურა 1000°C-ს არ გადასცილებოდა, რასაც, დენკის თქმით, მიაღწია კიდეც.

 

წყარო: dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid